eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: სტრატეგიული კომუნიკაციები
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ლელი ბიბილაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მასობრივი კომუნიკაციის ბაკალავრი
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს ლიბერალურ-ჰუმანური ღირებულებების მქონე მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტები სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით, და ამგავარად ხელი შეუწყოს საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას, ქართველი ერისა და კაცობრიობის კეთილდღეობას. სტრატეგიული კომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კურსდამთავრებულები სტრატეგიული კომუნიკაციების მრავალპროფილიანი კუთხით, კერძოდ, მოამზადოს საზოგადოებასთან ურთიერთობისდა/ან მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით სპეციალისტები, რომელთაც შეეძლებათ სტრატეგიული გეგმების, საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, კვლევების წარმოება, სოციალური მედია კამპანიების შემუშავება. კურსდამთავრებულები, შეძლებენ დასაქმდნენ ბიზნესს და ფინანსურ სექტორში, სხვა კერძო და საჯარო უწყებებში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, კვლევით და საკონსულტაციო სამსახურში, სტრატეგიული კომუნიკაციების, რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიებსა და სააგენტოებში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
  • სიტუაციური ამოცანები
  • იმიტირებული შესრულება
  • როლური თამაშები
  • სიახლეთა გარჩევა
  • მცირე კვლევების ჩატარება
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • პრაქტიკული მუშაობა
  • გუნდური მუშაობის უნარები
  • პრობლემის დასმა და მათი გადაჭრა
  • კრიტიკული ანალიზი
  • დისკუსია
  • დებატები
  • ჯგუფური დავალებები
  • პროექტები
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • პრეზენტაციის წარდგენა
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული

    • აღწერს და განიხილავს სტრატეგიული კომუნიკაციების დაგეგმვის, შეფასების პრინციპებს, მათ შორის კვლევის მეთოდების (თვისებრივი და რაოდენობრივი) შერჩევისა და განხორციელების მექანიზმებს.
    • აღწერს და აანალიზებს ბრენდის კონცეფციის შექმნისა და კომუნიკაციის თავისებურებებს, ასევე სარეკლამო საშუალებებს და მათი დაგეგმვის პრინციპებს.
    • აფასებს და აანალიზებს მულტიმედიური და სოციალური მედიის ტექნიკების როლს ეფექტურ სტრატეგიულ კომუნიკაციაში.
    • მსჯელობს ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის თავისებურებებსა და საკომუნიკაციო მესიჯების ფორმირების ტექნიკებზე;
    • აანალიზებს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას ორგანიზაციისა და ქვეყნის დონეზე.
    • აანალიზებს PR-ის ურთიერთმიმართებას მარკეტინგთან, გაყიდვების სტრატეგიასთან და საერთაშორისო მარკეტინგულ კომუნიკაციებთან.
    • აღწერს სტრატეგიული კომუნიკაციების ძირითად ფუნქციებსა და სამსახურეობრივ მოვალეობებს (წერა-რედაქტირება, კვლევა, კონსულტირება) და მათი გამოყენების პრინციპებს.
    • განმარტავს მარკეტინგული გეგმების შემუშავებისა და 4P მოდელის (პროდუქტი, ფასი, ადგილი, პრომოცია) გამოყენების ასპექტებს.
    • განიხილავს საჯარო გამოსვლების, ახალი ამბების შექმნის თავისებურებებსა და მედიის როლის მნიშვნელობას სტრატეგიულ კომუნიკაციებში;
    • აღწერს Adobe-ის პროგრამებში (Photoshop, Illustrator, InDesign, Bridge, Premiere) მუშაობის თავისებურებებს და მათი გამოყენების შესაძლებლობებს მულტიმედიური პროექტებისთვის.

  • უნარი
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული

    • გეგმავს სტრატეგიული კომუნიკაციების სტრატეგიას, რაც მოიცავს სიტუაციურ ანალიზს მეორადი და პირველადი კვლევების საშუალებით, მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევას, სტრატეგიული მესიჯის ჩამოყალიბებას, სტრატეგიებისა და ტაქტიკური ნაბიჯების განსაზღვრას და შეფასების ინდიკატორებისა და მეთოდების განსაზღვრას.
    • ამზადებს მედია პროდუქტებს (სტატიები, რეპორტაჟები, მულტიმედიური პროექტები) სტრატეგიული კომუნიკაციების მიზნებიდან გამომდინარე.
    • ქმნის სარეკლამო ბრიფებს, სარეკლამო კამპანიებს და განსაზღვრავს მესიჯებს სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისთვის.
    • ქმნის ბრენდის კონცეფციას და ბრენდის პოზიციონირების მიზნით გეგმავს კომუნიკაციასა  სოციალური მედიისა და ტრადიციული მედია საშუალებების გამოყენებით.
    • შეიმუშავებს ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სტრატეგიებს.
    • აფასებს და შეარჩევს კამპანიებისთვის მიზნობრივ აუდიტორიას დემოგრაფიული, ფსიქოგრაფიული და ქცევითი მახასიათებლების მიხედვით.
    • ადგენს და აფასებს საკომუნიკაციო მესიჯებს და კამპანიის ეფექტიანობას თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების გამოყენებით.
    • აანალიზებს სარეკლამო აქტივობებისა და კამპანიების შედეგებს, აფასებს ბრენდის კონცეფციისა და საკომუნიკაციო აქტიობების წარმატება/წარუმატებლობის ფაქტორებს, მათ შორის ბრენდის აუდიტის მეთოდებით.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • იცავს და აღიარებს აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ეთიკური პასუხისმგებლობის პრინციპებს პროფესიულ საქმიანობაში.
    • აფასებს და იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს (სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები) ყოველდღიურ პროფესიულ პრაქტიკაში.
    • უზრუნველჰყოფს კონკურენტებისა და კოლეგების პატივისცემაზე დაფუძნებული პროფესიული გარემოს ჩამოყალიბებას.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 06-11-2008
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 50-08
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 48-18
    პროგრამის დეტალები:

    ჰუმანიტარულ-სოციალური და STEM ბლოკების, პროგრამის ძირითადი კომპონენტების გარდა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა 96 კრედიტი დააგროვოს დამატებითი სპეციალობით, პროგრამის არჩევითი კომპონენტებით ან თავისუფალი კრედიტებით. 

    პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ, სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების და შიდა გამოცდის საფუძველზე.

    ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დადგენილი მაქსიმალური ნედლი ქულის

    • 63%-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტის დაშვება ხდება ინგლისური ენის B1/1 დონეზე;
    • 64%-დან 86%-ის მიღების შემთხვევაში  - B1/2 დონეზე;
    • 87%-დან 100%-ის მიღების შემთხვევაში - B2/1 დონეზე.
    • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უტარდება ენის კომპეტენციის დამდგენი ტესტირება და ზღვრული ქულების დაგროვების შემთხვევაში, სტუდენტს შეეძლება რეგისტრაცია ინგლისური ენის B2/2 დონეზე. თუ სტუდენტი ვერ დააგროვებს ზღვრულ რაოდენობას, მისი  დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.  
    • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში თუ სტუდენტი არ გამოცხადდება ტესტირებაზე, მისი დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 ECTS, რაც გულისხმობს ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკიდან 18 ECTS და STEM ბლოკიდან 12 ECTS , პროგრამის ძირითადი საგნებიდან 114 ECTS; 18 ECTS თავისუფალი კრედიტებიდან; 78 ECTS პროგრამის  და მიმართულების ასარჩევის ფარგლებში დაგროვებას. აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება 2021 წლამდე ჩარიცხული სტუდენტებისთვის. პროგრამის სწავლების ენა არის ქართული, ცალკეული ინგლისურენოვანი კომპონენტებით. შესაბამისად, ყველა კომპონენტი ისწავლება ძირითადად ქართულ ენაზე, გარდა იმ კურსებისა, სადაც გამოიყენება ინგლისურენოვანი ლიტერატურა

    ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    COIN1515შედარებითი და საერთაშორისო განათლება6 1,3
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6 1,3
    LAWB1177აზროვნება და მორალი6 1,3
    LITR1212დიადი წიგნები6 1,3
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 1,3
    POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 1,3
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 1,3
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1,3
    LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 1,3

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    12

    STEM ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 4
    STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 4
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 4
    STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 4
    STEM0010ლოგიკა6 4
    STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 4
    STEM1009დიდი სამეცნიერო ექსპერიმენტები6 4
    STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 4
    STEM0004თამაშთა თეორია6 4

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    6

    უნარების ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 2,4
    STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 2,4
    STEM0014ლაშქრობა - საველე პრაქტიკა6 2,4
    STEM0018ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში6 2,4
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 2,4

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    12

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    COMM4120საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6 1
    ENGL1214ინგლისური ენა B26 1
    JMMB2111ჟურნალისტური ოსტატობა I/ახალი ამბები6 1
    SOCL3110სოციოლოგიის საფუძვლები6 1
    COMM4130რეკლამის საფუძვლები6 2
    KART1515სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი6 2
    MKTG2210მარკეტინგის საფუძვლები6 2
    COMM4110მესიჯის ჩამოყალიბების და განვითარების ტექნიკა6 3
    COMM4135საჯარო გამოსვლის ტექნიკა6 3
    COMM5130კომუნიკაციის თეორიები6 3
    JMMB3125მულტიმედია ჟურნალისტიკა6 3
    COMM4210ბრენდინგი6 4
    COMM4230სტრატეგიული კომუნიკაციების საფუძვლები6 4
    JMMB2311თვისებრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში6 4
    COMM0101სიმულაცია და ქეისები სტრატეგიულ კომუნიკაციებში6 5
    COMM4140ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები6 5
    JMMB2310რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში6 5
    JMMB2313სოციალური მედიის სტრატეგია და კამპანიები6 5
    COMM5147საბოლოო პროექტი საზოგადოებასთან ურთიერთობაში12 6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    120

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    COMM4150გაყიდვების სტრატეგია6
    COMM4252კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა6
    COMM4315ივენთ მენეჯმენტი6
    COMM4350დეზინფორმაციის იდენტიფიცირება და კვლევა6
    COMM4355კრიზისების კომუნიკაცია6
    JMMB2250ციფრული მედია ტექნოლოგიები - სოციალური მედია ბიზნესი, პლატფორმები და აუდიტორია6
    JMMB2314ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის საფუძვლები6
    JMMB2315კონტენტ მარკეტინგი6
    JMMB2317სოციალური მედიის ანალიტიკა6
    JMMB4234მეტყველების თეორია და კულტურა6
    JMMB1212კრიტიკული წერა6
    JMMB1218ფაქტების გადამოწმებისა და ვერიფიკაციის ტექნიკები6
    SOCL2525დემოკრატია და მოქალაქეობა6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    30

    მარკეტინგული კომუნიკაციები - მიმართულების ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    COMM4150გაყიდვების სტრატეგია6გაზაფხული
    COMM4240საერთაშორისო მარკეტინგული კომუნიკაციები6გაზაფხული
    JMMB2250ციფრული მედია ტექნოლოგიები - სოციალური მედია ბიზნესი, პლატფორმები და აუდიტორია6გაზაფხული
    JMMB4235ახალი მედია ტექნოლოგიები6შემოდგომა
    JMMB2315კონტენტ მარკეტინგი6შემოდგომა
    JMMB2314ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის საფუძვლები6შემოდგომა

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    36

    საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია და კამპანიები - მიმართულების ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    COMM4315ივენთ მენეჯმენტი6გაზაფხული
    COMM4215იმიჯმეიკინგი6გაზაფხული
    COMM4252კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა6გაზაფხული
    JMMB2317სოციალური მედიის ანალიტიკა6გაზაფხული
    JMMB2313სოციალური მედიის სტრატეგია და კამპანიები6გაზაფხული
    COMM4220სტრატეგიული კომუნიკაციების ქეისების შესწავლა6შემოდგომა

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    36









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი