eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: კომპიუტერული მეცნიერება
განათლების საფეხური: დოქტორანტურა
ხელმძღვანელი: სერგო ცირამუა
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი
პროგრამის მოცულობა: 0
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სადოქტორო პროგრამაზე მიიღებიან ინფორმაციული ტექნოლოგიების/კომპიუტერული მეცნიერებების/ინფორმატიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირები. ამასთან, მათ მოეთხოვება სადოქტორო პროგრამაზე გამოცხადებული საკვლევი თემატიკის შესაბამისი კვლევის წერილობითი კონცეფციისა და ინგლისური ენის არანაკლებ B2 (Intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. საკონსულტაციო საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს კანდიდატის მიერ წერილობით და ზეპირი სახით წარმოდგენილი კონცეფციის შესაბამისობას კანდიდატის კვლევით უნარებთან ისევე, როგორც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის სამეცნიერო თემატიკასა და რესურსთან.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია სამეცნიერო კვლევის წარმოება და ახალი ცოდნის შექმნა კომპიუტერულ მეცნიერების დარგში, სამეცნიერო კვლევის უნარ-ჩვევების, ანალიტიკური აზროვნების, პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარება სამეცნიერო პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და მართვის მიზნით. კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში აკადემიურ/ სამეცნიერო პოზიციებზე, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში ანალიტიკურ, IT მენეჯერულ და კომპანიის განმავითარებელი საქმიანობის ჯგუფებში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

ანგარიშის მომზადება და პრეზენტაცია;

ახსნა-განმარტებითი მეთოდი;

დისკუსია / დებატები;

ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი;

კრიტიკული ანალიზი;

ლექცია სემინარები;

პორტფოლიოს შედგენა;

პრაქტიკული მუშაობა;

პრეზენტაციის მომზადება/წარდგენა;

პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება;

საკუთარი და სხვისი სამუშაოს კრიტიკული შეფასება;

სამეცნიერო კვლევების ჩატარება;

სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავება;

სემინარების ჩატარება;

სიახლეთა გარჩევა;

შემთხვევის განხილვა;

წერითი მუშაობის მეთოდი.

 

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • საფუძვლიანად ფლობს,  აღწერს და ჩამოთვლის პედაგოგიკის საკითხებს, სწავლისა და სწავლების თანამედროვე თეორიებს, პრაქტიკულ მეთოდებს, შეფასების სისტემებს;
    • აღწერს  დარგის და კვლევის თემატიკის სპეციფიკის გათვალისწინებით კვლევის თანამედროვე მეთოდებს
    • აღწერს და განმარტავს აკადემიურ სტილში სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო პუბლიკაციის წერის პრინციპებს
    •  სიღრმისეულად ფლობს და ხსნის ალგორითმების თეორიას
    • ხსნის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კვლევითი პროექტების მომზადების, მართვის, შეფასების საკითხებს. აღწერს სამეცნიერო საქმიანობის შეფასებისა და დაფინანსების სქემებს.

  • უნარი
    • თანამედროვე მეთოდების გამოყენებით დამოუკიდებლად განხორციელებს კვლევას.დამოუკიდებლად გეგმავს, ასრულებს ნაშრომს და ახდენს შედეგების ეფექტურობის მონიტორინგის
    • ფლობს სხვისთვის სწავლების უნარს; შეძენილ მეცნიერულ ცოდნას უზიარებს სტუდენტებს
    • იაზრებს პრობლემებს და გადაწყვეტს მათ ალგორითმულად
    • მოიძიებს კვლევისთვის შესაბამის დაფინანსების წყაროს; ადგენს კონკრეტულ კრიტერიუმებს მისადაგებულ კვლევით პროექტებს; ამზადებს სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო პროდუქციას (სტატია, მოხსენება, პოსტერი და სხვ.) იყენებს სამეცნიერო მონაცემთა ბაზებს
    • კვლევის მეთოდების გამოყენებით ახდენს კრიტიკულ ანალიზს, მიღებულ შედეგებს აჯერებს მეცნიერულად
    • ემპირიული და თეორიული კვლევების პროცესში ახდენს განსხვავებული მოსაზრებებისა და მიდგომების კრიტიკულ ანალიზს და აკეთებს  მკაფიოდ არგუმენტირებულ დასკვნას;
    • წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით როგორც საკუთარი, ასევე სხვა კვლევით პროექტებსა და სამეცნიერო აქტივობაზე აკეთებს ობიექტურ დასკვნას
    • მიზნობრივ აუდიტორიასთან ამყარებს კომუნიკაციას
    • დარგის სპეციალისტებთან (და არასპეციალისტებთან) წარადგენს პროექტს/ სამეცნიერო სტატიას/ანგარიშს,  ერთვება დისკუსიაში, აკადემიურად აყალიბებს აზრს და ასაბუთებს  მეცნიერულად
    • ახდენს რთული და კომპლექსური ტექსტის კომპრესირებას ანალიზისა და სინთეზირების გზით;
    • კვლევის თემატიკასთან დაკავშირებით ეფექტურად წარმოაჩენს ახალი ცოდნას, მეცნიერული დასკვნებსა და არგუმენტებს
    •  სწავლისა და სწავლების სფეროს უახლესი მიღწევების გათვალისწინებით გეგმავს და წარმართავს პედაგოგიურ პროცესს;
    • კვლევის პროცესში მოიძიებს და შეისწავლის დარგის ახალ მიღწევებს

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • სამეცნიერო საქმიანობას აღიქვამს, როგორც საერთაშორისო პროცესის შემადგენელ ნაწილს, ხოლო კონკრეტულ კვლევას – როგორც შედეგზე ორიენტირებულ პროცესს;
    • დამოუკიდებლად იძიებს, აანალიზებს და ორიგინალური  კვლევის მეთოდიკის საფუძვლად ხდის დარგში მიღწეულ უახლეს შედეგებს;
    • კონსტრუქციულ მონაწილეობას იღებს სამეცნიერო რეფერირების/ ექსპერტიზის პროცესში, რაც ობიექტურად შეფასების გარდა გულისხმობს სხვისი მიღწევების პატივისცემასა და განმავითარებელი რეკომენდაციების გაცემას.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-01-1900
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 51/19
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    პროგრამაზე მიღება ცხადდება სკოლის აკადემიური საბჭოს მიერ წინასწარ დამტკიცებულ კვლევითი თემატიკების მიხედვით. გამოცხადებული თემები შეესაბამება სკოლის სამეცნიერო ინტერესებს. აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს გამოცხადებულ კვლევით თემატიკასთან მიმართებაში საკუთარი კონცეფცია და აჩვენოს შესაბამისი კვლევისა და კომუნიკაციის უნარი.

    სადოქტორო ნაშრომის გვერდების რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ 70 და არა უმეტეს 150 გვერდით. 

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამა მოიცავს 60 ECTS სასწავლო და 120 ECTS კვლევით კომპონენტს.

    პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი პირველივე სემესტრიდან ერთვება კვლევით პროცესებში. სტუდენტის სასწავლო-სამეცნიერო გეგმას სემესტრულად განიხილავს საკონსულტაციო საბჭო.

    სტუდენტი ვალდებულია დისერტაციის დაცვაზე დასაშვებად წარმოადგინოს:

    •       ორი სამეცნიერო პუბლიკაცია (გამოქვეყნებული ან დასაბეჭდად მიღებული);

    •       გაკეთებული ჰქონდეს ზეპირი მოხსენება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    STEM0001კვლევა0
    EENG7194კვლევითი პროექტების მართვა10 0
    INFO7020ალგორითმების თეორია15 0
    LANG 7210ტექსტის რეფერირება და თარგმნა5 0
    METH 7117სწავლება/შეფასების თანამედროვე სტრატეგიები უმაღლეს განათლებაში5 0
    PDPR 7217პროფესორის ასისტირება(სწავლების პრაქტიკა)5 0

    კრედიტების ჯამი:

    40

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    INFO7015სახეთა ამოცნობის მანქანური ალგორითმები10
    INFO7025დიდ მონაცემთა სისტემებზე დაფუძნებული მანქანური სწავლება10
    INFO7210რთული სისტემების სტრუქტურული ანალიზი10
    MATH7020მათემატიკური მოდელირება10

    კრედიტების ჯამი:

    40










    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი