eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ქართული მედიევისტიკა – ენისა და ლიტერატურის კვლევები
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: ნანა მრევლიშვილი
თინათინ ჯიქურაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფილოლოგიის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვებიან ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები ხელოვნებისა და ჰუმანი¬ტარულ, სოციალურ, ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის მეცნიერებებში ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და რექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია სტუდენტებს შესძინოს ფუნდამენტური და სპეციალიზებული ცოდნა, განვითარებული უნარები და გამჭოლი კომპეტენციები, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე სამუშაო ბაზარზე კონკურენტუნარიანი, აკადემიურად განათლებული და ეთიკურად პასუხისმგებელი კადრების ჩამოსაყალიბებლად; მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, რომელთაც ექნებათ სისტემური და ინტერდისციპლინური ცოდნა შუა საუკუნეების ქართული და ნათარგმნი ტექსტების შესახებ. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ ამ ტექსტების კომპარატივისტული ანალიზი, ისტორიულ-კულტურულ კონტექსტში გააზრება და მათი კრიტიკული ან დიპლომატიური გამოცემების მომზადება შესაბამისი სამეცნიერო აპარატით.

პროგრამა ეფუძნება სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომებს და ორიენტირებულია როგორც აკადემიური, ისე პროფესიული განვითარებისა და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობაზე. იგი შეესაბამება ეროვნული და საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებს და ითვალისწინებს დარგის განვითარებაზე ორიენტირებულ შრომის ბაზრის მოთხოვნებს. 

პროგრამა ორიენტირებულია თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების ინტეგრაციაზე, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტს ჩაერთოს მედიევისტიკის აქტუალურ კვლევით პროცესებში, გამოიყენოს ინტერდისციპლინური მიდგომები ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ანალიზისთვის და შუა საუკუნეების ტექსტუალური გამოცდილება დააკავშიროს  თანამედროვეობასთან, რაც განაპირობებს კურსდამთავრებულის აკადემიურ თუ პროფესიულ კონკურენტუნარიანობას, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქტიული ლექცია/სემინარები;
  • დამოუკიდებელი მუშაობა;
  • ჯგუფური მუშაობა;
  • პრეზენტირება;
  • ანალიზი, სინთეზი, განზოგადება;
  • რაოდენობრივი კვლევის მეთოდები;
  • ტიპოლოგიური კვლევა;
  • პირველწყაროებზე მუშაობა;
  • სამეცნიერო წყაროების მოძიება;
  • მსჯელობა/დისკუსია;
  • ციფრული ტექნოლოგიები
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული

    • ახასიათებს შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურული პროცესების განვითარების ძირითად ტენდენციებს, მიმდინარეობებს, ჟანრებს (ჰაგიოგრაფია, ეგზეგეტიკა, ჰიმნოგრაფია...), სასულიერო და საერო მწერლობის განვითარების ძირითადი ტენდენციებს. 
    •  ახდენს ინტერპრეტირებას საკითხთან დაკავშირებულ სამეცნიერო ლიტერატურის – მათ შორის – უახლეს კვლევებისა. 
    •  ასხვავებს პირველწყაროზე, ხელნაწერზე მუშაობის მეთოდებს ტექსტის დადგენის, ვარიანტული სხვაობების აღნუსხვის, რედაქციათა იდენტიფიცირებისა და სხვა საჭიროებებისათვის. 
    • ამოწმებს ორიგინალისა და თარგმანის ურთიერთმიმართებას; ამუშავებს მასალას ტერმინოლოგიური ლექსიკონის შესადგენად.
    • გადაამუშავებს ტექსტებს ისტორიულ-ფილოლოგიური კუთხით თითოეული სასწავლო კურსის საერთო თუ სპეციფიკური მეთოდოლოგიის გამოყენებით.

  • უნარი
  •  პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული

    • აფასებს საკითხის კვლევის არსებულ მდგომარეობას, კრიტიკულად განიხილავს საკითხის შესახებ არსებულ სამეცნიერო კვლევებს, ახდენს საკვლევი პრობლემის იდენტიფიცირებას და გეგმავს კვლევის კონკრეტულ ასპექტებს. 
    • გეგმავს იდენტიფირებული პრობლემატიკის კვლევას, ახდენს მოსაზრებების არგუმენტირებას ემპირიული მასალის გამოყენებით, შეიმუშავებს კვლევის კონკრეტულ მეთოდებს. 
    • აანალუზებს პირველწყაროს მიხედვით დადგენილ ტექსტებს, განსაზღვრავს ლიტერატურული ტექსტის რედაქციებს, ადგენს ტექსტების ვარიანტულ სხვაობებს, ორიგინალისა და თარგმანის ურთიერთმიმართებას. ისტორიულ-ფილოლოგიური კვლევის შედეგებს აანალიზებს დასკვნების სახით.
    • ქმნის ტერმინოლოგიურ ლექსიკონს ტექსტოლოგიური მასალის გადამუშავების საფუძველზე; ამზადებს ტექსტის აკადემიურ (კრიტიკულ/დიპლომატიურ) გამოცემას.
    • იკვლევს მედიევისტური ლიტერატურის ტიპოლოგიურ მახასიათებლებსა და ჟანრობრივ თავისებურებებს.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავებული

    • ქმნის აკადემიურ ნაშრომს ქართული მედიევისტიკის მიმართულებით მიღებული ცოდნისა და შეძენილი უნარების საფუძველზე, აკადემიური კეთილსინდისიერებითა და ეთიკის ნორმების დაცვით. 
    • აჯამებს და დამოუკიდებლად განაზოგადებს კვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებს. 
    • მონაწილეობს და ერთვება სამეცნიერო დისკუსიაში აკადემიური და პროფესიული ეთიკის პრინციპების გათვალისწინებით, პატივს სცემს განსხვავებულ მოსაზრებებსა და კულტურას.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-01-1900
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი:
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 120 (ECTS) კრედიტი. ფილოლოგიის მაგისტრის დიპლომის მისაღებად სტუდენტმა უნდა გაიაროს ქართული მედიევისტიკა – ენისა და ლიტერატურის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ძირითადი საგნები (96 ECTS), მათ შორის სამაგისტრო ნაშრომი (30 ECTS) და დანარჩენი კრედიტები (24 ECTS) უნდა შეივსოს პროგრამის ასარჩევი საგნებიდან.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    GEME5000ფილოლოგიური კვლევის მეთოდები6 1
    GEME5001შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურა მსოფლიო ლიტერატურული პროცესების კონტექსტში 16 1
    GEME5002ძველი ქართული ენის გრამატიკული სტრუქტურები6 1
    GEME5003კორპუსლინგვისტიკა6 1
    GEME5004შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურა მსოფლიო ლიტერატურული პროცესების კონტექსტში 26 2
    GEME5005ძველი ქართული ტექსტების მორფო-სინტაქსური ანალიზი6 2
    GEME5006ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობები6 2
    GEME5007კოდიკოლოგია – თეორიულ-პრაქტიკული კურსი6 2
    GEME5008ქართული სამწერლობო ენის წარმოშობა და ევოლუცია6 3
    GEME5009ქართული ნათარგმნი ჰაგიოგრაფია6 3
    GEME5010„ვეფხისტყაოსანი“ ეპოქათა და ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე6 3
    GEME5011სამაგისტრო ნაშრომი ფილოლოგიაში30 4

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    96

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    GEME5012ანტიკური პერიოდის ბერძენი ავტორები I6
    GEME5013კლასიკური არაბული ლიტერატურული ტექსტების ანალიზი და ინტერპრეტაცია 16
    GEME5014ძველი სომხური ტექსტების ინტერპრეტაციისა და თარგმანის საკითხები6
    GEME5015კლასიკური სპარსული ლიტერატურა და თარგმანი I6
    GEME5016შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია6
    GEME5017ბიბლია და ბიბლიური აზროვნება – სტრუქტურა, თარგმანი და გავლენა შუა საუკუნეების ქართულ მწერლობაზე6
    GEME5018დიგიტალური რუსთველოლოგია – თეორია და პრაქტიკა6
    GEME5019მთარგმანელობითი მეთოდები და მთარგმნელები შუა საუკუნეების საქართველოში6
    GEME5020ანტიკური პერიოდის ბერძენი ავტორები II6
    GEME5021კლასიკური სპარსული ლიტერატურა და თარგმანი II6
    GEME5022კლასიკური არაბული ლიტერატურული ტექსტების ანალიზი და ინტერპრეტაცია 26
    GEME5023შუა საუკუნეების ხატწერა და ხელნაწერთა დასურათების ხელოვნება6
    GEME5024შუა საუკუნეების ქართული სასულიერო პოეზია (ჰიმნოგრაფია)6
    GEME5025კოინე და ახალი აღთქმის ბერძნული6
    GEME5026საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ისტორიის მედიევისტური და თანამედროვე კონტექსტი (XIX-XX ს.)6
    HIST5151ქართული ეკლესიის ისტორია6
    HIST6151ქართველთა ცხოვრება - ისტორიული ანალიზი6
    KART6190ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერები6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    108










    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი