eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: კიბერუსაფრთხოება
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: სულხან სულხანიშვილი
კახა ჩხარტიშვილი
კიმ ტრეისი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: კიბერუსაფრთხოების მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი), სპეციალობაში ზეპირი და პრაქტიკული გამოცდების წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციისა და რექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს კიბერუსაფრთხოების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ფლობენ სიღრმისეულ ცოდნას კონკრეტულ ქვედისციპლინებში, მათ შორის: ღრუბლოვანი, ქსელური,  აპლიკაციების და ფიზიკური უსაფრთხოება, შეღწევადობის ტესტირება და რისკის მენეჯმენტი. პროგრამა აერთიანებს თეორიულ სწავლებასა და პრაქტიკულ უნარებს, რათა კურსდამთავრებულებმა შეძლონ რეალური კიბერსაფრთხეების ანალიზი, პრევენცია და ორგანიზაციული უსაფრთხოების მართვა როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე.

კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებად: აუდიტორი, ანალიტიკოსი, ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების პლატფორმის უსაფრთხოების ექსპერტი, კიბერუსაფრთხოების ოპერაციების სპეციალისტი, პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების სპეციალისტი, შეღწევადობის ტესტირების ექსპერტი და სხვა.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარი
  • ინტერაქტიული ლექციები
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტირების მეთოდი
  • პრაქტიკული მუშაობა
  • კრიტიკული ანალიზი
  • გუნდური მუშაობა
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (Case Study)
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • ვერბალური (ზეპირსიტყვიერი) მეთოდი
  • დისკუსია/დებატები
  • სიმულაცია
  • როლური თამაშები
  • ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი
  • პრეზენტაციების წარდგენა
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • აღწერს პროგრამული უზრუნველყოფისა და ღრუბლოვანი უსაფრთხოების მოთხოვნებსა და შესაბამის კიბერსაფრთხეებს;
      განიხილავს აუდიტის როლს, ფუნქციებს და რისკების შეფასების მეთოდებს;
      აღწერს სისტემების თეორიისა და სისტემური მიდგომის ძირითად პრინციპებს, ასევე რთული სისტემების მუშაობისუნარიანობის და საიმედოობის შეფასების პროცესებს;
    • განმარტავს ფიზიკური უსაფრთხოების პრინციპებს, კომპონენტებსა და უსაფრთხოების კონტროლის მექნიზმებს;

  • უნარი
    • შეიმუშავებს უსაფრთხოების მოთხოვნებს პროგრამული უზრუნველყოფისთვის;
    • უზრუნველყოფს ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების ქსელების, მართებულ იდენტობისა და დაშვების კონფიგურაციის, ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა  უსაფრთხოება/დაცვას;
    • გეგმავს და ატარებს ინფორმაციული სისტმების აუდიტს - წარადგენს შედეგებს  ანგარიშისა და პრეზენტაციის ფორმატში;
    • იყენებს სხვადასხვა მეთოდებსა და ტექნოლოგიებს კიბერსაფრთხეების იდენტიფიკაციისთვის;
    • ასრულებს შეღწევადობის ტესტირებას სრულ ციკლში — დაზვერვიდან, პრივილეგიების ესკალაციასა თუ კვალის დაფარვამდე — შესაბამისი მეთოდებისა და ხელსაწყოების გამოყენებით;

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • პროფესიული საქმიანობის ფარგლებში, იღებს დამოუკიდებელ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს ეთიკური პრინციპების შესაბამისად კიბერსაფრთხეებზე რეაგირების, მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში;
    • ავითარებს კიბერუსაფრთხოების ინოვაციურ გადაწყვეტილებებს დარგობრივ კონტექსტში, თანამედროვე კვლევით მეთოდებსა და ტექნოლოგიებზე დაყრდნობით.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 02-28-2025
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 13PCD6066-01 
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამის 120 კრედიტი შედგება: პროგრამის ძირითადი საგნები 102 ECTS, პროგრამის არჩევითი საგნები 18 ECTS; არჩევითი საგნების საერთო რაოდენობა შეადგენს 108 ECTS, საიდანაც სტუდენტი ირჩევს 30 ECTS..
     პროგრამის ძირითად ნაწილში სტუდენტი ვალდებულია შეასრულოს სამაგისტრო ნაშრომი (30 ECTS). 

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    CYBR5005ინფორმაციული უსაფრთხოების მართვა - მმართველობა, რისკი და შესაბამისობა6 1
    CYBR5006კიბერსაფრთხეების კვლევა და სწავლება6 1
    CYBR5016კიბერუსაფრთხოება კომპიუტერულ სისტემებში6 1
    CYBR5018ფიზიკური უსაფრთხოება6 1
    CYBR5001აპლიკაციების უსაფრთხოება6 2
    CYBR5017ქსელის უსაფრთხოება6 2
    INFO6340სისტემების სტრუქტურული ანალიზი6 2
    MATH3345მათემატიკური სტატისტიკა6 2
    CYBR5002ღრუბლოვანი უსაფრთხოება6 3
    CYBR5004შეტევითი კიბერუსაფრთხოება6 3
    CYBR5014კიბერსაფრთხეების ანალიზი6 3
    CYBR5019პროგრამული უზრუნველყოფის მანუალური ტესტირება და ავტომატიზაცია6 3
    CYBR0007სამაგისტრო პროექტი30 4

    კრედიტების ჯამი:

    102

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    CYBR5008კიბერუსაფრთხოების არქიტექტურა და მენეჯმენტი Microsoft-ის ეკოსისტემაში6
    CYBR5009AWS-ის ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება6
    CYBR5010IAC (ინფრასტრუქტურა, როგორც კოდი) Terraform6
    CYBR5011IAC (ინფრასტრუქტუტრა, როგორც კოდი) Bicep6
    CYBR5020ოპერაციული სისტემა Linux6
    MATH4119კრიპტოლოგია6
    INFO5226Flask6
    INFO5249Agile-პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროექტების მართვა6
    INFO5254IT სერვისების სტრატეგია და დიზაინი6
    INFO5256IT სერვისების ტრანზიტულობა6
    INFO6260IT პროექტების მართვა6
    BLCH5145უსაფრთხოების მეთოდები ბლოკჩეინში და კრიპტოვალუტების სისტემებში6
    CYBR5012ინციდენტზე რეაგირება და ციფრული ექსპერტიზა6
    CYBR5015ლოგირება და მონიტორინგი6
    INFO6212პირად მონაცემთა დაცვა ციფრულ ერაში6
    INFO6263დიდ მონაცემთა სისტემები6
    INFO6270ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მანქანური სწავლების ალგორითმიზაცია6
    KART5110აკადემიური წერა და კვლევა6

    კრედიტების ჯამი:

    108









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2025 საქართველოს უნივერსიტეტი