eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: აღმოსავლეთმცოდნეობა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ალექსანდრე ჭულუხაძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ახლო ან/და შუა აღმოსავლეთის კვლევების ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს  ახლო ან/და შუა აღმოსავლეთის  კვლევების კვალიფიციური სპეციალისტი  ახლო აღმოსავლეთის სამი ძირითადი ენიდან (არაბული,სპარსული თურქული) ერთ-ერთის კვალიფიციური მცოდნე, მაღალი სოციალური ცნობიერებისა და დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქე, რომელსაც ექნება განსხვავებული კულტურების გაგებისა და პატივისცემის მზაობა; აღზარდოს / ჩამოაყალიბოს მოქნილი ინდივიდი, ანალიტიკური, კრიტიკული და კომუნიკაციური უნარებით; სტუდენტს მისცეს ცოდნა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ისტორიის, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი, რელიგიური სისტემებისა და კულტურის, პოლიტიკური ტენდენციებისა და სხვადასხვა ტიპის კონფლიქტის   განმაპირობებლი ფაქტორების შესახებ რეგიონის ქვეყნების თავისებურებების, ერთმანეთთან და საქართველოსთან  პოლიტიკური ურთიერთობის დინამიკის, თანამედროვე მდგომარეობისა და პერსპექტივების გათვალისწინებით.  განუვითაროს სტუდენტს  ახლო აღმოსავლეთის წარსულისა და აწმყოს კრიტიკული გააზრების უნარი;  ზოგადად , ახლო აღმოსავლეთის, როგორც დიდი რეგიონის და მასში შემავალი ცალკეული ქვეყნების ძირითადი მახასიათებლების იდენტიფიცირების უნარი და რეგიონის განვითარების მახასიათებლებისა და დიაქრონული ჩარჩოს ზოგადი გაგება. პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმებას მიღებული კომპეტენციების კვალობაზე პროგრამის კურსდამტავრებული დასაქმებას თითქმის ყველა სფეროში შეძლებს: საჯარო სამსახური, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტები, საგარეო ურთიერთობების სამსახური, აღმოსავლური კერძო თუ სახელმწიფო სავაჭრო / ეკონომიკური წარმომადგენლობები, მაკრო და მიკროეკონომიკური საერთაშორისო კომპანიები, შესაბამისი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობები და სხვა.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

• წიგნზე მუშაობის მეთოდი;
• ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
• ვიდეო-აუდიო მასალის გამოყენება;
• ინტერაქტიული მეცადინეობები;
• სიახლეთა გარჩევა;
• გუნდური მუშაობა;
• პრაქტიკული მუშაობა;
• წერითი მუშაობა;
• პრეზენტაციის წარდგენა;
• ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
• დისკუსია-დებატები

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • კურსდამთავრებული იცნობს:

    • აღმოსავლეთმცოდნეობის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის განვითარების ისტორიას, სხვადასხვა მიმდინარეობების, ძირითად თეორიულ და მეთოდოლოგიურ მიდგომათა თავისებურებებს და აღმოსავლეთმცოდნეობის როგორც ქართული, ისე უცხოური სკოლების მიღწევებს.
      ახლო აღმოსავლეთის უძველესი, შუა საუკუნეების, ახალი და უახლესი ეპოქების ისტორიას, წარსულის ზოგად დიაქრონულ ჩარჩოს და მრავალეროვნული და მრავალკონფესიური საზოგადოებებისა და ცივილიზაციების დამახასიათებელ და ურთიერთგანმასხვავებელ ნიშან-თვისებათა ძირითად ასპექტებს; ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთა ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესებს და მათი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი მოწყობის ძირითად სახეობებსა და განვითარების ეტაპებს;
    • ისლამის, როგორც რელიგიისა და კულტურული ფენომენის წარმოშობის, განვითარებისა და გავრცელების ისტორიასა და ძირითად დოგმებს;
    • საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური ურთიერთობების  საკვანძო საკითხებს;
    • ახლო აღმოსავლეთის ხალხებისა და ქვეყნების ზოგად და საერთო კულტურულ მემკვიდრეობას;
    • ახლო აღმოსავლეთის რეგიონის პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფიის  თავისებურებებს;
    • თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის   რეგიონს პოლიტიკურ ტენდენციების, იდეოლოგიებისა და უსაფრთხოების  კონტექსტში;

    იცის:

    • სპეციალობით განსაზღვრული ერთ-ერთი აღმოსავლური ენა (არაბული / თურქული / სპარსული) B2/2 დონეზე;

    განსაზღვრავს და ახასიათებს:

    • რელიგიის მნიშვნელობას თანამედროვე ახლო აღმოსავლეთში და მის გავლენას საზოგადოებაზე;
    • მედიისა და პოლიტიკის თავისებურებებს ახლო აღმოსავლეთში;
    • ახლო აღმოსავლეთის ხალხებისა და ქვეყნების ახალი და უახლესი ეპოქების ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების ძირითად მიზეზებსა და ასპექტებს;
    • ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების  პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებისა და პერსპექტივების ძირითად კრიტერიუმებსა და მახასიათებლებს.

  • უნარი
  • ახერხებს:

    • აღმოსავლური (არაბული / თურქული / სპარსული) ისტორიული, ეკონომიკური, პოლიტიკური (პირველადი და მეორადი) და სხვა ტიპის წყაროების / მასალების / ინფორმაციის თანმიმდევრულად ორგანიზებას, გააზრებასა და ადეკვატურ დამოწმებას.

    ახორციელებს:

    • სხვადასხვა სახის ბიბლიოგრაფიული, საარქივო მასალების, ელექტრონული მონაცემების / რეფერენციების მოძიებას, სტატისტიკური მონაცემების მოპოვებას და მათი გამოყენებით საკვლევი საკითხის / პრობლემის იდენტიფიცირებას;
    • ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ისტორიული, პოლიტიკური, რელიგიური მოვლენებისა და პროცესების იდენტიფიცირებას, რელევანტურ  ანალიზს და  სპეციალისტების ან ფართო საზოგადოების წინაშე  წარდგენას(ზეპირი ან წერილობითი სახით);
    • მის მიერ შესწავლილ აღმოსავლურ ენაზე (სპარსული /თურქული/ არაბული)  გამართულ კომუნიკაციას;

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • არჩევს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ისტორიის, კულტურის, რელიგიის, თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკური და / ან არაბული, სპარსული და თურქული ენების სფეროში საბაკალავრო კვლევისთვის რელევანტურ პრობლემას, გეგმავს და ახორციელებს კვლევას და ახდენს მიღებული შედეგების ტრანსფორმაციას საბაკალავრო ნაშრომის ფორმატში;
    • ავლენს პროფესიული სრულყოფის მიზნით განათლების შემდგომ საფეხურზე (მაგისტრატურა) სწავლის გაგრძელების საჭიროების განსაზღვრისა და განხორციელების უნარს.
       
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 12-03-2012
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 43-12
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: #12PDC6022-02
    პროგრამის დეტალები:

    კომპეტენციის მაფორმირებელი სავალდებულო საგნების გარდა, პროგრამას გააჩნია საუნივერსიტეტო-სავალდებულო არჩევითი საგნების ორი- სოციალურ/ჰუმანიტარული და STEM ბლოკი, სავალდებულო ასარჩევი აღმოსავლური ენების ბლოკი და თავისუფალი კრედიტები; ძირითადი სპეციალობის გარდა სტუდენტს შეუძლია აირჩიოს დამატებითი სპეციალობა. დამატებითი სპეციალობის არჩევა შესაძლებელია როგორც ძირითადი სპეციალობის განმახორციელებელ, ისე სხვა სკოლაში; (დამატებითი სპეციალობა სტუდენტს არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს, თუმცა ძირითად სპეციალობასთან კომბინაციაში აღრმავებს სტუდენტის ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს და /ან აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს გარკვეული საბაზისო ცოდნა, რომელიც ძირითად სპეციალობასთან ერთად ჩამოუყალიბებს მას დასაქმებისთვის ან განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის საჭირო დარგობრივ კომპეტენციებს).

    პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ, სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების და შიდა გამოცდის საფუძველზე.

    ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დადგენილი მაქსიმალური ნედლი ქულის

    • 63%-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტის დაშვება ხდება ინგლისური ენის B1/1 დონეზე;
    • 64%-დან 86%-ის მიღების შემთხვევაში  - B1/2 დონეზე;
    • 87%-დან 100%-ის მიღების შემთხვევაში - B2/1 დონეზე.
    • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უტარდება ენის კომპეტენციის დამდგენი ტესტირება და ზღვრული ქულების დაგროვების შემთხვევაში, სტუდენტს შეეძლება რეგისტრაცია ინგლისური ენის B2/2 დონეზე. თუ სტუდენტი ვერ დააგროვებს ზღვრულ რაოდენობას, მისი  დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.  
    • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში თუ სტუდენტი არ გამოცხადდება ტესტირებაზე, მისი დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ახლო და/ან შუა აღმოსავლეთის კვლევებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს:

    კომპეტენციის მაფორმირებელ სავალდებულო საგნებს– 96 ECTS ( მათ შორის ინგლისური ენა B 2/2 6 ECTS);

    საუნივერსიტეტო სავალდებულო-არჩევითი ბლოკების 18 ECTS (6 ECTS სოციალურ/ჰუმანიტარული ბლოკიდან და 12 ECTS STEM ბლოკიდან);

    სავალდებულო არჩევითი აღმოსავლური ენების ბლოკს- 48 ECTS;

    დამატებითი სპეციალობის საგნებს- 60 ECTS

    თავისუფალი კრედიტები - 18 ECTS.

    ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 2
    BUSN4433ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი6 2
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 2
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 2
    LAWB1177აზროვნება და მორალი6 2
    LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 2
    LITR1212დიადი წიგნები6 2
    POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 2

    კრედიტების ჯამი:

    6

    STEM ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 1,4
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 1,4
    STEM0004თამაშთა თეორია6 1,4
    STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 1,4
    STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 1,4
    STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 1,2
    STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 1,2
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 1,4
    STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 1,4
    STEM0010ლოგიკა6 1,4

    კრედიტების ჯამი:

    12

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 1
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1
    ORST1110შესავალი აღმოსავლეთმცოდნეობაში6 1
    ORST1210ახლო აღმოსავლეთის ისტორია I (ძველი და შუა საუკუნეები)6 2
    ORST2120ისლამი (რელიგია, ისტორია, ცივილიზაცია)6 2
    ORST1117საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური ურთიერთოებები6 3
    ORST2110ახლო აღმოსავლეთის ისტორია II (ახალი და უახლესი პერიოდი)6 3
    ORST2131ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფია6 3
    ORST2222ახლო აღმოსავლეთის ხელოვნება და კულტურა6 4
    JMMB3120მედია და პოლიტიკა6 6
    ORST1116თანამედროვე საზოგადოება და რელიგია ახლო აღმოსავლეთში6 6
    ORST4210თანამედროვე ახლო აღმოსავლეთი (იდეოლოგია, პოლიტიკა, უსაფრთხოება)6 6
    ORST1115ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების გეოპოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში6 8
    ORST2217ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფო წყობილება და სამართალი6 8
    ORST4230საბაკალავრო ნაშრომი ახლო ან / და შუა აღმოსავლეთის კვლევებში12 8

    კრედიტების ჯამი:

    96

    არაბული ენის ბლოკი - სავალდებულო ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ARAB1140არაბული ენა I (A1)61
    ARAB1240არაბული ენა II (A2)62
    ARAB2141არაბული ენა III (B1/1)63
    ARAB2241არაბული ენა IV(B1/2)64
    ARAB3142არაბული ენა V (B2/1)65
    ARAB3242არაბული ენა VI (B2/2)66
    ARAB4140არაბული ენა VII (ეკონომიკა, პოლიტიკა, სამართალი)67
    ARAB4241არაბული ენა VIII (თარგმანის თეორია და პრაქტიკა)68

    კრედიტების ჯამი:

    48

    თურქული ენის ბლოკი - სავალდებულო ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    TURK1140თურქული ენა I (A1)61
    TURK1240თურქული ენა II (A2)62
    TURK2141თურქული ენა III(B1/1)63
    TURK2241თურქული ენა IV (B1/2)64
    TURK3142თურქული ენა V (B2/1)65
    TURK3242თურქული ენა VI (B2/2)66
    TURK4140თურქული ენა VII (ეკონომიკა, პოლიტიკა, სამართალი)67
    TURK4241თურქული ენა VIII (თარგმანის თეორია და პრაქტიკა)68

    კრედიტების ჯამი:

    48

    სპარსული ენის ბლოკი - სავალდებულო ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    PERS1140სპარსული ენა I (A1)61
    PERS1240სპარსული ენა II (A2)62
    PERS2141სპარსული ენა III(B1/1)63
    PERS2241სპარსული ენა IV(B1/2)64
    PERS3142სპარსული ენა V (B2/1)65
    PERS3242სპარსული ენა VI (B2/2)66
    PERS4140სპარსული ენა VII (ეკონომიკა, პოლიტიკა, სამართალი)67
    PERS4241სპარსული ენა VIII (თარგმანის თეორია და პრაქტიკა)68

    კრედიტების ჯამი:

    48









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი