პროგრამა: | ხელოვნებათმცოდნეობა |
განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
ხელმძღვანელი: | მარიამ გველესიანი თინა ღუდუშაური |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრი |
პროგრამის მოცულობა: | 240 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. |
პროგრამის მიზანი: | საბაკალავრო პროგრამის მიზანია კვალიფიციური, შესაბამისი პროფესიული კომპეტენციისა და პრაქტიკული უნარების მქონე ხელოვნებათმცოდნის მომზადებით ხელი შეუწყოს ქვეყნის მდიდარი კულტურული მეკვიდრეობის შესწავლას, შენარჩუნებასა და წარმოჩენას. პროგრამა ეყრდნობა სტუდენტზე ორიენტირებულ, კომპლექსურ, ინტერდისციპლინურ სწავლებას და მიმართულია მისი მრავალმხრივი ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების გამომუშავების, იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისკენ, რომელთა გარეშე დღეს შეუძლებელია ხელოვნების ნიმუშთა კვლევის სფეროში წარმატების მიღწევა. ამ მიზნის მისაღწევად პროგრამა მოიცავს დარგის ფართო ცოდნას და ბაკალავრის მომზადებისას ითვალისწინებს შრომის ბაზრისა და დამსაქმებლის მოთხოვნებს, რასაც უზრუნველყოფს პროგრამის ფართოჰუმანიტარული პროფილი მასში ჩართული აკადემიური რესურსით და სასწავლო კომპონენტებით. პროგრამის კურიკულუმი ითვალისწინებს სტუდენტის მიერ პრაქტიკის კომპონენტის აუცილებლად გავლას რაც მის მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების განვითარებას უწყობს ხელს. დამატებითი სპეციალობის ალტერნატივად სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა აირჩიოს საგანთა კონცენტრაცია კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმეტში და მიიღოს ისეთი სპეციფიური ცოდნა ( არტმარკეტინგსა და მენეჯმენტში, აუქციონებისა და საერთაშორისო ანტიკვარული ბაზრის მართვის პრინციპებში , კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში, კულტურის სფეროს პროექტების მენეჯმენტში, საგამოფენო საქმის საფუძვლებში და სხვა ), რომელიც განაპირობებს არა მარტო კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მუშაობის, არამედ მისი მართვის უნარების გამომუშავებას, რაც დღეს ძალიან მოთხოვნადია ქვეყანაში და კურსადმთავრებულს კონკურენტულს ხდის შრომის ბაზარზე. შესაბამისად, ბაკალავრი შეიძლება დასაქმდეს სამხატვრო გალერეებში, სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებში(ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), მუზეუმებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, ხელოვნების აუქციონებზე, ხელოვნების ნიმუშების დაცვის, რესტავრირების ან შეფასების საკითხებზე მომუშავე სხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო სტრუქტურებში ან /და განაგრძოს სწავლა განათლების შემდგომ საფეხურზე (მაგისტრატურა) ძირითადი (ხელოვნებათმცოდნეობა) ან მომიჯნავე (კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი, ხელოვნების მენეჯმენტი, კულტურის კვლევები) სპეციალობით. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება კურსდამთავრებული იცნობს:
იცის:
განსაზღვრავს და ახასიათებს:
უნარი კურსდამთავრებული: ახერხებს:
ახორციელებს:
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა კურსდამთავრებული პასუხისმგებელია:
|
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 11-15-2007 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 13 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 14/19 |
პროგრამის დეტალები: | კომპეტენციის მაფორმირებელი სავალდებულო საგნების გარდა, პროგრამას გააჩნია საუნივერსიტეტო-სავალდებულო არჩევითი საგნების ორი- სოციალურ/ჰუმანიტარული და STEAM ბლოკი, სპეციალობის არჩევითი საგნები და თავისუფალი კრედიტები; ძირითადი სპეციალობის გარდა სტუდენტს შეუძლია აირჩიოს: საგანთა კონცენტრაცია კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტში ან დამატებითი სპეციალობა. დამატებითი სპეციალობის არჩევა შესაძლებელია როგორც ძირითადი სპეციალობის განმახორციელებელ, ისე სხვა სკოლაში; (დამატებითი სპეციალობა სტუდენტს არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს, თუმცა ძირითად სპეციალობასთან კომბინაციაში, აღრმავებს სტუდენტის ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს და /ან აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს გარკვეული საბაზისო ცოდნა, რომელიც ძირითად სპეციალობასთან ერთად ჩამოუყალიბებს მას დასაქმებისთვის ან განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის საჭირო დარგობრივ კომპეტენციებს); კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტში საგანთა კონცენტრაცია კი სტუდენტს აძლევს იმ საბაზისო ცოდნას და უნარებს, რაც აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მართვისთვის საშუალო რგოლის მენეჯერის დონეზე. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ, სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების და შიდა გამოცდის საფუძველზე. ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დადგენილი მაქსიმალური ნედლი ქულის
|
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ხელოვნებათმცოდნეობაში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს: ა) კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტში საგანთა კონცენტრაციის არჩევის შემთხვევაში: • კომპეტენციის მაფორმირებელ სავალდებულო საგნებს– 132 ECTS ( მათ შორის ინგლისური ენა B 2/2 6 ECTS და სავალდებულო არჩევით კლასიკურ ენას- 6ECTS); საუნივერსიტეტო სავალდებულო-არჩევითი ბლოკების 30 ECTS (18 ECTS სოციალურ/ჰუმანიტარული ბლოკიდან და 12 ECTS STEAM ბლოკიდან), სპეციალობის არჩევით საგნებს–18 ECTS; • თავისუფალ კრედიტს 18 ECTS; • საგანთა კონცენტრაციას კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტში - 42 ECTS. ბ) დამატებითი სპეციალობის არჩევის შემთხვევაში: კომპეტენციის მაფორმირებელ სავალდებულო საგნებს– 132 ECTS ( მათ შორის ინგლისური ენა B 2/2 6 ECTS და სავალდებულო არჩევით კლასიკურ ენას- 6ECTS); საუნივერსიტეტო სავალდებულო-არჩევითი ბლოკების 30 ECTS (18 ECTS სოციალურ/ჰუმანიტარული ბლოკიდან და 12 ECTS STEAM ბლოკიდან), თავისუფალ კრედიტს 18 ECTS; • დამატებით სპეციალობის საგნებს 60 ECTS. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
LAWB1155 | დებატები და კრიტიკული აზროვნება | 6 | 1,2,3 |
LAWB1177 | აზროვნება და მორალი | 6 | 1,2,3 |
POLI2260 | პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები | 6 | 1,2,3 |
BUSN4433 | ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი | 6 | 1,2,3 |
HIST1222 | რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში | 6 | 1,2,3 |
LAWB1195 | მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში | 6 | 1,2,3 |
ANTH3130 | კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები | 6 | 1,2,3 |
LITR1212 | დიადი წიგნები | 6 | 1,2,3 |
კრედიტების ჯამი: | 18 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
STEM0002 | გამომგონებლობის ტექნოლოგიები | 6 | 1,3 |
STEM0003 | მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები | 6 | 1,3 |
STEM0004 | თამაშთა თეორია | 6 | 1,3 |
STEM0007 | მათემატიკა და ცივილიზაციები | 6 | 1,3 |
STEM0011 | კომპიუტერული აზროვნება | 6 | 1,3 |
STEM0012 | ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა | 6 | 1,2 |
STEM0013 | კიბერ ჰიგიენის საფუძვლები | 6 | 1,2 |
MATH1414 | ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება | 6 | 1,3 |
STEM0005 | თანამედროვე ტექნოლოგიები | 6 | 1,3 |
STEM0010 | ლოგიკა | 6 | 1,3 |
კრედიტების ჯამი: | 12 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
ARTS1110 | მსოფლიო ხელოვნების ისტორია ზოგადი კურსი | 6 | 1 |
ENGL3213 | ინგლისური ენა VI (B2/2) | 6 | 1 |
HIST1118 | ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება | 6 | 1 |
ARTS1210 | დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნება: სტილი და ეპოქა | 6 | 2 |
ARTS1212 | არტეფაქტების მხატვრული ანალიზის საფუძვლები | 6 | 2 |
ARTS2140 | ქართული ხელოვნების ისტორია | 6 | 2 |
ARTS2237 | ხატვა | 6 | 3 |
HIST1230 | შესავალი საქართველოს ისტორიაში | 6 | 3 |
ARTS2210 | ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები | 6 | 4 |
ARTS3110 | ისლამური ხელოვნება | 6 | 4 |
ARTS3217 | შორეული აღმოსავლეთის ხელოვნება - ჩინეთი და იაპონია | 6 | 4 |
GREK2217 | ძველი ბერძნული ენა | 6 | 4 |
LATN2217 | ლათინური ენა | 6 | 4 |
ARTS3130 | შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნება | 6 | 5 |
ARTS3250 | ქართული მონუმენტური და დაზგური მხატვრობა | 6 | 5 |
ARTS4117 | ქართული ლითონმქანდაკებლობა | 6 | 5 |
ARTS3215 | შუა საუკუნეების ქართული ქანდაკება | 6 | 6 |
ARTS3220 | აღორძინების ეპოქის ხელოვნება | 6 | 6 |
ARTS3230 | თანამედროვე ქართული ხელოვნება | 6 | 6 |
ARTS4120 | თანამედროვე დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ხელოვნება | 6 | 7 |
ARTS4137 | პრაქტიკა ხელოვნებათმცოდნეობაში | 6 | 7 |
ARTS4240 | საბაკალავრო ნაშრომი ხელოვნებათმცოდნეობაში | 12 | 8 |
კრედიტების ჯამი: | 138 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
ARTS2121 | სიმბოლოთმეტყველება ქრისტიანულ ხელოვნებაში | 6 | |
ARTS3131 | მხატვარი თეატრში | 6 | |
ARTS5757 | მსოფლიო და ქართული კინოს ისტორია | 6 | |
ARCT1240 | თანამედროვე არქიტექტურის ისტორია | 6 | |
ARCT2130 | არქიტექტურული დიზაინის საფუძვლები | 6 | |
ARTM1110 | კრეატიული მარკეტინგის საფუძვლები | 6 | |
ARTM1120 | კრეატიულობის პრინციპები და შემოქმედებითი ინდუსტრიები | 6 | |
ARTS1515 | ხელოვნების ფილოსოფია | 6 | |
ARTS1717 | იუდაიზმი ხელოვნებაში და ებრაული კულტურული მემკვიდრეობა | 6 | |
HIST2230 | ელინიზმი და საქართველო | 6 | |
KART4227 | ქართული მითოლოგია და ფოლკლორი | 6 | |
KART3231 | ქართული კულტურის პარადიგმები | 6 | |
PHIL2130 | ფილოსოფიური აზრის ისტორია | 6 | |
ARCT1220 | სახვითი ხელოვნების საფუძვლები I | 6 | |
BYZN1217 | ბიზანტიური ცივილიზაცია | 6 | |
HIST2130 | ეპოქა და რელიგია | 6 | |
HIST2157 | ანტიკური კულტურის საფუძვლები | 6 | |
HIST4343 | რელიგიათა ისტორია | 6 | |
ARCT2110 | სახვითი ხელოვნების საფუძვლები II | 6 | |
ARTS4157 | მინის, კერამიკული ნაწარმისა და ლითონის ნაკეთობათა ტექნოლოგია და კონსერვაცია | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 18 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
CHIN1111 | (A1/HSK1) ჩინური ენა A/1 | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 18 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
ARTS3120 | საქართველოს სამუზეუმო კოლექციები | 6 | 5 |
CULT3237 | კულტურული მემკვიდრეობის საკანონმდებლო ბაზა | 6 | 6 |
MGMT2110 | მენეჯმენტის საფუძვლები | 6 | 6 |
CULT4117 | კულტურის სფეროს პროექტების მენეჯმენტი | 6 | 7 |
ARTS4167 | საგამოფენო საქმის საფუძვლები | 6 | 7 |
ARTS4215 | არტმარკეტინგი და მენეჯმენტი | 6 | 8 |
ARTS4147 | საერთაშორისო ანტიკვარული ბაზარი, კანონმდებლობა, აუქციონები | 6 | 8 |
კრედიტების ჯამი: | 42 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |