eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ქეთევან ბერეკაშვილი
ნინო ლაღიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: არქიტექტურის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია აღზარდოს პრობლემის კონცეპტუალური გადაწყვეტილების,  დარგის ისტორიულ კონტექსტში გააზრების, შემოქმედებითი, სივრცული აზროვნებისა  და წინასწარ განსაზღვრული  მითითებების შესაბამისად პროფესიული პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების  უნარის მქონე სპეციალისტი, რომელსაც ექნება არქიტექტურის და დიზაინის საფუძვლების, არსის, განვითარების კანონზომიერებების და პროექტირების მთავარი პრინციპებისა და მეთოდების ცოდნა.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • დემონსტრირების მეთოდი:
    პროექტის მომზადება და წარდგენა
    პრაქტიკული მუშაობა
    ესკიზების მომზადება;
     არქიტექტურული ობიექტის მაკეტის მომზადება;
    რეფერატების მომზადება და წარდგენა
    შესაბამისი მასალის და ან ლიტერატურის  მოძიება ბიბლიოთეკაში ან ელექტრონულ ფორმატში;
    დისკუსია/დებატები;
    ჯგუფური მუშაობა
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • კურსდამთავრებული

    იცნობს:

    ·          თანამედროვე არქიტექტურის მახასიათებელი ნიშნებსა და სტილისტიკას, ჩამოყალიბების ძირითად ეტაპებსა და ტრანსფორმაციას, არქიტექტურული დაგეგმარების მეთოდიკის საფუძვლებს, შენობა-ნაგებობების ტიპოლოგიურ ჯგუფებს,  ლანდშაფტური და სარეკრეაციო სივრცეების ქალაქგეგმარებითი  განვითარების ძირითად მოთხოვნებს;

    ·          მსოფლიო ხელოვნების უმნიშვნელოვანეს მიღწევებს, თანამედროვე არქიტექტურის ტენდენციებს და  განვითარების ეტაპებს;

    ·          არქიტექტურული ფორმების მოცულობით მასშტაბს  და მისი ადგილთან შეთავსების ხერხებს,  მცირე ზომის ობიექტების დაპროექტების სტადიებს, მოცულობით-სივრცითი დიზაინერული ფორმების და ტიპების  თავისებურებებს და მახასიათებლებს;

    ·          არქიტექტურის სფეროში მოქმედ საკანონმდებლო აქტებს და ნორმატიულ წესებს.

    აცნობიერებს:

    ·         კულტურული მემკვიდრეობის, როგორც ურბანული რეკონსტრუქციის ფაქტორის როლს  ისტორიული ქალაქის სარეკონსტრუქციო სტრუქტურაში;

    იცის:

    ·         ფიგურების  სიბრტყეზე  გამოხაზვისათვის საჭირო ორთოგონალური და აქსონომეტრიული გეგმილების აგება, ორთოგონალური გეგმილების მიხედვით აქსონომეტრიის აგება, სამ ურთიერთმართობულ გეგმილთა სიბრტყეზე ძირითადი გეომეტრიული ფიგურების დაგეგმარება და მონჟის კოორდინირებული ეპიური, ძირთადი პოზიციური ამოცანებისა და ეპიურის გარდაქმნის მეთოდები;       

    ·         ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ტიპების, მრავალფუნქციური  საცხოვრებელი სახლის ტიპების, ბიზნეს ცენტრის ცალკეული ბლოკების გეგმარების სპეციფიკა, სუპერმარკეტისა და ავტოსადგომის გეგმარების სტანდარატები, დაპროექტებული მასალის პლანშეტზე განაწილება და ორთოგონალში გამოხაზვა;

    ·         ინსოლაციის ანგარიშის მეთოდები, ბუნებრივი განათებულობის კოეფიციენტის ანგარიში, არქიტექტურული  აკუსტიკის  საკითხები; 

    ·         დიზაინის, კონსტრუირების, მაკეტირების ხერხები და თავისებურებები;

    3D max-ის პროგრამაში არქიტექტურული  ობიექტის გამოხაზვა, კორექტირება და სამგანზომილებიანი მოდელის აგება, AutoCAD-ის პროგრამაში არქიტექტურული  ობიექტის გამოხაზვა, კორექტირება, ორ და სამგანზომილებიანი მოდელის აგება.


  • უნარი
  • კურსდამთავრებული

    ახერხებს:

    ·         საბაკალავრო დაცვისთვის განსაზღვრულ პროექტზე მუშაობისას პრაქტიკულად გამოიყენოს  პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსებით მიღებული ცოდნა სამშენებლო კონსტრუქციებისა და მასალების ტექნიკური, ექსპლუატაციური და ესთეტიკური მახასიათებელების შესახებ, ასევე, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და უსაფრთხოების სისტემების თავისებურებანი და პროექტი მოამზადოს და  წარმოადგინოს ყველა ამ კომპონენტის გათვალისწინებით.

    ·         შესრულებული  საპროექტო ნამუშევრის წარდგენისას თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტურ და მიზნობრივ გამოყენებას;  საკუთარი მოსაზრებებისა და არგუმენტების თანმიმდევრულ კომპეტენტურ დეკლარირებას.

    ახორციელებს:

    ·          არჩეული ობიექტის მაკეტის ბაზას, ფიგურის ორთოგონალური  გეგმილის მიხედვით  პერსპექტივის აგებას; ადამიანის ფაქტორის გათვალისწინებით სხვადასხვა ტიპის ინტერიერის, საგნობრივი გარემოს და სივრცის სწორად ორგანიზებასა და დაპროექტებას, წინასწარ განსაზღვრული მითითებით;

    ·         სხვადასხვა დანიშნულების შენობის გეგმების, ფასადების, ჭრილების შესრულებას, გეგმარებითი ამოცანის კომპლექსური სახით გადაჭრას;

    ·         არქიტექტურული ობიექტის გამოხაზვისას, მასში გარკვეული კორექტივების, ცვლილების შეტანას;

    ·         სივრცის დაპროექტებისას იმ არქიტექტურული ფაქტორების გათვალისწინებას, რომლებიც განსაზღვრავენ ღია და დახურულ სივრცეებში აკუსტიკურ კომფორტს;


  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • კურსდამთავრებული პასუხისმგებელია:

    ·         რეალურ პრაქტიკაში,  შეძენილი მხატვრულ-ესთეტიკური გემოვნების საფუძველზე,   თავისუფალ რეჟიმში დიალოგის და კამათის წარმართვისას, ზედმიწევნით დაიცვას  პროფესიულ/ეთიკური ნორმები; 

    ·         მინიმალური დახმარებით შეარჩიოს საპროექტო ტერიტორიის  კვლევისთვის რელევანტური  პრობლემა, დაგეგმოს და განახორციელოს მცირე კვლევა და   მოახდინოს მიღებული შედეგების ტრანსფორმირებით შექმნას ქალაქგეგმარებითი თუ არქიტექტურული პროექტი  საბაკალავრო ნაშრომის ფორმატში.

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 12-26-2016
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 07/16
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 01/17
    პროგრამის დეტალები:

    არქიტექტორის  კომპეტენციის მაფორმირებელი სავალდებულო საგნების გარდა, პროგრამას გააჩნია საუნივერსიტეტო-სავალდებულო არჩევითი საგნების ორი- სოციალურ/ჰუმანიტარული და STEM ბლოკი და არჩევითი საგნების ბლოკი ( სტუდენტს, რომელსაც დაბალი ქულა აქვს მიღებული ინგლისურ ენაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და საჭიროებს ენის სრულყოფას, შეუძლია არჩევითი ბლოკის კრედიტები ან მათი ნაწილი ამ მიზნით გამოიყენოს ან აირჩიოს ნებისმიერი სხვა საგანი);

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ARCT1110ხაზვა6 1
    ARTS1110მსოფლიო ხელოვნების ისტორია ზოგადი კურსი6 1
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1
    KART1220აკადემიური წერა6 1
    ARCT1210მხაზველობითი გეომეტრია6 2
    ARCT1220სახვითი ხელოვნების საფუძვლები I6 2
    ARCT1230კომპოზიცია I6 2
    ARCT1240თანამედროვე არქიტექტურის ისტორია6 2
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    ARCT2110სახვითი ხელოვნების საფუძვლები II6 3
    ARCT2120კომპოზიცია II6 3
    ARCT2130არქიტექტურული დიზაინის საფუძვლები6 3
    ARCT2140დიზაინ ნახატი6 3
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3
    ARCT2210ინტერიერის დიზაინერული პროექტირება I6 4
    ARCT2220ექსტერიერის დიზაინერული პროექტირება I6 4
    ARCT2230კონსტრუირება და მაკეტირება6 4
    ARCT3240კომპიუტერული გრაფიკა I(Auto Cad)6 4
    ARCT4210თანამედროვე სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები6 4
    ARCT3110ეკოლოგია და ლანდშაფტის დიზაინი6 5
    ARCT3120ექსტერიერის დიზაინერული პროექტირება II (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი)6 5
    ARCT3130ინტერიერის დიზაინერული პროექტირება II (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი)6 5
    ARCT3140გეოდეზიის საფუძვლები6 5
    ARCT4140კომპიუტერული გრაფიკა II(3D Max)6 5
    ARCT1818ენერგოეფექტურობა მშენებლობაში6 6
    ARCT3210ინტერიერის დიზაინერული პროექტირება III (მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი)6 6
    ARCT3220ექსტერიერის დიზაინერული პროექტირება III (მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი)6 6
    ARCT3230სამშენებლო კონსტრუქციების საფუძვლები6 6
    MATH4123საინჟინრო მათემატიკა არქიტექტორებისთვის6 6
    ARCH4171საბაკალავრო პრაქტიკა არქიტექტურაში6 7
    ARCT4110ინტერიერის დიზაინერული პროექტირება IV (მრავალფუნქციური ბიზნეს ცენტრი)6 7
    ARCT4120ექსტერიერის დიზაინერული პროექტირება IV (მრავალფუნქციური ბიზნეს ცენტრი)6 7
    ARCT4130ქალაქგეგმარების საფუძვლები6 7
    BUSN4433ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი6 7
    ARCT4220მშენებლობის მენეჯმენტის საფუძვლები6 8
    ARCT4230ინსოლაციის, განათებისა და აკუსტიკის საფუძვლები6 8
    ARCT4271პრაქტიკა და საბაკალავრო პროექტი არქიტექტურაში12 8

    კრედიტების ჯამი:

    234

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ARCT3231ურბანული ინსტრუმენტები და გამოწვევები6
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6
    ANTH1515დიზაინის ანთროპოლოგია6
    ARCT1120რეკლამის დიზაინი6
    ARCT1818ენერგოეფექტურობა მშენებლობაში6
    ARCT1919ქართული საერო ხუროთმოძღვრების თავისებურებები6
    ARTS1210დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნება: სტილი და ეპოქა6
    ARTS2140ქართული ხელოვნების ისტორია6
    ARTS2210ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები6
    ARTS3217შორეული აღმოსავლეთის ხელოვნება - ჩინეთი და იაპონია6
    ARTS4117ქართული ლითონმქანდაკებლობა6
    ARTS4120თანამედროვე დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ხელოვნება6
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    FRAN2147ფრანგული ენა III (B1/1)6
    FRAN2247ფრანგული ენა IV (B1/2)6
    GERM1116გერმანული ენა A1/16
    GERM1216გერმანული ენა A1/26
    GERM2116გერმანული ენა A2/16
    GERM2216გერმანული ენა A2/26
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6
    HIST2157ანტიკური კულტურის საფუძვლები6
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    ITAL2147იტალიური ენა III (B1/1)6
    ITAL2247იტალიური ენა IV (B1/2)6
    MKTG2210მარკეტინგის საფუძვლები6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6
    SPAN2147ესპანური ენა III (B1/1)6
    SPAN2247ესპანური ენა IV (B1/2)6
    TURC1117თურქული AI6
    TURC1217თურქული A26
    TURC2117თურქული B1/16
    TURC2217თურქული B1/26

    კრედიტების ჯამი:

    234









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც მოიცავს: · პროგრამის ძირითად საგნებს - 234ECTS ( მათ შორის საბაკალავრო პრაქტიკას არქიტეტურაში -6ECTS და პრაქტიკას და საბაკალავრო პროექტს 12 ECTS ); პროგრამის ასარჩევ საგნებს - 6 ECTS ·


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი