პროგრამა: | კომპიუტერული ინჟინერია |
განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
ხელმძღვანელი: | კახაბერ თავზარაშვილი |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | კომპიუტერული ინჟინერიის ბაკალავრი |
პროგრამის მოცულობა: | 240 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენისა და მათემატიკის/ფიზიკის ცოდნა, რაც დასტურდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ მცირე 50%-იანი შედეგით. |
პროგრამის მიზანი: | პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს კომპიუტერული ინჟინერიის განვითარებას კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით, რომლებსაც ექნებათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონკურენტული უმაღლესი განათლება და უნარები. საბაკალავრო პროგრამა მოწოდებულია სტუდენტს ჩამოუყალიბოს საფუძვლიანი საინჟინრო უნარები ელექტრონიკის, კომპიუტერული ინჟინერიისა და კომუნიკაციის მიმართულებით. მისცეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნა საინფორმაციო ტექნოლოგიებში, სისტემებისა და პროცესების პროექტირებისა და რეალიზების, მარტივი პროგრამული კოდის შედგენის, სხვადასხვა საინჟინრო და მათემატიკური ამოცანის ანალიზისა და ინოვაციური ტექნოლოგიური აზროვნების უნარი, პროექტის შესრულებაში მონაწილეობის რეალური გამოცდილებით გამოუმუშავოს გუნდურ მუშაობის უნარი. პროგრამის კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ დასაქმდნენ ელექტრონულ, კომპიუტერულ, სატელეკომუნიკაციო და ენერგეტიკულ კომპანიებში, სამთავრობო ორგანიზაციებში, ბანკებში და სხვა კერძო კომპანიებში, სადაც კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალისტის კომპეტენციაა საჭირო. სკოლის მიერ მოწოდებულ პროგრამაში დამატებითი შეთავაზებების სახით ინტეგრირებული საერთაშორისო სასერტიფიკაციო კურსები, როგორიცაა Cisco, Microsoft, Oracle Academic, iOS სასწავლო კურსები, სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ საერთაშორისო სერთიფიკატები. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: |
|
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 11-11-2022 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | #51/19 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | |
პროგრამის დეტალები: | სტუდენტს შეუძლია იხელმძღვანელოს შეთავაზებული კურიკულუმის მიხედვით და საგნების წინაპირობების დაცვით ინდივიდუალურად დაგეგმოს საკუთარი სასწავლო პროცესი. სწავლის ბოლო წელს საბაკალავრო პროექტის შესასრულებლად სტუდენტი შეთავაზებული მიმართულებებიდან ირჩევს მისთვის საინტერესო თემას. საბაკალავრო პროექტი სრულდება ჯგუფურად, რაც ხელს უწყობს სტუდენტის დარგობრივი ცოდნისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია არჩევითი კურსი პრაქტიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სტუდენტს დაეხმარება უკეთ ჩამოყალიბდეს საბაკალავრო პროექტის თემის არჩევისას. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ, სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების და შიდა გამოცდის საფუძველზე. ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დადგენილი მაქსიმალური ნედლი ქულის
|
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს კრედიტების შემდეგ განაწილებას:
საუნივერსიტეტო თავისუფალი კრედიტების ფარგლებში სტუდენტს შეუძლია აიღოს ამავე პროგრამის, მომიჯნავე პროგრამის ან უნივერსიტეტის სხვა პროგრამების საგნები შესაბამისი წინაპირობების დაცვით. კომპიუტერული ინჟინერის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელმა სტუდენტებმა, რომლებსაც ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში/ფიზიკაში მიღებული აქვთ 85%-ზე ნაკლები და საჭიროებენ მათემატიკის კომპეტენციების გაუმჯობესებას, რეკომენდაცია ეძლევათ თავისუფალი კრედიტების ფარგლებში აირჩიონ საგანი „პრეკალკულუსი“.
|
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
ANTH3130 | კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები | 6 | 1,3 |
BUSN4433 | ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი | 6 | 1,3 |
HIST1118 | ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება | 6 | 1,3 |
HIST1222 | რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში | 6 | 1,3 |
LAWB1155 | დებატები და კრიტიკული აზროვნება | 6 | 1,3 |
LAWB1177 | აზროვნება და მორალი | 6 | 1,3 |
LAWB1195 | მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში | 6 | 1,3 |
LITR1212 | დიადი წიგნები | 6 | 1,3 |
POLI2260 | პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები | 6 | 1,3 |
კრედიტების ჯამი: | 54 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
STEM0002 | გამომგონებლობის ტექნოლოგიები | 6 | 2 |
STEM0003 | მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები | 6 | 2 |
STEM0012 | ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა | 6 | 1,2 |
STEM0013 | კიბერ ჰიგიენის საფუძვლები | 6 | 1,2 |
კრედიტების ჯამი: | 24 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
EENG1111 | დაპროგრამება ინჟინრებისთვის - Python | 6 | 1 |
ENGL3213 | ინგლისური ენა VI (B2/2) | 6 | 1 |
PHYS2004 | ფიზიკა II | 6 | 4 |
MATH1115 | კალკულუსი I | 6 | 2 |
EENG1120 | ელექტრონიკის საფუძვლები | 6 | 1 |
MATH1166 | კალკულუსი II | 6 | 3 |
PHYS2003 | ფიზიკა I | 6 | 2 |
MATH1123 | წრფივი ალგებრა და ანალიზური გეომეტრია | 6 | 2 |
MATH3112 | დისკრეტული მათემატიკა | 6 | 3 |
PHYS2004 | ფიზიკა II | 6 | 3 |
EENG2212 | ანალოგური ელექტრონიკა | 6 | 3 |
INFO4259 | მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები | 6 | 4 |
INFO2229 | ოპერაციული სისტემა (Windows) | 6 | 4 |
EENG2005 | საინჟინრო მათემატიკა | 6 | 4 |
EENG3113 | ციფრული ელექტრონიკა | 6 | 4 |
INFO2411 | კომპიუტერის არქიტექტურა | 6 | 5 |
EENG2020 | წრედთა თეორია I | 6 | 5 |
EENG2015 | მიკროკონტროლერების დაპროგრამების ტექნოლოგიები | 6 | 5 |
INFO3254 | Oracle მონაცემთა ბაზის დიზაინი და პროგრამირება | 6 | 5 |
MATH2004 | ალბათობის თეორია და სტატისტიკა | 6 | 5 |
INFO3110 | კომპიუტერული ქსელები I | 6 | 6 |
INFO4116 | შესავალი მანქანური სწავლების მოდელირებაში | 6 | 6 |
INFO2551 | კომპიუტერის სტრუქტურული ორგანიზაცია | 6 | 6 |
EENG3222 | პროგრამული ინჟინერია | 6 | 7 |
EENG4235 | კომპიუტერული უსაფრთხოება | 6 | 7 |
STEM4000 | ტექნიკური წერა | 6 | 7 |
EENG4010 | საბაკალავრო პროექტი | 12 | 8 |
კრედიტების ჯამი: | 168 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
EENG1002 | ნეირონული სისტემები | 6 | |
EENG1003 | კვანტური გამოთვლების ფიზიკა | 150 | |
INFO1111 | დაპროგრამების საფუძვლები (C++) | 6 | |
INFO1112 | საოფისე სისტემები | 6 | |
EENG1213 | ნახევარგამტარული მოწყობილობები | 6 | |
STEM0014 | ლაშქრობა - საველე პრაქტიკა | 6 | |
EENG1215 | სიგნალების დამუშავება | 6 | |
INFO3131 | ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება C++ | 6 | |
EENG2012 | ციფრული კომუნიკაციები | 12 | |
EENG2121 | წრედთა თეორია II | 6 | |
INFO3257 | პროგრამირება Oracle PL/SQL | 6 | |
EENG2013 | სასიგნალო პროცესორები | 6 | |
EENG2115 | საკომუნიკაციო ტექნოლოგიები | 6 | |
EENG2008 | მოდელირების პროგრამული ინსტრუმენტები | 6 | |
INFO4114 | ხელოვნური ინტელექტი | 6 | |
INFO1125 | მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები (MS SQL) | 6 | |
INFO3210 | კომპიუტერული ქსელები II | 6 | |
MATH4118 | კრიპტოლოგიის საფუძვლები | 6 | |
INFO1107 | IT სერვისების და პროექტების მართვა | 6 | |
EENG4012 | პრაქტიკა | 6 | |
INFO3133 | კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოება | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 276 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
ENGL2147 | ინგლისური ენა III (B1/1) | 6 | |
ENGL2217 | ინგლისური ენა IV (B1/2) | 6 | |
ENGL3149 | ინგლისური ენა V (B2/1) | 6 | |
MATH1121 | პრეკალკულუსი | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 24 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |