eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ინფორმატიკა 2025
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი:
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინფორმატიკის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე
პროგრამის მიზანი:

კურსდამთავრებულებს ექნებათ უნარი შეასრულონ თავიანთი პროფესიის ამოცანები, როგორიცაა  ალგორითმების შექმნა და ციფრული გადაწყვეტილებების გამოყენება.
კურსდამთავრებულები შეიძენენ კრიტიკული აზროვნების უნარებს და გააძლიერებენ თავიანთ გუნდურ მუშაობას და კომუნიკაციის უნარებს, რათა ეფექტურად და მარტივად გაუმკლავდნენ  პროფესიულ გამოწვევებს.
კურსდამთავრებულებს ექნებათ მყარი საფუძველი შემდგომი სწავლის გასაგრძელებლად სამაგისტრო პროგრამებში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარები;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • სიახლეთა გარჩევა;
  • პრაქტიკული მუშაობა;
  • ლაბორატორიული მუშაობა;
  • პრეზენტაციების წარდგენა;
  • გუნდური მუშაობა;
  • კრიტიკული ანალიზი;
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში;
სწავლის შედეგი:
პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-23-2004
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 15-11
პროგრამის განახლების თარიღი:
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 15/20
პროგრამის დეტალები:

პროგრამის ძირითადი საგნების სწავლის შედეგები შეესაბამება პროგრამის მიზნებსა და შედეგებს და ემსახურება ზოგადი დარგობრივი კომპეტენციების გამომუშავებას. ძირითადი კურსების შინაარსობრივი და ლოგიკური თანმიმდევრობა უზრუნველყოფს კონკრეტულ მოდულებში ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს. არჩევითი კურსები ემსახურება სტუდენტის ინტერესის მიხედვით ცოდნის გაღრმავებას სპეციალობის სხვადასხვა მიმართულებით.

პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ, სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების და შიდა გამოცდის საფუძველზე.

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დადგენილი მაქსიმალური ნედლი ქულის

  • 63%-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტის დაშვება ხდება ინგლისური ენის B1/1 დონეზე;
  • 64%-დან 86%-ის მიღების შემთხვევაში  - B1/2 დონეზე;
  • 87%-დან 100%-ის მიღების შემთხვევაში - B2/1 დონეზე.
  • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უტარდება ენის კომპეტენციის დამდგენი ტესტირება და ზღვრული ქულების დაგროვების შემთხვევაში, სტუდენტს შეეძლება რეგისტრაცია ინგლისური ენის B2/2 დონეზე. თუ სტუდენტი ვერ დააგროვებს ზღვრულ რაოდენობას, მისი  დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.  
  • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში თუ სტუდენტი არ გამოცხადდება ტესტირებაზე, მისი დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.
სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

ინფორმატიკის ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი, რომელიც მოიცავს:

126 ECTS ძირითადი საგანს,
არჩევით საგნებს 36 ECTS ოდენობით;
6 ECTS უნივერსიტეტის არჩევითი STEM ბლოკიდან
12 ECTS უნივერსიტეტის არჩევითი ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკიდან

დარჩენილ 60 ECTS სტუდენტს შეუძლია მოიპოვოს:
• ინფორმატიკის პროგრამაში არჩევით ან/და თავისუფალ საგნებში 60 კრედიტი ECTS;

(minor სტუდენტი არ იღებს ხარისხს, მაგრამ პროგრამის მთავარი სპეციალობა  ზრდის სტუდენტის ზოგად კომპეტენციებს ან/და შესაძლებლობას შეიძინოს გარკვეული საბაზისო ცოდნა, რაც არის მისი დასაქმების ან  განათლების შემდგომი ციკლის გაგრძელების და დარგობრივი კომპეტენციების მოპოვების ძირითადი საფუძველი.
(სტუდენტებს შეუძლიათ გამოიყენონ თავისუფალი კრედიტები ინგლისური ენის ცოდნის გასაუმჯობესებლად)

ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 2,3
HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 2,3
LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 2,3
LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 2,3
LITR1212დიადი წიგნები6 2,3
BUSN4433ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი6 2,3
HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 2,3
KART1220აკადემიური წერა6 3
LAWB1177აზროვნება და მორალი6 2,3
POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 2,3

კრედიტების ჯამი:

60

STEM ბლოკი

კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 1,2
STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 1,2
STEM0014ლაშქრობა - საველე პრაქტიკა6 1,2
STEM0018ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში6 1,2
STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 4
STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 4

კრედიტების ჯამი:

36

პროგრამის ძირითადი

კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 1
INFO1111დაპროგრამების საფუძვლები (C++)6 1
INFO1112საოფისე სისტემები6 1
INFO2117პროგრამირება C++6 1
MATH1115კალკულუსი I6 1
MATH1123წრფივი ალგებრა და ანალიზური გეომეტრია6 1
INFO2119პროგრამირების ენების თეორია და პრაქტიკა6 2
INFO3131ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება C++6 2
INFO4259მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები6 2
MATH1166კალკულუსი II6 2
EENG1105ფიზიკის საფუძვლები6 3
INFO2229ოპერაციული სისტემა (Windows)6 3
INFO2411კომპიუტერის არქიტექტურა6 3
INFO3135შესავალი web ტექნოლოგიებში6 4
INFO3149მანქანური სწავლება და ხელოვნური ინტელექტი6 4
INFO3250ვიზუალური დაპროგრამება (C#) I6 4
MATH2004ალბათობის თეორია და სტატისტიკა6 4
MATH3112დისკრეტული მათემატიკა6 4
INFO3110კომპიუტერული ქსელები I6 5
INFO3230დაპროგრამების ენა Java I6 5
INFO3254Oracle მონაცემთა ბაზის დიზაინი და პროგრამირება6 5
AINT1008კომპიუტერული ხედვა6 6
INFO1107IT სერვისების და პროექტების მართვა6 6
INFO3027პროგრამული უზრუნველყოფის მოდელირება და დიზაინის შაბლუნური პრინციპები6 6
INFO3253კიბერ უსაფრთხოების შესავალი6 6
INFO4170საბაკალავრო პროექტი ინფორმატიკაში12 8

კრედიტების ჯამი:

162

პროგრამის ასარჩევი

კოდი საგანი კრედიტი
INF03330Amazon-ის ღრუბლოვანი გადაწყვეტილების AWS-ის უსაფრთხოების ტექნოლოგიები6
INFO3200შეღწევადობის ტესტირება6
INFO3204Microsoft_ის ღრუბლოვანი გადაწყვეტილების Azure-ის უსაფრთხოების ტექნოლოგიები6
INFO3205უსაფრთხოების ანალიზი და არქიტექტურა6
INFO3290მიკროსერვისული არქიტექტურა - DevOps პრაქტიკა6
INFO4440Microsoft - ის ღრუბლოვანი გადაწყვეტილების Azure-ის ადმინისტრირება6
INFO5550Amazon - ის ღრუბლოვანი გადაწყვეტილების AWS-ის არქიტექტურა6
MATH1121პრეკალკულუსი6
EENG1120ელექტრონიკის საფუძვლები6
MATH3111ოპტიმიზაციის მეთოდები6
ENGL2023პროფესიული ინგლისური ენა6
INFO2551კომპიუტერის სტრუქტურული ორგანიზაცია6
INFO3010შესავალი ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში6
INFO3150კომპიუტერული გრაფიკული სისტემები6
INFO3276ჰაკინგის ხელსაწყოები და მეთოდები6
INFO3277კონტეინერების უსაფრთხოების შესავალი6
INFO3280არდუინოს პროგრამირება6
INFO4114ხელოვნური ინტელექტი6
INFO4115საგამომცემლო საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები6
INFO4153კომპიუტერული სისტემების ექსპლუატაცია და სერვისი6
INFO4215ვიზუალური დაპროგრამება (Visual Basic)6
MATH2110ალბათობის თეორია და მათ.სტატისტიკა I6
INFO2215ოპერაციული სისტემა Linux6
INFO3137web პროგრამირება ( ReactJS )6
INFO4116შესავალი მანქანური სწავლების მოდელირებაში6
INFO4150ვიზუალური დაპროგრამება (C#) II6
INFO4245კომპიუტერული პერიფერიის ორგანიზაცია6
MATH4118კრიპტოლოგიის საფუძვლები6
INFO1220გეოინფორმატიკა6
INFO2212ვებ დეველოპმენტი (Node.js Express.js)6
INFO3050შესავალი 3 განზომილებიან ვიზუალიზაციაში6
INFO3136web პროგრამირება ( PHP, MySQL)6
INFO3139დაპროგრამების ენა Python6
INFO3154დაპროგრამების ენა Swift6
INFO3210კომპიუტერული ქსელები II6
INFO3257პროგრამირება Oracle PL/SQL6
INFO3265პერსონალურ მონაცემთა დაცვა6
INFO4250დაპროგრამების ენა Java II6
INFO4334WEB პროგრამირება ASP.NET MVC საშუალებით6
INFO4450შესავალი კომპიუტერული თამაშების პროგრამირებაში I6
INFO5257Android პლატფორმაზე დაფუძნებული დეველოპმენტი6
MATH2212რიცხვითი მეთოდები6
INFO1125მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები (MS SQL)6
INFO3129IOS დეველოპმენტი6
INFO3138არარელაციური მონაცემთა ბაზა MongoDB6
INFO3260მავნე კოდის ანალიზი6
INFO3281მონაცემთა მეცნიერება - მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია6
INFO4231სტაჟირება ინფორმატიკაში6
INFO4460შესავალი კომპიუტერული თამაშების პროგრამირებაში II6

კრედიტების ჯამი:

294

თავისუფალი კრედიტი

კოდი საგანი კრედიტი
ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6
ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6

კრედიტების ჯამი:

18









პრერეკვიზიტების მატრიცა


შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
97-100 4,00 A+ A ფრიადი
94-96 3,75 A
91-93 3,50 A-
87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
84-86 3,00 B B
81-83 2,75 B-  
77-80 2,50 C+   C კარგი
74-76 2,25 C
71-73 2,00 C-
67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
64-66 1,50 D
61-63 1,25 D-
51-60 1,00 E E საკმარისი
უარყოფითი შეფასება
41-50   FX FX ვერ ჩააბარა
<40   F F ჩაიჭრა



ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2025 საქართველოს უნივერსიტეტი