eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: მეწარმეობა და ინოვაციები
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: ირაკლი ქაშიბაძე
მედეა ჯანჯღავა
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მენეჯმენტის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: მეწარმეობა და ინოვაციების ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური განათლების მქონე პირს, რომელიც სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების საფუძველზე. პირი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდებს, უნივერსიტეტს მიმართავს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით, რაც მოიცავს რეზიუმეს წარდგენასა და გასაუბრებას დარგობრივ კომპეტენციებთან მიმართებით შესარჩევ კომისიასთან და ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდას. შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის (გასაუბრების) თემატიკა დაიდება ვებ-გვერდზე ერთი თვით ადრე. საერთო სამაგისტრო გამოცდისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის გარდა (გასაუბრება) აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის B2 დონის კომპეტენცია. ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: • TOEFL IBT – მინიმალური ქულა 80 • IELTS – მინიმალური ქულა 6.5 • PTE General – მინიმალური დონე B2 • FCE – მინიმალური დონე B • CPE – საკმარისია ჩაბარება • CAE – საკმარისია ჩაბარება ტესტირებისგან ასევე თავისუფლდება აპლიკანტი, ვისაც ინგლისურ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული კურსი. სტუდენტებს ასევე უღიარდებათ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისურის B2/2 დონე. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა. მეწარმეობა და ინოვაციების ინგლისურენოვან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებლია ასევე მობილობის საფუძველზეც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით. საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია: ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში; გ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის ანმავლობაში და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში; დ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ საქართველოს კანონის უმაღლესი განათლების შესახებ 52- ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით; ე) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
პროგრამის მიზანი:

მეწარმეობისა და ინოვაციების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია:

ü  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მაგისტრებს ჰქონდეთ მაღალი რგოლის მენეჯერად მუშაობისთვის საჭირო უნარები და  მზად იყვნენ მეწარმეობის, ინოვაციების და მენეჯმენტის სფეროში დამოუკიდებელი, რელევანტური ბიზნეს გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთანავე, პროგრამა გამოუმუშავებს და განუვითარებს მაგისტრებს სტარტაპისა თუ არსებული კომპანიისთვის პერსპექტიული ტექნოლოგიების, ტენდენციების და მიმართულებების განსაზღვრის უნარებს.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

ლექცია-სემინარი - ინფორმაციის შემცველი, წინასწარ მომზადებული სიტყვა აუდიტორიის წინაშე, რომლის საშუალებით ხდება კურსით გათვალისწინებული ძირითადი მასალის ახსნა და ინტერპრეტირება. მეთოდი მოიცავს ახსნილი მასალის გამოკითხვის ელემენტებს;


პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება - მეთოდი, რომელიც ახალი ცოდნის მიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს პრობლემას, საკვლევ/სადისკუსიო კითხვას. ეს მეთოდი ხელს უწყობს კრიტიკული ანალიზის უნარების განვითარებას;


ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება - მეთოდი, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელოვანია თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია და გულისხმობს თეორიულად შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას პრაქტიკული დავალების შესრულების, ამოცანის ამოხსნის, პრობლემის გადაჭრის გზით, რაც სტუდენტს უვითარებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარებს;


პროექტებზე დაფუძნებული სწავლება - მეთოდი, რომელიც გულისხმობს სტუდენტების მიერ პროექტებზე მუშაობას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რის ფარგლებშიც მათ ევალებათ რეალური პრობლემების გადაჭრა ან რთული კითხვისთვის პასუხის გაცემა და პროექტის საბოლოო პრეზენტაცია. შედეგად, სტუდენტს უვითარდება ღრმა შინაარსობრივი ცოდნა, კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობის, კომუნიკაციის და ურთიერთთანამშრომლობის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები და პრაქტიკული უნარები;


შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (Case Study) - სწავლების მეთოდი, რომელიც მოიცავს წარსულში მომხდარი რეალისტური მოვლენის ან შემთხვევის აღწერას, როდესაც პრობლემური საკითხის ანალიზის საფუძველზე სტუდენტი იღებს გადაწყვეტილებას. სტუდენტი ახდენს წარსულში მიღებული ცოდნის შეჯერებას, შეფასებას და პრაქტიკაში გამოყენებას.

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • 1.        იყენებს კომუნიკაციისა და ლიდერულ უნარებს ორგანიზაციის მართვასა და პროცესში ჩართულ პირებთან კომუნიკაციაში; იძენს ინოვაციურ პროექტში კადრების მოზიდვისა და მართვის პრაქტიკული გამოცდილებას;

    2.        ჩამოთვლის და აღწერს ინოვაციურ საწარმოში ფინანსების მოზიდვისა (Angel/Venture Financing) და მართვის მეთოდებს;

    3.        განმარტავს მეწარმეობაში არსებულ კანონმდებლობას და რეგულაციებს;

    4.        აჩვენებს სისტემურ ცოდნას ინოვაციური პროდუქტის/სერვისის/პროცესის PR და მარკეტინგისთვის საჭირო სტრატეგიებთან მიმართებით.


  • უნარი
  • 1.     აქვს მეწარმეობისთვის საჭირო (ე.წ. Soft Skills) უნარები: კრეატიულობა, კრიტიკული აზროვნება, გუნდური მუშაობის, კომუნიკაციის და კოლაბორაციის უნარები, კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის უნარი;

    2.     ადგენს ინოვაციური პროდუქტის/სერვისის/პროცესის ბიზნეს მოდელისა და ბიზნეს გეგმას და ეფექტურად განავითარებს მას;

    3.     ობიექტურად აანალიზებს ინოვაციურ პროექტსა თუ სტარტაპში არსებულ მდგომარეობას; მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებას იყენებს ორგანიზაციის საქმიანობის პრინციპების, ცვლილება-გაუმჯობესების შეტანისთვის საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად (PIVOT, LEAN, AGILE);

    4.     ეფექტიანად აფასებს  მომხმარებელზე ორიენტირებულ პროდუქტის დიზაინს (UI/UX);

    5.     თანამედროვე მიდგომების გამოყენებით, დამოუკიდებლად წარმართავს ინოვაციური პროექტის განხორციელებისთვის საჭირო კვლევას;

    6.     შეუძლია საბაზრო პოტენციალის იდენტიფიცირება, საბაზრო პოტენციალის დაკმაყოფილებისთვის რელევანტური პროდუქტის/სერვისის/პროცესის/ ინოვაციური იდეის ჩამოყალიბება და მისი სწრაფი შემოწმება (ვალიდაცია)და (MVP) ფორმირება.

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-01-1900
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი:
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    აკადემიური ხარისხის მისაღებად, სტუდენტმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი, საიდანაც 110 კრედიტი (ECTS) არის სავალდებულო კომპონენტი (რაც მოიცავს: 65 ECTS სასწავლო კურსები, 15 ECTS პრაქტიკა, 30 ECTS სამაგისტრო პროექტი); დანარჩენი 10 კრედიტი კი შეივსოს პროგრამის არჩევითი საგნებიდან.

    პროგამის ფარგლებში გამოყენებული სწავლებისა და სწავლის მეთოდები სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების პრინციპებს ეფუძნება და უზრუნველყოფს სწავლის შედეგების მიღწევას.

    საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების მისაღწევად, გამოიყენება შესაბამისი სწავლების ორგანიზების ფორმები. პროგრამის სასწავლო კურსები, აუცილებელი თანაფარდობით ითვალისწინებს საკონტაქტო და დამოუკიდებელი მუშაობის საათებს.

    სასწავლო კურსის მიზნების მისაღწევად საგანმანათლებლო პროგრამაში გამოყენებულია სწავლება-სწავლის სალექციო და სასემინარო მეთოდი. თითოეული მათგანი აერთიანებს მეთოდებს და ხერხებს, შესაბამის აქტივობებს, სასწავლო კურსის მიზნების და განსახილველი თემების სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც კონკრეტულად განისაზღვრება შესაბამისი სასწავლო კურსების სილაბუსებით, კურსის მიზნების და კურსის ფარგლებში განსავითარებელი კომპეტენციების გათვალისწინებით.

    სასწავლო კურიკულუმი მოიცავს 30 კრედიტიან სამაგისტრო ნაშრომს, რომელის ფარგლებშიც სტუდენტმა უნდა დაწეროს შესაბამისი აკადემიური ნაშრომი სტარტაპ ეკოსისტემის სხვადასხვა მიმართულებებიდან ერთ-ერთი მიმართულებით, გაეცნოს და შეიწავლოს სტარტაპ ეკოსისტემა შესაბამისი მიმართულებით, განახორციელოს კვლევის წარმოება და შედეგების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების გაცემა.

    სტუდენტს შეუძლია აწაარმოს სამაგისტრო ნაშრომი შემდეგი მომართულებებიდან ერთ-ერთში:

     მოქმედი სტარტაპების მიმართულებით  , რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული პროცესის გაუმჯობესებას, დროის ან დანახარჯების ეკონომიას, ქმნის დამატებით კომფორტს ადამიანთა კონკრეტული ჯგუფებისათვის. 

    კერძო სექტორში, მსხვილ კომპანიაში ინოვაციების განვითარების და დანერგვის მიამრთულებით.
    სამთავრობო სექტორში, სამთავრობო ინოვაციების განვითარების მიმართულებით.  

    სტუდენტები რომლებმაც აირჩიეს ბერკლის უნივერსიტეტის Sutardja Center for Entrepreneurship and Technology (SCET) ცენტში სწავლება, გაივლია მეორე სემესტრის საგნებს:

    •             პროდუქტების მენეჯმენტი

    •             ლიდერობა მეწარმეობაში

    •             ტექნოლოგიური ტენდენციები, ტრენდები და გლობალური გამოწვევები

    •             ბლოკჩეინი და ტექნოლოგიების მომავალი

    •             აქსელერაცა

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    INOV5011მარკეტინგი და გაყიდვები მეწარმეობასა და ინოვაციებში5 1
    INOV5014პროდუქტების დიზაინი5 1
    INOV5016სამეწარმეო ფინანსები5 1
    MKTG0519მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი5 1
    INOV5003ბიზნეს ანალიტიკა5 1
    INOV5020სამაგისტრო ნაშრომი/პროექტი მეწარმეობასა და ინოვაციებში30 4
    INOV5012პიროვნული უნარები და თვისებები მეწარმეობისთვის5 1
    INOV5013პრე-აქსელერაცია5 1
    INOV5001ადამიანური რესურსების მართვა ინოვაციებსა და მეწარმეობაში5 1
    INOV5010ლიდერობა მეწარმეობაში5 2
    INOV5015პროდუქტების მენეჯმენტი5 2
    INOV5002აქსელერაცია5 2
    INOV5007ტექნოლოგიური ტენდენციები, ტრენდები და გლობალური გამოწვევები5 2
    INOV5008კანონმდებლობა და რეგულაციები მეწარმეობასა და ინოვაციებში5 3
    INOV5009კვლევის მეთოდები მეწარმეობაში5 3
    INOV5017სტრატეგიული მენეჯმენტი ტექნოლოგიურ ინოვაციებში5 3
    INOV5006ინვესტიციები სტარტაპებში5 3

    კრედიტების ჯამი:

    110

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    INOV5004ბლოკჩეინი და ტექნოლოგიების მომავალი5
    INOV5018ფინანსური ტექნოლოგიები5
    INOV5019ციფრული წიგნიერება და კომპიუტერული უსაფრთხოება5
    INOV5005ელექტრონული კომერცია5

    კრედიტების ჯამი:

    20










    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი