eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: სულხან სულხანიშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი B2 დონე) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია, მოამზადოს ინფორმაციული ტექნოლოგიების საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტები ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტურად მართვის, პროგრამული უზრუნველყოფის დაგეგმვის, შემუშავების და დანერგვის მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული საგნები სტუდენტებს მისცემს მყარ თეორიულ საფუძვლებს ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის მეთოდების ათვისებისა და შემუშავებისათვის, განუვითარებს მათ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მეთოდოლოგიების ანალიზისა და ამის საფუძვლებზე ოპტიმალური მიდგომის სინთეზირების უნარს. პროგრამის კურსთამთავრებულს შეეძლება, ეფექტურად დაგეგმოს თავისი საქმიანობა გრძელვადიან პერსპექტივაში. პროგრამის საგნები სტუდენტს ასევე მისცემს პრაქტიკულ ცოდნას, რომლის გამოყენებაც პირდაპირ იქნება შესაძლებელი სტუდენტის პროფესიულ საქმიანობაში. კურსდამთავრებულს ექნება უნარი, ოპერატიულად გადაჭრას მის წინაშე არსებული ტაქტიკური პრობლემები საინფორმაციო ტექნოლოგიების თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით და უწყვეტად განავითაროს და გააღრმავოს თავისი ცოდნა ახალ ტექნოლოგიებში, რომელსაც შემდგომ არსებითად დაეყრდნობა თავის საქმიანობაში. კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ კვლევით დაწესებულებებში, ბანკებში, სადაზღვევო კომპანიებში, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებში, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერები, პროგრამისტები, ქსელის ადმინისტრატორები, მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორები ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის შემდეგი პრაქტიკების მენეჯერები: ცვლილებების მენეჯერი, კონფიგურაციის მენეჯერი, სერვის მენეჯერი, ბიზნეს ურთიერთობის მენეჯერი, პრობლემების მენეჯერი და ინციდენტების მენეჯერი.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • სიახლეთა გარჩევა;
  • პრაქტიკული მუშაობა;
  • პრეზენტაციების წარდგენა;
  • გუნდური მუშაობა;
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები; 
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში;
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • იცნობს და ხსნის თანამედროვე IT ინფრასტრუქტურის ოპტიმიზირების კონცეფციებს.
    • აცნობიერებს ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული სისტემების, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის რეალურ პოტენციალს, შესაძლო რისკებს და შესაძლებლობების ლიმიტაციის არეალს, ასევე, რისკებს, რომელსაც აჩენს კიბერტშეტევები სისტემების ფუნქციონირებაზე, ფლობს მრავალფუნქციური ელემენტების საიმედოობისა და მრავალფუნქციური სისტემების სტრუქტურული საიმედოობის შეფასების მეთოდების  შესახებ სისტემურ ცოდნას;
    •  პრაქტიკულად ახორციელებს პროგრამული უზრუნველყოფის ოპერაციებს (DevOps);
    • აღწერს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით რეგულაციის შესაბამისად

  • უნარი
    • პროექტის დამკვეთებთან თუ კოლეგებთან პროექტის მიმდინარეობის შესახებ აუცილებელ ინფორმაციას თანმიმდევრულად და ნათლად ფორმულირებს და შესაბამისად უკეთებს პრეზენტაციას
    • შესაბამისი საპრეზენტაციო ინსტრუმენტების გამოყენებით დეცენტრალიზებულ სისტემებთან დაკავშირებულ თემებზე ეფექტურად ამყარებს  წერით და ზეპირ კომუნიკაციას
    • IT ინფრასტრუქტურის საკითხებთან დაკავშირებულ თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს  მიზნობრივად;
    • პროფესიულ პრობლემატიკას / საკითხებს თანმიმდევრულად და ნათლად ფორმულირებს და შესაბამისად უკეთებს პრეზენტაციას
    • ეფექტურად იყენებს IT მენეჯმენტთან დაკავშირებულ პროფესიულ ტერმინოლოგიას. IT მმართველობის საკითხებს განავითარებს ეფექტურად, ფუნქციურად და იერარქიულად
    • საინფორმაციო ტექნოლოგიებში/ინფორმაციულ სისტემებში იძიებს კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახალ, ორიგინალურ გზებს, დამოუკიდებლად განახორციელებს კვლევით ან პრაქტიკული ხასიათის პროექტს
    • უახლესი მეთოდებისა და მიდგომების ეფექტური გამოყენების საფუძველზე (როგორც ინდივიდუალურად, ასევე მულტიდისციპლინური ჯგუფის კონტექსტში),  ცვლად და გაუთვალისწინებელ გარემოში, ბლოკჩეინზე-დაფუძნებული კონკრეტული პროექტებთან დაკავშირებული არსებული რესურსებისა და ლიმიტაციების გათვალისწინებით, შეარჩევს პრობლემების გადაჭრის ოპტიმალურ გზებსა და შესაბამის IT არქიტექტურას;
    • მონაწილეობას იღებს IT ინფრასტრუქტურის დაგეგმარებაში.
      რთული სტრუქტურის სისტემებსა და ქსელებს აღწერს ლოგიკურ-ალბათური მეთოდებით, სისტემის მუშაობისუნარიანობას წარმოადგენს ანალიტიკური და სქემური სახით;
    • ორგანიზაციისთვის შექმნის მმართველობის სტრატეგიას;
    • კონსულტაციას უწევს პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის საკითხებზე
    •  საინფორმაციო ტექნოლოგიებთან/ინფორმაციულ სისტემებთან დაკავშირებით რთული და არასრული ინფორმაციის, მათ შორის უახლესი კვლევების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე, დამოუკიდებლად დასაბუთებულად აყალიბებს  დასკვნებს და ინფორმაციას უკეთებს ინოვაციურ სინთეზს
    • ორგანიზაციასთან, სისტემასთან, პროცესთან დაკავშირებით ერთის მხრივ - არასრული და ხშირად არახარისხიანი მონაცემებისა და მეორე მხრივ - სანდო ინფორმაციისა და ცოდნის სინთეზის საფუძველზე ახდენს მაქსიმალურად არგუმენტირებული დასკვნების გამოტანას და სიტუაციის მაქსიმალურად მონაცემებზე დაფუძნებით, ქმნის ფართო სურათს. ასევე, იაზრებს მისი დასკვნების სუსტ და ძლიერ წერტილებს, მსჯელობის ლოგიკის სიმყარის ხარისხს;
    • IT ინფრასტრუქტურის საკითხებთან დაკავშირებით გამოაქვს დასკვნა.
    • აფასებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კომპლექსური პროცესის კანონთან შესაბამისობას და ამის თაობაზე აკეთებს დასკვნას.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    •  აგროვებს გამოცდილებას და აქვს უნარი სწავლის მიღების, როგორც F2F, ასევე დისტანციურ, სიქნრონულ და ასინქრონულ რეჟიმებში, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია “ცოდნის საზოგადოების” პირობებში
    • სასწავლო დროის დაგეგმვისა და მართვის (მენეჯმენტის) უნარი;
    • შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალთან ინტეგრირე ბის უნარი;
    • აცნობიერებს  ბლოკჩეინზე დაფუძნებულ დეცენტრალიზებულ სისტემებთან, მ.შ.კრიპტოინდუსტრიასთან დაკავშირებულ რისკებს, თაღლითობებს, რაც გამოუმუშავებს მოცემულ სფეროსთან დაკავშირებული ღირებულებებისადმი (კეთისლინდისიერება) თავისი და სხვების დამოკიდებულების შეფასების უნარს;
    •  ობიექტურად აფასებს და აუმჯობესებს ორგანიზაციის IT მენეჯმენტსა და IT მმართველობას;
    • აცნობიერებს  პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას, სამართლიანობას, ადამიანის უფლებებს, მისი ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპების დაცვის მნიშვნელობას.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 04-19-2019
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 26/19
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 0
    პროგრამის დეტალები:

    სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 19:00 -21:15 სთ-მდე, აქედან სააუდიტორიო დატვირთვის ხანგრძლივობა 120 წუთია, შესვენება - 15 წუთი. სამაგისტრო სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფებში განისაზღვრება 25-30 სტუდენტით. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კომპონენტები შედგება 19 კვირაზე გათვლილი ელემენტებისგან.

    სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში შემუშავებული თემატიკა შეიძლება იყოს:

    • მრავალდონიანი აპლიკაცია, რომლის ერთ დონეს წარმოადგენს (მონაცემთა ბაზის მართვის სისტემა; მობილური აპლიკაცია; გარე მოწყობილობაზე წვდომის მოდული;) აპლიკაცია, სადაც იმპლემენტირებულია რაიმე ალგორითმი ან მონაცემთა სტრუქტურა და ეს იმპლემენტაცია წარმოადგენს სიახლეს სამეცნიერო თვალსაზრისით.
    • კორპორატიული ტიპის ქსელების, საბანკო ქსელების, ინტერნეტ პროვაიდერების მიმართულებით (დიზაინი და დაგეგმარება; ავტომატიზაციის გადაწყვეტილებების შემუშავება; დიაგნოსტიკა და პრობლემების აღმოჩენა)
    • ბლოკჩეინზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები/სისტემები საჯარო მმართველობასა (eGov) და კერძო სფეროში;
    • ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების მიმართულებაში იმ პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად რომელიც ფართოდ გამოიყენება საფინანსო და სადაზღვევო სექტორებში რისკების შესაფასაბლად და მარკეტინგული კვლევების წარმართვისათვის;
    • IT მენეჯმენტის მიმართულებით (IT მმართველობა კომერციულ და სახელმწიფო სექტორში სექტორში; პროექტების მართვის მეთოდოლოგიების შედარებითი ანალიზი; IT სერვისების მართვის დანერგვის მეთოდოლოგიის შემუშავება;)
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამის 120 კრედიტი შედგება: პროგრამის ძირითად საგნები 66 ECTS, პროგრამის არჩევით საგნები 54 ECTS; პროგრამის ძირითად ნაწილში სტუდენტი ვალდებულია შეასრულოს სამაგისტრო ნაშრომი (30 ECTS). არჩევითი საგნების საერთო რაოდენობა შეადგენს 252 ECTS, საიდანაც სტუდენტი ირჩევს 54 ECTS.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BLCH5110ბლოკჩეინი - დეცენტრალიზებული ინფორმაციული სისტემა6 1
    INFO6211პირად მონაცემთა დაცვა ციფრულ ერაში6 1
    INFO6330IT მენეჯმენტი6 1
    INFO6340სისტემების სტრუქტურული ანალიზი6 1
    INFO6350IT ინფრასტრუქტურის დიზაინი6 1
    INFO6260IT პროექტების მართვა6 2
    INFO6240სამაგისტრო ნაშრომი ინფორმატიკაში30 4

    კრედიტების ჯამი:

    66

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    INFO5229ციფრული ტრანსფორმაცია ორგანიზაციაში6

    კრედიტების ჯამი:

    6

    პროგრამის ასარჩევი - ბლოკჩეინი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    BLCH5230ბიზნეს-პროცესები62
    BLCH5140ინოვაციური ბიზნეს-მოდელები62
    BLCH5130კრიპტოვალუტების ტექნოლოგიები (ბიტკოინის ქეისი)62
    MATH4119კრიპტოლოგია62
    BLCH5210ფულის დეცენტრალიზაცია და კრიპტოვალუტები62
    BLCH5310ბლოკჩეინი 2.0 - გონიერი აქტივები და სმარტკონტრაქტები63
    BLCH5118კრიპტოვალუტის სამართლებრივი რეგულაცია63
    BLCH5119სმარტ კონტრაქტის სამართლებრივი რეგულაცია63
    BLCH5320სმარტკონტრაქტების ტექნოლოგიები (ეთერიუმის ქეისი)63

    კრედიტების ჯამი:

    54

    პროგრამის ასარჩევი - მენეჯმენტი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    INFO6140ERP სისტემების სტრუქტურა და ფუნქციონალობა61
    INFO5252Agile-პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროექტების მართვა62
    INFO5120ArcGIS სისტემები62
    INFO5256IT სერვისების ტრანზიტულობა62
    BUSN5210ბიზნეს-კომუნიკაციები62
    MGMT4550ლიდერობა62
    INFO5280ციფრული ინფორმაციის სამართალი62
    INFO5253IT სერვისების ოპერირება და მუდმივი გაუმჯობესება63
    INFO5254IT სერვისების სტრატეგია და დიზაინი63
    INFO6281ბიზნესის ანალიზის და ინტელექტუალური მართვის ტექნოლოგია მონაცემთა საცავებში63
    MGMT5110ოპერაციათა მენეჯმენტი63
    MGMT5230სტრატეგიული მენეჯმენტი63
    INFO5599საინფორმაციო ტექნოლოგიების სამართლებრივი რეგულაციები66

    კრედიტების ჯამი:

    78

    პროგრამის ასარჩევი - ქსელები

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    INFO5111ქსელური გადამრთველების დაგეგმვა61
    INFO5211მარშრუტიზაციის უზრუნველყოფა ქსელებში62
    INFO6294კომპიუტერული ქსელის დიზაინი63
    INFO6220ქსელების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მხარდაჭერა63

    კრედიტების ჯამი:

    24

    პროგრამის ასარჩევი - მონაცემთა ბაზები და პროგრამირება

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    INFO7854Python61
    INFO3369React Native: Cross-Platform Mobile Development61
    INFO6130Android პლათფორმაზე დაფუძნებული დეველოპმენტი62
    INFO6280Microsoft Asp.Net Core MVC პლატფორმაზე დაფუძნებული მრავალშრიანი ვებ-აპლიკაციების შექმნის ინსტრუმენტები I62
    INFO7855R (სტატისტიკური გამოთვლები)62
    INFO6292Visual Basic62
    INFO6135Web პლატფორმაზე დაფუძნებული დეველოპმენტი62
    INFO5112დაპროგრამების ინსტრუმენტები მონაცემთა ბაზებისათვის62
    INFO6250ინდუსტრიულ პლათმორმაზე დაფუძნებული დეველოპმენტი62
    INFO5250კომპიუტერული გრაფიკის მათემატიკური აპარატი62
    INFO6271მონაცემთა ბაზების სისტემები62
    INFO6160ოპერაციათა კვლევა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში62
    INFO6261სისტემური დაპროგრამება62
    INFO6221DevOps63
    INFO6290Microsoft Asp.Net Core MVC პლატფორმაზე დაფუძნებული მრავალშრიანი ვებ-აპლიკაციების შექმნის ინსტრუმენტები II63
    INFO6262Spring ფრეიმვორკი63
    INFO6263დიდ მონაცემთა სისტემები63
    INFO6270ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მანქანური სწავლების ალგორითმიზაცია63

    კრედიტების ჯამი:

    108









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი