eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება (3 წლიანი)
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ნათია გოლიაძე
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 180
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ინგლისური ენის (B1 დონე 70%) და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებმა წარმატებით უნდა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სტუდენტისთვის სავალდებულოა ქართულის და ინგლისურის, ასევე მათემატიკას ან/და ისტორიაში ერთ-ერთი დამატებითი საგნის ჩაბარება. უცხოელმა აბიტურიენტებმა, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი საშუალო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ზოგადი საშუალო განათლების ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: ● TOEFL IBT – მინიმალური ქულა 70 ● IELTS – მინიმალური ქულა 4.5. • PTE General – მინიმალური დონე B1 ● FCE – მინიმალური დონე B ● CPE – საკმაირისია ჩაბარება ● CAE – საკმარისია ჩაბარება სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B1 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა. თუ სტუდენტი აღნიშნულ გამოცდაში მიიღებს 90%-ზე მეტს, მას ჩაუტარდება გასაუბრება, რის შედეგადაც დადგინდება ინგლისურის ენის დონე და სტუდენტს მიეცემა რეკომენდაცია გაიაროს ან არ გაიაროს “ზოგადი ინგლისური I” ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა დასაშვებია სწავლების ერთი აკადემიური წლის დასრულების შემდეგ, შიგა და გარე მობილობის გზით. მობილობა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის აქტით დამტკიცებული სავალადებულო პროცედურებისა და საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით). ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე მობილობა, უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების/თანხმობის საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს შესძინოს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს თანამედროვე და უახლეს ტენდენციებზე დაფუძნებული ცოდნა, გააცნოს მენეჯმენტის სტრატეგიული, საწარმოო, ფინანსური, ადმინისტრაციული, კულტურულ-ეთიკური ასპექტები, განუვითაროს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და კორპორაციული ეთიკური ნორმების/პრინციპების მნიშვნელობა, რათა კურსდამთავრებულმა შეძლოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში საშუალო და დაბალ მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმება.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

● ვერბალური მეთოდი
● დემონსტრირების მეთოდი
● დისკუსია/დებატები
● გუნდური მუშაობა
● შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
● პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
● პროექტებზე დაფუძნებული სწავლება

სწავლის შედეგი:
  • 1. განიხილავს ბიზნესის მართვის ძირითად თეორიებს, კონცეფციებს
    2. აღწერს მენეჯმენტის სტრატეგიულ, საწარმოო, ფინანსურ, ადმინისტრაციული, კულტურულ-ეთიკური ასპექტების გათვალისწინებით კონკურენტულ ბიზნეს სტრატეგიებს, მენეჯმენტის ფუნქციური ქვესისტემების ორგანიზებისა და ბიზნეს ოპერაციების დაგეგმვის ზოგადი მეთოდიკის შესაბამისად
    3. დეტალურად აღწერს ბიზნეს გარემოს, ბიზნესის ფუნქციონალურ სფეროებში მიმდინარე მოვლენებს და ბიზნეს პროცესებს
    4. რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების გამოყენებით შეიმუშავებს ბიზნესის ფუნქციონალურ სფეროებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზებს/რეკომენდაციებს
    5. ფინანსური ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე ადგენს ბიუჯეტსა და ფინანსური ანგარიშგებებს ფინანსური აღრიცხვის ჩარჩოების, პრინციპების და პროცედურების დაცვით, აფასებს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას
    6. საინვესტიციო პროექტების მომგებიანობისა და რისკის გამოთვლის შედეგად ახდენს ინვესტიციის მომგებიანობის იდენტიფიცირებას
    7. განმარტავს მარკეტინგის ძირითად ცნებებს, კონკურენტული პოზიციონირების საფუძვლებს და ბაზარზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავების კონცეფციებს
    8. ახდენს ბიზნესთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებას
    9. იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს
    10. გუნდში მოქმედებს ლიდერობისა ან/და თანამშრომლობის პრინციპების დაცვით
    11. აფასებს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობისა და კორპორაციული ეთიკური ნორმების/პრინციპების მნიშვნელობას
    12. ადგენს საკუთარი სწავლის პროცესისა და პროფესიული განვითარების სამოქმედო გეგმას იდენტიფიცირებული საჭიროებების შესაბამისად

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 04-15-2024
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 09PDC263-02
    პროგრამის განახლების თარიღი: 12-09-2024
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 09PDC6049-01
    პროგრამის დეტალები:

    ბიზნესის ადმინისტრირებაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 180 ECTS, რაც გულისხმობს: პროგრამის ძირითადი საგნების გავლას, რაც მოიცავს 126 ECTS და 54 კრედიტის დაგროვებას ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის დანარჩენი საგნებიდან, როგორც პროგრამის ასარჩევი, ასევე კონცენტრაციების ასარჩევი საგნებიდან. ამასთანავე, სტუდენტი არ არის ვალდებული დაფაროს ერთი რომელიმე კოცენტრაციის ყველა საგანი.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BUSN1210Eეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 1
    INFO1133Eსაოფისე კომპიუტერული პროგრამები6 1
    LAWB4310Eბიზნეს სამართალი6 1
    MATH1220Eმათემატიკური მეთოდები I6 1
    MGMT1515Eბიზნეს ეთიკა6 1
    ECON1290Eმიკროეკონომიკის პრინციპები6 2
    ENGL1120Eზოგადი ინგლისური II6 2
    MATH1218Eმათემატიკური მეთოდები II6 2
    MGMT2110Eმენეჯმენტის საფუძვლები6 2
    MKTG2210Eმარკეტინგის საფუძვლები6 2
    ACCT2122Eფინანსური აღრიცხვა I (საფუძვლები, ნაწილი I)6 3
    ECON2190Eმაკროეკონომიკის პრინციპები6 3
    MGMT3211Eადამიანური რესურსების მართვა6 3
    STAT2218Eბიზნესის სტატისტიკა6 3
    ACCT2221Eფინანსური აღრიცხვა I (საფუძვლები, ნაწილი II)6 4
    MGMT2210Eსტრატეგიული მენეჯმენტის საფუძვლები6 4
    MGMT3110Eოპერაციათა მენეჯმენტის საფუძვლები6 4
    MGMT3221Eბიზნეს-კომუნიკაციები6 4
    ACCT2210Eმმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები6 5
    FINA3115Eფინანსების საფუძვლები6 5
    MGMT4220Eპროექტის მენეჯმენტი6 6

    კრედიტების ჯამი:

    126

    ფინანსები - კონცენტრაცია

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    FINA2211Eდაზღვევის საფუძვლები65
    FINA3220Eინვესტმენტის საფუძვლები65
    FINA2212Eშესავალი საბანკო საქმეში65
    FINA4115Eკორპორაციათა ფინანსები (საშუალო დონე)66
    FINA4250Eსაერთაშორისო ფინანსები66

    კრედიტების ჯამი:

    30

    მარკეტინგი - კონცენტრაცია

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    MKTG4110Eბრენდის მენეჯმენტი65
    MKTG4220Eელექტრონული კომერცია და ონლაინ მარკეტინგი65
    MKTG4550Eსოციალური მედია მარკეტინგი65
    MKTG3220Eმარკეტინგული კვლევა66
    MKTG2609Eმარკეტინგული კომუნიკაციები66

    კრედიტების ჯამი:

    30

    მენეჯმენტი - კონცენტრაცია

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    MGMT2212Eმეწარმეობა65
    MGMT3121Eორგანიზაციული ქცევის საფუძვლები65
    MGMT2111Eსაერთაშორისო ბიზნესი65
    MGMT2121Eლიდერობა66
    MKTG4190Eმიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი66
    BUSN4250Eპრაქტიკული სამუშაო და საბაკალავრო პროექტი ბიზნესის მართვაში306

    კრედიტების ჯამი:

    60

    ბუღალტერია - კონცენტრაცია

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ACCT4230Eაუდიტის საფუძვლები65
    ACCT4212Eფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები65
    ACCT3216Eფინანსური აღრიცხვა (საშუალო დონე)65
    FINA4115Eკორპორაციათა ფინანსები (საშუალო დონე)66
    ACCT3320Eმმართველობითი აღრიცხვა (საშუალო დონე)66

    კრედიტების ჯამი:

    30









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი