eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: გლობალური მმართველობა
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: შალვა ძებისაშვილი
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: კადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ინგლისურ ენაზე ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე (ინგლისური ენის სავალდებულო კომპეტენცია განისაზღვრება B2დონით: ა) საუნივერსიტეტო გამოცდით, მინიმუმ 70%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში; ან ბ) საერთაშორისოდ აღიარებული ენის გამოცდების (IELTS, TOEFL ან Cambridge English Exam-ის წარმატებით ჩაბარებისდამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით (ინგლისური ენის B2 დონის შესაბამისი ქულაა IELTS - 5.5-6.5; TOEFL 87-109 IBT, Cambridge English Exam -160- 179); ან გ) ბაკალავრატში ინგლისურ ენაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. ).
პროგრამის მიზანი:

გლობალური მმართველობის პროგრამის  მიზანია კურსდამთავრებულებს საერთაშორისო პოლიტიკისა და ურთიერთობის სფეროში გამოუმუშაოს გლობალური პროცესებისა და კომპლექსური ხასიათის მოვლენების შესწავლის დროს საერთაშორისო ორგანიზაციების, ინსტიტუციური ჩარჩოებისა და სამართლებრივ-ნორმატიული მექანიზმების, მათი ეფეტურობის და სხვადასხვა დონეზე სოციო-ეკონომიკურ ფაქტორებთან მჭიდრო კავშირის დამოუკიდებლად კვლევის უნარი.   

აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმდენენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, მთავრობაში, პარლამენტში (კომიტეტები), შინაგან საქმეთა სამინისტროში, გაეროში, ეუთოში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, საელჩოებში და ადგილობრივი ანალიტიკური ორგანიზაციებში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქტიული ლექციები
  • დისკუსია/დებატები
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • სიმულაცია
  • კრიტიკული ანალიზი
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • მოკლე ანალიტიკური ნაშრომები
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • Პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი

    • სისტემურად და სიღრმისეულად ხსნის სხვადასხვა სფეროში გლობალურ პროცესებს, მათი მართვის მექანიზმებს და საერთაშორისო ინსტიტუციურ Არქიტექტურას ,როგორიცაა გლობალური ვაჭრობა, შეიარაღების კონტროლი, მიგრაცია და მდგრადი განვითარება;
    • სიღრმისეულად აღწერს ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო, ევროკავშირი, ნატო) ინსტიტუციურ მნიშვნელობას, ორგანიზაციულ სტრუქტურას, განხორციელებულ Პოლიტიკას, ორგანიზაციული Ეფექტურობის გაუმჯობესების მექანიზმებს;
    • სიღრმისეულად ახასიათებს საერთაშორისო სამართლებრივ და ნორმატიულ რეჟიმებს გლობალური მმართველობის სისტემის ჩარჩოებში, მათ შორის, დიპლომატიური პრაქტიკასა და ბერკეტებს; 

  • უნარი
  • კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი:

    • ადგენს ცალკეულ სფეროებში საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და რეჟიმების გამოყენების შესაძლებლობას(მათ შორის, ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლი და გლობალური ვაჭრობა);
    • ორგანიზებას უწევს და მონაწილეობს თემატურ მოლაპარაკებებში , და ახდენს მოლაპარაკების Ორგანიზაციული ფორმატის იდენტიფიცირებას;
    • იყენებს ადამიანის უფლებების, ევროკავშირის ეკონომიკური და გლობალური ფინანსური, სავაჭრო პოლიტიკების(მათ შორის კონკურენციის) საკითხებში შესაბამის სამართლებრივ და ნორმატიულ/რეგულატორულ ჩარჩოებს;
    • აფასებს გლობალური "კარგი მმართველობის" ინსტიტუციურ და ორგანიზაციულ ჩარჩოებს და ბერკეტებს, Ადგენს ცალკეული ინსტიტუციური მექანიზმების ეფექტურობას, მათ შორის გლობალური სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების მიზნით;
    • გლობალური ინსტიტუციური ჩარჩოების კვლევის კონტექსტში აჩვენებს კონკრეტულ საკითხებში, ინტერდისციპლინარული მიდგომის უპირატესობას;
    • ადგენს და იყენებს დიპლომატიის და საჯარო კომუნიკაციის შესაბამის ფორმატს კონკრეტული ქეისის მიხედვით;
    • ადგენს ოპტიმალურ მეთოდოლოგიურ მიდგომას, მათ შორის ანალიტიკურ მოდელს გლობალური მმართველობის საკითხებთან დაკავშირებით მცირე ზომის კვლევითი პროექტის განხორციელების დროს;
    • შეიმუშავებს არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრის ალტერნატივებს  

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • Პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:

    • იცავს გაზიარებული კვლევის ზოგად ეთიკის ნორმებს, წყაროებთან მუშაობის და აკადემიური კეთილსინდისიერების ძირითად პრინციპებს
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-01-1900
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი:
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 19:00 -21:15 სთ-მდე, აქედან სააუდიტორიო დატვირთვის ხანგრძლივობა 120 წუთია, შესვენება - 15 წუთი. სამაგისტრო სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფებში განისაზღვრება 25-30 სტუდენტით. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კომპონენტები შედგება 19 კვირაზე გათვლილი ელემენტებისგან.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    გლობალური  მმართველობის სამაგისტრო პროგრამა შედგება 120 (ECTS) კრედიტისგან. 

    სტუდენტი გადის ამავე პროგრამის ძირითად საგნებს 96 კრედიტის ოდენობით, ხოლო დარჩენილ 24 კრედიტს იღებს ამავე პროგრამის ასარჩევი საგნებიდან.

    აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრისხარისხი.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    IREL5230დიპლომატიის თეორია და პრაქტიკა6 2
    IREL6227კვლევის დიზაინი6 2
    IREL6228კვლევის მეთოდები6 1
    IREL5110საერთაშორისო ურთიერთობების თეორია6 1
    IREL5221საერთაშორისო ორგანიზაციები და გლობალური მმართველობა6 1
    IREL6144გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა ცივი ომის შემდეგ6 1
    IREL5322გლობალური მმართველობა და მდგრადი განვითარება6 2
    IREL5352ევროკავშირი, ნატო და ტრანსატლანტიკური პოლიტიკა6 2
    LAWBUS5140მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართალი6 2
    IREL5321გლობალიზაცია, მედია და მმართველობა6 3
    IREL5353გლობალური მმართველობა და გამჭვირვალობა6 3
    IREL6266სამაგისტრო ნაშრომი გლობალურ სწავლებებში30 4

    კრედიტების ჯამი:

    96

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    IREL5380შესავალი საინფორმაციო უსაფრთხოებაში6
    IREL6120საერთაშორისო კონფლიქტების ანალიზი6
    IREL5235სამხრეთ კავკასია გლობალური პოლიტიკაში6
    IREL5240ენერგოპოლიტიკა და გარემოს დაცვა6
    IREL5245მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი6
    IREL5255დაზვერვა, კონტრდაზვერვა და ეროვნული უსაფრთხოება6
    IREL5326ტრანსნაციონალური მიგრაცია6
    IREL5360ომი და ომის სამართალი6
    ECON6052გლობალური ვაჭრობა6
    IREL5126ბირთვული გაუვრცელებლობა6
    IREL5324ჩვეულებრივი შეიარაღება და კონტროლი6
    IREL6153გლობალური ტერორიზმი და კონტრტერორიზმი6
    ECON6051ბანკები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და საერთაშორისო საფინანსო სისტემა6
    ECON6053ახალი ბაზრები და გლობალური ეკონომიკა6
    IREL5325ადამიანის უფლებები საერთაშორისო სამართლებრივ სისტემაში6
    IREL5340კონფლიქტები, არაკონვენციური ომი და სპეციალური ოპერაციები6
    IREL5350სამხედრო სამრეწველო კომპლექსი6
    IREL5370შესავალი ბირთვულ სტრატეგიაში6

    კრედიტების ჯამი:

    108









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2025 საქართველოს უნივერსიტეტი