პროგრამა: | ქართული ფილოლოგია |
განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
ხელმძღვანელი: | ნანა შავთვალაძე |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ფილოლოგიის ბაკალავრი |
პროგრამის მოცულობა: | 240 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. |
პროგრამის მიზანი: | ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს, კურსადამთავრებულს მისცეს ისეთი განათლება, რომ მან შეძლოს წარმატებული სამსახურებრივი კარიერის შექმნა; უზრუნველყოს იგი ზოგადად ჰუმანიტარულ და ფილოლოგიურ მეცნიერებებთან დაკავშირებული ინტერდისციპლინური საკითხების ცოდნით, გააცნოს მას ლიტერატურათმცოდნეობითი და ენათმეცნიერული კვლევის დანიშნულება, მნიშვნელობა; განუვითაროს ლიტერატურული ნაწარმოებების ანალიზისა და კრიტიკული შეფასების, მათი ისტორიულ და კულტურულ ჭრილში განხილვის, კომენტირებისა და ინტერპრეტირების უნარი; შეასწავლოს ქართული ენის სტრუქტურა და ისტორია; მისცეს ინგლისური ენის ცოდნა, რათა შეძლოს წარმატებული კომუნიკაცია; გამოუმუშავოს სტუდენტს პრაქტიკული უნარები ენათმეცნიერებისა და ლიტერატურათმცოდნეობის სფეროებში; დაეხმაროს, გაიაზროს ქართული ლიტერატურა და კულტურა ევროპული ცივილიზაციის კონტექსტში. აგრეთვე, პროგრამის მიზანია, ფილოლოგიის ბაკალავრმა შეძლოს მუშაობა მასმედიის და საგამომცემლო სფეროში, საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლების საფუძველზე კი - სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობის გაგრძელება. ფართო ჰუმანიტარულ–ფილოლოგიური განათლება და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ჩვევები კურსდამთავრებულს არა მხოლოდ ქართული ფილოლოგიის, არამედ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა პროფილით სწავლის გაგრძელების საშუალებასაც აძლევს. ამასთან, პროგრამის მიზანია, გამოუმუშავოს ახალგაზრდას მეცნიერული პატიოსნებისა და ღირსების შეგნება, რათა საკუთარი თავდაუზოგავი შრომითა და მაღალი პროფესიონალიზმით ხელი შეუწყოს ჩვენს საზოგადოებაში ჯანსაღი სამოქალაქო შეგნებისა და დემოკრატიული იდეების დამკვიდრებას. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება კურსდამთავრებული იცნობს:
იცის:
განსაზღვრავს და ახასიათებს:
უნარი კურსდამთავრებული ახერხებს:
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა კურსდამთავრებული პასუხისმგებელია:
|
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 07-12-2010 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 52/18 |
პროგრამის დეტალები: | კომპეტენციის მაფორმირებელი სავალდებულო საგნების გარდა, პროგრამას გააჩნია საუნივერსიტეტო-სავალდებულო არჩევითი საგნების ორი- სოციალურ/ჰუმანიტარული და STEM ბლოკი, სპეციალობის არჩევითი საგნები და თავისუფალი კრედიტები. ძირითადი სპეციალობის გარდა სტუდენტს შეუძლია აირჩიოს დამატებითი სპეციალობა. დამატებითი სპეციალობის არჩევა შესაძლებელია როგორც ძირითადი სპეციალობის განმახორციელებელ, ისე სხვა სკოლაში; (დამატებითი სპეციალობა სტუდენტს არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს, თუმცა ძირითად სპეციალობასთან კომბინაციაში აღრმავებს სტუდენტის ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს და /ან აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს გარკვეული საბაზისო ცოდნა, რომელიც ძირითად სპეციალობასთან ერთად ჩამოუყალიბებს მას დასაქმებისთვის ან განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის საჭირო დარგობრივ კომპეტენციებს). პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ, სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების და შიდა გამოცდის საფუძველზე. ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დადგენილი მაქსიმალური ნედლი ქულის
|
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ქართულ ფილოლოგიაში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს: • კომპეტენციის მაფორმირებელ სავალდებულო საგნებს– 132 ECTS ( მათ შორის ინგლისური ენა B 2/2 6 ECTS); • საუნივერსიტეტო სავალდებულო-არჩევითი ბლოკების 30 ECTS (18 ECTS სოციალურ/ჰუმანიტარული ბლოკიდან და 12 ECTS STEM ბლოკიდან), • თავისუფალ კრედიტს 18 ECTS; • დამატებით სპეციალობის საგნებს 60 ECTS. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
ANTH3130 | კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები | 6 | 1,2,4 |
HIST1222 | რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში | 6 | 1,2,4 |
LAWB1155 | დებატები და კრიტიკული აზროვნება | 6 | 1,2,4 |
LAWB1195 | მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში | 6 | 1,2,4 |
LITR1212 | დიადი წიგნები | 6 | 1,2,4 |
BUSN4433 | ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი | 6 | 1,2,4 |
HIST1118 | ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება | 6 | 1,2,4 |
LAWB1177 | აზროვნება და მორალი | 6 | 1,2,4 |
POLI2260 | პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები | 6 | 1,2,4 |
კრედიტების ჯამი: | 18 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
MATH1414 | ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება | 6 | 1,2 |
STEM0002 | გამომგონებლობის ტექნოლოგიები | 6 | 1,2 |
STEM0005 | თანამედროვე ტექნოლოგიები | 6 | 1,2 |
STEM0007 | მათემატიკა და ცივილიზაციები | 6 | 1,2 |
STEM0010 | ლოგიკა | 6 | 1,2 |
STEM0011 | კომპიუტერული აზროვნება | 6 | 1,2 |
STEM0003 | მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები | 6 | 1,2 |
STEM0004 | თამაშთა თეორია | 6 | 1,2 |
STEM0012 | ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა | 6 | 1,2 |
STEM0013 | კიბერ ჰიგიენის საფუძვლები | 6 | 1,2 |
კრედიტების ჯამი: | 12 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
ENGL3213 | ინგლისური ენა VI (B2/2) | 6 | 1 |
LING1130 | ენათმეცნიერების შესავალი | 6 | 1 |
KART1140 | ქართული ენა I | 6 | 1 |
PHIL1217 | შესავალი ქართულ ფილოლოგიაში | 6 | 2 |
KART1220 | აკადემიური წერა | 6 | 3 |
KART1230 | ქართული ლიტერატურის ისტორია I | 6 | 3 |
KART1240 | ქართული ენა II | 6 | 2 |
LITR1120 | მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის შესავალი | 6 | 3 |
KART2131 | ქართული ლიტერატურის ისტორია II | 6 | 4 |
KART2140 | ქართული ენა III | 6 | 3 |
HIST1230 | შესავალი საქართველოს ისტორიაში | 6 | 5 |
KART2230 | ქართული ლიტერატურის ისტორია III | 6 | 5 |
KART2240 | ქართული ენა IV | 6 | 4 |
LITR2217 | ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურის თეორიის საფუძვლები | 6 | 5 |
KART3117 | ქართული ენის სტილისტიკა და ლექსიკოლოგია | 6 | 6 |
KART3131 | ქართული ლიტერატურის ისტორია IV | 6 | 6 |
KART4138 | რუსთველოლოგია | 6 | 6 |
KART3227 | ძველი ქართული ენა და პალეოგრაფია | 6 | 7 |
KART3147 | ქართული სალიტერატურო ენის ისტორია | 6 | 8 |
KART4227 | ქართული მითოლოგია და ფოლკლორი | 6 | 8 |
KART4240 | საბაკალავრო ნაშრომი ქართულ ფილოლოგიაში | 12 | 8 |
კრედიტების ჯამი: | 132 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
HIST2150 | ანტიკური კულტურის საფუძვლები | 6 | |
TRANS4110 | თარგმანის თეორია | 6 | |
HIST3125 | ქართველთა ცხოვრება - მატიანე და ისტორია | 6 | |
HIST4187 | ქართული ბიოგრაფიული და ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულებები-საქართველოს ისტორიის წყარო | 6 | |
ARTS2140 | ქართული ხელოვნების ისტორია | 6 | |
KART1217 | რიტორიკა | 6 | |
GREK2217 | ძველი ბერძნული ენა | 6 | |
KART1211 | საჯარო გამოსვლა და პრეზენტაცია | 6 | |
LATN2217 | ლათინური ენა | 6 | |
PHIL2130 | ფილოსოფიური აზრის ისტორია | 6 | |
KART3231 | ქართული კულტურის პარადიგმები | 6 | |
LANC2117 | ენა და ინტერკულტურული კომუნიკაცია | 6 | |
ORBC1223 | ზეპირი ბიზნესკომუნიკაცია | 3 | |
WRBC1223 | წერითი ბიზნესკომუნიკაცია | 3 | |
კრედიტების ჯამი: | 60 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |