პროგრამა: | ქართული ფილოლოგია |
განათლების საფეხური: | მაგისტრატურა |
ხელმძღვანელი: | ნანა შავთვალაძე |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი ქართულ ფილოლოგიაში |
პროგრამის მოცულობა: | 120 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | ქართული ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვებიან ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ, სოციალურ, ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის მეცნიერებებში ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში B/2 (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით ჩაბარების, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. |
პროგრამის მიზანი: | პროგრამა მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური მაგისტრის მომზადებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ამ მიზნის მისაღწევად ღრმად და სისტემურად შეისწავლება ქართული ენისა და ლიტერატურის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები, რის საფუძველზეც ხდება საბაკალავრო დონეზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიღებული ცოდნის შემდგომი გაღრმავება და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება; პროგრამაში ჩართული აკადემიური რესურსისა და სასწავლო კომპონენტების ერთობლიობა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის შესაძლებლობას, მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენოს; ასევე, სურვილის შემთხვევაში, გააგრძელოს სწავლა სადოქტორო საფეხურზე შესაბამისი ან მომიჯნავე სპეციალობით. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება
ღრმად და სისტემურად იცნობს:
სიღრმისეულად იცის:
კომპლექსურად განსაზღვრავს და ახასიათებს:
უნარი კურსდამთავრებულს შეუძლია:
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა კურსდამთავრებულს შეუძლია:
|
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 01-27-2017 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 02/17 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 12PDC284-05 |
პროგრამის დეტალები: | ... |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ქართულ ფილოლოგიაში სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 120 ECTS, რაც შესაძლებელია ძირითადი საგნებისა – 96 ECTS (მათ შორის სამაგისტრო ნაშრომის მომზადება და დაცვა – 30 ECTS) და არჩევითი საგნების - 24 ECTS გავლით. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
KART5230 | ქართული წინადადების მორფო-სინტაქსური სტრუქტურა | 6 | 1 |
KART5231 | ქართული ენის ლექსიკოლოგია და ლექსიკოგრაფია | 6 | 2 |
KART5110 | აკადემიური წერა და კვლევა | 6 | 1 |
KART5120 | შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა (კომპარატივისტიკა) | 6 | 1 |
KART5131 | ქართული ლიტერატურის განვითარების ძირითადი ტენდენციები (V- XVIII ს.ს. ) | 6 | 1 |
LING5111 | ლინგვისტიკის თანამედროვე თეორიები და კვლევის მეთოდები | 6 | 1 |
KART5210 | კულტუროლოგიური ლინგვისტიკა | 6 | 2 |
KART5220 | ქართული ლიტერატურის განვითარების ძირითადი ტენდენციები (XIX ს.ს.) | 6 | 2 |
KART6110 | ქართული ლიტერატურის განვითარების ძირითადი ტენდენციები (XX ს.ს.) | 6 | 3 |
KART6120 | ქართული დიალექტოლოგია | 6 | 3 |
KART6130 | ენობრივი პოლიტიკის საკითხები | 6 | 3 |
KART6210 | სამაგისტრო ნაშრომი ქართულ ფილოლოგიაში | 30 | 4 |
კრედიტების ჯამი: | 96 |
სტუდენტმა აღნიშნული ჩამონათვლიდან უნდა აირჩიოს 24 კრედიტი | |||
კოდი | საგანი | კრედიტი | |
ENGL5140 | ინგლისური ენა B2+ | 6 | |
KART6190 | ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერები | 6 | |
ANTH5220 | კულტურა და სოციალური კვლევის მეთოდოლოგია | 6 | |
HIST5115 | ქართული საისტორიო ზეპირსიტყვიერება და მითოსი | 6 | |
HIST5151 | ქართული ეკლესიის ისტორია | 6 | |
KART5270 | გალაკტიონოლოგია | 6 | |
KART5280 | პერსონაჟის ხატვის პრინციპები ქართულ ჰაგიოგრაფიაში (V-XIს.ს.) | 6 | |
KART5290 | ენისა და კულტურის ციფრული დოკუმენტირება | 6 | |
KART6140 | ქართული ონომასტიკა | 6 | |
KART6150 | ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის ძირითადი პრობლემები | 6 | |
KART6170 | ქართული ემიგრანტული მწერლობა | 6 | |
KART6180 | ლექსმცოდნეობა | 6 | |
LING5210 | მოლაპარაკების ხელოვნება | 6 | |
LING5215 | კომუნიკაციური ლინგვისტიკა | 6 | |
MGMT6130 | პროექტის მენეჯმენტი | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 90 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |