eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: მათემატიკა
განათლების საფეხური: დოქტორანტურა
ხელმძღვანელი: როლანდ დუდუჩავა
სწავლების ენა: ქართული, ნაწილობრივ ინგლისური კომპონენტებით
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მათემატიკის დოქტორი / PhD in Mathematics
პროგრამის მოცულობა: 0
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სადოქტორო პროგრამაზე მიიღებიან მეცნიერების/საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართულების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირები. ამასთან მათ მოეთხოვებათ: 1. სადოქტორო თემატიკიდან გამომდინარე სპეციალობის მიხედვით (წმინდა და გამოყენებითი მათემატიკა) შესაბამისი კვალიფიკაცია/ცოდნა/აკადემიური ხარისხი შესაბამის დარგებში. კერძოდ, უმაღლესი მათემატიკის ფუნდამენტური საკითხების კარგი ცოდნა. 2. სადოქტორო პროგრამაზე გამოცხადებული საკვლევი თემატიკის შესაბამის კვლევის კონცეფციის წარმოდგენა; 3. ინგლისური ენის არანაკლებ B2 (Intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. სკოლის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს კანდიდატის კვლევით უნარებს და სკოლის სამეცნიერო თემატიკასთან და რესურსთანკანდიდატის მიერ წარმოდგენილი კონცეფციის შესაბამისობას.
პროგრამის მიზანი:

დოქტორანტურა წარმოადგენს აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტების ერთობლიობას, რომელიც მიზნად ისახავს უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.

სადოქტორო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი ცოდნის შექმნას და დოქტორანტის ჩამოყალიბებას მაღალი სამეცნიერო ღირებულებების მქონე მეცნიერად გამოყენებითი მათემატიკის მიმართულებით, რომელსაც ექნება დარგის უახლესი მიღწევების ცოდნა და შეეძლება დამოუკიდებლად განახორციელოს ორიგინალური სამეცნიერო კვლევები.

 პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში, მაღალტექნოლოგიურ წარმოებებში,  სადაც მოითხოვება თანამედროვე მეცნიერული აზროვნება, დარგის უახლესი მიღწევების და სიღრმეების ცოდნა, ანალიტიკური აზროვნება, პრობლემის მეცნიერული გადაჭრის უნარი, სამეცნიერო პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და მართვის უნარები.

სწავლება დოქტორანტურაში გრძელდება არანაკლებ 3 წელი და მთავრდება, სადოქტორო ნაშრომის წარმატებულად დაცვის შემთხვევაში,  დოქტორის ხარისხის მინიჭებით.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

· წიგნზე მუშაობის მეთოდი;

 სიახლეთა გარჩევა;

· სამეცნიერო კვლევების ჩატარება;

· პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა;

· რიტიკული ანალიზი;

· საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება;

· სხვათა სამუშაოს კონსტრუქციული კრიტიკა;

· სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავება;

· წერითი მუშაობის მეთოდი;

· პრეზენტაციების წარდგენა;

· დისკუსიურ-დებატური თემების წარმოდგენა და დაცვა

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • იცნობს მეცნიერების ფილოსოფიის სფეროში არსებულ უახლეს მიღწევებს; გააზრებულად იცნობს/განსაზღვრავს სამყაროს მეცნიერული სურათის სტრუქტურას და ფუნქციებს; მეცნიერული აზროვნების სფეროში დაგროვილი ცოდნის ხელახლა გააზრებისა და ნაწილობრივი გადაფასების საფუძველზე აცნობიერებს მეცნიერული პარადიგმების ცვლის მიზეზ–შედეგობრივ კავშირს.
    • ფლობს პედაგოგიკის საბაზისო, ფუნდამენტალურ საკითხებსა და პრობლემებში უახლესი მიღწევების შესახებ ცოდნას; სიღრმისეულად აღწერს სწავლისა და სწავლების თანამედროვე თეორიებსა და პრაქტიკულ მეთოდებს; საფუძვლიანად იცნობს სწავლისა და სწავლების შეფასების უახლეს სისტემებს.
    • შეისწავლის პროფესიულ–დარგობრივი ტექსტისათვის რელევანტურ ტერმინოსისტემას და ფლობს ცოდნას ლექსიკური მარაგის უახლესი მიღწევების შესახებ
    • აღწერს და განსაზღვრავს დარგის და კვლევის თემატიკის სპეციფიკის გათვალისწინებით კვლევის თანამედროვე მეთოდებს, ფლობს უმაღლესი მათემატიკის საკითხების შესახებ სიღრმისეულ ცოდნას,  ხსნის და აყალიბებს უმაღლესი მათემატიკის სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და მიდგომებს. ხსნის და განმარტავს უმაღლესი მათემატიკის საკვანძო ამოცანების ამოხსნის და სწავლების მეთოდებს
    • ფლობს პროექტის საჭიროებათა კვლევის და იდენტიფიკაციის მეთოდების უახლეს მიღწევებზე დამყარებულ ცოდნას; აღწერს პროექტის მართვის ინოვაციურ მეთოდებს; ჩამოთვლის პროექტის ბიუჯეტირების და ანალიზის ინოვაციურ მეთოდებს

  • უნარი
    • დამოუკიდებლად ახორციელებს კვლევას;
    • დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით იყენებს კვლევის თანამედროვე მეთოდებს;
    • დამოუკიდებლად გეგმავს და ასრულებს ნაშრომს და ახდენს შედეგების ეფექტურობის მონიტორინგს სხვადასხვა მეცნირებებისათვის რელევანტური მეთოდებისა და პრინციპების შემოქმედებითად გამოყენებით;
    • საგანმანათლებლო-კვლევით საქმიანობაში იყენებს პედაგოგიური კვლევის უახლეს პრინციპებსა და მათთან დაკავშირებულ კვლევით ტექნოლოგიებს  
    • ავლენს სხვისთვის სწავლების უნარს;
    • აფასებს სასწავლო პროცესს  და ახდენს თვითშეფასებას
    • სწავლისა და სწავლების სფეროში მიღწევების გათვალისწინებით გეგმავს და წარმართავს პედაგოგიურ პროცესს
    •  შეძენილ მეცნიერულ ცოდნას უზიარებს სტუდენტებს
    • შეარჩევს და იყენებს სასწავლო პროცესის ორგანიზების სხვადასხვა ფორმებს
    • დამოუკიდებლად ასრულებს პროფესიულ–დარგობრივი შინაარსის მქონე ტექსტის თარგმანს
    • დარგის და კვლევის თემატიკის სპეციფიკის გათვალისწინებით კვლევებში ეფექტურად იყენებს კვლევის თანამედროვე მეთოდებს, წმინდა და გამოყენებითი მათემატიკის საკითხებს  წარმოაჩენს სიღრმისეულად და საფუძვლიანად, გეგმავს, განახორციელებს და ზედამხედველობს ინოვაციურ კვლევებს
    •  სამეცნიერო კვლევებში იყენებს  რიცხვითი მეთოდებს და მიღებული შედეგებს წარმოადგენს როგორც მეცნიერულ ასევე გრაფიკული სახით
    • აღმოაჩენს, აფასებს და მეცნიერულ დონეზე გადაჭრის მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში არსებულ პრობლემებს
    • მიზნობრივ აუდიტორიასთან ამყარებს კომუნიკაციას

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნის საფუძველზე ახდენს ახალი იდეების გენერირებას სწავლის პროცესსა და კვლევით საქმიანობაში;
    • ნათლად და დასაბუთებულად წარმოაჩენს  გამოყენებით მათემატიკაში პრობლემურ და აქტუალური საკითხებს და სახავს მათი გადაწყვტის გზებს;
    • კვლევის პროცესში ახდენს დარგის შესაბამისი ახალი ცოდნის გენერირებას;
    • სწავლისა და სწავლების სფეროში უახლესი ცოდნის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე იღებს განათლების სფეროს აქტუალური პრობლემის გადაჭრისთვის რელევანტურ და ეფექტურ გადაწყვეტილებას;
    • დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით კვლევის მეთოდების გამოყენებით აკეთებს კრიტიკულ ანალიზს, მიღებულ შედეგებს მეცნიერულად აჯერებს და ახდენს სინთეზირებას;
    • პროექტების მართვის პროცესში წარმოშობილი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის მიზნით და ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება/განვითარების ხელშესაწყობად შეარჩევს-აფასებს და კრიტიკულად აანალიზებს სტრატეგიულ ალტერნატივებს ;
    • დარგის შესაბამის სფეროში მეცნიერულ კვლევებსა და ახალ ცოდნაზე დაფუძნებით ამკვიდრებს პროფესიულ ღირებულებებს
    • თემატურ პოლემიკაში კვლევის უახლესი პრინციპებისა და მათთან დაკავშირებული კვლევითი ტექნოლოგიების შესახებ ერთვება უცხოურ ენაზე;
    • ეფექტურად წარმოაჩენს კვლევის თემატიკასთან დაკავშირებით ახალ ცოდნას, მეცნიერულ დასკვნებსა და არგუმენტებს
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-01-1900
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი:
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    შეფასება შეადგენს 100 ქულას (100%). დადებითი შეფასების მინიმალური ზღვარია 51 ქულა (51%);

    შეფასება ხდება როგორც შუალედური, ისე დასკვნთი შეფასებებით. შეფასების კრიტერიუმები გაწერილია სილაბუსში.

    · სტუდენტი შეფასებისას ინდივიდუალურად იღებს ინფორმაციას მიღწეული შედეგების ნაკლოვანებების და შედეგის გაუმჯობესების გზების შესახებ.

    სადოქტორო ნაშრომის გვერდების რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ 70 და არაუმეტეს 150 გვერდით.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    დოქტორანტის დატვირთვა შედგება: სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისაგან. სასწავლო კომპონენტების სწავლება სემესტრულია. სემესტრის ხანგრძლივობა განისაზღვრება 22, ხოლო სასწავლო წლისა - 44 კვირით. კვლევითი კომპონენტები ხორციელდება მეორე და მესამე სასწავლო წელს (მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრში). სასწავლო კომპონენტებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი კომპონენტის ავტორები და მეცნიერ-ხელმძღვანელი, კვლევით კომპონენტებს კი - დოქტორანტის მეცნიერ-ხელმძღვანელი.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BUSN7110კვლევითი პროექტის მომზადება და მართვა10 0
    LANG7210ტექსტის რეფერირება და თარგმანი10 0
    MATH7012უმაღლესი მათემატიკის რჩეული თავები10 0
    METH 7117სწავლება/შეფასების თანამედროვე სტრატეგიები უმაღლეს განათლებაში5 0
    PDPR 7217პროფესორის ასისტირება(სწავლების პრაქტიკა)5
    STEM0001კვლევა0

    კრედიტების ჯამი:

    40

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    EENG7007ზოგადი ფიზიკის რჩეული თავები10
    MATH7009MATLAB და პროგრამირების საფუძვლები10
    MATH7011სტოქასტური ანალიზი10
    MATH7014დიფერენციალური განტოლებები10
    MATH7070რიცხვითი მეთოდები - გაღრმავებული კურსი10
    MATH7077ფინანსური მათემატიკა10
    STAT7007სტატისტიკა10
    MATH7005გიუნტერის დიფერენციალური ოპერატორების აღრიცხვა და გარსთა თეორიის ამოცანები10
    MATH7006ალგებრა და ტოპოლოგია10
    MATH7007ნამდვილი და კომპლექსური ანალიზი10
    MATH7008დრეკადობის მათემატიკური თეორია10
    MATH7020მათემატიკური მოდელირება10

    კრედიტების ჯამი:

    120









    დოქტორანტის დატვირთვა შედგება: სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისაგან. სასწავლო კომპონენტების სწავლება სემესტრულია. სემესტრის ხანგრძლივობა განისაზღვრება 22, ხოლო სასწავლო წლისა - 44 კვირით. კვლევითი კომპონენტები ხორციელდება მეორე და მესამე სასწავლო წელს (მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრში). სასწავლო კომპონენტებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი კომპონენტის ავტორები და მეცნიერ-ხელმძღვანელი, კვლევით კომპონენტებს კი - დოქტორანტის მეცნიერ-ხელმძღვანელი.


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი