პროგრამა: | ისტორია |
განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
ხელმძღვანელი: | მანანა სანაძე ცირა ჩიკვაიძე |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ისტორიის ბაკალავრი |
პროგრამის მოცულობა: | 240 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. პროგრამზე ჩარიცხვა შესაძლებელია მობილობის წესით წელიწადში ორჯერ; პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა შეიძლება უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად. |
პროგრამის მიზანი: | პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ისტორიის მეცნიერებებში, მისცეს მას ფართო ცოდნა საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის შესახებ უძველესი დროიდან თანამედროვე პერიოდამდე სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და კულტურული ასპექტების გათვალისწინებით; განუვითაროს კვლევისათვის აუცილებელი მეთოდოლოგიისა და მეთოდების ფლობისა და გამოყენების უნარ-ჩვევები; ჩამოაყალიბოს მაღალი სოციალური ცნობიერებისა და დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქე, რომელიც მზად იქნება განსხვავებული კულტურების გაგებისა და პატივისცემისათვის; მოქნილი ინდივიდი, ანალიტიკური, კრიტიკული და კომუნიკაციური უნარებით, რაც მნიშვნელოვანია ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოებისთვის. ისტორიის ბაკალავრი შეძლებს სწავლა გააგრძელოს მეორე საფეხურზე -მაგისტრატურაში ან/და დასაქმდეს მომსახურებასა და კომუნიკაციასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა სფეროში: საჯარო სამსახური, ადგილობრივი, რეგიონული ადმინისტრაციები, დარგის შესაბამისი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, არქივები, მუზეუმები, ტურიზმისა და ზოგადსაგანმანათლებლო სფერო (კერძო და საჯარო სკოლები), კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება კურსდამთავრებული: · ასახელებს და განსაზღვრავს უძველესი დროიდან თანამედროვე პერიოდამდე საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის ცალკეული მონაკვეთების, რეგიონებისა და ქვეყნების ისტორიის ძირითად მოვლენებსა და საკითხებს სფეროს უახლოესი გამოკვლევებისა და მიღწევების ფართო ცოდნაზე დაყრდნობით; · აცნობიერებს არქეოლოგიის, ისტორიული გეოგრაფიის, ანთროპოლოგიისა და ისტორიის მომიჯნავე/დამხმარე დისციპლინების: ეთნოლოგიის, ნუმიზმატიკის, პალეოგრაფიისა და ეპიგრაფიკის, ჰერალდიკის, სფრაგისტიკის საფუძვლებსა და მათ როლს ისტორიის რეკონსტრუქციისას; · განსაზღვრავს წარსულის ზოგად და მსოფლიო ისტორიის ძირითად ისტორიულ პერიოდებს (ძველი, შუა საუკუნეები, ახალი და უახლესი ისტორია) და მოვლენების დიაქრონულ ჩარჩოს; · აღწერს და ხსნის ლოკალურ-ისტორიული ცივილიზაციების რუკებს, საქართველოსა და მსოფლიოს გეოპოლიტიკური რუკის ცვლილებებს სხვადასხვა ეპოქაში. უნარი უნარიკურსდამთავრებული: · აგროვებს საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის ნარატიულ და სხვა ტიპის ისტორიულ წყაროებში ( „ქართველთა ცხოვრება“, „მოქცევაი ქართლისაი“, „ბილი უფლებათა შესახებ“, ვილსონის „თოთხმეტი პუნქტი“ და ა.შ.) მოცემულ ინფორმაციას და მათი ურთიერთშეჯერებისა და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე აყალიბებს კითხვებსა და საკუთარ დასკვნებს; · აანალიზებს ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ადამიანის როლსა და ადგილს (მოთხოვნილებები, ინტერესები, ქმედების მოტივები, სამყაროს აღქმა და ღირებულებები, ყოფა-ცხოვრების პირობები), შრომით საქმიანობას, მატერიალური წარმოებისა და ტექნიკის ევოლუციას, ადამიანთა შორის ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობების თავისებურებებს და აყალიბებს არგუმენტირებულ დასკვნებს; · ქმნის საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის სხვადასხვა პროცესებისა და მოვლენების: პოლიტიკურ-ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული, სამოქალაქო და ადამიანის უფლებების, სახელმწიფოებრივი სისტემების ჩამოყალიბების სურათს, რომელიც ეფუძნება წარსულსა და აწმყოს შორის ურთიერთკავშირის კრიტიკულ გააზრებასა და ბიბლიოგრაფიული ინფორმაციისა და დოკუმენტების მოძიება-დამუშავებას; · იყენებს ისტორიის მომიჯნავე/დამხმარე დისციპლინებსა და ისტორიული კვლევის სხვადასხვა მეთოდებს (თვისებრივი, რაოდენობრივი, ისტორიულ-შედარებითი, დეტერმინიზმი, „კლიომეტრია“ და ა.შ. ) საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის რომელიმე თემის კვლევისას; · ახდენს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ისტორიული მასალის დამუშავებას, სისტემატიზაციასა და შესწავლას; · იყენებს წერით და ზეპირ კომუნიკაციას ინგლისური ენის B2 დონისათვის რელევანტური ლექსიკითა და ტერმინოლოგიით სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან; · წარმოადგენს მშობლიურ და ინგლისურ ენებზე, წეპირი და წერილობითი ფორმით, სათანადო ტერმინოლოგიის გამოყენებით რეფერატის/მცირე კვლევის შედეგებს აკადემიური წერის ძირითადი პრინციპებისა და უნივერსიტეტის მიერ შერჩეული (APA) აკადემიური სტილის სტანდარტების გათვალისწინებით. პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა კურსდამთავრებული: · პრაქტიკაში, კონკრეტულ გარემოში იყენებს საქართველოსა და მსოფლიო ისტორიაში მიღებულ საბაზისო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს; · ითავისებს და პატივს სცემს ცალკეულ ისტორიულ ეპოქებში სხვადასხვა ქვეყნებისა და ერების განსხვავებულ ღირებულებებს, იდეებს, შეხედულებებსა და კულტურას როგორც მსოფლიო ფასეულობათა ნაწილს. |
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 11-15-2007 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 13 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 52/18 |
პროგრამის დეტალები: | კომპეტენციის მაფორმირებელი სავალდებულო საგნების გარდა, პროგრამას გააჩნია: ა) საუნივერსიტეტო-სავალდებულო არჩევითი საგნების ორი -სოციალურ/ჰუმანიტარული და STEAM ბლოკი, ბ) სპეციალობის არჩევითი საგნები და გ) თავისუფალი კრედიტები ძირითადი სპეციალობის გარდა, სტუდენტს შეუძლია აირჩიოს დამატებითი სპეციალობა. დამატებითი სპეციალობის არჩევა შესაძლებელია როგორც ძირითადი სპეციალობის განმახორციელებელ, ისე სხვა სკოლაში (დამატებითი სპეციალობა სტუდენტს არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს, თუმცა ძირითად სპეციალობასთან კომბინაციაში, აღრმავებს სტუდენტის ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს და /ან აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს გარკვეული საბაზისო ცოდნა, რომელიც ძირითად სპეციალობასთან ერთად ჩამოუყალიბებს მას დასაქმებისთვის ან განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის საჭირო დარგობრივ კომპეტენციებს). პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ, სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების და შიდა გამოცდის საფუძველზე. ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დადგენილი მაქსიმალური ნედლი ქულის
|
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | ისტორიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს: · პროგრამის ძირითად კურსებს –132 (მათ შორის კონცენტრაცია - საქართველოს/მსოფლიო ისტორია - 12 ECTS და ინგლისური ენა B 2/2 - 6 ECTS); · პროგრამის არჩევით კურსებს - 12 ECTS; · საუნივერსიტეტო სავალდებულო-არჩევითი ბლოკების კურსებს - 18 ECTS (6 ECTS სოციალურ/ჰუმანიტარული ბლოკიდან და 12 ECTS STEAM ბლოკიდან); · თავისუფალ კრედიტს - 18 ECTS და · 60 ECTS-ს დამატებით სპეციალობაში. |
სტუდენტმა უნდა აიღოს 6 ECTS | |||
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
BUSN4433 | ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი | 6 | 1 |
LAWB1155 | დებატები და კრიტიკული აზროვნება | 6 | 1 |
LAWB1177 | აზროვნება და მორალი | 6 | 1 |
LAWB1195 | მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში | 6 | 1 |
LITR1212 | დიადი წიგნები | 6 | 1 |
POLI2260 | პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები | 6 | 1 |
კრედიტების ჯამი: | 36 |
სტუდენტმა უნდა აიღოს 12 ECTS | |||
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
MATH1414 | ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება | 6 | 1,2 |
STEM0002 | გამომგონებლობის ტექნოლოგიები | 6 | 1,2 |
STEM0005 | თანამედროვე ტექნოლოგიები | 6 | 1,2 |
STEM0007 | მათემატიკა და ცივილიზაციები | 6 | 1,2 |
STEM0010 | ლოგიკა | 6 | 1,2 |
STEM0011 | კომპიუტერული აზროვნება | 6 | 1,2 |
STEM0003 | მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები | 6 | 1,2 |
STEM0004 | თამაშთა თეორია | 6 | 1,2 |
STEM0012 | ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა | 6 | 1,2 |
STEM0013 | კიბერ ჰიგიენის საფუძვლები | 6 | 1,2 |
კრედიტების ჯამი: | 48 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
ARCH1120 | შესავალი არქეოლოგიაში | 6 | 1 |
ENGL3213 | ინგლისური ენა VI (B2/2) | 6 | 1 |
HIST1119 | შესავალი მსოფლიო ისტორიაში I | 6 | 1 |
ANTH3130 | კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები | 6 | 2 |
HIST1219 | შესავალი მსოფლიო ისტორიაში II | 6 | 2 |
PALE2237 | ქართული პალეოგრაფიის, ეპიგრაფიკის, მეტროლოგიის, ნუმიზმატიკის და დიპლომატიკის საფუძვლები | 6 | 2 |
HIST1128 | დასავლეთი ანტიკურ ხანაში | 6 | 3 |
HIST1222 | რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში | 6 | 3 |
HIST2220 | საქართველოსა და კავკასიის გეოგრაფიისა და ისტორიული გეოგრაფიის საფუძვლები | 6 | 3 |
ORST1210 | ახლო აღმოსავლეთის ისტორია I (ძველი და შუა საუკუნეები) | 6 | 3 |
HIST1228 | შუა საუკუნეების ისტორია | 6 | 4 |
HIST3240 | ბიზანტიის ისტორია | 6 | 4 |
ORST2110 | ახლო აღმოსავლეთის ისტორია II (ახალი და უახლესი პერიოდი) | 6 | 4 |
HIST1237 | საქართველოს ისტორია (უძველესიდან XVI საუკუნემდე) | 6 | 5 |
HIST2128 | ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ახალი ისტორია | 6 | 5 |
HIST1247 | საქართველოს ახალი და უახლესი ისტორია | 6 | 6 |
HIST3128 | ევროპის და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორია | 6 | 6 |
HIST3125 | ქართველთა ცხოვრება - მატიანე და ისტორია | 6 | 7 |
HIST4128 | ისტორიული კვლევის მეთოდები | 6 | 7 |
HIST4235 | პრაქტიკა ისტორიაში | 6 | 8 |
კრედიტების ჯამი: | 120 |
სტუდენტმა უნდა აიღოს 12 ECTS | |||
კოდი | საგანი | კრედიტი | |
ECON3110 | ეკონომიკური აზრის განვითარების ისტორია | 6 | |
LAWB2113 | სამართლებრივი აზროვნების ისტორია | 6 | |
ARTS1110 | მსოფლიო ხელოვნების ისტორია ზოგადი კურსი | 6 | |
GREK2217 | ძველი ბერძნული ენა | 6 | |
HIST2167 | საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორია: XVII- XXI საუკუნეები | 6 | |
HIST3111 | საქართველოსა და ევროპის ქვეყნების ურთიერთობები ჯვაროსნულ ხანაში | 6 | |
HIST3126 | საქართველო – ირანის ურთიერთობა | 6 | |
HIST3127 | უახლესი პოლიტიკური ისტორია ცივი ომის პერიოდში | 6 | |
HIST4111 | ჰოლოკოსტი და გენოციდი ვიშეგრადის ქვეყნებში | 6 | |
HIST4120 | საქართველო და რუსეთი | 6 | |
HIST4150 | ქართული სოციალურ-პოლიტიკური ინსტიტუტების ისტორია | 6 | |
HIST4177 | შესავალი ქართული ეკლესიის ისტორიაში | 6 | |
INFO4228 | საინფორმაციო ტექნოლოგიები ისტორიაში | 6 | |
KART3237 | ძველი ქართული ენა | 6 | |
LAWB2111 | ქართული სამართლის ისტორია | 6 | |
PHIL2130 | ფილოსოფიური აზრის ისტორია | 6 | |
HIST4250 | საბაკალავრო ნაშრომი ისტორიაში | 12 | |
კრედიტების ჯამი: | 108 |
სტუდენტს შეუძლია აიღოს კონცენტრაცია საქართველოს ან მსოფლიო ისტორიაში ან გააკეთოს საგანთა კომბინაცია 12 ECTS კრედიტის. | |||
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
HIST4187 | ქართული ბიოგრაფიული და ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულებები-საქართველოს ისტორიის წყარო | 6 | 5 |
HIST4140 | საქართველოს ისტორიის უცხოენოვანი წყაროები | 6 | 6 |
კრედიტების ჯამი: | 12 |
სტუდენტს შეუძლია აიღოს კონცენტრაცია საქართველოს ან მსოფლიო ისტორიაში ან გააკეთოს საგანთა კომბინაცია 12 ECTS კრედიტის. | |||
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
HIST2170 | ამერიკის ისტორია | 6 | 5 |
HIST3257 | ახალი და უახლესი ისტორიის წყაროთმცოდნეობა | 6 | 6 |
კრედიტების ჯამი: | 12 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |