
| პროგრამა: | კომპიუტერული მეცნიერება 2026 |
| განათლების საფეხური: | დოქტორანტურა |
| ხელმძღვანელი: | სერგო ცირამუა |
| სწავლების ენა: | ქართული |
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი |
| პროგრამის მოცულობა: | 60 |
| პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | კომპიუტერული მეცნიერების სადოქტორო პროგრამაზე მიიღებიან ინფორმაციული ტექნოლოგიების/კომპიუტერული მეცნიერების/ინფორმატიკის/გამოყენებითი მათემატიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირები. სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი პირი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს, საქართველოს უნივერსიტეტის დადგენილი წესის შესაბამისად, წარუდგენს კვლევის თეზისს/პროექტს. კანდიდატს მოეთხოვება შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, რაც იძლევა კანდიდატის კვლევითი უნარების შეფასების შესაძლებლობას. სადოქტორო პროგრამაზე მიღებისას დგინდება კანდიდატის უცხო ენის ფლობის დონე. დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით, პროგრამაზე ჩასარიცხად პირი უნდა ფლობდეს ინგლისური ენას არანაკლებ B2 (Intermediate) დონეზე, რაც შეიძლება დადასტურდეს შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატით, უცხოეთში დასრულებული ინგლისურენოვანი ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის პროგრამის დამადასტურებელი დოკუმენტით ან უნივერსიტეტის მიერ დაწესებული შიდა გამოცდის ჩაბარებით. კომპეტენციის მინიმალური ზღვარი არის გამოცდის მაქსიმალური შეფასების 60%. |
| პროგრამის მიზანი: | კომპიუტერული მეცნიერების სადოქტორო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს დოქტორანტების ჩამოყალიბებას მაღალი აკადემიური სტანდარტების შესაბამის დამოუკიდებელ მკვლევრებად, რომლებიც შეძლებენ განახორციელონ ორიგინალური კვლევები კომპიუტერული მეცნიერების თანამედროვე მიმართულებებში. სადოქტორო პროგრამა მიმართულია კომპიუტერული მეცნიერების დარგში ახალი ცოდნის შექმნაზე ან არსებული ცოდნის განვითარებაზე. პროგრამა ორიენტირებულია დოქტორანტების კვლევითი უნარების გაღრმავებაზე, კვლევის დაგეგმვისა და მართვის კომპეტენციების განვითარებაზე, ინტერდისციპლინური მიდგომების ათვისებაზე და კვლევის შედეგების ეფექტიან კომუნიკაციაზე აკადემიურ სივრცეში. კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში აკადემიურ/ სამეცნიერო პოზიციებზე, ასევე კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში იმ პოზიციებზე, რომლებიც დაკავშირებულია კომპიუტერული მეცნიერების დარგში კვლევითი საქმიანობის განხორციელებასთან. |
| სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
| სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება კურსდამთავრებული:
უნარი კურსდამთავრებული:
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა კურსდამთავრებული:
|
| პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 12-24-2019 |
| პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 51/19 |
| პროგრამის განახლების თარიღი: | 12-30-2025 |
| პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 13PDC315-2025 |
| პროგრამის დეტალები: | პროგრამაზე მიღება ცხადდება დოქტორანტურის დებულებით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად. სადოქტორო ნაშრომის გვერდების რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ 70 და არა უმეტეს 150 გვერდით. |
| სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | დოქტორანტურის პროგრამაზე სწავლების ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი. სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით. ყველა სასწავლო კომპონენტი არის ერთსემესტრიანი. პროგრამა მოიცავს 60 ECTS სასწავლო კომპონენტს. აქედან 45 ECTS ძირითადი სასწავლო კომპონენტებია, ხოლო 15 ECTS პროგრამის ასარჩევი. დოქტორის აკადემიური ხარისხის მისანიჭებლად, დოქტორანტმა უნდა გამოაქვეყნოს არანაკლებ 2 სამეცნიერო სტატია შესაბამისი კვლევის სფეროში, რომელთაგანაც ერთი აუცილებლად უნდა იყოს გამოქვეყნებული რეფერირებად (peer-reviewed) უცხოურ საერთაშორისო ინდექსიან ჟურნალში უნივერსიტეტების რეგულაციების შესაბამისად. დოქტორანტს ასევე მოეთხოვება მინიმუმ ორ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება მომხსენებლის სტატუსით. |
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| BUSN7110 | კვლევითი პროექტის მომზადება და მართვა | 10 | |
| INFO7016 | ხელოვნური ინტელექტი | 10 | |
| INFO7021 | ალგორითმების თეორია | 10 | |
| MATH7013 | რაოდენობრივი კვლევის მეთოდები | 10 | |
| STEM0001 | კვლევა | 0 | |
| METH7117 | სწავლება/შეფასების თანამედროვე სტრატეგიები უმაღლეს განათლებაში | 5 | 0 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 45 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | |
| INFO7211 | დიდ მონაცემთა სისტემებზე დაფუძნებული მანქანური სწავლება | 5 | |
| INFO7210 | რთული სისტემების სტრუქტურული ანალიზი | 10 | |
| MATH7020 | მათემატიკური მოდელირება | 10 | |
| LANG 7210 | ტექსტის რეფერირება და თარგმნა | 5 | |
| PDPR 7217 | პროფესორის ასისტირება(სწავლების პრაქტიკა) | 5 | |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 35 | ||
| შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
| 97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
| 94-96 | 3,75 | A | ||
| 91-93 | 3,50 | A- | ||
| 87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
| 84-86 | 3,00 | B | B | |
| 81-83 | 2,75 | B- | ||
| 77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
| 74-76 | 2,25 | C | ||
| 71-73 | 2,00 | C- | ||
| 67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
| 64-66 | 1,50 | D | ||
| 61-63 | 1,25 | D- | ||
| 51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
| უარყოფითი შეფასება | ||||
| 41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
| <40 | F | F | ჩაიჭრა | |