eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ფინანსური რისკების მენეჯმენტი
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: ქეთი ცხადაძე
გიორგი გეწაძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებში
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ინგლისური ენის (B2 დონე) და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებმა წარმატებით უნდა ჩააბარონ საერთო სამაგისტრო გამოცდები. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა და მოქალაქეობის არმქონე პირებმა, რომლებმაც მიიღეს სრული საბაკალავრო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე №224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები ● TOEFL IBT – მინიმალური ქულა 80 ● IELTS – მინიმალური ქულა 6.5 ● PTE General – მინიმალური დონე B2 ● FCE – მინიმალური დონე B ● CPE – საკმაირისია ჩაბარება ● CAE – საკმარისია ჩაბარება სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა
პროგრამის მიზანი:

ფინანსური რისკების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და უნარები რომლებიც აუცილებელია სხვადასხვა კატეგორიის ფინანსური ინსტიტუტების ფინანსური რისკების ეფექტური მართვისთვის. კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს მიაწოდოს სრულფასოვანი ინფორმაცია კაპიტალის, ფასიანი ქაღალდების, წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრებზე და ინსტრუმენტებზე, საინვესტიციო პორტფელების შედგენასა და ოპტიმიზაციაზე. ფინანსური სექტორის მიმართ მუდმივად მზარდი რეგულატორული მოთხოვნების საპასუხოდ, კურსი აგრეთვე ფარავს ისეთ ძირითად რეგულაციებს, როგორებიცაა მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების რეზერვების, ლიკვიდობის, კაპიტალის ადეკვატურობის და საინვესტიციო რისკების რეგულაციები. ამავდროულად, პროგრამა მიზნად ისახავს განავითაროს და გააუმჯობესოს სტუდენტის კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრის, ლიდერობის და მართვის უნარები, რაც ეფექტურად მოამზადებს მათ წარმატებული კარიერისთვის ფინანსური რისკები მენეჯმენტში, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშრისო ბაზრებზე.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარები 
  • ვერბალური მეთოდი 
  • დემონსტრირების მეთოდი 
  • დისკუსია/დებატები 
  • გუნდური მუშაობა 
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი 
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
  • პრაქტიკული მუშაობა
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
სწავლის შედეგი:
  • სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტი:

    1. განსაზღვრავს ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების ფინანსური რესურსების მართვის პოლიტიკას და იყენებს სხვადასხვა სტრატეგიებს და ინსტრუმენტებს ფინანსური რისკების შერბილების და მართვისთვის.

    2. იყენებს ფინანსური სექტორის ძირითადი რეგულაციების ცოდნას, რაც შესაბამისობაშია ფინანსური სექტორის მუდმივად მზად კონტროლთან მარეგულირებლების მხრიდან.

    3. აფასებს საფინანსო პროცესებს, იყენებს უნარებს რომლის მეშვეობითაც შეძლებს საინვესტივიო პორტფელის აგებას და ოპტიმიზაციას.

    4. ფინანსური სექტორის მდგრადი განვითრების შესაფასებლად და გასაანალიზებლად იყენებს რაოდენობრივი ანალიზისა და ფინანსური მოდელირების უნარებს.

    5. აანალიზებს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებს და ცენტრალური ბანკების მიერ ფინანსურ ბაზრებზე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებს.

    6. პროგრამირების ენის გამოყენებით ახდენს მონაცემთა ეფექტურ ვიზუალიზაციას სქემებისა და რუკების გამოყენებით.

    7. დამოუკიდებლად წარმართავს კვლევას აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებისა და სტანდარტების გამოყენებით და წარადგენს კვლევის შედეგებს, მიგნებებს, არგუმენტებს და დასკვნებს როგორც აკადემიური ასევე, პროფესიული საზოგადოებისთვის და დაინტერესებული მხარეებისთვის;

    8. იაზრებს ფინანსური საქმიანობის პროცესში წარმოშობილ ეთიკურ საკითხებს

    9. იზიარებს და აფასებს სოციალურ პასუხისმგებლობისა და კორპორატიული ეთიკის ნორმების/პრინციპების მნიშვნელობას;

    10. დამოუკიდებლად განსაზღვრავს შემდგომი სწავლისა და განვითარების საჭიროებებს

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-01-1900
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი:
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ფინანსური რისკების მენეჯმენტის მიმართულებით აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 120 (ECTS) კრედიტი. დიპლომის მისაღებად სტუდენტმა უნდა გაიაროს ფინანსური რისკების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ძირითადი საგნები (96 ECTS), მათ შორის სამაგისტრო კვლევითი ნაშრომი (30 ECTS) და სავალდებულო ასარჩევი ბლოკიდან საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში უნდა გაიაროს სულ მცირე ერთი საგანი (6 ECTS). დანარჩენი კრედიტები (18 ECTS) უნდა შეივსოს პროგრამის ასარჩევი საგნებიდან.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ACCT5110ფინანსური აღრიცხვა6 1
    BUFI1010რაოდენობრივი მეთოდები ფინანსებისთვის 16 1
    BUFI1020შესავალი ფინანსურ ბაზრებსა და პროდუქტებში6 1
    BUFI2020ფინანსური რეპორტინგი და ანალიზი6 1
    BUFI1040მონაცემთა გამოყენებითი ანალიტიკა პითონთან ერთად6 2
    BUFI3020ფინანსური პროდუქტების გაღრმავებული კურსი6 2
    BUFI4020რისკების და ინვესტიციების მართვა6 2
    FINA5250ფინანსების მენეჯმენტი6 2
    BUFI2040კორპორატიული ფინანსების და ინვესტიციების გაღრმავებული კურსი6 3
    BUFI3010სტაჟირება ფინანსური რისკების მენეჯერებისთვის12 3
    BUFI4010სამაგისტრო ნაშრომი30 4

    კრედიტების ჯამი:

    96

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    BUSN6120ბიზნეს ეთიკა6
    BUFI1030შესავალი კორპორატიულ ფინანსებში6
    BUFI2010რაოდენობრივი მეთოდები ფინანსებისთვის 26
    BUFI2030ფიქსირებული შემოსავლის ანალიზი6
    BUFI1140საბანკო საქმე6
    BUFI3030შესავალი მონაცემთა მეცნიერებაში6
    BUFI3040საბაზრო რისკის შეფასება და მართვა6
    ECON5110მენეჯერული ეკონომიკა6
    BUFI4030საკრედიტო რისკის შეფასება და მართვა6
    BUFI4040შეფასებისა და რისკის მოდელები6
    MGMT5230სტრატეგიული მენეჯმენტი6
    ACCT5210მმართველობითი აღრიცხვა6
    MGMT5210ადამიანური რესურსების მართვა6
    BUFI4050მონაცემთა ვიზუალიზაცია power bi-ში6

    კრედიტების ჯამი:

    84

    სავალდებულო ასარჩევი

    სტუდენტმა საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში აღნიშნული ბლოკიდან უნდა გაიაროს სულ მცირე ერთი საგანი. შესაძლებელია ბლოკის ყველა საგნის გავლაც.

    კოდი საგანი კრედიტი
    BUSN6550კვლევის მეთოდები6
    KART5110აკადემიური წერა და კვლევა6
    STAT5111ბიზნეს სტატისტიკა6

    კრედიტების ჯამი:

    18









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2025 საქართველოს უნივერსიტეტი