eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ჟურნალისტიკა 2026
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი:
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჟურნალისტიკის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს ლიბერალურ-ჰუმანური ღირებულებების მქონე ჟურნალისტები და ამგავარად ხელი შეუწყოს საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას, ქართველი ერისა და კაცობრიობის კეთილდღეობას. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს, ტრადიციული ამერიკული და ევროპული ჟურნალისტიკის საფუძვლებზე დაყრდნობით, პრაქტიკულ და პროფესიონალურ უნარ–ჩვევებს შეასწავლის. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულებს გამოუმუშაოს სხვადასხვა წყაროსა და მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოძიების უნარი, მულტიმედიური პროდუქტების შექმნის უნარი,სხვადასხვა საკითხზე გაშუქების უნარი, როგორც ონლაინ და ბეჭდური, ისე ტელევიზიისა და რადიოსთვის, ჟურნალისტური გამოძიების დაგეგმვისა და წარმოების უნარი, ფოტორეპორტაჟებისა და დოკუმენტური ფილმების შექმნის უნარი. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის დასაქმების სფეროებად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული როგორც ონლაინ, ისე ბეჭვდითი და ელექტრონული (გაზეთი, რადიო, სააგენტო, ტელეკომპანია, ჟურნალი) მედია კომპანიები. აგრეთვე, მათ შეეძლებათ დასაქმდნენ ნებისმიერ კერძო ან სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ან არასამათავრობო ორგანიზაციების და მედიასთან ურთიერთობების სამსახურში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქტიული ლექციები
  • პრაქტიკული მუშაობა
  • გუნდური მუშაობა
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (casestudy)
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან  ბიბლიოთეკაში
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • როლური თამაშები
სწავლის შედეგი:
პროგრამის დამტკიცების თარიღი: 12-12-2005
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 04-05
პროგრამის განახლების თარიღი:
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 48-18
პროგრამის დეტალები:

ჰუმანიტარულ-სოციალური და STEM ბლოკების, პროგრამის ძირითადი კომპონენტების გარდა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა 78 კრედიტი დააგროვოს დამატებითი სპეციალობით, პროგრამის არჩევითი კომპონენტებით ან თავისუფალი კრედიტებით. 

პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ, სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების და შიდა გამოცდის საფუძველზე.

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დადგენილი მაქსიმალური ნედლი ქულის

  • 63%-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტის დაშვება ხდება ინგლისური ენის B1/1 დონეზე;
  • 64%-დან 86%-ის მიღების შემთხვევაში  - B1/2 დონეზე;
  • 87%-დან 100%-ის მიღების შემთხვევაში - B2/1 დონეზე.
  • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უტარდება ენის კომპეტენციის დამდგენი ტესტირება და ზღვრული ქულების დაგროვების შემთხვევაში, სტუდენტს შეეძლება რეგისტრაცია ინგლისური ენის B2/2 დონეზე. თუ სტუდენტი ვერ დააგროვებს ზღვრულ რაოდენობას, მისი  დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.  
  • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში თუ სტუდენტი არ გამოცხადდება ტესტირებაზე, მისი დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.
სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ჟურნალისტიკაში სტუდენტმა საჭიროა შეასრულოს 240 ECTS, რაც გულისხმობს 12 ECTS ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკიდან; 12 ECTS STEM ბლოკიდან; 132 ECTS პროგრამის ძირითადი საგნებიდან; 18 ECTS თავისუფალი კრედიტებით; 66 ECTS პროგრამის ასარჩევით საგნებით დაგროვებას ან/და დამატებითი (მაინორი) პროგრამის არჩევით. სტუდენტებმა დამატებითი სპეციალობა შეიძლება აირჩიონ შემდეგი სპეციალობებიდან: არქეოლოგია, ინგლისური ფილოლოფია, ქართული ფილოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, აღმოსავლეთმცოდნეობა, მასწავლებლის მომზადების პროგრამა, ამერიკათმცოდნეობა, ისტორია, საზოგადოებასთან

ურთიერთობა, პოლიტიკის მეცნიერებები. აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება 2021 წლამდე ჩარიცხული სტუდენტებისთვის. პროგრამის სწავლების ენა არის ქართული, ცალკეული ინგლისურენოვანი კომპონენტებით. შესაბამისად, ყველა კომპონენტი ისწავლება ძირითადად ქართულ ენაზე, გარდა იმ კურსებისა, სადაც გამოიყენება ინგლისურენოვანი ლიტერატურა.

ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
COIN1515შედარებითი და საერთაშორისო განათლება6 2,3
LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 2,3
LAWB1177აზროვნება და მორალი6 2,3
LITR1212დიადი წიგნები6 2,3
BUSN4433ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი6 2,3
HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 2,3
POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 2,3
ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 2,3
HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 2,3
LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 2,3

კრედიტების ჯამი:

60

STEM ბლოკი

კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 1,4
STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 1,4
STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 1,4
STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 1,4
STEM0010ლოგიკა6 1,4
STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 1,4
STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 1,2
STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 1,2
STEM0014ლაშქრობა - საველე პრაქტიკა6 1,2
STEM0018ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში6 1,2
STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 1,4
STEM0004თამაშთა თეორია6 1,4

კრედიტების ჯამი:

72

უნარების ბლოკი

კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 0
STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 0
STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 0
STEM0014ლაშქრობა - საველე პრაქტიკა6 0
STEM0018ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში6 0

კრედიტების ჯამი:

30

პროგრამის ძირითადი

კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 1
JMMB1210მედიის შინაარსი და მნიშვნელობა6 1
JMMB2130მსოფლიო ჟურნალისტიკის ისტორია6 1
KART1220აკადემიური წერა6 1
KART1515სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი6 1,2
COMM4120საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6 2
JMMB2111ჟურნალისტური ოსტატობა I/ახალი ამბები6 2
KART3150ქართული ენა და სტილისტიკა6 2
JMMB2125მედია და ანგარიშვალდებულების სისტემები6 3
JMMB2210ჟურნალისტური ოსტატობა II/ტელევიზია-რადიო6 3
INFO3535მონაცემთა ჟურნალისტიკა 16 4
JMMB2705ამბის თხრობა გრძელ ფორმატში6 4
JMMB3111ჟურნალისტური ოსტატობა III/სიღრმისეული წერა6 4
INFO4115საგამომცემლო საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები6 5
JMMB3210ჟურნალისტური ოსტატობა IV/საგამოძიებო ჟურნალისტიკა6 5
JMMB4110მედია მენეჯმენტი6 5
JMMB4220ჟურნალისტური ოსტატობა VII/ბიზნესისა და ეკონომიკის გაშუქება6 5
PSYC1488სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები6 5
JMMB3125მულტიმედია ჟურნალისტიკა6 6
JMMB4130ჟურნალისტური ოსტატობა VI/პოლიტიკის და არჩევნების გაშუქება6 7
JMMB4210დოკუმენტური ფილმის მომზადება6 7
JMMB3115საბოლოო პროექტი ჟურნალისტიკაში12 8

კრედიტების ჯამი:

138

პროგრამის ასარჩევი

კოდი საგანი კრედიტი
COMM4350დეზინფორმაციის იდენტიფიცირება და კვლევა6
COMM4355კრიზისების კომუნიკაცია6
INFO3536მონაცემთა ჟურნალისტიკა 26
IREL1224სტრატეგიული აზროვნება6
JMMB1220ფაქტები, არქივები და მედია6
JMMB1230პროექტი საგამოძიები ჟურნალისტიკა6
JMMB4120ფოტოჟურნალისტიკა6
JMMB4232დეზინფორმაცია და საზოგადოება6
JMMB4234მეტყველების თეორია და კულტურა6
JMMB4238სატელევიზიო ანალიტიკური პროგრამების წარმოება6
JMMB4242ჟურნალისტური კვლევა6
POLI3261პოლიტიკა და პოლიტიკური მითოლოგია6
COMM4135საჯარო გამოსვლის ტექნიკა6
JMMB1212კრიტიკული წერა6
JMMB1214კრიზისების გაშუქება6
JMMB1218ფაქტების გადამოწმებისა და ვერიფიკაციის ტექნიკები6
JMMB2250ციფრული მედია ტექნოლოგიები - სოციალური მედია ბიზნესი, პლატფორმები და აუდიტორია6
JMMB2310რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში6
JMMB2311თვისებრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში6
JMMB2313სოციალური მედიის სტრატეგია და კამპანიები6
JMMB2314ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის საფუძვლები6
JMMB2315კონტენტ მარკეტინგი6
JMMB2316ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის საკითხების გაშუქება6
JMMB2317სოციალური მედიის ანალიტიკა6
JMMB3120მედია და პოლიტიკა6
JMMB4230პრაქტიკა ჟურნალისტიკაში6
MKTG2210მარკეტინგის საფუძვლები6
POLI1145შესავალი საქართველოს პოლიტიკაში6
POLI1220პოლიტიკის შესავალი6
POLI1225პოლიტიკის შესავალი - პოლიტიკური პროცესი, კულტურა და ინსტიტუტები6
POLI2120საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი6
PSYC1225შესავალი ფსიქოლოგიაში6
SOCL2525დემოკრატია და მოქალაქეობა6
SOCL3110სოციოლოგიის საფუძვლები6

კრედიტების ჯამი:

204









პრერეკვიზიტების მატრიცა


შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
97-100 4,00 A+ A ფრიადი
94-96 3,75 A
91-93 3,50 A-
87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
84-86 3,00 B B
81-83 2,75 B-  
77-80 2,50 C+   C კარგი
74-76 2,25 C
71-73 2,00 C-
67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
64-66 1,50 D
61-63 1,25 D-
51-60 1,00 E E საკმარისი
უარყოფითი შეფასება
41-50   FX FX ვერ ჩააბარა
<40   F F ჩაიჭრა



ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი