eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: კომპიუტერული ინჟინერია 2026
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი:
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: კომპიუტერული ინჟინერიის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენისა და მათემატიკის/ფიზიკის ცოდნა, რაც დასტურდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ მცირე 50%-იანი შედეგით.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს კომპიუტერული ინჟინერიის განვითარებას კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით, რომლებსაც ექნებათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონკურენტული უმაღლესი განათლება და უნარები.

საბაკალავრო პროგრამა მოწოდებულია სტუდენტს ჩამოუყალიბოს საფუძვლიანი საინჟინრო უნარები ელექტრონიკის, კომპიუტერული ინჟინერიისა და კომუნიკაციის მიმართულებით. მისცეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნა  საინფორმაციო ტექნოლოგიებში, სისტემებისა და პროცესების პროექტირებისა და რეალიზების, მარტივი პროგრამული კოდის შედგენის, სხვადასხვა საინჟინრო და მათემატიკური ამოცანის ანალიზისა და ინოვაციური ტექნოლოგიური აზროვნების უნარი, პროექტის შესრულებაში მონაწილეობის რეალური გამოცდილებით გამოუმუშავოს გუნდურ მუშაობის უნარი.

პროგრამის კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ დასაქმდნენ ელექტრონულ, კომპიუტერულ, სატელეკომუნიკაციო და ენერგეტიკულ კომპანიებში, სამთავრობო ორგანიზაციებში, ბანკებში და სხვა კერძო კომპანიებში, სადაც კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალისტის კომპეტენციაა საჭირო. სკოლის მიერ მოწოდებულ პროგრამაში დამატებითი შეთავაზებების სახით ინტეგრირებული საერთაშორისო სასერტიფიკაციო კურსები, როგორიცაა Cisco, Microsoft, Oracle Academic, iOS სასწავლო კურსები, სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ საერთაშორისო სერთიფიკატები.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია - სემინარი
  • წიგნთან მუშაობა
  • დემონსტრირება
  • დისკუსიები
  • პრაქტიკული მეცადინეობები
  • ლაბორატორიული მეცადინეობები
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
  • ჯგუფური მუშაობა
  • პრობლემის დასმა და მათი გადაჭრა
  • ვერბალური და ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • კრიტიკული ანალიზი
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები
სწავლის შედეგი:
პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-11-2022
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: #51/19
პროგრამის განახლების თარიღი:
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
პროგრამის დეტალები:

სტუდენტს შეუძლია იხელმძღვანელოს შეთავაზებული კურიკულუმის მიხედვით და საგნების წინაპირობების დაცვით ინდივიდუალურად დაგეგმოს საკუთარი სასწავლო პროცესი. სწავლის ბოლო წელს საბაკალავრო პროექტის შესასრულებლად სტუდენტი შეთავაზებული მიმართულებებიდან ირჩევს მისთვის საინტერესო თემას. საბაკალავრო პროექტი სრულდება ჯგუფურად, რაც ხელს უწყობს სტუდენტის დარგობრივი ცოდნისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია არჩევითი კურსი პრაქტიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სტუდენტს დაეხმარება უკეთ ჩამოყალიბდეს საბაკალავრო პროექტის თემის არჩევისას.

პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ, სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების და შიდა გამოცდის საფუძველზე.

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დადგენილი მაქსიმალური ნედლი ქულის

  • 63%-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტის დაშვება ხდება ინგლისური ენის B1/1 დონეზე;
  • 64%-დან 86%-ის მიღების შემთხვევაში  - B1/2 დონეზე;
  • 87%-დან 100%-ის მიღების შემთხვევაში - B2/1 დონეზე.
  • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უტარდება ენის კომპეტენციის დამდგენი ტესტირება და ზღვრული ქულების დაგროვების შემთხვევაში, სტუდენტს შეეძლება რეგისტრაცია ინგლისური ენის B2/2 დონეზე. თუ სტუდენტი ვერ დააგროვებს ზღვრულ რაოდენობას, მისი  დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.  
  • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში თუ სტუდენტი არ გამოცხადდება ტესტირებაზე, მისი დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.
სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

„ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს კრედიტების შემდეგ განაწილებას:

  • პროგრამის ძირითადი 174 ECTS;
  • პროგრამის არჩევითი 24 ECTS ;
  • STEM ბლოკი 6 ECTS;
  • ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი 12ECTS;
  • თავისუფალი 24 ECTS.

საუნივერსიტეტო თავისუფალი კრედიტების ფარგლებში სტუდენტს შეუძლია აიღოს ამავე პროგრამის, მომიჯნავე პროგრამის ან უნივერსიტეტის სხვა პროგრამების საგნები შესაბამისი წინაპირობების დაცვით.

კომპიუტერული ინჟინერის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელმა სტუდენტებმა, რომლებსაც ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში/ფიზიკაში მიღებული აქვთ 85%-ზე ნაკლები და საჭიროებენ მათემატიკის კომპეტენციების გაუმჯობესებას, რეკომენდაცია ეძლევათ თავისუფალი კრედიტების ფარგლებში აირჩიონ საგანი „პრეკალკულუსი“.

 

ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 1,3
BUSN4433ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი6 1,3
COIN1515შედარებითი და საერთაშორისო განათლება6 1,3
HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1,3
HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 1,3
LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 1,3
LAWB1177აზროვნება და მორალი6 1,3
LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 1,3
LITR1212დიადი წიგნები6 1,3
POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 1,3

კრედიტების ჯამი:

60

უნარების ბლოკი

კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 0
STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 0
STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 0
STEM0014ლაშქრობა - საველე პრაქტიკა6 0
STEM0018ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში6 0

კრედიტების ჯამი:

30

პროგრამის ძირითადი

კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
EENG1111დაპროგრამება ინჟინრებისთვის - Python6 1
ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 1
KART1515სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი6 1,2
MATH1115კალკულუსი I6 2
EENG1112დაპროგრამება ინჟინრებისთვის - Python OOP6 2
EENG1120ელექტრონიკის საფუძვლები6 1
EENG2424წრედთა თეორია6 2
INFO3301მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები6 3
MATH1166კალკულუსი II6 3
PHYS2005ფიზიკა III6 4
INFO3302ოპერაციული სისტემა (Windows)6 5
INFO3303კომპიუტერის არქიტექტურა6 5
INFO3304Oracle მონაცემთა ბაზის დიზაინი და პროგრამირება6 5
PHYS2003ფიზიკა I6 2
INFO3305შესავალი მანქანური სწავლების მოდელირებაში6 6
INFO3306კომპიუტერის სტრუქტურული ორგანიზაცია6 6
MATH1123წრფივი ალგებრა და ანალიზური გეომეტრია6 2
MATH3112დისკრეტული მათემატიკა6 3
PHYS2004ფიზიკა II6 3
EENG2212ანალოგური ელექტრონიკა6 3
EENG2005საინჟინრო მათემატიკა6 4
EENG3113ციფრული ელექტრონიკა6 4
EENG2015მიკროკონტროლერების დაპროგრამების ტექნოლოგიები6 5
MATH2004ალბათობის თეორია და სტატისტიკა6 5
INFO3110კომპიუტერული ქსელები I6 6
EENG3222პროგრამული ინჟინერია6 7
EENG4235კომპიუტერული უსაფრთხოება6 7
STEM4000ტექნიკური წერა6 7
EENG4010საბაკალავრო პროექტი12 8

კრედიტების ჯამი:

180

პროგრამის ასარჩევი

კოდი საგანი კრედიტი
EENG1002ნეირონული სისტემები6
EENG1003კვანტური გამოთვლების ფიზიკა6
INFO1111დაპროგრამების საფუძვლები (C++)6
INFO1112საოფისე სისტემები6
EENG1213ნახევარგამტარული მოწყობილობები6
EENG1215სიგნალების დამუშავება6
INFO3131ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება C++6
EENG2012ციფრული კომუნიკაციები12
EENG3115საინჟინრო ელექტრომაგნეტიზმი6
INFO3257პროგრამირება Oracle PL/SQL6
EENG2013სასიგნალო პროცესორები6
EENG2115საკომუნიკაციო ტექნოლოგიები6
EENG2008მოდელირების პროგრამული ინსტრუმენტები6
INFO4114ხელოვნური ინტელექტი6
INFO1125მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები (MS SQL)6
INFO3210კომპიუტერული ქსელები II6
MATH4118კრიპტოლოგიის საფუძვლები6
INFO1107IT სერვისების და პროექტების მართვა6
EENG4012პრაქტიკა6
INFO3133კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოება6

კრედიტების ჯამი:

126

თავისუფალი კრედიტი

კოდი საგანი კრედიტი
ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6
ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6
MATH1121პრეკალკულუსი6

კრედიტების ჯამი:

24









პრერეკვიზიტების მატრიცა


შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
97-100 4,00 A+ A ფრიადი
94-96 3,75 A
91-93 3,50 A-
87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
84-86 3,00 B B
81-83 2,75 B-  
77-80 2,50 C+   C კარგი
74-76 2,25 C
71-73 2,00 C-
67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
64-66 1,50 D
61-63 1,25 D-
51-60 1,00 E E საკმარისი
უარყოფითი შეფასება
41-50   FX FX ვერ ჩააბარა
<40   F F ჩაიჭრა



ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი