eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: საჯარო მმართველობა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ეკა გეგეშიძე
ნოდარ ხერხეულიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საჯარო მმართველობის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

დღეს საქართველო საჯარო ადმინისტრირების რეფორმისა და განვითარების ეტაპზეა, რაც მმართველობის ძველი სისტემიდან ახალ, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ, ღია მმართველობის ფორმების დამკვიდრებასა და სერვისზე ორიენტირებული საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას გულისხმობს. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე ამ უმნიშვნელოვანესი ცვლილებების წარმატებით განხორციელება კი მაღალკვალიფიციურმა და პროფესიონალმა საჯარო მმართველებისა და საჯარო მოხელეების ახალმა თაობამ უნდა უზრუნველყოს.

საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის მიზანი სწორედ დემოკრატიული აზროვნების, კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებაა. პროგრამა შედგენილია საერთაშორისო გამოცდილებისა და საჯარო სექტორში დასაქმების ბაზარზე არსებული მოთხოვნის ფართო არეალის გათვალისწინებით და გამიზნულია მათთვის, ვისაც სახელმწიფო სამსახურში, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმატებული კარიერა აინტერესებთ.

პროგრამა მოიცავს საჯარო ადმინისტრირების სამივე განზომილებას - მენეჯერულ, სამართლებრივ და პოლიტიკურ-ეკონომიკურ ასპექტებს, ფოკუსირებულია საჯარო მმართველობის მენეჯერულ კონტექსტზე და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოში უახლეს და მიმდინარე პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ რეფორმებს, მათთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის შესაძლებლობებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას.

სფეროს მულტიდისციპლინარული ხასიათიდან გამომდინარე, პროგრამა სტუდენტს აძლევს სახელმწიფო მართვის, საჯარო პოლიტიკის პროცესისა და პროგრამების ადმინისტრირების მრავალმხრივ ცოდნას, უყალიბებს პროფესიულ ხედვას და მისი პრაქტიკაში რეალიზების უნარ-ჩვევებს, რაც მნიშვნელოვანია, როგორც მათი პროფესიული კუთხით დასაქმებისა და კარიერული წინსვლისთვის, ასევე უფრო ვიწრო პროფესიული ინტერესების გამოკვეთისა და სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისათვის.

შესაბამისად, პროგრამა სტუდენტებს ამზადებს საჯარო სექტორში წარმატებული საქმიანობისათვის, რომელთაც თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით, ინოვაციური ხედვისა და ახალი იდეების გენერირების გზით შეეძლებათ წვლილი შეიტანონ საჯარო მმართველობის სისტემის გაუმჯობესებასა და ქვეყნის განვითარებაში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • გუნდური მუშაობა
  • დემონსტრირების მეთოდი
  • დისკუსიები/დებატები
  • ინტერაქტიულ ლექციები
  • ლექცია-სემინარები
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
  • სიახლეთა გარჩევა
  • ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • წერითი მუშაობის მეთოდი
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • საჯარო ადმინისტრირების მმართველობითი კონტექსტი  

    • აღწერს და ადარებს საჯარო მმართველობის თეორიებს, სახელმწიფოს პოლიტიკური და ადმინისტრაციული მოწყობის ფორმებსა და პრინციპებს, ცენტრალურ და ადგილობრივ სახელმწიფო ორგანოების სტუქტურასა და ფუნქციებს, მათ ფორმალური ურთიერთქმედებასა და არაფორმალურ სამუშაო არხებს.
    • მიმოიხილავს საჯარო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების (არაკომერციული, არასამეწარმეო) როლსს, მათი სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფებთან, კერძო სექტორსა და საერთაშორისო აქტორებთან ურთიერთქმედებას.
    • აიდენტიფიცირებს და კრიტიკულად განიხილავს საჯარო სერვისების მიწოდებისა და საჯარო ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარების მართვის თავისებურებებს, მენეჯმენტის ფორმებს, ორგანიზაციულ ფინანსებს, პერსონალის მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკის, საჯარო სამსახურის მოდელებისა და საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის ძირითად გამოწვევებს.

    საჯარო ადმინისტრირების სფეროს პოლიტიკურ-ეკონომიკური კონტექსტი

    • მიმოიხილავს და აანალიზებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ თეორიებს, პოლიტიკურ იდეოლოგიებსა და სისტემებს, ეკონომიკური აზროვნების პრინციპებსა და საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების მიკროეკონომიკურ და მაკროეკონომიკურ კანონზომიერებებს.
    • აღწერს და მიმოიხილავს სახელმწიფო ფინანსების, საბიუჯეტო სისტემისა და საგადასახადო პოლიტიკის ძირითად ასპექტებსს, საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების სახეებს.
    • აღწერს საჯარო პოლიტიკის ციკლური პროცესის ძირითად ეტაპებსა და პოლიტიკის სახეებს, ასევე საჯარო პოლიტიკის ანალიზის მეთოდოლიგიას, ასევე ასაბუთებს ანალიზის პროცესში რაციონალური გადაწყვეტილების მიღების მოდელის, ეფექტიანობისა და პოლიტიკური მიუკერძოებლობის მნიშვნელობას.

    საჯარო ადმინისტრირების სამართლებრივი კონტექსტი

    • განმარტავს და ხსნის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და სამართლებრივ სისტემებს, სამართლებრივი სახელმწიფოს არსსა და სამართლებრივ ტერმინოლოგიას.აღწერს და განიხილავს კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, უშუალო და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფორმებს, საქართველოს ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემას, ასევე ადმინისტრაციული სამართლის ძირითად პრინციპებს.

  • უნარი
    • მონაწილეობას იღებს საზოგადოებრივ პრობლემებზე, საჯარო ადმინისტრირებისა და საჯარო პოლიტიკის საკითხებზე პოლიტიკის ანალიზის მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტების გამოყენებით პოლიტიკურად მიუკერძოებელი, რაციონალური და ეფექტიანი მოქმედების კურსის განსაზღვრის პროცესში.
    • საჯარო ადმინისტრირების სფეროში ახორციელებს კვლევით პროექტს, რაც მოიცავს კვლევის დიზაინისა და მეთოდოლოგიის განსაზღვრას, კვლევითი კითხვებისა და ჰიპოთეზის ჩამოყალიბებას, კვლევითი ინსტრუმენტების შერჩევას, მარტივი ექსპერიმენტის ჩატარებას, მონაცემთა დამუშავებასა და საბოლოო კვლევითი და ანალიტიკური ანაგარიშის მომზადებას.
    • ამუშავებს სამართლებრივ დოკუმენტაციას, აინტერპრეტირებს კანონს, სასამართლო გადაწყვეტილებას, განმარტავს და იყენებს კონსტიტუციურ და ზოგად ადმინისტრაციულ ნორმებს, იძიებს ნორმატიულ საფუძვლებს და განსაზღვრავს ნორმათა იერარქიას.
    • განსაზღვრული მითითებების შესაბამისად შეიმუშავებს ბიუჯეტის პროექტს, ამუშავებს ეკონომიკურ მონაცემებს და შეიმუშავებს ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს.
    • განსაზღვრავს ორგანიზაციის მისიას, პოლიტიკასა და სტრუქტურას, ამოიცნობს და იყენებს ორგანიზაციული ეფექტურობისათვის მართვის სხვადასხვა მოდელსა და მეთოდს, საჯარო ორგანიზაციაში ახდენს საკუთარი თავის უკეთ ადაპტირებას, აანალიზებს საჯარო მართვის პრაქტიკისთვის დამახასიათებელ სტანდარტულ სიტუაციებს სწრაფი რეაგირების მიზნით, ეფექტურად ანაწილებს და მართავს დროსა და რესურსებს; ასევე ადარებს ლიდერობის თეორიებსა და მართვის მოდელებს, აანალიზებს შიდა და გარე ფაქტორების ორგანიზაციულ შედეგებზე გავლენისა და საჯარო სექტორისათვის დამახასიათებელ ორგანიზაციულ სიტუაციებს.
    • აანალიზებს საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების სფეროში მიმდინარე პროცესებს, ადგენს მიზეზ-შედეგობრივ  კავშირებს, აანალიზებს და მიუკერძოებლად აფასებს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის საქმიანობას; ასევე აანალიზებს ეკონომიკურ მონაცემებსს, ეკონომიკურ კეთილდღეობასა და მწარმოებლურობას, საჯარო სექტორის ეფექტიანობას, ქვეყნის ეკონომიკაზე სახელმწიფო ფინანსებისა და პოლიტიკის გავლენას.
    • საჯარო ადმინისტრირების, საჯარო პოლიტიკისა და მონათესავე მიმართულებებისთვის დამახასიათებელი თემების შესახებ პროფესიულ ინფორმაციას გადასცემს  სპეციალისტებს, არასპეციალისტებს და დაინტერესებულ პირებს, ქართულ და ინგლისურ ენებზე არგუმენტირებულად გადმოსცემს  საკუთარ ხედვასა და პოზიციას, ამზადებს და წარმოადგენს წერილობით ანგარიშს, ამზადებს წერილობით და ელექტრონულ კორესპონდენციას, მათ შორის აწარმოებს ოფიციალურ, ნახევრად ოფიციალურ და არაოფიციალურ მიმოწერას, ასევე მონაწილეობას იღებს პროფესიულ მოლაპარაკებებში, დისკუსიებსა და დებატებში.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:

    • აანალიზებს სახელმწიფოებრივი აზროვნების, საჯარო სექტორში ადმინისტრაციული ლიდერობის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობის, საჯარო მმართველობის სფეროში მორალური, ეთიკური, დისკრეციული და პრაქტიკული პასუხისმგებლობის საკითხებს და მსჯელობს მათზე.
    • ხსნის და ასაბუთებს სამუშაო გარემოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების მნიშვნელობას, საჯარო ადმინისტრირებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში კეთილსინდისიერი, პოლიტიკურად მიუკერძოებელი და რაციონალური მიდგომის აუცილებლობას.
    • აიდენტიფიცირებს  საკუთარ პროფესიულ ინტერესებსა და ცოდნის გასაღრმავებლად საჭირო შემდგომ ეტაპებს, დამოუკიდებლად არჩევს სწავლის შემდეგ საფეხურზე მიმართულებას და დამოუკიდებლად იძენს ცოდნას სხვადასხვა პროფესიული პროგრამის, ქართული თუ ინგლისურენოვანი
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-11-2010
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 14-12
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 03/19
    პროგრამის დეტალები:

    პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. პროგრამა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულისთვის ინგლისური ენის ცოდნის გამომუშავებას, რომელიც ენების საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (CEFR) B2 დონეს შეესაბამება, ხოლო პროგრამის თავისუფალ კრედიტებში გათვალისწინებულია ინგლისურის ალტერნატიული დონეები, თუ სტუდენტის კომპეტენცია პროგრამაზე ჩაბარების მომენტში არ შეესაბამება B2/2 დონეს (B1/1-დან B2/1 ჩათვლით). კერძოდ:

    • პროგრამით დადგენილი მინიმალური ზღვრიდან ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დადგენილი მაქსიმალური ნედლი ქულის 63%-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტის დაშვება ხდება ინგლისური ენის B1/1 დონეზე  
    • მაქსიმალური ნედლი ქულის 64%-დან 86%-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტის დაშვება ხდება ინგლისური ენის B1/2 დონეზე
    • მაქსიმალური ნედლი ქულის 87%-დან 100%-ის ჩათვლით მიღების შემთხვევაში სტუდენტის დაშვება ხდება ინგლისური ენის B2/1 დონეზე 
    • ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ინგლისურ ენაში მაქსიმალური ნედლი ქულის 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უტარდება ენის კომპეტენციის დამდგენი ტესტირება, რათა დაშვებულ იქნას ინგლისური ენის B2/2 დონის ჯგუფში
    • სტუდენტებს, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ ჩაუბარებიათ ინგლისური ენა, უტარდებათ დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მათი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2-სა.

    პროგრამა სტუდენტს აძლევს საშუალებას გაიაროს 18 ECTS თავისუფალი კრედიტების ფარგლებში.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა მოაგროვოს 240 კრედიტი. 156 კრედიტის შესაბამის საგნებს სტუდენტი გაივლის პროგრამის ძირითადი საგნების ფარგლებში, ხოლო 24 ECTS კრედიტს - პროგრამის სავალდებულო ასარჩევი ბლოკებიდან, მათ შორის 12 ECTS - STEM ბლოკიდან,  ხოლო 12 ECTS - ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკიდან. დანარჩენი 60 კრედიტის შევსება სტუდენტებს შეუძლიათ პროგრამის ასარჩევი საგნების და თავისუფალი კრედიტების (18 ECTS) ფარგლებში.

    ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1,2
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 1,2
    LAWB1177აზროვნება და მორალი6 1,2
    POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 1,2
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 1,2
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 1,2
    LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 1,2
    LITR1212დიადი წიგნები6 1,2

    კრედიტების ჯამი:

    12

    STEM ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 1,4
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 1,4
    STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 1,4
    STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 1,4
    STEM0010ლოგიკა6 1,4
    STEM1010ინოვაციებისა და მეწარმეობის Start-up ლაბი6 1,4
    STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 1,2
    STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 1,2
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 1,4
    STEM0004თამაშთა თეორია6 1,4

    კრედიტების ჯამი:

    12

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BUSN1310ბიზნესი და ეკონომიკა6 1
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 1
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 1
    PUBL3212შესავალი საჯარო ადმინისტრირებაში6 1
    LAWB1135შესავალი სამართალმცოდნეობაში6 2
    MGMT2015მენეჯმენტის საფუძვლები6 2
    MGMT3221საქმიანი ურთიერთობები6 2
    POLI1220პოლიტიკის შესავალი6 2
    ECON1290მიკროეკონომიკის პრინციპები6 3
    LAWB1220კონსტიტუციური სამართალი 1 – სახელმწიფო მოწყობის სამართალი6 3
    PUBL1010თანამედროვე პოლიტიკა და ადმინისტირება საქართველოში6 3
    STAT2219სტატისტიკა6 3
    ECON2190მაკროეკონომიკის პრინციპები6 4
    LAWB1250ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი6 4
    PUBL1216საჯარო პოლიტიკის პროცესი6 4
    PUBL3030ადგილობრივი პოლიტიკა და მმართველობა6 4
    ECON3113სახელმწიფოს ეკონომიკა I (ფისკალური თეორია და პოლიტიკა)6 5
    PUBL2010საჯარო ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარება6 5
    PUBL3280ადმინისტრაციული ლიდერობა და ეთიკა საჯარო სექტორში6 5
    PUBL4112შესავალი საჯარო პოლიტიკის ანალიზში6 5
    ACCT2122ფინანსური აღრიცხვა I6 6
    PUBL4000სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები6 6
    PUBL4040ადამიანური რესურსების მართვა საჯარო ორგანიზაციებში6 6
    PUBL2000კვლევის მეთოდები საჯარო ადმინისტრირებაში6 7
    PUBL3000საჯარო სერვისების მენეჯმენტი6 7
    PUBL6060შედარებითი საჯარო მმართველობა6 7

    კრედიტების ჯამი:

    156

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ECON3279საგადასახადო დაბეგვრის პრინციპები6
    LAWB2130კონსტიტუციური სამართალი 2 – ადამიანის ძირითადი უფლებები6
    MGMT3121ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები6
    MGMT4220პროექტის მენეჯმენტი6
    MKTG2210მარკეტინგის საფუძვლები6
    PUBL3277შესავალი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში6
    ACCT2221ფინანსური აღრიცხვა II6
    COMM4120საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6
    ECON3213სახელმწიფოს ეკონომიკა II (პოლიტიკური ეკონომიკა და საზოგადოებრივი არჩევანი)6
    LAWB2140საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური სამართალი6
    LAWB4991სამეწარმეო სამართალი6
    MGMT3211ადამიანური რესურსების მართვა6
    POLI3230შესავალი შედარებით პოლიტიკაში6
    ACCT2210მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები6
    FINA2211დაზღვევის საფუძვლები6
    FINA3115ფინანსების საფუძვლები6
    MGMT3151ცვლილებების მართვა6
    MKTG4550სოციალური მედია მარკეტინგი6
    PUBL1000პროფესიული ინგლისური საჯარო მმართველთათვის6
    PUBL3535გენდერული პოლიტიკა6
    COMM4135საჯარო გამოსვლის ტექნიკა6
    ECON4279საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტი6
    INTR1278პრაქტიკა საჯარო სექტორში12
    POLI2230პოლიტიკური სოციოლოგია6
    POLI4105დემოკრატია, არჩევნები და საარჩევნო სისტემები6
    POLI4111დემოკრატია და პოპულიზმი6
    PUBL5000საბაკალავრო კვლევითი ნაშრომი საჯარო ადმინისტრირებაში18
    STAT1122სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების ინფორმაციული სისტემები SPSS6

    კრედიტების ჯამი:

    186









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი