eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: საჯარო მმართველობა 2026
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი:
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საჯარო მმართველობის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

დღეს საქართველო საჯარო ადმინისტრირების რეფორმისა და განვითარების ეტაპზეა, რაც მმართველობის ძველი სისტემიდან ახალ, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ, ღია მმართველობის ფორმების დამკვიდრებასა და სერვისზე ორიენტირებული საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას გულისხმობს. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე ამ უმნიშვნელოვანესი ცვლილებების წარმატებით განხორციელება კი მაღალკვალიფიციურმა და პროფესიონალმა საჯარო მმართველებისა და საჯარო მოხელეების ახალმა თაობამ უნდა უზრუნველყოს.

საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის მიზანი სწორედ დემოკრატიული აზროვნების, კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებაა. პროგრამა შედგენილია საერთაშორისო გამოცდილებისა და საჯარო სექტორში დასაქმების ბაზარზე არსებული მოთხოვნის ფართო არეალის გათვალისწინებით და გამიზნულია მათთვის, ვისაც სახელმწიფო სამსახურში, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმატებული კარიერა აინტერესებთ.

პროგრამა მოიცავს საჯარო ადმინისტრირების სამივე განზომილებას - მენეჯერულ, სამართლებრივ და პოლიტიკურ-ეკონომიკურ ასპექტებს, ფოკუსირებულია საჯარო მმართველობის მენეჯერულ კონტექსტზე და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოში უახლეს და მიმდინარე პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ რეფორმებს, მათთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის შესაძლებლობებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას.

სფეროს მულტიდისციპლინარული ხასიათიდან გამომდინარე, პროგრამა სტუდენტს აძლევს სახელმწიფო მართვის, საჯარო პოლიტიკის პროცესისა და პროგრამების ადმინისტრირების მრავალმხრივ ცოდნას, უყალიბებს პროფესიულ ხედვას და მისი პრაქტიკაში რეალიზების უნარ-ჩვევებს, რაც მნიშვნელოვანია, როგორც მათი პროფესიული კუთხით დასაქმებისა და კარიერული წინსვლისთვის, ასევე უფრო ვიწრო პროფესიული ინტერესების გამოკვეთისა და სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისათვის.

შესაბამისად, პროგრამა სტუდენტებს ამზადებს საჯარო სექტორში წარმატებული საქმიანობისათვის, რომელთაც თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით, ინოვაციური ხედვისა და ახალი იდეების გენერირების გზით შეეძლებათ წვლილი შეიტანონ საჯარო მმართველობის სისტემის გაუმჯობესებასა და ქვეყნის განვითარებაში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • გუნდური მუშაობა
  • დემონსტრირების მეთოდი
  • დისკუსიები/დებატები
  • ინტერაქტიულ ლექციები
  • ლექცია-სემინარები
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
  • სიახლეთა გარჩევა
  • ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • წერითი მუშაობის მეთოდი
სწავლის შედეგი:
პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-11-2010
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 14-12
პროგრამის განახლების თარიღი:
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 03/19
პროგრამის დეტალები:

პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. პროგრამა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულისთვის ინგლისური ენის ცოდნის გამომუშავებას, რომელიც ენების საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (CEFR) B2 დონეს შეესაბამება, ხოლო პროგრამის თავისუფალ კრედიტებში გათვალისწინებულია ინგლისურის ალტერნატიული დონეები, თუ სტუდენტის კომპეტენცია პროგრამაზე ჩაბარების მომენტში არ შეესაბამება B2/2 დონეს (B1/1-დან B2/1 ჩათვლით). კერძოდ:

  • პროგრამით დადგენილი მინიმალური ზღვრიდან ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დადგენილი მაქსიმალური ნედლი ქულის 63%-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტის დაშვება ხდება ინგლისური ენის B1/1 დონეზე  
  • მაქსიმალური ნედლი ქულის 64%-დან 86%-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტის დაშვება ხდება ინგლისური ენის B1/2 დონეზე
  • მაქსიმალური ნედლი ქულის 87%-დან 100%-ის ჩათვლით მიღების შემთხვევაში სტუდენტის დაშვება ხდება ინგლისური ენის B2/1 დონეზე 
  • ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ინგლისურ ენაში მაქსიმალური ნედლი ქულის 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უტარდება ენის კომპეტენციის დამდგენი ტესტირება, რათა დაშვებულ იქნას ინგლისური ენის B2/2 დონის ჯგუფში
  • სტუდენტებს, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ ჩაუბარებიათ ინგლისური ენა, უტარდებათ დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მათი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2-სა.

პროგრამა სტუდენტს აძლევს საშუალებას გაიაროს 18 ECTS თავისუფალი კრედიტების ფარგლებში.

სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა მოაგროვოს 240 კრედიტი. 156 კრედიტის შესაბამის საგნებს სტუდენტი გაივლის პროგრამის ძირითადი საგნების ფარგლებში, ხოლო 24 ECTS კრედიტს - პროგრამის სავალდებულო ასარჩევი ბლოკებიდან, მათ შორის 12 ECTS - STEM ბლოკიდან,  ხოლო 12 ECTS - ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკიდან. დანარჩენი 60 კრედიტის შევსება სტუდენტებს შეუძლიათ პროგრამის ასარჩევი საგნების და თავისუფალი კრედიტების (18 ECTS) ფარგლებში.

ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
COIN1515შედარებითი და საერთაშორისო განათლება6 1,2
HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1,2
LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 1,2
LAWB1177აზროვნება და მორალი6 1,2
POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 1,2
ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 1,2
HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 1,2
LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 1,2
LITR1212დიადი წიგნები6 1,2

კრედიტების ჯამი:

54

STEM ბლოკი

კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 1,4
STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 1,4
STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 1,4
STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 1,4
STEM0010ლოგიკა6 1,4
STEM1010ინოვაციებისა და მეწარმეობის Start-up ლაბი6 1,4
STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 1,2
STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 1,2
STEM0014ლაშქრობა - საველე პრაქტიკა6 1,2
STEM0018ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში6 1,2
STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 1,4
STEM0004თამაშთა თეორია6 1,4

კრედიტების ჯამი:

72

უნარების ბლოკი

კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 0
STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 0
STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 0
STEM0014ლაშქრობა - საველე პრაქტიკა6 0
STEM0018ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში6 0

კრედიტების ჯამი:

30

პროგრამის ძირითადი

კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
BUSN1310ბიზნესი და ეკონომიკა6 1
ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 1
KART1515სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი6 1,2
MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 1
PUBL3212შესავალი საჯარო ადმინისტრირებაში6 1
LAWB1135შესავალი სამართალმცოდნეობაში6 2
MGMT2015მენეჯმენტის საფუძვლები6 2
MGMT3221საქმიანი ურთიერთობები6 2
POLI1220პოლიტიკის შესავალი6 2
ECON1290მიკროეკონომიკის პრინციპები6 3
LAWB1220კონსტიტუციური სამართალი 1 – სახელმწიფო მოწყობის სამართალი6 3
PUBL1010თანამედროვე პოლიტიკა და ადმინისტირება საქართველოში6 3
STAT2219სტატისტიკა6 3
ECON2190მაკროეკონომიკის პრინციპები6 4
LAWB1250ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი6 4
PUBL1216საჯარო პოლიტიკის პროცესი6 4
PUBL3030ადგილობრივი პოლიტიკა და მმართველობა6 4
ECON3113სახელმწიფოს ეკონომიკა I (ფისკალური თეორია და პოლიტიკა)6 5
PUBL2010საჯარო ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარება6 5
PUBL3280ადმინისტრაციული ლიდერობა და ეთიკა საჯარო სექტორში6 5
PUBL4112შესავალი საჯარო პოლიტიკის ანალიზში6 5
ACCT2122ფინანსური აღრიცხვა I6 6
PUBL4000სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები6 6
PUBL4040ადამიანური რესურსების მართვა საჯარო ორგანიზაციებში6 6
PUBL2000კვლევის მეთოდები საჯარო ადმინისტრირებაში6 7
PUBL3000საჯარო სერვისების მენეჯმენტი6 7
PUBL6060შედარებითი საჯარო მმართველობა6 7

კრედიტების ჯამი:

162

პროგრამის ასარჩევი

კოდი საგანი კრედიტი
BUSN4240ეფექტური სერვისის სტრატეგია6
PUBL2222საჯარო მმართველობის ციფრული ტრანსფორმაცია6
ECON3279საგადასახადო დაბეგვრის პრინციპები6
LAWB2130კონსტიტუციური სამართალი 2 – ადამიანის ძირითადი უფლებები6
MGMT3121ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები6
MGMT4220პროექტის მენეჯმენტი6
MKTG2210მარკეტინგის საფუძვლები6
PUBL3277შესავალი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში6
ACCT2221ფინანსური აღრიცხვა II6
COMM4120საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6
ECON3213სახელმწიფოს ეკონომიკა II (პოლიტიკური ეკონომიკა და საზოგადოებრივი არჩევანი)6
LAWB2140საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური სამართალი6
LAWB4991სამეწარმეო სამართალი6
MGMT3211ადამიანური რესურსების მართვა6
POLI3230შესავალი შედარებით პოლიტიკაში6
ACCT2210მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები6
FINA2211დაზღვევის საფუძვლები6
FINA3115ფინანსების საფუძვლები6
MGMT3151ცვლილებების მართვა6
MKTG4550სოციალური მედია მარკეტინგი6
PUBL1000პროფესიული ინგლისური საჯარო მმართველთათვის6
PUBL3535გენდერული პოლიტიკა6
COMM4135საჯარო გამოსვლის ტექნიკა6
ECON4279საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტი6
INTR1278პრაქტიკა საჯარო სექტორში12
POLI2230პოლიტიკური სოციოლოგია6
POLI4105დემოკრატია, არჩევნები და საარჩევნო სისტემები6
POLI4111დემოკრატია და პოპულიზმი6
PUBL5000საბაკალავრო კვლევითი ნაშრომი საჯარო ადმინისტრირებაში18
STAT1122სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების ინფორმაციული სისტემები SPSS6

კრედიტების ჯამი:

198









პრერეკვიზიტების მატრიცა


შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
97-100 4,00 A+ A ფრიადი
94-96 3,75 A
91-93 3,50 A-
87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
84-86 3,00 B B
81-83 2,75 B-  
77-80 2,50 C+   C კარგი
74-76 2,25 C
71-73 2,00 C-
67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
64-66 1,50 D
61-63 1,25 D-
51-60 1,00 E E საკმარისი
უარყოფითი შეფასება
41-50   FX FX ვერ ჩააბარა
<40   F F ჩაიჭრა



ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი