eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ეკონომიკა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: გიორგი ლომიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ეკონომიკის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მიზანია ევროპული ღირებულებების მქონე მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომელთაც ექნებათ პროფესიონალი ეკონომისტის სპეციალიზირებული ცოდნა, მრავალმხრივი და პრაქტიკული უნარები სხვადასხვა დისციპლინებისა და მათ შორის მათემატიკის საზღვრებისა და ბიზნესის მართვის სიღრმისეული გაცნობიერების გზით, რამაც თავისი წვლილი უნდა შეიტანოს საზოგადოების დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში, ქართველი ერისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

პროგრამაში გამოიყენება მრავალფეროვანი შედეგების მიღწევის მეთოდები მათ შორის:

•ახსნა-განმარტებითი მეთოდი
•გუნდური მუშაობა
•დემონსტირების მეთოდი
•ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
•ლექცია-სემინარები
•ლიტერატურის მიმოხილვა
•მცირე კვლევების ჩატარება
•პრაქტიკული მუშაობა
•პრეზენტაციების წარდგენა
•პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
•სიახლეთა გარჩევა
•სიტუაციური ამოცანები
•შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
•შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
•წერითი მუშაობის მეთოდი
•წიგნზე მუშაობის მეთოდი
•დებატები
•დემონსტრირების მეთოდი (მათ შორის აუდიო-ვიდეო და სხვა სასწავლო მასალები)
•დისკუსიები
•ვიზუალური ლექციები
•ინტერაქტიული ლექციები
•კრიტიკული ანალიზი
•პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
•ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია:

    • აღწეროს მიკროეკონომიკისა და მაკროეკონომიკის ფუძემდებლური კონცეფციები და თეორიები
    • ჩამოაყალიბოს ეკონომიკური კვლევის რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდები, მენეჯმენტის და ფინანსების პრინციპები
    • გამოამჟღავნოს ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
    • აღწეროს მთავრობის როლი ეკონომიკაში, როგორც ფისკალური და მონეტარული ინსტრუმენტების მეშვეობით ასევე ბაზრების და საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირების სხვადასხვა გზებით
    • აღწეროს ეკონომიკური მეცნიერების განვითარების სხვადასხვა ეტაპი და შეადაროს ერთმანეთს განსხვავებული თეორიები და მოძღვრებები

  • უნარი
  • პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია:

    • შეაფასოს და ააგოს რელევანტური მიკროეკონომიკური და მაკროეკონომიკური მოდელები და ამ მოდელების ასაგებად გამოიყენოს შესაბამისი მათემატიკური, სტატისტიკური და ეკონომეტრიკული მეთოდები
    • გამოიყენოს კვლევის რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდები ეკონომიკური საკითხების ფართო სპექტრის შეფასების, გაანალიზებისა და დასკვნის გაკეთების მიზნით
    • შეაფასოს და შეადაროს ერთმანეთს ეკონომიკური დოქტრინები, გააკეთოს შესაბამისი დასკვნები, ასევე გამოყენოს ისინი სტრატეგიული ხედვის შემუშავებაში
    • არაცხად გარემოში არსებულ მონაცემებზე და რაციონალურ დაშვებებზე დაყრდნობით ეკონომიკური ცვლადების პროგნოზირება
    • ზოგადი ეკონომიკური საკითხების და კონკრეტული ეკონომიკური პროცესების შესახებ მოამზადოს და წარმოადგინოს, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე, დეტალური წერილობითი ანგარიში, აღწეროს დასმული ეკონომიკური პრობლემა და ჩამოაყალიბოს პრობლემის გადაჭრის საუკთარი ხედვა

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია:

    • დაგეგმოს საკუთარი შემდგომი სწავლა ეკონომიკის სფეროში, როგორც ფორმალური განათლების შემდეგ საფეხურზე, ასევე დამოუკიდებლად, დამატებითი მასალებისა და კვლევების გაცნობის გზით;
    • წარმართოს თავისი პროფესიული საქმიანობა ლიბერალური ღირებულებების, ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების უფლების დაცვის მნიშვნელობის გაცნობიერებით.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-15-2007
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 13
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 04/19
    პროგრამის დეტალები:

    სწავლების საწყის სემესტრებში, გათვალისწინებულია ძირითადი კურსების შესწავლა, რომელთა სწავლის შედეგებიც შეესაბამება პროგრამის მიზნებსა და შედეგებს და ემსახურება ზოგადი დარგობრივი კომპეტენციების გამომუშავებას. ძირითადი კურსების შინაარსობრივი და ლოგიკური თანმიმდევრობა უზრუნველყოფს ეკონომიკის მიმართულებით ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს. 

    პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ, სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების და შიდა გამოცდის საფუძველზე.

    ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დადგენილი მაქსიმალური ნედლი ქულის

    • 63%-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტის დაშვება ხდება ინგლისური ენის B1/1 დონეზე;
    • 64%-დან 86%-ის მიღების შემთხვევაში  - B1/2 დონეზე;
    • 87%-დან 100%-ის მიღების შემთხვევაში - B2/1 დონეზე.
    • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უტარდება ენის კომპეტენციის დამდგენი ტესტირება და ზღვრული ქულების დაგროვების შემთხვევაში, სტუდენტს შეეძლება რეგისტრაცია ინგლისური ენის B2/2 დონეზე. თუ სტუდენტი ვერ დააგროვებს ზღვრულ რაოდენობას, მისი  დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.  
    • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში თუ სტუდენტი არ გამოცხადდება ტესტირებაზე, მისი დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 ECTS, რაც გულისხმობს:

    პროგრამის ძირითადი საგნების გავლას, რაც მოიცავს 162 ECTS; დიპლომის მისაღებად სტუდენტმა ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის დანარჩენი საგნებიდან უნდა აიღოს 78 ECTS

    ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1,2
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 1,2
    LAWB1177აზროვნება და მორალი6 1,2
    POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 1,2
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 1,2
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 1,2
    LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 1,2
    LITR1212დიადი წიგნები6 1,2

    კრედიტების ჯამი:

    12

    STEM ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    STEM1010ინოვაციებისა და მეწარმეობის Start-up ლაბი6 2
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 2
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 2
    STEM0004თამაშთა თეორია6 2
    STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 2
    STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 2
    STEM0010ლოგიკა6 2
    STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 2
    STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 1,2
    STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 1,2

    კრედიტების ჯამი:

    6

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BUSN1310ბიზნესი და ეკონომიკა6 1
    ECON1290მიკროეკონომიკის პრინციპები6 1
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 1
    MATH1011მათემატიკა ეკონომიკისათვის I6 1
    ECON2190მაკროეკონომიკის პრინციპები6 2
    MATH1012მათემატიკა ეკონომიკისათვის II6 2
    ECON2119სტატისტიკა ეკონომიკისთვის I6 3
    ECON2120მაკროეკონომიკა I (საშუალო დონე)6 3
    ECON2130მიკროეკონომიკა I (საშუალო დონე)6 3
    MATH1411მათემატიკა ეკონომიკისათვის III6 3
    ECON2219სტატისტიკა ეკონომიკისთვის II6 4
    ECON2220მაკროეკონომიკა II (საშუალო დონე)6 4
    ECON2230მიკროეკონომიკა II (საშუალო დონე)6 4
    MATH1412მათემატიკა ეკონომიკისათვის IV6 4
    ECON3113სახელმწიფოს ეკონომიკა I (ფისკალური თეორია და პოლიტიკა)6 5
    ECON3116ეკონომეტრიკა I6 5
    ECON3123საერთაშორისო ეკონომიკა6 5
    ECON3115მონეტარული პოლიტიკა6 6
    ECON3213სახელმწიფოს ეკონომიკა II (პოლიტიკური ეკონომიკა და საზოგადოებრივი არჩევანი)6 6
    ECON3110ეკონომიკური აზრის განვითარების ისტორია6 7
    ECON4115ეკონომიკური კვლევის მეთოდები6 7

    კრედიტების ჯამი:

    126

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ACCT2122ფინანსური აღრიცხვა I6
    ECON3279საგადასახადო დაბეგვრის პრინციპები6
    FINA3220ინვესტმენტის საფუძვლები6
    ACCT2210მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები6
    ACCT2221ფინანსური აღრიცხვა II6
    ECON3216ეკონომეტრიკა II6
    FINA2211დაზღვევის საფუძვლები6
    FINA4115კორპორაციათა ფინანსები (საშუალო დონე)6
    ECON2020თამაშთა თეორიის საფუძვლები6
    ECON4550ეკონომიკის სექტორული ანალიზი და სტაბილიზაციის პოლიტიკა6
    FINA2212შესავალი საბანკო საქმეში6
    FINA3115ფინანსების საფუძვლები6
    ECON4113ეკონომიკური ზრდა და განვითარება6
    ECON4203საბაკალავრო კვლევითი ნაშრომი ეკონომიკაში18
    ECON4217სტაჟირება ეკონომიკაში12
    FINA4250საერთაშორისო ფინანსები6
    HOST3221ტურიზმის ეკონომიკა6
    STAT1122სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების ინფორმაციული სისტემები SPSS6

    კრედიტების ჯამი:

    126









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი