eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ფიზიკა
განათლების საფეხური: დოქტორანტურა
ხელმძღვანელი: სოსო გოგილიძე
კახაბერ თავზარაშვილი
ირაკლი ნოსელიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფიზიკის დოქტორი
პროგრამის მოცულობა: 0
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სადოქტორო პროგრამაზე მიიღებიან ფიზიკის ან ფიზიკასთან დაკავშირებული მიმართულებით მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირები. ამასთან, მათ მოეთხოვებათ სადოქტორო პროგრამაზე გამოცხადებული საკვლევი თემატიკის შესაბამისი კვლევის წერილობითი კონცეფციისა და ინგლისური ენის არანაკლებ B2 (Intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. საკონსულტაციო საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს კანდიდატის მიერ წერილობით და ზეპირი სახით წარმოდგენილი კონცეფციის შესაბამისობას კანდიდატის კვლევით უნარებთან ისევე, როგორც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის სამეცნიერო თემატიკასა და რესურსთან.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მაღალი სამეცნიერო ღირებულების კვლევის წარმოება და ახალი ცოდნა შექმნა ფიზიკასა ან/და მასთან დაკავშირებულ სფეროებში. პროგრამის მიზანია სამეცნიერო კვლევის უნარ-ჩვევების, ანალიტიკური აზროვნების, პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარება სამეცნიერო პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და მართვის მიზნით.

კურსდამთავრებულები შეიძლება დასაქმდნენ საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • სამეცნიერო კვლევების ჩატარება;
  • კრიტიკული ანალიზი;
  • საკუთარი და სხვისი სამუშაოს კრიტიკული შეფასება;
  • სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავება;
  • პრეზენტაციების წარდგენა.
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • ფლობს პედაგოგიკის საბაზისო, ფუნდამენტალურ საკითხებსა და პრობლემებში უახლესი მიღწევების შესახებ ცოდნას; სიღრმისეულად აღწერს სწავლისა და სწავლების თანამედროვე თეორიებსა და პრაქტიკულ მეთოდებს; საფუძვლიანად იცნობს სწავლისა და სწავლების შეფასების უახლეს სისტემებს.
    • პროფესიულ–დარგობრივი ტექსტისათვის არჩევს რელევანტურ ტერმინოსისტემას და აქვს შესაბამისი ლექსიკური მარაგი;
    • ფლობს ზოგადი ფიზიკის საკითხების სიღრმისეულ ცოდნას, იცის და აღწერს ზოგადი ფიზიკის სწავლების თნამედროვე მეთოდებსა და მიდგომებს.  აღწერს ზოგადი ფიზიკის საკვანძო ამოცანების ამოხსნის და სწავლების მეთოდებს.
    •  ხსნის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კვლევითი პროექტების მომზადების, მართვის, შეფასების საკითხებს. აღწერს სამეცნიერო საქმიანობის შეფასებისა და დაფინანსების სქემებს.

  • უნარი
    • სწავლისა და სწავლების  სფეროში უახლესი ცოდნის  კრიტიკული ანალიზის საფუძველზე   განათლების სფეროს აქტუალური პრობლემის გადაჭრისთვის  იღებს რელევანტურ და ეფექტურ გადაწყვეტილებას.
    • აფასებს სასწავლო პროცესს  და ახდენს თვითშეფასებას
    • კვლევის მეთოდების გამოყენებით აკეთებს კრიტიკულ ანალიზს, მიღებულ შედეგებს მეცნიერულად აჯერებს და ახდენს სინთეზირებას;
    •  აჯერებს ემპირიული და თეორიული კვლევების პროცესში წარმოჩენილ ახალ, რთულ და ზოგჯერ  წინააღმდეგობრივ მოსაზრებებსა და მიდგომებს და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე საკითხისათვის აკეთებს  რელევანტურ და მკაფიოდ არგუმენტირებულ დასკვნას;
    • წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით აკეთებს ობიექტურ დასკვნას როგორც საკუთარი, ასევე სხვა კვლევით პროექტებსა და სამეცნიერო აქტივობაზე ;
    • დამოუკიდებლად განხორციელებს კვლევას;
      იყენებს კვლევის თანამედროვე მეთოდებს; დამოუკიდებად გეგმავს, ასრულებს ნაშრომს და ახდენს შედეგების ეფექტურობის მონიტორინგს  სხვადასხვა მეცნირებებისათვის რელევანტური მეთოდებისა და პრინციპების შემოქმედებითად გამოყენებით;
    • საგანმანათლებლო-კვლევით საქმიანობაში იყენებს პედაგოგიური კვლევის უახლეს პრინციპებსა და მათთან დაკავშირებულ კვლევითი ტექნოლოგიებს ; ავლენს სხვისთვის სწავლების უნარს; შეძენილი მეცნიერულ ცოდნას უზიარებს სტუდენტებს; შეარჩევს და იყენებს სასწავლო პროცესის ორგანიზების სხვადასხვა ფორმებს;
    • დაქმოუკიდებლად ასრულებს პროფესიულ–დარგობრივი შინაარსის მქონე ტექსტის თარგმანს;
    • იძიებს კვლევისთვის შესაბამის დაფინანსებს წყაროს; შეადგენს კონკრეტულ კრიტერიუმებს მისადაგებულ კვლევით პროექტებს;  ამზადებს სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო პროდუქციას (სტატია, მოხსენება, პოსტერი და სხვ.); იყენებს სამეცნიერო მონაცემთა ბაზებს .
    •  პედაგოგიური კვლევის უახლესი პრინციპებისა  და მათთან დაკავშირებული კვლევითი ტექნოლოგიების შესახებ თემატურ პოლემიკაში ერთვება უცხოურ ენაზე.
    •  მიზნობრივ აუდიტორიასთან ამყარებს კომუნიკაციას;
    • ანალიზისა და სინთეზირების გზით ახდენს რთული და კომპლექსური ტექსტის დამოუკიდებლად კომპრესირებას;
    • კვლევის თემატიკასთან დაკავშირებით ეფექტურად წარმოაჩენს ახალ ცოდნას, მეცნიერულ დასკვნებსა და არგუმენტებს.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • სამეცნიერო საქმიანობას აღიქვამს და აღიარებს, როგორც საერთაშორისო პროცესის შემადგენელ ნაწილს; კვლევას აღიქვამს და აღიარებს, როგორც შედეგზე ორიენტირებულ პროცესს; სამეცნიერო რეფერირების/ექსპერტიზის პროცესში ავლენს კონსტრუქციული მიდგომისთვის მზადყოფნას, რაც კრიტერიუმებით შეფასებასთან ერთად გულისხმობს სხვისი მიღწევების დაფასებასა და განმავითარებელი რეკომენდაციების გაცემას.
    •  სწავლისა და სწავლების სფეროს უახლესი მიღწევების გათვალისწინებით ინოვაციურად გეგმავს და წარმართავს  პედაგოგიურ პროცესს;
    • კვლევის პროცესში ახდენს დარგის შესაბამისი ახალი ცოდნის გენერირებას.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-01-1900
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი:
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    პროგრამაზე მიღება ცხადდება წელიწადში ორჯერ სკოლის აკადემიური საბჭოს მიერ წინასწარ დამტკიცებულ კვლევითი თემატიკების მიხედვით. გამოცხადებული თემები შეესაბამება სკოლის სამეცნიერო ინტერესებს. აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს გამოცხადებულ კვლევით თემატიკასთან მიმართებაში საკუთარი კონცეფცია და აჩვენოს შესაბამისი კვლევისა და კომუნიკაციის უნარი. პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი პირველივე სემესტრიდან ერთვება კვლევით პროცესებში.

    სადოქტორო ნაშრომის გვერდების რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ 70 და არაუმეტეს 150 გვერდით.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამა მოიცავს 60 ECTS სასწავლო და 120 ECTS კვლევით კომპონენტს. 

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LANG 7210ტექსტის რეფერირება და თარგმნა5 0
    METH 7117სწავლება/შეფასების თანამედროვე სტრატეგიები უმაღლეს განათლებაში5 0
    PDPR 7217პროფესორის ასისტირება(სწავლების პრაქტიკა)5 0
    PHYS7900სადისერტაციო ნაშრომი ფიზიკაში0 0
    PHYS7000ზოგადი ფიზიკის რჩეული თავები15 1
    EENG7194კვლევითი პროექტების მართვა10 3

    კრედიტების ჯამი:

    40

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    PHYS7010გამოთვლითი ელექტროდინამიკა10
    PHYS7030ფუნდამენტური ურთიერთქმედებები10
    MATH7020მათემატიკური მოდელირება10

    კრედიტების ჯამი:

    30










    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი