eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ელექტრონული ინჟინერია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ირაკლი ნოსელიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინჟინერიის ბაკალავრი - Bachelor of Engineering
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის დარგის განვითარებას კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით, რომლებსაც ექნებათ თანამედროვე საბაზრო მოთხოვნების გათვალისწინებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლება და უნარები ინჟინერიაში. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეიძენენ ელექტრული კომპონენტების, სისტემებისა და პროცესების პროექტირებისა და რეალიზების, მარტივი პროგრამული კოდის შექმნის, სხვადასხვა საინჟინრო, ფიზიკური და მათემატიკური ამოცანების თეორიული და რიცხვითი შედეგების ანალიზისა და ინჟინერიაში ინოვაციური აზროვნების უნარებს. ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ სატელეკომუნიკაციო და კომპიუტერულ კომპანიებში, სამთავრობო ორგანიზაციებში, ბანკებში და სხვა კერძო კომპანიებში, სადაც მოითხოვება ელექტრონული, სატელეკომუნიკაციო, რადიო და კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალისტის კომპეტენციები.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • გუნდური მუშაობა
  • დემონსტრირების მეთოდი
  • დისკუსიები
  • დისკუსიური-დებატური თემების წარმოდგენა და დაცვა
  • ვერბალური და ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • ვიდეო-აუდიო მასალის გამოყენება
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
  • კრიტიკული ანალიზი
  • ლაბორატორიული მეცადინეობები
  • ლაბორატორიული მუშაობა
  • ლექცია - სემინარი
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • მზარდი სირთულის, თუნდაც მცირე მოცულობის კვლევის წარმოება ზედამხედველობით
  • პრაქტიკული მუშაობა
  • პრეზენტაციის წარდგენა
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები
  • პრობლემის დასმა და მათი გადაჭრა
  • საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება
  • სხვათა სამუშაოს კონსტრუქციული კრიტიკა
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • წერითი მუშაობის მეთოდი
სწავლის შედეგი:
  • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • განმარტავს და აყალიბებს უმაღლესი მათემატიკის, ალგებრისა და გეომეტრიის, დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის, კომპლექსური ანალიზის, ალბათობისა და მათემატიკური სტატისტიკის საკითხებს; საინჟინრო ამოცანებში ეფექტურად იყენებს მათემატიკურ აპარატს
    • აანალიზებს საინჟინრო და მათემატიკური ამოცანის თეორიულ და რიცხვით შედეგებს
    • აყალიბებს ზოგადი ფიზიკის (მექანიკა, ელექტრომაგნეტიზმი, თერმოდინამიკა, ოპტიკა, ტალღები) ძირითად კანონებს, ზოგადი ფიზიკის ამოცანების ამოხსნის წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად გეგემავს, განახორციელებს და აანალიზებს მარტივ ფიზიკურ ექსპერიმენტებს;
    • გაზომვის შედეგებს  ადარებს თეორიულ მნიშვნელობებთან;
    • მუშაობს თანამედროვე კომპიუტერულ სისტემებთან (საოფისე პროგრამები);
    • ფლობს დაპროგრამირების ენის (C++) ძირითად საკითხებს და წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად ქმნის მარტივ პროგრამულ კოდის;
    • აგებს ალგორითმებს და იყენებს მათ კომპიუტერული ამოცანების გადასაწყვეტად
    • ჩამოთვლის და განმარტავს ელექტრონული ინჟინერიის ზოგად თეორიებსა და პრინციპებს;წრედთა თეორიის, ანალოგური და ციფრული ელექტრონიკის ძირითადი საკითხების, ნახევარგამტარული მოწყობილობების მუშაობის პრინციპებს
    • მოთხოვნებისა და არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით ქმნის  მარტივ ელექტრონულ კომპონენტებსა და სისტემებს
    • ახდენს მარტივი ელექტრონული წრედების ტესტირებას, ადგენს ხარვეზებს და აღმოფხვრის მათ
    • წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად განახორციელებს მარტივ კვლევებს, აანალიზებს რაოდენობრივ და თვისობრივ შედეგებს
    • იაზრებს და ითავისებს ინჟინერიის მნიშვნელობას გლობალურ, ეკონომიკურ, გარემოსა და სოციალურ კონტექსტში; იაზრებს და ითავისებს ლიბერალურ დემოკრატიულ ღირებულებებს, რაც გამოიხატება პიროვნებისა და საკუთრების პატივისცემაში; იაზრებს და ითავისებს როგორც ფიზიკურ, ისე ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული ღირებულებებს, პატივს სცემს პირად, ისე გუნდურ პასუხისმგებლობის საკითხებს, პროფესიულ და ეთიკურ ღირებულებებს.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 12-03-2012
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 43-12
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 31/16
    პროგრამის დეტალები:

    პროგრამის ძირითადი საგნების სწავლის შედეგები შეესაბამება პროგრამის მიზნებსა და შედეგებს და ემსახურება ზოგადი დარგობრივი კომპეტენციების გამომუშავებას. ძირითადი კურსების შინაარსობრივი და ლოგიკური თანმიმდევრობა უზრუნველყოფს კონკრეტულ მოდულებში ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს. არჩევითი კურსები ემსახურება სტუდენტის ინტერესის მიხედვით ცოდნის გაღრმავებას სპეციალობის სხვადასხვა მიმართულებით.

    პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ, სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების და შიდა გამოცდის საფუძველზე.

    ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დადგენილი მაქსიმალური ნედლი ქულის

    • 63%-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტის დაშვება ხდება ინგლისური ენის B1/1 დონეზე;
    • 64%-დან 86%-ის მიღების შემთხვევაში  - B1/2 დონეზე;
    • 87%-დან 100%-ის მიღების შემთხვევაში - B2/1 დონეზე.
    • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უტარდება ენის კომპეტენციის დამდგენი ტესტირება და ზღვრული ქულების დაგროვების შემთხვევაში, სტუდენტს შეეძლება რეგისტრაცია ინგლისური ენის B2/2 დონეზე. თუ სტუდენტი ვერ დააგროვებს ზღვრულ რაოდენობას, მისი  დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.  
    • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში თუ სტუდენტი არ გამოცხადდება ტესტირებაზე, მისი დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ინფორმატიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს:

    · პროგრამის ძირითად საგნებს 138 ECTS,

    · პროგრამის არჩევით საგნებს 54 ECTS;

    · საუნივერსიტეტო არჩევითი STEM ბლოკიდან 6 ECT;

    · საუნივერსიტეტო არჩევითი ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკიდან 12 ECTS.

    დარჩენილი 30 ECTS სტუდენტს შეუძლია დააგროვოს:

    · პროგრამის არჩევითი საგნებით

    · თავისუფალი კრედიტების საგნებით (ინგლისური ენის კომპეტენციის გაუმჯობესების მიზნით სტუდენტს შეუძლია გამოიყენოს თავისუფალი კრედიტები).

    ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 1,4
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 1,4
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 1,4
    LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 1,4
    LITR1212დიადი წიგნები6 1,4
    BUSN4433ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი6 1,4
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1,4
    LAWB1177აზროვნება და მორალი6 1,4
    POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 1,4

    კრედიტების ჯამი:

    12

    STEM ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 1,2
    STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 1,2
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 2
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 2

    კრედიტების ჯამი:

    6

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    EENG1215სიგნალების დამუშავება6 8
    EENG1217გამზომი ხელსაწყოები6 8
    EENG1120ელექტრონიკის საფუძვლები6 1
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 1
    MATH1115კალკულუსი I6 1
    MATH1123წრფივი ალგებრა და ანალიზური გეომეტრია6 1
    EENG1104მექანიკა6 2
    INFO1111დაპროგრამების საფუძვლები (C++)6 2
    MATH1166კალკულუსი II6 2
    EENG1205ელექტროობა და მაგნეტიზმი6 3
    EENG2101საინჟინრო მათემატიკა I6 3
    EENG2212ანალოგური ელექტრონიკა6 3
    INFO3131ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება C++6 3
    EENG2108თერმოდინამიკა, ტალღები და ოპტიკა6 4
    EENG2202საინჟინრო მათემატიკა II6 4
    EENG3113ციფრული ელექტრონიკა6 4
    MATH2110ალბათობის თეორია და მათ.სტატისტიკა I6 4
    EENG1213ნახევარგამტარული მოწყობილობები6 5
    EENG2020წრედთა თეორია I6 5
    INFO1112საოფისე სისტემები6 5
    INFO4259მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები6 5
    EENG2121წრედთა თეორია II6 6
    EENG1218მიკროკონტროლერები6 7
    EENG4010საბაკალავრო პროექტი12 8

    კრედიტების ჯამი:

    150

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    EENG1310ელექტრონული სქემების დიზაინი6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6
    MATH4118კრიპტოლოგიის საფუძვლები6
    EENG1221ელექტროტექნიკური მასალები6
    INFO3110კომპიუტერული ქსელები I6
    INFO3139დაპროგრამების ენა Python6
    MATH3112დისკრეტული მათემატიკა6
    EENG1220შესავალი ელექტროენერგეტიკაში6
    EENG2013სასიგნალო პროცესორები6
    EENG2512შრომის უსაფრთხოება6
    EENG2012ციფრული კომუნიკაციები12
    EENG3115საინჟინრო ელექტრომაგნეტიზმი6
    EENG4012პრაქტიკა6
    EENG4129ანტენების თეორია და დიზაინი6
    EENG2008მოდელირების პროგრამული ინსტრუმენტები6
    EENG3220LabView დაპროგრამირება6
    STEM4000ტექნიკური წერა6
    EENG2118რადიო-ტელე სამაუწყებლო ტექნოლოგიები6
    EENG1216გამაძლიერებლები6

    კრედიტების ჯამი:

    60









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი