eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამა (დამოუკიდებელი) 2024
განათლების საფეხური: ერთწლიანი
ხელმძღვანელი: შალვა დუნდუა
რევაზ ტაბატაძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
პროგრამის მოცულობა: 60
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველი: ა) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება (პირმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე ზღვარი უნდა გადალახოს); ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება. გ) ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის ფლობა B 1/2 დონეზე. ენის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს შეიძლება წარმოადგენდეს დიპლომის დანართი, რომელშიც მითითებულია უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენა ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, საუნივერსიტეტო გამოცდა ენის ცოდნის დასადასტურებლად.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს საბაზო და საშუალო საფეხურის პროფესიონალი მასწავლებელი, რომელიც ფლობს საგნობრივ, პედაგოგიკურ და პროფესიულ კომპეტენციებს, იცავს ბავშვის უფლებების, პროფესიული ეთიკისა და ინკლუზიური განათლების პრინციპებს, ეფექტიანად გეგმავს, წარმართავს და აფასებს სასწავლო პროცესს, აანალიზებს სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესებს და იღებს დასაბუთებულ პროფესიულ გადაწყვეტილებებს ყოველდღიურ სასწავლო-აღმზრდელობით საქმიანობაში. 

პროგრამის განსაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენს საგანმანათლებლო ლიდერობის განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც მომავალ მასწავლებელს აძლევს სასწავლო პროცესის ეფექტიანი ორგანიზების, პროფესიული თანამშრომლობისა და სკოლის განვითარებისა და მართვის პროცესებში მონაწილეობისათვის საჭირო ცოდნასა და უნარებს.

პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული ცოდნა და გამოცდილება მყარ საფუძველს შექმნის კურსდამთავრებულთა წარმატებული საგანმანათლებლო საქმიანობისათვის როგორც საჯარო, ისე კერძო ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებებში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • პედაგოგიური პრაქტიკა;
  • მონაცემთა ანალიზი;
  • სიტუაციური ამოცანები;
  • რეფერატების პრეზენტაცია;
  • წერითი მუშაობა;
  • ვერბალური მეთოდი;
  • დისკუსია/დებატები;
  • როლური თამაში;
  • პრეზენტაციის წარდგენა;
  • ახსნა-განმარტება;
  • იმიტირებული შესრულება;
  • პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა;
  • გუნდური მუშაობა;
  • შემთხვევების შესწავლა და ანალიზი;
  • ინტერაქციული ლექციები და მეცადინეობები;
  • სწავლების უნივერსალური დიზაინი;
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • მასალების მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში;
  • ლექცია-სემინარი
  • ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები.
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • განმარტავს ბავშვის კოგნიტური, სოციალურ-ემოციური და პიროვნული განვითარების თეორიებს, ასაკობრივ თავისებურებებსა და მათ მნიშვნელობას სწავლა-სწავლების პროცესში;
    • აღწერს და მიმოიხილავს სწავლის, სწავლებისა და მოტივაციის თეორიებს პედაგოგიურ პრაქტიკასთან მიმართებით;
    • აღწერს და განმარტავს კურიკულუმის განვითარების, შეფასებისა და იმპლემენტაციის თავისებურებებს სკოლაში;
    • განმარტავს ბავშვის უფლებების ძირითად პრინციპებს, ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ საფუძვლებს და მათ მნიშვნელობას უსაფრთხო, ინკლუზიური და ბავშვზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფისთვის;
    • აღწერს შედეგზე ორიენტირებული სწავლების, განმავითარებელი შეფასების, კლასის მართვის, ინკლუზიური განათლების, სწავლების უნივერსალური დიზაინის და დამხმარე სწავლების სტრატეგიების ძირითად პრინციპებს;
    • განმარტავს საგანმანათლებლო კვლევის მეთოდებს, პრაქტიკის კვლევის საფუძვლებსა და მათ მნიშვნელობას პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებისათვის;
    • აღწერს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობებს სწავლა-სწავლებისა და პროფესიული განვითარების პროცესში.

    დამატებით:

    თუ ძირითადი სპეციალობა ქართული ენა და ლიტერატურაა:

    • განმარტავს ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული სასწავლო გეგმის, საგნობრივი სტანდარტისა და სასკოლო სახელმძღვანელოების ძირითად კონცეფციებს;
    • აღწერს და განმარტავს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილის ტიპებსა და სწავლების სტრატეგიებს;
    • გეგმავს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პროცესს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად;
    • იყენებს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების თანამედროვე მეთოდებს მოსწავლეთა ენობრივი, ლიტერატურული, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისათვის.

    თუ ძირითადი სპეციალობა ინგლისური ენაა:

    • გეგმავს ინგლისური ენის სასწავლო პროცესს დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე ეროვნული სასწავლო გეგმისა და მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;
    • იყენებს ოთხივე ენობრივი უნარის (მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი) განვითარებისა და სწავლების თანამედროვე მეთოდებს;
    • ქმნის მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს. 

    თუ ძირითადი სპეციალობა ისტორიაა:

    • ახასიათებს ისტორიის გაკვეთილის სხვადასხვა ტიპებს;
    • მიმოიხილავს ისტორიის სტანდარტს, საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების;
    • განმარტავს ძირითად კონცეფციას, შინაარსსა და მოთხოვნებს;
    • განიხილავს ისტორიის მასწავლებლის კომპეტენციებს;
    • ახასიათებს სკოლაში ისტორიის სწავლების ძირითად ფორმებს, მეთოდებსა და ხერხებს.

    თუ ძირითადი სპეციალობა ფიზიკაა:

    • განმარტავს ფიზიკის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს;
    • გეგმავს ფიზიკის სწავლების პროცესს ექსპერიმენტულ და კვლევით მიდგომებზე დაყრდნობით;
    • იყენებს თანამედროვე სასწავლო რესურსებსა და ტექნოლოგიებს ფიზიკის სწავლების პროცესში.

    თუ ძირითადი სპეციალობა მათემატიკაა:

    • განმარტავს მათემატიკის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს;
    • გეგმავს მათემატიკის სწავლების პროცესს პრობლემაზე დაფუძნებული და კვლევითი სწავლების მიდგომების გამოყენებით;
    • იყენებს თანამედროვე სასწავლო რესურსებსა და ტექნოლოგიებს მათემატიკის სწავლების პროცესში.

    თუ ძირითადი სპეციალობა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებია:

    • გეგმავს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სასწავლო პროცესს დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად;
    • იყენებს თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებსა და სასწავლო რესურსებს სწავლა-სწავლების პროცესში;
    • ქმნის უსაფრთხო, ეთიკურ და პასუხისმგებლიან ციფრულ სასწავლო გარემოს. 

  • უნარი
  • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • გეგმავს, წარმართავს და აფასებს ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებულ, მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს, დიფერენცირებული სწავლების, სწავლების უნივერსალური დიზაინის, განმავითარებელი შეფასებისა და ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინებით;
    • ქმნის უსაფრთხო, ინკლუზიურ, თანასწორობასა და მოსწავლის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს;
    • იყენებს სწავლების მრავალფეროვან მეთოდებს, დამხმარე სწავლების სტრატეგიებს, საგანმანათლებლო რესურსებს, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესაბამისად;
    • ქმნის გაკვეთილის გეგმას, სასწავლო რესურსებს, შეფასების ინსტრუმენტებსა და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას;
    • თანამშრომლობს მოსწავლეებთან, მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, კოლეგებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან სასწავლო პროცესისა და მოსწავლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
    • გეგმავს და ახორციელებს კლასგარეშე აქტივობებსა და სასწავლო პროექტებს ეროვნული სასწავლო გეგმისა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით;
    • აანალიზებს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის შედეგებს, იყენებს საგანმანათლებლო კვლევის მონაცემებს და მიღებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით აუმჯობესებს სწავლა-სწავლების პროცესს. 

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის, პროფესიული სტანდარტისა და მოქმედი სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად;
    • იღებს პასუხისმგებლობას მოსწავლეთა უფლებების, უსაფრთხოების, კეთილდღეობის, თანასწორობისა და ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვაზე;
    • დამოუკიდებლად გეგმავს და წარმართავს საკუთარ პროფესიულ განვითარებას, ახორციელებს თვითრეფლექსიას, იყენებს კოლეგების უკუკავშირს და ზრუნავს პროფესიული კომპეტენციების უწყვეტ განვითარებაზე.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 02-23-2016
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 06-16
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 08-16
    პროგრამის დეტალები:

    მასწავლებლის მომზადების პროგრამით ხდება ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური ენის, მათემატიკის, ფიზიკისა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის მომზადება.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 60 ECTS, რაც გულისხმობს პროგრამის ძირითად საგნებს– 42 ECTS, პროგრამის არჩევით საგანს (სპეციალობის გათვალისწინებით) 6 ECTS და შესაბამისი პროფილით პედაგოგიური პრაქტიკის გავლას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ––12 ECTS.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    PSYC3111განათლების ფსიქოლოგია6 1
    EDUC3115კურიკულუმის განვითარება, შეფასება და იმპლემენტაცია სკოლაში6 1
    EDUC3130სწავლების მეთოდიკა6 1
    EDUC3145ინკლუზიური განათლების საფუძვლები6 1
    PEDA4124შესავალი მასწავლებლის პროფესიაში: სამართლებრივი და პროფესიული საფუძვლები6 1
    EDUC3147კვლევები განათლებაში-აქტუალური კვლევები სკოლაში6 2
    EDUC3215საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სკოლაში6 2
    EDUC4212პედაგოგიური პრაქტიკა სკოლაში12 2

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    54

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL4135ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა6
    HIST4135ისტორიის სწავლების მეთოდიკა6
    INFO4330ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების მეთოდიკა6
    KART4137ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა6
    MATH4120მათემატიკის სწავლების მეთოდიკა6
    PHYS4220ფიზიკის სწავლების მეთოდიკა6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    36









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი