პროგრამა: | ფილოლოგია |
განათლების საფეხური: | დოქტორანტურა |
ხელმძღვანელი: | მაია ჩხეიძე |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ფილოლოგიის დოქტორი |
პროგრამის მოცულობა: | 60 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | სადოქტორო პროგრამაზე მიიღებიან მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებებში, რომლებიც შეძლებენ ინგლისური ენის არანაკლებ B2 (Upper-intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი/დანართი ან ცნობა; ან შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში) და კვლევის კონცეფციის წარმოდგენას და წარმატებით გაივლიან გასაუბრებას სპეციალობაში. სკოლის საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს: ა) კანდიდატის კვლევით უნარებს; ბ) კონცეფციისა და თემატიკის შესაბამისობას სკოლის სამეცნიერო თემატიკასთან და ადამიანურ რესურსთან. |
პროგრამის მიზანი: | პროგრამის მიზანია, მოამზადოს ფილოლოგიის ინტეგრატიული სააზროვნო სივრცისათვის შესაბამისი ეთიკის კომპეტენციის, თეორიებისა და კვლევის მეთოდების რეალურ პრაქტიკულ კვლევებში სრულფასოვნად და მიზნობრივად გამოყენების უნარის მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც შეძლებს ფილოლოგიის სააზროვნო სივრცის ინტერდისციპლინურ განზომილებებს შორის, კერძოდ კი, ლინგვისტიკასა და ლიტერატურათმცოდენობას შორის არსებული მიმართების ჰოლისტური ხედვისათვის რელევანტური ცოდნის ათვისებასა და გაანალიზებას, ფილოლოგიური აზროვნების საზღვრების გაფართოებას ჰუმანიტარული (ლინგვისტიკა) და სოციალური მეცნიერებების (სოციალური და კულტურული ანთროპლოგია) სინთეზირების გზით საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ფენომენთა სტრუქტურირებული დომენების სახით წარმოჩენის მიზნით; ახალი ცოდნის გენერირებასა და დანერგვა/განვითარებას, ინოვაციური და ინტეგრატიული კვლევის განხორციელებას ფილოლოგიის აქტუალურ პრობლემებზე, საუნივერსიტეტო სალექციო კურსის/კურსების მოამზადებასა და წარმართვას სწავლება/შეფასების თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით. ფილოლოგიის დოქტორს შეუძლია, დასაქმდეს იმ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებში, სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურებში, რომელთა საქმიანობის სფერო უკავშირდება თანამედროვე ფილოლოგიის პრობლემატიკას ან განახორციელოს პედაგოგიური საქმიანობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება იცნობს:
უნარი შეუძლია:
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა შეუძლია:
|
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 01-29-2021 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 01/21 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | |
პროგრამის დეტალები: | სადოქტორო ნაშრომის სიტყვების რაოდენობა განისაზღვრება არა ნაკლებ 30 000 და არა უმეტეს 35 000 სიტყვით. |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | დოქტორანტის დატვირთვა შედგება: სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისაგან. 60 ECTS განკუთვნილია სასწავლო კომპონენტისათვის. სასწავლო კომპონენტების სწავლება სემესტრულია და მოიცავს 60 ECTS (ძირითადი კურსები - 45 ECTS და არჩევითი - 15 ECTS, მათ შორის პროფესორის ასისტირება (სწავლების პრაქტიკა), რომელიც სავალდებულო ასარჩევია ყველა იმ დოქტორანტისთვის, რომელსაც არ აქვს უსდ-ში სწავლების შესაბამისი გამოცდილება) სემესტრის ხანგრძლივობა განისაზღვრება 22, ხოლო სასწავლო წლისა - 44 კვირით. სასწავლო კომპონენტებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი კომპონენტის ავტორები, კვლევით კომპონენტს - დოქტორანტის მეცნიერ-ხელმძღვანელი. გამოქვეყნების ვალდებულება: დოქტორანტის ვალდებულებაა, პროგრამით განსაზღვრული ორი სამეცნიერო ნაშრომიდან ერთ-ერთის გამოქვეყნება საერთაშორისო რეცენზირებად ან/და რეფერირებად/რეცენზირებად/იმპაქტფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალებში ან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალებში/შრომებში ან უცხოეთის სამეცნიერო გამოცემებში, იმპაქტ-ფაქტორის მქონე peer-reviewed ჟურნალში რომლებიც მოხვედრილია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში (EBSCO, SCOPUS, Web of Science-ის, ან ERIH PLUS). |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
LANG 7217 | აკადემიური წერა სამეცნიერო პუბლიკაციებისთვის | 10 | |
LING7335 | სადისერტაციო ნაშრომი ფილოლოგიაში | 0 | |
METH 7117 | სწავლება/შეფასების თანამედროვე სტრატეგიები უმაღლეს განათლებაში | 5 | |
PHIL7210 | სადოქტორო მოდული სპეციალობაში I (ლინგვისტიკა და ლიტერატურათმცოდნეობა) | 10 | |
PHIL7211 | სადოქტორო მოდული სპეციალობაში II (ლინგვისტიკა და ანთროპოლოგია) | 10 | |
SCNC7110 | მეცნიერების ფილოსოფია | 10 | |
კრედიტების ჯამი: | 45 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
EENG7194 | კვლევითი პროექტების მართვა | 10 | |
INFO7110 | ელექტრონული სწავლების მართვის სისტემები | 5 | |
LANG 7210 | ტექსტის რეფერირება და თარგმნა | 5 | |
MATH 7010 | კვლევის რაოდენობრივი მეთოდები | 10 | |
PDPR 7217 | პროფესორის ასისტირება(სწავლების პრაქტიკა) | 5 | |
კრედიტების ჯამი: | 35 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |