eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: მაია ამაშუკელი
ნათია გოლიაძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სტუდენტისთვის სავალდებულოა ქართულის და ინგლისურის, ასევე მათემატიკას ან/და ისტორიაში ერთ-ერთი დამატებითი საგნის ჩაბარება
პროგრამის მიზანი:

 პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს შესძინოს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს თანამედროვე და უახლეს ტენდენციებზე დაფუძნებული ცოდნა, გააცნოს მენეჯმენტის სტრატეგიული, საწარმოო, ფინანსური, ადმინისტრაციული, კულტურულ-ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები, განუვითაროს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და კორპორაციული ეთიკური ნორმების/პრინციპების მნიშვნელობა, რათა კურსდამთავრებულმა შეძლოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში საშუალო და დაბალ მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმება. 

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ვერბალური მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • დისკუსია/დებატები
  • გუნდური მუშაობა
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
სწავლის შედეგი:
    • განიხილავს ბიზნესის მართვის ძირითად თეორიებს, კონცეფციებს
    • აღწერს მენეჯმენტის სტრატეგიული, საწარმოო, ფინანსური, ადმინისტრაციული, კულტურულ-ეთიკური ასპექტების გათვალისწინებით კონკურენტულ ბიზნეს სტრატეგიებს მენეჯმენტის ფუნქციური ქვესისტემების ორგანიზებისა და ბიზნეს ოპერაციების დაგეგმვის ზოგადი მეთოდიკის შესაბამისად
    • დეტალურად აღწერს ბიზნეს გარემოს, ბიზნესის ფუნქციონალურ სფეროებში მიმდინარე მოვლენებს და ბიზნეს პროცესებს
    • რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების გამოყენებით შეიმუშავებს ბიზნესის ფუნქციონალურ სფეროებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზებს/რეკომენდაციებს
    • ფინანსური ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე ადგენს ბიუჯეტსა და ფინანსურ ანგარიშგებებს ფინანსური აღრიცხვის ჩარჩოების, პრინციპების და პროცედურების დაცვით,  აფასებს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას
    • საინვესტიციო პროექტების მომგებიანობისა და რისკის გამოთვლის შედეგად ახდენს ინვესტიციის მომგებიანობის იდენტიფიცირებას
    • განმარტავს მარკეტინგის ძირითად ცნებებს, კონკურენტული პოზიციონირების საფუძვლებს და ბაზარზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავების კონცეფციებს 
    • ახდენს ბიზნესთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებას
    • იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო  ტექნოლოგიებს 
    • გუნდში მოქმედებს ლიდერობისა ან/და თანამშრომლობის პრინციპების დაცვით
    • შეიმუშავებს და განახორციელებს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროსათვის დამახასიათებელი კვლევითი/პრაქტიკული ხასიათის პროექტს/ნაშრომს და წარადგენს კონტექსტისთვის შესაბამისი ფორმებითა და ტექნოლოგიებით
    • აფასებს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობისა და კორპორაციული ეთიკური ნორმების/პრინციპების მნიშვნელობას
    • ადგენს საკუთარი სწავლის პროცესისა და პროფესიული განვითარების სამოქმედო გეგმას იდენტიფიცირებული საჭიროებების შესაბამისად
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-23-2004
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 14-12
    პროგრამის განახლების თარიღი: 02-04-2024
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 09PDC6014-01
    პროგრამის დეტალები:

    სწავლების საწყის სემესტრებში, გათვალისწინებულია ძირითადი კურსების შესწავლა, რომელთა სწავლის შედეგებიც შეესაბამება პროგრამის მიზნებსა და შედეგებს და ემსახურება ზოგადი დარგობრივი კომპეტენციების გამომუშავებას. ძირითადი კურსების შინაარსობრივი და ლოგიკური თანმიმდევრობა უზრუნველყოფს კონკრეტულ მოდულებში ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. პროგრამა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულისთვის ინგლისური ენის ცოდნის გამომუშავებას, რომელიც ენების საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (CEFR) B2 დონეს შეესაბამება, ხოლო პროგრამის თავისუფალ კრედიტებში გათვალისწინებულია ინგლისურის ალტერნატიული დონეები, თუ სტუდენტის კომპეტენცია პროგრამაზე ჩაბარების მომენტში არ შეესაბამება B2/2 დონეს (A2-დან B2/1 ჩათვლით). კერძოდ: 

    • პროგრამით დადგენილი მინიმალური ზღვრიდან ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დადგენილი მაქსიმალური ნედლი ქულის 63%-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტის დაშვება ხდება ინგლისური ენის B1/1 დონეზე  
    • მაქსიმალური ნედლი ქულის 64%-დან 86%-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტის დაშვება ხდება ინგლისური ენის B1/2 დონეზე
    • მაქსიმალური ნედლი ქულის 87%-დან 100%-ის ჩათვლით მიღების შემთხვევაში სტუდენტის დაშვება ხდება ინგლისური ენის B2/1 დონეზე 
    • ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ინგლისურ ენაში მაქსიმალური ნედლი ქულის 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უტარდება ენის კომპეტენციის დამდგენი ტესტირება, რათა დაშვებულ იქნას ინგლისური ენის B2/2 დონის ჯგუფში
    • სტუდენტებს, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ ჩაუბარებიათ ინგლისური ენა, უტარდებათ დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მათი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2-სა.


    პროგრამა სტუდენტს აძლევს საშუალებას გაიაროს 18 ECTS თავისუფალი კრედიტების ფარგლებში.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

     ბიზნესის ადმინისტრირებაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 ECTS, რაც გულისხმობს: პროგრამის ძირითადი საგნების გავლას, რაც მოიცავს 156 ECTS, ასევე, 24 ECTS პროგრამის სავალდებულო ასარჩევი ბლოკებიდან: STEM ბლოკიდან 12 ECTS და ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკიდან - 12 ECTS. ხოლო დარჩენილი კრედიების შევსება სტუდენტს შეუძლია საბაკალავრო პროგრამის დანარჩენი საგნებიდან (როგორც პროგრამის ასარჩევი, ასევე სხვადასხვა კონცენტრაციის საგნებიდან).

    ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 1
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 1
    LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 1
    LITR1212დიადი წიგნები6 1
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 1
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1
    LAWB1177აზროვნება და მორალი6 1
    POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 1

    კრედიტების ჯამი:

    12

    STEM ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 1,2
    STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 1,2
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 3,4
    STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 3,4
    STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 3,4
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 3,4
    STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 3,4
    STEM0010ლოგიკა6 3,4

    კრედიტების ჯამი:

    12

    ზოგადი ასარჩევი საგნების ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LAWB4991სამეწარმეო სამართალი6 2
    BUSN4310ბიზნეს სამართალი6 3
    MKTG3210მომხმარებელთა ქცევის საფუძვლები6 5
    MGMT1515ბიზნეს ეთიკა6 5
    BUSN3210პროგნოზირება ეკონომიკასა და ბიზნესში6 6
    MGMT6203სტრატეგიული მენეჯმენტის სიმულაცია6 6
    MKTG4230გლობალური მარკეტინგული სტრატეგიები6 7
    FINA4260ვაჭრობა ფინანსურ ბაზრებზე6 7
    MGMT2121ლიდერობა6 7
    BUSN2121ინგლისური ბიზნესკომუნიკაციისათვის6 7
    INTR4215სტაჟირება ბიზნესში12 7

    კრედიტების ჯამი:

    72

    საბუღალტრო აღრიცხვის ასარჩევი საგნების ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ACCT3216ფინანსური აღრიცხვა (საშუალო დონე)6 6
    ACCT2216გადასახადების ადმინისტრირება6 6
    ACCT4212ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები6 6
    ACCT3320მმართველობითი აღრიცხვა (საშუალო დონე)6 7
    ACCT4230აუდიტის საფუძვლები6 7

    კრედიტების ჯამი:

    30

    მენეჯმენტის ასარჩევი საგნების ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MGMT2211საერთაშორისო ბიზნესი6 6
    MGMT2212მეწარმეობა6 6
    MGMT3121ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები6 6
    MKTG4190მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი6 7
    MGMT3151ცვლილებების მართვა6 7

    კრედიტების ჯამი:

    30

    მარკეტინგის ასარჩევი საგნების ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MKTG4110ბრენდის მენეჯმენტი6 6
    MKTG4550სოციალური მედია მარკეტინგი6 6
    MKTG4220ელექტრონული კომერცია და ონლაინ მარკეტინგი6 6
    MKTG2609მარკეტინგული კომუნიკაციები6 7
    MKTG3220მარკეტინგული კვლევა6 7

    კრედიტების ჯამი:

    30

    ფინანსების ასარჩევი საგნების ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    FINA2211დაზღვევის საფუძვლები6 6
    FINA3220ინვესტმენტის საფუძვლები6 6
    FINA4115კორპორაციათა ფინანსები (საშუალო დონე)6 6
    FINA2212შესავალი საბანკო საქმეში6 7
    FINA4250საერთაშორისო ფინანსები6 7

    კრედიტების ჯამი:

    30

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    INFO3212გადაწყვეტილებათა მოდელირება MS EXCEL-ში6 4
    BUSN1310ბიზნესი და ეკონომიკა6 1
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 1
    MATH1010მათემატიკური მეთოდები I6 1
    BUSN1111ბიზნესის ეთიკურ-სამართლებრივი გარემო6 2
    ECON1290მიკროეკონომიკის პრინციპები6 2
    MATH1015მათემატიკური მეთოდები II6 2
    MGMT2015მენეჯმენტის საფუძვლები6 2
    ACCT2122ფინანსური აღრიცხვა I6 3
    ECON2190მაკროეკონომიკის პრინციპები6 3
    STAT2219სტატისტიკა6 3
    ACCT2210მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები6 4
    ACCT2221ფინანსური აღრიცხვა II6 4
    MKTG2210მარკეტინგის საფუძვლები6 4
    FINA3115ფინანსების საფუძვლები6 5
    MGMT2210სტრატეგიული მენეჯმენტის საფუძვლები6 5
    MGMT3110ოპერაციათა მენეჯმენტის საფუძვლები6 5
    MGMT3211ადამიანური რესურსების მართვა6 5
    MGMT3221საქმიანი ურთიერთობები6 5
    ECON3279საგადასახადო დაბეგვრის პრინციპები6 6
    MGMT4220პროექტის მენეჯმენტი6 6
    BUSN4251პრაქტიკული სამუშაო და საბაკალავრო პროექტი ბიზნესის მართვაში30 8

    კრედიტების ჯამი:

    156









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი