eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: სამართალმცოდნეობა
განათლების საფეხური: დოქტორანტურა
ხელმძღვანელი: მალხაზ ბეგიაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის დოქტორი
პროგრამის მოცულობა: 60
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

სამართლის სადოქტორო პროგრამაზე მისაღებად, სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალის კვლევითი პროექტის თემატიკის გათვალისწინებით, სადოქტორო პროგრამაზე დოქტორანტის მისაღებად აცხადებს სადოქტორო პროგრამაზე მიღებას.

სამართლის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება შემდეგი კუმულატიური წინაპირობებით:

  • კვლევის მაგისტრი სამართალში ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის შემთხვევაში, აგრეთვე სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის ფლობისას, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულებთან მიმართებაში, რომლებიც 2026 წლის 1 სექტემბრამდე ჩაირიცხნენ და დაასრულეს არანაკლებ 120 ECTS-იანი სამართლის სამაგისტრო პროგრამა;
  • ინგლისური ენაში გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში (კომპეტენციის მინიმალური ზღვარია მაქსიმალური შეფასების 70%);
  • ინგლისური ენის გამოცდისგან პირი თავისუფლდება ინგლისური ენის არანაკლებ B2 (Upper Intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობისას (IELTS, TOEFL ან Cambridge English Exam) გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით (ინგლისური ენის B2 დონის შესაბამისი ქულაა IELTS - 5.5-6.5; TOEFL iBT 72-94, Cambridge English Exam - 160-179) ან საქართველოში/საზღვარგარეთ ინგლისურენოვან ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში/დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით;
  • პროგრამაზე მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს აკადემიური წერის სტანდარტების დაცვით შესრულებული კვლევის კონცეფცია;
  • კანდიდატს მოეთხოვება სამართლის სწავლის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.

სკოლის საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს: ა) კანდიდატის კვლევით უნარებს; ბ) კონცეფციისა და თემატიკის შესაბამისობას სკოლის სამეცნიერო თემატიკასთან და ადამიანურ რესურსთან.

პროგრამის მიზანი:

სამართლის სადოქტორო პროგრამის მიზანია:

  • მოამზადოს სამართლის სფეროში მკვლევარი, რომელსაც ექნება სამართლის უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა და შეძლებს ორიგინალური, თანამედროვე და ინოვაციური კვლევის განხორციელებას ახალი სამართლებრივი ცოდნის შექმნის ან/და არსებული ცოდნის განვითარების მიზნით;
  • განავითაროს დოქტორანტის კვლევითი და ანალიტიკური უნარები, რათა მან შეძლოს სამართლის აქტუალური და კომპლექსური პრობლემების დამოუკიდებლად შესწავლა, შესაბამისი კვლევის მეთოდოლოგიის შერჩევა და, საკვლევი თემატიკის გათვალისწინებით, ინტერდისციპლინური მიდგომების გამოყენება;
  • ხელი შეუწყოს დოქტორანტის მიერ შექმნილი ახალი სამართლებრივი ცოდნის აკადემიურ და პროფესიულ სივრცეში გავრცელებას, მათ შორის სამეცნიერო პუბლიკაციების, კვლევითი პროექტების, აკადემიური დისკუსიებისა და პედაგოგიური საქმიანობის გზით;
  • ჩამოუყალიბოს დოქტორანტს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო კომპეტენციები, მათ შორის სასწავლო პროცესის დაგეგმვის, წარმართვისა და შეფასების უნარი.

პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმდეს სამართლის დარგში კვლევით და სამეცნიერო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში მეცნიერ/მკვლევარად ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიურ თანამდებობებზე.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • დისკუსია/დებატები;
  • ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი;
  • კრიტიკული ანალიზი;
  • სიახლეთა გარჩევა;
  • პრეზენტაციების წარდგენა;
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები;
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (Case Study);
  • კრიტიკული და შედარებითი ანალიზი;
  • კვლევაზე ორიენტირებული სწავლება
  • სამეცნიერო წყაროების კრიტიკული ანალიზი
  • დოქტრინული (ნორმატიული) ანალიზი
  • რეფლექსიური სწავლება
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში;
  • წერითი მუშაობის მეთოდი;
  • სემინარის მომზადება და პრეზენტაცია;
  • პრაქტიკული მუშაობა (კვლევითი პროექტი);
  • პორტფოლიოს შედგენა;
  • ანგარიშის მომზადება და პრეზენტაცია.
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის კურსდამთავრებული:

    • კრიტიკულად აფასებს და მიმოიხილავს სამართლის მეცნიერების, სამართლის დოგმატიკისა და ეროვნული, საერთაშორისო და შედარებითსამართლებრივი პრაქტიკის უახლეს მიღწევებს მულტიდისციპლინურ და ინტერდისციპლინურ კონტექსტებს, არსებული სამართლებრივი ცოდნის გაფართოებისა და ახალი ცოდნის ფორმირების პერსპექტივიდან;
    • სისტემურად აღწერს და განასხვავებს სამართლებრივი კვლევის თანამედროვე მეთოდოლოგიურ მიდგომებს, კვლევის თვისებრივ და რაოდენობრივ მეთოდებს და განსაზღვრავს მათი გამოყენების შესაძლებლობას ორიგინალური კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით;
    • ხსნის და უკავშირებს კვლევითი პროექტის სტრუქტურულ, რესურსულ, ფინანსურ, ეთიკურ და შეფასებით კომპონენტებს მისი განხორციელებისა და მდგრადობის კონტექსტში;
    • კრიტიკულად განიხილავს და განასხვავებს უმაღლეს განათლებაში სწავლა-სწავლებისა და შეფასების თანამედროვე სტრატეგიებს სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის კონტექსტში.

  • უნარი
  • პროგრამის კურსდამთავრებული:

    • კრიტიკულად აანალიზებს, ასინთეზირებს და აფასებს ახალ, რთულ და წინააღმდეგობრივ სამართლებრივ იდეებსა და მიდგომებს და წყვეტს კომპლექსურ სამართლებრივ პრობლემებს მეცნიერულად დასაბუთებული გადაწყვეტილებების საფუძველზე;
    • გეგმავს და ახორციელებს ორიგინალურ სამართლებრივ კვლევას, საკვლევი პრობლემის შესაბამისი წყაროებისა და კვლევის მეთოდების გამოყენებით, ახალი სამართლებრივი ცოდნის შექმნის ან არსებული ცოდნის გაფართოების მიზნით;
    • შეიმუშავებს და მოარგებს კვლევით პროექტს შესაბამის აკადემიურ ან პროფესიულ კონტექსტს;
    • არგუმენტირებულად წარმოადგენს კვლევის შედეგად შექმნილ ახალ სამართლებრივ ცოდნას სხვადასხვა აკადემიურ, პროფესიულ ან/და საზოგადოებრივ აუდიტორიასთან და წარმართავს სამეცნიერო დისკუსიას.
    • გეგმავს და წარმართავს სტუდენტზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს სწავლებისა და შეფასების თანამედროვე და შესაბამისი სტრატეგიებისა და მეთოდების გამოყენებით.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • პროგრამის კურსდამთავრებული:

    • დამოუკიდებლად უზრუნველყოფს აკადემიურ ან/და პროფესიულ კონტექსტში უახლეს მიღწევებზე დამყარებული კვლევის განხორციელებას და პასუხისმგებლობას იღებს კვლევის პროცესსა და შედეგებზე
    • ინოვაციურობისა და დამოუკიდებლობის გამოვლენით ავითარებს სამართლის სფეროში კვლევით, საგანმანათლებლო ან/და პროფესიულ პრაქტიკას.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-30-2006
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 04/06
    პროგრამის განახლების თარიღი: 06-24-2026
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 01/26
    პროგრამის დეტალები:

    სადოქტორო ნაშრომის სიტყვების რაოდენობა განისაზღვროს არა ნაკლებ 30 000 და არა უმეტეს 50 000 სიტყვით. 

    დოქტორანტის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის შეფასება ხორციელდება შემდეგი სისტემით:

    • ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი;
    • ძალიან კარგი (magna cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება;
    • კარგი (cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება;
    • საშუალო (bene) – საშუალო დონის ნაშრომი, რომელიც წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილებს;
    • დამაკმაყოფილებელი (rite)– შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს;
    • არადამაკმაყოფილებელი (insufficient)– არადამაკმაყოფილებელი დონის ნაშრომი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს;
    • სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone)– შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    დოქტორანტის დატვირთვა შედგება სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისაგან. სასწავლო კომპონენტისთვის განკუთვნილია 60 ECTS. სასწავლო კომპონენტისთის დათმობილი 60 ECTS-დან დოქტორანტი გადის 50 ECTS-ის მოცულობის პროგრამის ძირითადი კურსების ბლოკს, ხოლო 10 ECTS-ს პროგრამის ასარჩევი ბლოკიდან. 

    სასწავლო კომპონენტების სწავლება სემესტრულია. სემესტრის ხანგრძლივობა განისაზღვრება - 22, ხოლო სასწავლო წლისა - 44 კვირით. სასწავლო კომპონენტებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი კომპონენტის ავტორები, კვლევით კომპონენტებს კი - დოქტორანტის მეცნიერ-ხელმძღვანელი.

    დოქტორანტის სამეცნიერო-კვლევითი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამის განხორციელებაში ჩართულია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. საბჭო დოქტორანტის ჩარიცხვის საწყის ეტაპზე განიხილავს და ამტკიცებს დოქტორანტისა და ხელმძღვანელის მიერ შეთანხმებულ სასწავლო/კვლევითი კომპონენტების გეგმას, ხოლო შემდგომ ეტაპებზე პერიოდულად აფასებს დოქტორანტის მიერ მიღწეულ შედეგებს და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს. საბჭო ასევე განიხილავს დოქტორანტის სამეცნიერო აქტივობების მიზანშეწონილობას, მათ შორის პუბლიკაციის მომზადებას, სამეცნიერო სემინარის ჩატარებასა და კონფერენციაში მონაწილეობას, რაც უზრუნველყოფს კვლევითი პროცესის სისტემურ მონიტორინგსა და დოქტორანტის აკადემიურ მხარდაჭერას.

    დოქტორანტის მიერ კვლევის განხორციელებამდე უზრუნველყოფილია კვლევის ეთიკური შესაბამისობის შეფასება. კითხვარის, ტესტის, ექსპერიმენტის ან სხვა კვლევითი ინსტრუმენტის გამოყენების შემთხვევაში, დოქტორანტი შესაბამის ინფორმაციას წინასწარ წარუდგენს ჰუმანურ საკითხთა საბჭოს. საბჭო ამოწმებს კვლევის შესაბამისობას ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვის, კვლევის ეთიკის, მონაწილეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის, საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის ფუნდამენტური პრინციპების მოთხოვნებთან.

    დოქტორანტისთვის დამატებით ხელმისაწვდომია კვლევითი აქტივობების მხარდაჭერის მექანიზმები, მათ შორის სამეცნიერო პუბლიკაციის გამოქვეყნების, სამეცნიერო მობილობისა და სამეცნიერო ექსპერიმენტების დაფინანსების შესაძლებლობა. დოქტორანტურის პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დოქტორანტის სამეცნიერო აქტივობას: სადისერტაციო ნაშრომის დაცვაზე დაშვებისათვის აუცილებელია შესაბამის საკვლევ თემატიკასთან დაკავშირებული პუბლიკაციების, სამეცნიერო სემინარებისა და კონფერენციაში მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობის განხორციელებას.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    EENG7194კვლევითი პროექტების მართვა10 0
    LAWBPHD8989სემინარი სპეციალობაში10 0
    LAWPHD9090სადისერტაციო ნაშრომი0 0
    MATH 7010კვლევის რაოდენობრივი მეთოდები10 0
    METH7117სწავლება/შეფასების თანამედროვე სტრატეგიები უმაღლეს განათლებაში5 0
    PDPR 7217პროფესორის ასისტირება(სწავლების პრაქტიკა)5 0
    QUAL 7210თვისებრივი კვლევის მეთოდები10 0

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    50

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    LANG 7217აკადემიური წერა სამეცნიერო პუბლიკაციებისთვის10
    LANG7210ტექსტის რეფერირება და თარგმანი10
    SCNC7110მეცნიერების ფილოსოფია10

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    30









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    პროგრამის რუკები


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    ≤40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი