eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: გამოყენებითი ფსიქოლოგია
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: ნანა ბურდული
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის მაგისტრი.
კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი.
შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მაგისტრი.
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ფსიქოლოგიის საბაკალავრო საფეხურის კურსდამთავრებული (შენიშვნა: აღნიშნული წინაპირობა ეხება მხოლოდ ბავშვთა და მოზარდათა ფსიქოლოგიისა და კლინიკური ფსიქოლოგიის კონცენტრაციაზე სწავლის მსურველებს), ინგლისურ ენაში (წერითი, B2 დონე) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარებას კვალიფიციური, მაღალი კომპეტენციის მქონე გამოყენებითი ფსიქოლოგების მომზადებით, რომლებიც იქნებიან მრავალმხრივ განათლებული, საზოგადოებრივად მოაზროვნე, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი აქტიური მოქალაქეები. გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მიზანია კურსდათავრებულს მისცეს ცოდნა, საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენების კანონზომიერებების გათვალისწინებით და პროფესიული ეთიკური ნორმების დაცვით, დამოუკიდებლად კვლევის ჩატარების და პროფესიული პრაქტიკული მუშაობის შესახებ ფსიქოლოგიის შემდეგ მიმართულებებში: ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია და შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია. ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის კონცენტრაციის შემთხვევაში განუვითაროს ადრეული, შუა ბავშვობის და მოზარდობის ფსიქოლოგიური თავისებურებების საფუძველზე შეფასებისა და დიაგნოსტირების, ქცევის დარღვევების ანალიზისა და ინტერვენციის, ინკლუზიური სწავლების უნარები; კლინიკური ფსიქოლოგიის კონცენტრაციის ფარგლებში - კლინიკურ-ფსიქოლოგიური შეფასების, ფსიქოდიაგნოსტიკის, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და ფსიქოლოგიური კონსულტირების პრაქტიკის უნარები; შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის კონცენტრაციის ფარგლებში - ორგანიზაციული ქცევისა და ორგანიზაციული განვითარების შეფასების, პერსონალის შეფასებისა და კარიერული განვითარების, პერსონალის შერჩევის, ტრენინგებისა და განვითარების, მომხმარებლის მიერ ყიდვის გადაწყვეტილების და პერსონალის მართვის, გაყიდვების წარმოებისა და დაგეგმვის უნარები; გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ პროფესიული ეთიკის ფარგლებში თავიანთი პროფესიული საქმიანობის წარმართვა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ნებისმიერი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციის (ბანკები, კორპორაციები, სამინისტროები, მაღაზიათა ქსელები) და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურები, საბავშვო ბაღები და სკოლები, ტრენინგ-ცენტრები, კვლევითი ორგანიზაციები, სასწავლო დაწესებულებების ფსიქოლოგ-კონსულტანტთა სამსახურები, ბავშვთა და მოზრდილთა საკონსულტაციო და სარეაბილიტაციო ცენტრები და კლინიკები.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • წიგნზემუშაობისმეთოდი
  • ახსნა-განმარტებითიმეთოდი
  • დემონსტირებისმეთოდი
  • ინტერაქტიულმეცადინეობები
  • სიტუაციურიამოცანები
  • როლურითამაში
  • სიახლეთაგარჩევა
  • მცირეკვლევებისჩატარება
  • პრაქტიკული დავალებები
  • გუნდურიმუშაობ
  • იმიტირებულიშესრულება
  • პრობლემებისდასმადამათიგადაჭრა
  • პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები
  • კრიტიკულიანალიზი
  • ჯგუფურიდავალებები
  • პროექტები
  • შემთხვევისშესწავლადაანალიზი (case study)
  • ლიტერატურისმიმოხილვა
  • საკუთარისამუშაოსკრიტიკულიშეფასება
  • სხვათასამუშაოსკონსტრუქციულიკრიტიკა
  • შესაბამისიმასალისმოძიებაელექტრონულფორმატშიანბიბლიოთეკაში
  • წერითიმუშაობისმეთოდი
  • თემებისდაწერა
  • პრეზენტაციებისწარდგენა
  • დისკუსიურ-დებატურითემებისწარმოდგენადადაცვა
  • ლექცია-სემინარები
  • ვიზუალური ლექციები
  • ვერბალური, ანუზეპირსიტყვიერიმეთოდი
სწავლის შედეგი:
  • ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის კონცენტრაცია

    ცოდნა და გაცნობიერება

    კურსდამთავრებულს ექნება:

    •  ეთიკური საკითხების ღრმა და სისტემური ცოდნა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საგანმანათლებლო (სკოლამდელ დაწესებულებებში, სკოლებში), ბავშვთა და მოზარდთა კლინიკურ დაწესებულებებში (ფსიქოკონსულტირება, ფსიქოთერაპია), სამთავრობო თუ არა სამთავრობო ორგანიზაციებსა და კვლევით ცენტრებში მუშაობის დროს; ასევე, - ღრმა და სისტემური ცოდნა ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდების (დაკვირვება, შემთხვევის შესწავლა, გამოკითხვა, ინტერვიუ, ექსპერიმენტი) მნიშვნელობის, შერჩევის განსაზღვრის თავისებურებების, ეთიკური საკითხების გათვალისწინებით ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის მიმართულებით კვლევის დაგეგმვის, ჩატარების და მონაცემთა ანალიზის შესახებ, სოციოლოგიის, სოციუმში მიმდინარე პროცესების კანონზომიერებების, ამ პროცესებზე ზეგავლენის მომხდენი ფაქტორების გათვალისწინებით;
    • ღრმა და სისტემური ცოდნა ადრეული და შუა ბავშვობისთვის დამახასითებელი ფიზიკური, კოგნიტური და ემოციური განვითარებისა და მისი თავისებურებების, ყოველის ასაკისთვის დამახასიათებელის კრიზისების (ერიქსონის მიხედვით), მე-კონცეფციის განსხვავებული ასპექტების, გენდერული როლების ფორმირების; ზნეობრივი განვითარების და გენდერული სტერეოტიპიზაციის, ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაზე ზემოქმედი ფაქტორების (ოჯახი, სკოლა), აღზრდის სტილის და სოციალური სისტემების (თანატოლთა წრე) გავლენის შესახებ;
    • ღრმა და სისტემური ცოდნა გენდერული სწავლების, გენდერული იდენტობის ჩამოყალიბების სტადიების, ასაკობრივი განვითარების გენდერული ასპექტების, სოციალიზაციის პროცესში გენდერული ტიპიზაციის პროცესის, გენდერული სტერეოტიპიზაციის მახასიათებლების, გენდერული სტერეოტიპების, გენდერული პოლარიზაციის და ბიოლოგიური ესენციალიზმის, სოციალიზაციის აგენტების და ინსტიტუტების გავლენის შესახებ გენდერულ სოციალიზაციაზე;
    • სისტემური ცოდნა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასებისა და დიაგნოსტირების მეთოდოლოგიისა და ძირითადი პრინციპების, შეფასების ძირითადი მეთოდების (მათ შორის ინტერვიუ, ქცევაზე დაკვირვების მეთოდი, გაზომვის სკალები), კონკრეტული ტექნიკებისა (მათ შორის აქტიური მოსმენა, ნარატივის ჩაწერა) და ბავშვის განვითარების შესაფასებელი ინსტრუმენტების (მათ შორის პროექციული ტესტები; ფსიქოპათოლოგიის და ფსიქიკური აშლილობების შეფასების სკალები; ქცევისა და სოციალური უნარების შეფასების კითხვარები; ბავშვისა და მშობლის ურთიერთობის შეფასების ინსტრუმენტები) შესახებ;
    • ღრმა და სისტემური ცოდნა ტრავმის სიმპტომების, ტრავმის ნეირობიოლოგიური საფუძვლების, სოციალური და კულტურული ასპექტების, ტრავმულ გამოცდილებასთან დაკავშირებული დამცავი და რისკ-ფაქტორების, ტრავმის შემდგომი შეფასებისა და ინტერვენციის პროცესის შესახებ ბავშვებსა და მოზარდებში; ასევე, - ინტელექტისა და შემეცნებითი ფუნქციების (მნესტიკური, ყურადღება), ვიზუალურ-სივრცითი და მოტორული ფუნქციების შეფასების, ატიპური განვითარების (ფსიქიკური აშლილობა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, ბავშვთა ცერებრალური დამბლა) შეფასების შესახებ და ცოდნა - ბავშვის ქცევის თავისებურებების, ქცევის რეგულირების პრობლემებისა და ქცევითი აშლილობების, ქცევითი დარღვევების შესახებ, დარღვევების ძირითადი თეორიული კონსტრუქტების, დარღვევების დიაგნოსტირების თანამედროვე მიდგომების გამოყენების, არასასურველი ქცევის კორექტული შეფასების და ადეკვატური ინტერვენციის დაგეგმვის შესახებ.

     

    უნარი

    კურსდამთავრებულს ექნება:

    • ეთიკური პრინციპების დაცვისა და მათი ინტეგრაციის უნარი ფსიქოლოგის პრაქტიკულ მუშაობაში (მათ შორის, ბავშვთა ფსიქოლოგია, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპია, კვლევა); ასევე, - ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდების (დაკვირვება, შემთხვევის შესწავლა, გამოკითხვა, ინტერვიუ, ექსპერიმენტი) გამოყენებით, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის სფეროში კვლევის (მათ შორის, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების და მათზე გავლენის მომხდენი ფაქტორების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გათვალისწინებით) დამოუკიდებლად დაგეგმვისა და წარმოების უნარი;
    •  ადრეული და შუა ბავშვობის პერიოდში ოპერაციამდელი, კონკრეტული და ფორმალური ოპერაციების სტადიებისთვის დამახასიათებელ აზროვნების ფორმებზე დაკვირვების შედეგად პრობლემის გამოვლენისა და საპრევენციო/ინტერვენციული ღონისძიებების დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი; ასევე, - მიჯაჭვულობის ტიპის და იდენტობის სტატუსის ტიპის განსაზღვრის უნარი ბუნებრივ პირობებში დაკვირვების მეთოდის გამოყენებით; სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის ემოციური მდგომარეობის შეფასების უნარი სხვადასხვა პროექციული ტესტის ანალიზის საფუძველზე;
    •  ბავშვთან, მოზარდთან ან მათთან დაკავშირებულ მოზრდილებთან პირველადი ინტერვიუს დამოუკიდებლად ჩატარების უნარი; ტრავმის შეფასების კონკრეტული ინსტრუმენტების დამოუკიდებლად ადმინისტრირების და დაგეგმვის უნარი; ასევე, დაავადების/დარღვევის ისტორიის ანალიზის, პრობლემური ქცევის აღრიცხვის და ინტერვენციის დაგეგმვა-განხორციელების უნარი აღზრდის სტილის განსაზღვრის, ოჯახური პრობლემების კითხვარის, ოპოზიციური ქცევის დიაგრამის გამოყენებით;
    • ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო და პრაქტიკული კვლევის რთული და არასრული მასალების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასკვნების ჩამოყალიბების და ინოვაციური სინთეზის უნარი; ადრეული, შუა ბავშვობის და მოზარდობის პერიოდში ფიზიკური, კოგნიტური, ემოციური და ფსიქოსოციალური განვითარების სხვადასხვა ასპექტის კრიტიკული ანალიზისა და დასკვნების ჩამოყალიბების უნარი განვითარების ძირითადი თეორიების საფუძველზე; ასევე, - გენდერის საკითხების (სექსიზმი, გენდერული სეგრეგაცია, პედაგოგთა გენდერული განწყობები და სხვ.) კრიტიკული ანალიზის და ინოვაციური სინთეზის უნარი; განვითარებისა და სწავლების პროცესში ბავშვის ქცევაზე მოქმედი ფაქტორების, ქცევითი აშლილობისა და დარღვევების, ამ დარღვევების ამხსნელი თეორიებისა და მოდელების კრიტიკული ანალიზის უნარი;
    • კლინიკურ დიაგნოსტიკაში ბავშვთა ფსიქიკური ფუნქციების (მეხსიერება, აზროვნება, ყურადღება და სხვ.) და მისი განვითარების დარღვევების შეფასებისა და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასკვნების ჩამოყალიბების უნარი; ბავშვებსა და მოზარდებში პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომების, ინდივიდუალური შემთხვევებისთვის დამცავი და რისკ-ფაქტორების, ტრავმის შეფასების და ინტერვენციის გეგმის კრიტიკული შეფასებისა და ინოვაციური სინთეზის უნარი, ასევე, - დაავადების/დარღვევის ისტორიის ანალიზის, პრობლემური ქცევის აღრიცხვის და ინტერვენციის დაგეგმვა-განხორციელების უნარი აღზრდის სტილის განსაზღვრის, ოჯახური პრობლემების კითხვარის, ოპოზიციური ქცევის დიაგრამის გამოყენებით.
    • ფსიქოლოგიის ეთიკური საკითხების მნიშვნელობის შესახებ, ბავშვთა და მოზარდთა მეტყველების კომპონენტების, კრეატული აზროვნების მნიშვნელობის, მოზარდებში იდენტობის სტატუსების, ძალადობის, გენდერული სტერეოტიპების და გენდერული როლების, გენდერული სოციალიზაციის საკითხების, ფსიქოლოგიური ტრავმის სპეციფიკის, შეფასებისა და ინტერვენციის ძირითადი პრინციპებისა და სტრატეგიების, ქცევითი აშლილობის, განვითარების ფსიქიკური დარღვევების, ფსიქოლოგიური შეფასებისა და დიაგნოსტირების ძირითადი პრინციპების, ქცევის დარღვევებისა და რეგულაციის პრობლემების შესახებ შესახებ პრეზენტაციის, დისკუსიის, არგუმენტირების და კომუნიკაციის უნარი აკადემიურ და პროფესიულ საზოგადიებასთან, მათ შორის ფსიქოლოგებთან, ფსიქიატრებთან, ნევროლოგებთან და მშობლებთან;

     

     

    პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა

    კურსდამთავრებულს ექნება:

    • ფსიქოლოგიის ეთიკური პრინციპების გათვალისწინებით, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო და პრაქტიკული (სოციალური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი) კვლევების ჩატარების მიზნით, ინფორმაციის მოძიების უნარი აკადემიური და სამეცნიერო ლიტერატურიდან; ასევე, - ბავშვებსა და მოზარდებში განვითარების თავისებურებების, გენდერული სოციალიზაციის, ტრავმის შეფასების და განვითარების დარღვევების დიაგნოსტირების საკითხებზე ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავების, საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად გაცნობიერების და შემდგომი სწავლის საჭიროებების სტრატეგიულად მაღალ დონეზე დაგეგმვის უნარი;
    • გათავისებული ბავშვებსა და მოზარდებთან (ფსიქიკური განვითარების დარღვევების მქონე, ქცევის რეგულირების პრობლემებისა და ქცევითი აშლილობის მქონე) მუშაობის პროცესში (მათ შორის, შეფასებისა და დიაგნოსტირების დროს) პროფესიული ეთიკის დაცვა, პროფესიული კეთილსინდისიერება და პასუხისმგებლობა, კრიტიკის კორექტული გამოთქმის და მიღების უნარი, ტოლერანტობა, კონფიდენციალობა და საკუთარი კომპეტენციის საზღვრების აღიარებისა და ამ საზღვრების ფარგლებში მოღვაწეობის მნიშვნელობა; ასევე, - ბავშვთა განვითარებასა და გენდერული სოციალიზაციის პროცესში ახალი ღირებულებების დამკვიდრებაში მონაწილეობის მიღების აუცილებლობა.

     

    კლინიკური ფსიქოლოგიის კონცენტრაცია

    ცოდნა და გაცნობიერება

    კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება:

    • ეთიკური საკითხების ღრმა და სისტემური ცოდნა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, კლინიკურ სფეროში (ფსიქოკონსულტირება, ფსიქოთერაპია), სამთავრობო თუ არა სამთავრობო ორგანიზაციებსა და კვლევით ცენტრებში მუშაობის დროს; ასევე, - ღრმა და სისტემური ცოდნა ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდების (დაკვირვება, შემთხვევის შესწავლა, გამოკითხვა, ინტერვიუ, ექსპერიმენტი) მნიშვნელობის, შერჩევის განსაზღვრის თავისებურებების, ეთიკური საკითხების გათვალისწინებით, კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით კვლევის დაგეგმვის, ჩატარების და მონაცემთა ანალიზის შესახებ, სოციოლოგიის, სოციუმში მიმდინარე პროცესების კანონზომიერებების, ამ პროცესებზე ზეგავლენის მომხდენი ფაქტორების გათვალისწინებით;
    •  ღრმა და სისტემური ცოდნა თანამედროვე კლინიკური ფსიქიატრიის, ფსიქიატრიული სიმპტომების და ნიშნების, თანამედროვე კლინიკური (ნოზოლოგიური) დიაგნოსტიკის, ფსიქოპათოლოგიის, ძირითადი დაავადებების, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების (მათ შორის შიზოფრენიის, ფსიქოზური, გუნება-განწყობის, შფოთვითი, სომატიფორმული პიროვნული, აშლილობების) შესახებ; დააავადებების ეტიოლოგიასა და კლინიკურ თავისებურებების, მათ შორის, ეპილეფსიის სხვადასხვა კლინიკური ფორმის გამომწვევი მიზეზების და კლინიკური მიმდინარეობის, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის გამომწვევი მიზეზების და კლინიკური მიმდინარეობის, აუტიზმის გამომწვევი მიზეზების და კლინიკური მიმდინარეობის შესახებ; ასევე, - ცოდნა ფსიქიკური სფეროს ძირითადი დარღვევებისა და აშლილობების (დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა, შფოთვითი აშლილობა, ფობიები, შიზოფრენია) შეფასების თანამედროვე მიდგომებისა და ინსტრუმენტების, ფსიქიკური დარღვევებისა და აშლილობების შეფასების საერთაშორისო საკლასიფიკაციო სისტემების (DSM და ICD) დიაგნოსტიკური კრიტერიუმების შესახებ;
    • ღრმა და სისტემური ცოდნა ნეიროფსიქოლოგიის პრინციპების, მექანიზმების, მოდელებისა და შესწავლის სტრატეგიების შესახებ; უმაღლესი ქერქული ფუნქციებისა და მათი პათოლოგიით გამოწვეული ქცევითი დარღვევების, ეპილეფსიის და დემენციების ნეიროფსიქოლოგიური შეფასების, თავის ტვინის ორგანული დაზიანების პირობებში ადამიანის ფსიქიკის თავისებურებების შესახებ; ასევე, - ნერვული სისტემის ფუნქციური და ანატომიური სპეციფიკის, ტოპიკური საფუძვლების, ნებითი მოძრაობის ანალიზატორის და მოძრაობის ქცევითი კონტროლის შესახებ;
    • ღრმა და სისტემური ცოდნა ფსიქიკურ და ფიზიოლოგიურ პროცესებს შორის კავშირის შესახებ შინაგანი ორგანოების დაავადებების (კანის, მეტაბოლური და სახსრების, კუჭ-ნაწლავის) დროს; სხვადასხვა ფსიქოსომატური თეორიის (სელიეს სტრესის თეორია, ორ-ფაზიანი განდევნის თეორია, ალექსანდერის ფსიქოსომატური მიდგომა) დაავადებათა (კუჭნაწლავის, კანის დაავადებების, გაციების, ბრონქიალური ასთმის, გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული) ეტიოლოგიური მოდელის (ფსიქოსომატიკის თვალსაზრისით) შესახებ;
    • სიღრმისეული ცოდნა თანამეროვე ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის, ფსიქო-სოციალური ინტერვენციების (განმარტება, მიზანი, განვითარების ისტორია), რეაბილიტაციის მოდელების (ლიბერმანის, ენტონის, ბენეტ-შეპარდის, შერეული), რეაბილიტაციის პროცესის კომპონენტების (მოტივაცია, უნარები, მატერიალური უზრუნველყოფა, მხარდაჭერა), აღდგენის დინამიკის (სტაბილიზაცია, რეორიენტაცია, რეინტეგრაცია), სტიგმასთან ბრძოლის და ანტისტიგმა კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების და ინტეგრირებული თერაპიული პროგრამის (IPT) (კოგნიტური დიფერენციაცია, სოციალური აღქმა) შესახებ; ასევე, - ფსიქოკონსულტაციის ძირითადი თეორიებისა და მათი პრაქტიკული მიდგომების (პიროვნებაზე ცენტრირებული ფსიქოკონსულტაცია, გეშტალტ ფსიქოკონსულტაცია, ეგზისტენციალური ფსიქოკონსულტაცია, ფსიქოანალიზური ფსიქოკონსულტაცია) შესახებ;

    უნარი

    კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება:

    • ეთიკური პრინციპების დაცვისა და მათი ინტეგრაციის უნარი ფსიქოლოგის პრაქტიკულ მუშაობაში (მათ შორის, კლინიკური შეფასება, ფსიქოთერაპია, კვლევა); ასევე, - ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდების (დაკვირვება, შემთხვევის შესწავლა, გამოკითხვა, ინტერვიუ, ექსპერიმენტი) გამოყენებით, კლინიკური ფსიქოლოგიის სფეროში კვლევის (მათ შორის, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების და მათზე გავლენის მომხდენი ფაქტორების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გათვალისწინებით) დამოუკიდებლად დაგეგმვისა და წარმოების უნარი;
    • საერთაშორისო საკლასიფიკაციო სისტემების (DSM და ICD) გამოყენებით ფსიქიკური დარღვებებისა და ჯანმრთელობის სხვა თანმხლები მდგომარეობების (დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა, შფოთვითი აშლილობა, ფობიები, შიზოფრენია) ფსიქიატრიული სიმპტომების და კლინიკური ნიშნების, ასევე, დაავადების (გულ-სისხლ ძარღვთა, კანის, მეტაბოლური და ენდოკრინული, სახსრების, კუჭნაწლავის) სიმპტომების ამოცნობის, შეფასების/ გამოვლენისა და დიაგნოსტირების საფუძველზე ინტერვენციის (მათ შორის, კონსულტირების) უნარი, კლინიკურ პრაქტიკაში მიმდინარე ნევროლოგიური სინდრომების გამოვლენის და ნერვულის სიტემის დაზიანებით მიმდინარე ძირითადი დაავადებების წარმატებით დამოუკიდებლად მართვის უნარი; ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა ხარისხის დარღვევით გამოწვეული ქცევის, სწავლის, პიროვნებისა და ემოციური სფეროს პრობლემებზე დაკვირვების და ნეიროფსიქოლოგიური შეფასება-დიაგნოსტირების და რეაბილიტაცია-აბილიტაციის დამოუკიდებლად დაგეგემვისა და წარმართვის უნარი; ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში შემთხვევის მართვის (შეფასება, დაგემვა, ინტერვენცია, ევალუაცია), კოგნიტური დეფიციტის კვლევის დამოუკიდებლად ჩატარების და შედეგთა გათვალისწინებით ფსიქოსოციალური ინტერვენციის დაგეგმვის უნარი;
    •  განსხვავებული თვისებების, ნიშნებისა და პრობლემების მქონე პიროვნებებთან ფსიქოკონსულტაციური მიდგომების (გეშტალტ ფსიქოკონსულტაცია, ეგზისტენციალური ფსიქოკონსულტაცია) შერჩევის, გამოყენების, საკორექციო და ფსიქოკონსულტაციური სამუშაოს დამოუკიდებლად წარმართვის უნარი; საჭიროებათა კვლევის საფუძველზე პაციენტის ფსიქო-სოციალური პროფილის შედგენის, კლინიკური ინტერვიუირების ტექნიკის და სოციალური კომპეტენტურობის ტრენინგის (ახლობლების ყურადღებით მოსმენა; ახლობლებთან კონფლიქტის დაძლევა; უცხო პირის მხრიდან კეთილგანწყობის მოპოვება; საკუთარი უფლებების დაცვა;) ტექნიკების გამოყენების უნარი;
    • კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო და პრაქტიკული კვლევის რთული და არასრული მასალების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასკვნების ჩამოყალიბების და ინოვაციური სინთეზის უნარი; თანამედროვე კლინიკური ფსიქიატრიის მნიშვნელობის, ფსიქიატრიული სიმპტომებისა და ნიშნების, ფსიქიკური აშლილობების (შიზოფრენიის, ფსიქოზური, გუნება-განწყობის, შფოთვითი, სომატიფორმული, პიროვნული და კვებითი აშლილებების) ეპიდემიოლოგიის, ეტიოლოგიის, დიაგნოზის, კლინიკური ნიშნებისა და მკურნალობის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასკვნების ჩამოყალიბების უნარი; დაავადებების (ეპილეფსია, დემენცია, დიაბეტი) ნეიროფსიქოლოგიური მექანიზმების, ნეიროფსიქოლოგიური მოდელებისა და შესწავლის სტრატეგიების სისტემური შეფასების, კრიტიკული ანალიზისა და ინოვაციური სინთეზირების უნარი; ფუნქციონალური და სომატური დარღვევების, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის, გაციების, ბრონქიალური ასთმის, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამომწვევი ფსიქოლოგიური ფაქტორების კრიტიკული ანალიზისა და მათი ეფექტების შესახებ დასკვნების ჩამოყალიბების უნარი; ქცევითი დარღვევებით მიმდინარე ნევროლოგიური სინდრომების, უმაღლესი ქერქული ფუნქციების მოშლის სხვადასხვა სახის კრიტიკული ანალიზის და დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი; ფსიქოლოგიური დიაგნოსტირების საშუალებების გამოყენებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე DSM და ICD თანამედროვე კატეგორიალური სისტემებით მდგომარეობის კლასიფიცირების (შესაბამისი კოდის მინიჭება) და სინთეზირების უნარი;
    • ფსიქო-სოციალური ინტერვენციების (განმარტება, მიზანი, განვითარების ისტორია), რეაბილიტაციის მოდელების (ლიბერმანის, ენტონის, ბენეტ-შეპარდის, შერეული), აღდგენის დინამიკის (სტაბილიზაცია, რეორიენტაცია, რეინტეგრაცია) კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასკვნის ჩამოყალიბების და ინოვაციური სინთეზის უნარი; პიროვნული პრობლემის გადაწყვეტის მიზნით სხვადასხვა ფსიქოკონსულტაციური მიდგომების (პიროვნებაზე ცენტრირებული ფსიქოკონსულტაცია, ფსიქოანალიტიკური კონსულტაცია, კოგნიტურ-ბიჰევიორალისტური) სისტემატიზაციის და ინოვაციური სინთეზირების უნარი.
    • კლინიკურ ფსიქოლოგიის სფეროში ფსიქოლოგიის ეთიკური საკითხების მნიშვნელობის შესახებ, ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში ფსიქიატრიის მნიშვნელობის, ძირითადი დაავადებების, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების (შიზოფრენიის, ფსიქოზური, გუნება-განწყობის, შფოთვითი, სომატოფორმული, პიროვნული და კვებითი აშლილებების) შესახებ, ქცევითი პროცესების ჩამოყალიბებაში ნერვული სისტემის ანატომიის და ფუნქციის როლის, დეგენერაციული დააავადებების ეტიოლოგიასა და კლინიკურ თავისებურებების, უმაღლესი ქერქული ფუნქციების ძირითადი დარღვევების შესახებ, ნეიროფსიქოლოგიის განვითარების, უმაღლესი ქერქული ფუნქციებისა და ქცევითი დარღვევების, ნეირფოსიქოლოგიური მოდელებისა და შესწავლის სტრატეგიების შესახებ, ფსიქოსომატური მედიცინის პრინციპების, კლასიკური მედიცინისა და ფსიქოსომატიკის თვალსაზრისით დაავადებათა ეტიოლოგიური მოდელის, კანის, გულ-სისხლძარღვთა და კუჭნაწლავის დაავადებების გამომწვევი ემოციების შესახებ, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მოდელების (ლიბერმანის, ენტონის, ბენეტ-შეპარდის, შერეული), ინტეგრირებული თერაპიული პროგრამის ეფექტურობის შესახებ, ფსიქიკური დარღვევებისა და აშლილობების (დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა, შფოთვითი აშლილობა, ფობიები, შიზოფრენია და სხვ.) საერთაშორისო სისტემების (DSM, ICD) დიაგნოსტიკური კრიტერიუმებით შეფასების შესახებ მსჯელობისა და არგუმენტირების, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის, უნარი აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან

     

    პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა

    კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს ექნება:

    • ფსიქოლოგიის ეთიკური პრინციპების გათვალისწინებით, კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო და პრაქტიკული (სოციალური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი) კვლევების ჩატარების მიზნით, ინფორმაციის მოძიების უნარი აკადემიური და სამეცნიერო ლიტერატურიდან; ასევე, კლინიკურ ნეიროფსიქოლოგიაში, ფსიქოსომატურ მედიცინაში, ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციასა და ფსიქოკონსულტაციის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე არსებული ნაშრომების დამოუკიდებლად გაცნობის, ცოდნის გაღრმავების, შესწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერების და სწავლის შემდეგი ეტაპების სტრატეგიულად მაღალ დონეზე დაგეგმვის უნარი;
    • გათავისებული კლინიკური ფსიქოლოგიის სფეროში პროფესიული საქმიანობის მიმართ მაღალი პასუხისმგებლობა, კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა და პატივისცემა ნებისმიერი დაავადების მქონე პირის მიმართ; ასევე, ფსიქოლოგიური შეფასების, დიაგნოსტირების, კონსულტირებისა და რეაბილიტაციის დროს, ფსიქოლოგის ეთიკური პრინციპების დაცვა და ინოვაციური ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანის აუცილებლობა.

     

     

     

     

     

    შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის კონცენტრაცია

    ცოდნა და გაცნობიერება

    კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება:

    • ეთიკური საკითხების ღრმა და სისტემური ცოდნა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის,  ადამიანური რესურსების მართვის სფეროში, სამთავრობო თუ არა სამთავრობო ორგანიზაციებსა და კვლევით ცენტრებში მუშაობის დროს; ასევე, - ღრმა და სისტემური ცოდნა ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდების (დაკვირვება, შემთხვევის შესწავლა, გამოკითხვა, ინტერვიუ, ექსპერიმენტი) მნიშვნელობის, შერჩევის განსაზღვრის თავისებურებების, ეთიკური საკითხების გათვალისწინებით, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულებით კვლევის დაგეგმვის, ჩატარების და მონაცემთა ანალიზის შესახებ, სოციოლოგიის, სოციუმში მიმდინარე პროცესების კანონზომიერებების, ამ პროცესებზე ზეგავლენის მომხდენი ფაქტორების გათვალისწინებით;
    • ღრმა და სისტემური ცოდნა ბიზნეს ფსიქოლოგიის, მათ შორის მომხმარებლის და დასაქმებული პერსონალის ფსიქოლოგიის ასპექტების, მომხმარებლის მიერ ყიდვის გადაწყვეტილების მართვის სტრატეგიებისა და მეთოდების (მათ შორის, NLP-ს მექანიზმები და ტექნიკები მომხმარებელთან ურთიერთობისას), დასაქმებული პერსონალის მოტივაციის ტექნიკებისა და მეთოდების (ვრუმუს თეორია, ადამსის თეორია, კოგნიტური შეფასების და კორმანის თვითშესატყვისობის თეორია) შესახებ;
    • ორგანიზაციული განვითარების მთავარი ასპექტების, ორგანიზაციული სტრუქტურების და მათი თავისებურებების, ორგანიზაციული ცვლილებების, ეფექტური რესტუქტურიზაციის განხორციელების და შეფასების პარამეტრების, დიაგნოსტირების მეთოდებისა (მონაცემების შეგროვება, ორგანიზაციული ანალიზი) და ორგანიზაციის დიაგნოსტიკის შესახებ; ორგანიზაციის ქცევის ძირითადი საკითხების, პიროვნული თავისებურებების მიხედვით გუნდის დაკომპლექტების, სამუშაო ფუნქცია–მოვალეობების მიხედვით დავალებათა სწორი განაწილების, სამუშაოს მოწყობის ძირითადი მეთოდოლოგიის (სამუშაოს ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება, შესრულებული სამუშაოს შეფასება), ორგანიზაციული კულტურისა და კლიმატის შემადგენელი ასპექტების (პიროვნული ატიტუდები, ქცევითი ნორმების მარეგულირებელი დოკუმენტაცია) შესახებ;
    • ღრმა და სისტემური ცოდნა პერსონალის შერჩევის თანამედროვე მეთოდების, პერსონალის ტრეინინგისა და სწავლების ძირითადი ტენდენციების, პერსონალის სწავლებისა და განვითარების სტრატეგიების (კორპორატიული სწავლების სტრატეგია, ტალანტების მართვა) შესახებ; მუშაკების ინდივიდუალური თავისებურებების, მოტივაციის, ღირებულებების, განწყობების, ქცევისა და ინტერპერსონალური ურთიერთობების თავისებურებების, სამუშაო გარემოზე კმაყოფილი და უკმაყოფილო მუშაკების გავლენის, გადაწყვეტილების მიღებაზე ინდივიდუალური თავისებურებებისა და ორგანიზაციული შეზღუდვების ზეგავლენის შესახებ; გაყიდვებისთვის საჭირო პიროვნული თვისებების, გადაწყვეტილების მიღების ფსიქოლოგიური თავისებურებების, გადაწყვეტილების ნეირო მექანიზმების, გაყიდვების წარმატებული სტრატეგიისა და მომგებიანი ტექნიკების შესახებ;
    • ღრმა და სისტემური ცოდნა კარიერის მართვის კონცეფციის, წარმატებული კარიერისთვის საჭირო კომპეტენციების, შრომის ბაზრის ცვლილებაზე მოქმედი ფაქტორების, შრომითი მოტივაციების ძირითადი კონცეფციების (როგორიც არის მოტივაციის შინაარსობრივი და პროცესუალური მიდგომები) და მოტივაციური მოდელების (Flow-ეფექტი, მიზნობრივი მოტივაცია, პროდუქტიულობის და შედეგის ურთიერთდამოკიდებულება, კეთილსასურველი სამუშაო), კარიერის დაგეგმვის სტრუქტურის, სამსახურის ძიების ეფექტიანი გზების და პერსონალის შრომის ეფექტიანობის შეფასების მეთოდების (რანჟირების მეთოდის, 360 გრადუსის მეთოდის, მიზნების მართვის შეფასების მეთოდის და ატესტაციის) შესახებ.

     

    უნარი

    კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება:

    •  ეთიკური პრინციპების დაცვისა და მათი ინტეგრაციის უნარი ფსიქოლოგის პრაქტიკულ მუშაობაში (მათ შორის, ადამიანური რესურსების მართვა, პერსონალის შერჩევა, კვლევა); ასევე, - ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდების (დაკვირვება, შემთხვევის შესწავლა, გამოკითხვა, ინტერვიუ, ექსპერიმენტი) გამოყენებით, შრომისა და ორგანიაციის ფსიქოლოგიის სფეროში კვლევის (მათ შორის, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების და მათზე გავლენის მომხდენი ფაქტორების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გათვალისწინებით) დამოუკიდებლად დაგეგმვისა და წარმოების უნარი;
    •  ორგანიზაციაში, დასახული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, საკადრო პოლიტიკის განხორციელების, პერსონალის სამოტივაციო პროგრამების (დაჯილდოვებისა და აღიარების) დამოუკიდებლად შემუშავების, პერსონალის შერჩევისას შესაბამის პოზიციაზე საჭირო კომპეტენციების განსაზღვრის და გაყიდვების/მომსახურების სფეროში ჩართული პერსონალისთვის ტრენინგის დამოუკიდებლად დაგეგმვის და ჩატარების უნარი; ორგანიზაციული ცვლილებების საჭიროების დამოუკიდებლად განსაზღვრის, დაგეგმვის და განხორციელების უნარი; კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, მონაცემების შეგროვების, ჯგუფების და სამუშაოების დამოუკიდებლად დიაგნოსტირების და ჩართული თანამშრომლების კონსულტირების უნარი; გაყიდვების გუნდის დამოუკიდებლად მართვის და გაყიდვების დამოუკიდებლად დაგეგმვა/წარმოების უნარი;
    • ორგანიზაციის მიზანსა და სტრატეგიასთან შესაბამისობით, ახალ, გაუთვალისწინებელ გარემოში სამუშაოს სიტემური ანალიზის საფუძველზე, სამუშაოს დამოუკიდებლად მოწყობის, თანამშრომელთა ეფექტური ინტეგრაციის პროგრამის დამოუკიდებლად შედგენის, ინდივიდუალური განვითარების გეგმის დამოუკიდებლად შემუშავება-განხორციელების და მოტივაციის სისტემების დამოუკიდებლად დანერგვისა და მულტიდისციპლინარულ გარემოში განხოციელების უნარი; ცვალებად, გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში სტრესის მართვის და მიზანზე ორიენტირებული საქმიანი ურთიერთობების ეფექტურად და დამოუკიდებლად წარმართვის უნარი; კარიერული ხედვის და კონკრეტული კარიერული მიზნების შესაბამისად კონკრეტული პროფესიის შესაბამისი საჭირო კომპეტენციების პრაქტიკაში გამოყენების უნარი; კარიერულ ცვლილებებთან გამკლავების, შრომის ბაზარზე ორიენტირების და თავის დამკვიდრების უნარი;
    • შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო და პრაქტიკული კვლევის რთული და არასრული მასალების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასკვნების ჩამოყალიბების და ინოვაციური სინთეზის უნარი; ბიზნეს ფსიქოლოგიის სფეროში პერსონალის შერჩევისას შესაბამის პოზიციაზე საჭირო კომპეტენციების განსაზღვრის, სათანადოდ შეფასების საფუძველზე მომსახურების სტრატეგიების (მათ შორის, TQM სისტემა) შემუშავებისას იდეების გენერირებისა და ინოვაციური სინთეზის უნარი, მათ შორის პერსონალის ტრენინგის-პროგრამის საკითხების (კორპორატიული სწავლება, ტალანტების მართვა) შეფასებისა და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;
    •  სამუშაო და პროფესიული გარემოს, ორგანიზაციული კულტურის, კლიმატის და ინოვაციური ცვლილებების, ინდივიდუალური განვითარების პროცესის ეფექტურობის შესახებ მასალების სისტემური და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი; გაყიდვების დაგეგმვისა და მართვის სისტემის, წარმატებული გაყიდვების სტრატეგიების, ძლიერი გაყიდვებისთვის საჭირო პიროვნული თვისებების შეფასების, კრიტიკული ანალიზისა და ინოვაციური სინთეზის უნარი; შრომის ბაზარზე პრობლემების სისტემური გაანალიზების საფუძველზე, ორგანიზაციის საქმიანობაში ორგანიზაციისა და პერსონალის საჭიროებების მიზეზ-შედეგობრივ კავშირების დანახვის, კრიტიკული ანალიზის და შესაბამისი დასკვნების გაკეთების უნარი.
    • ფსიქოლოგიის ეთიკური საკითხების მნიშვნელობის შესახებ, ბიზნესფსიქოლოგიის საკითხების (მომხმარებლისა და პერსონალის ფსიქოლოგიური ასპექტები), პერსონალის მოტივაციის ტექნიკებისა და მეთოდების (ვრუმუს თეორია, ადამსის თეორია, კოგნიტური შეფასების და კორმანის თვითშესატყვისობის თეორია), ორგანიზაციული ცვლილებების, ეფექტური რესტუქტურიზაციის განხორციელების, შეფასების პარამეტრებისა და დიაგნოსტირების მეთოდების (მონაცემების შეგროვება, ორგანიზაციული ანალიზი) შესახებ, პერსონალის შერჩევის, განვითარებისა და ტრენინგის საკითხების, ორგანიზაციაში სწავლებისა და განათლების დაგეგმვის სპეციფიკასთან დაკავშირებით, აკადემიური პატიოსნების სტანდარტებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით სამოტივაციო სქემების შექმნის მეთოდების შესახებ, კონკრეტული კარიერული, მოტივაციური და ეფექტიანობის შეფასებების საკითხების შესახებ, გაყიდვებში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების (გაყიდვების ზრდის შესაძლებლობების) შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადების, დისკუსიისა და არგუმენტირების, ეფექტური კომუნიკაციის უნარი თანამშრომლებთან და მენეჯმენტთან (საკომუნიკაციო ბარიერების გათვალისწინებით ორგანიზაციაში სხვადასხვა დონის მენეჯერებთან), საქმიანი ურთიერთობების პროცესში აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან.

     

    პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა:

    კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს ექნება:

    • ფსიქოლოგიის ეთიკური პრინციპების გათვალისწინებით, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო და პრაქტიკული (სოციალური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი) კვლევების ჩატარების მიზნით, ინფორმაციის მოძიების უნარი აკადემიური და სამეცნიერო ლიტერატურიდან; ასევე, - შრომისა და ორგანიზაციის სფეროში ბიზნეს ფსიქოლოგიის (მომხმარებლისა და პერსონალის ფსიქოლოგია), ორგანიზაციის განვითარებისა და ცვლილებების, სამუშაო და პროფესიული გარემოს, პერსონალის განვითარებისა და გაყიდვების საკითხებში ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავების და სამომავლო პროფესიული ზრდის პროცესის გაცნობიერების უნარი და კონკრეტული კარიერული, მოტივაციური და ეფექტიანობის შეფასებების საფუძველზე, სწავლის და პროფესიული ზრდის შემდეგი ეტაპების სტრატეგიულად მაღალ დონეზე დაგეგმვის უნარი;
    • გათავისებული ბიზნეს–ეთიკის პრინციპების აღიარება, დაფასება და პატივისცემა ორგანიზაციული ცვლილებების, სამუშაო და პროფესიული გარემოს მოწყობის, ორგანიზაციული აქტივობის, პერსონალის შერჩევის და გაყიდვების დროს, ორგანიზაციული კულტურისა და ინდივიდუალური თავისებურებების პატივისცემა და ორგანიზაციაში კულტურული მრავალფეროვნების მიმართ ტოლერანტობის აუცილებლობა და ასევე, მაღალი პასუხისმგებლობა ახალი ღირებულებების დამკვიდრებაში მონაწილეობის მისაღებად.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 02-26-2016
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 07-16
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 30-16
    პროგრამის დეტალები:

    გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ძირითადი, კონცენტრაციების ძირითადი და არჩევითი კურსების ერთობლიობა უზრუნველყოფს კონკრეტულ მიმართულებაში ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია გამოყენებითი ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ, სტუდენტს, პროგრამის ძირითადი საგნების გარდა, შეუძლია საკუთარი ინტერესების მიმართულებით ჩაუღრმავდეს გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის კონცენტრაციებს ბავშვისა და ფსიქოლოგიის, კლინიკური ფსიქოლოგიის და შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულებით.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა შედგება 120 (ECTS) კრედიტისგან.  

    სტუდენტი ჩარიცხვისას ირჩევს ერთერთ კონცენტრაციას. 

    კლინიკური ფსიქოლოგია - კონცენტრაციის არჩევის შემთხვევაში სტუდენტმა უნდა გაიაროს გამოყენებითი ფსიქოლოგიის პროგრამის ზოგადი საგნები (18 ECTS); კონცენტრაციის ძირითადი საგნები (42 ECTS); სამაგისტრო კვლევითი ნაშრომი (30 ECTS); კონცენტრაციის ასარჩევის საგნების ბლოკიდან სულ (30 ECTS), მათ შორის (6 ECTS) სხვა კონცენტრაციის საგნებიდან.   

    აღნიშნული კონცენტრაციის კურსდამთავრებულს ენიჭება კლინიკური ფსიქოლოგის  მაგისტრის ხარისხი. 

    პროგრამაში ცალკეული კომპონენტები ხორციელდება ინგლისურენაზე. 

    ბავშვთა და მოზარდა ფსიქოლოგია - კონცენტრაციის არჩევის შემთხვევაში სტუდენტმა უნდა გაიაროს გამოყენებითი ფსიქოლოგიის პროგრამის ზოგადი საგნები (18 ECTS); კონცენტრაციის ძირითადი საგნები (42 ECTS); სამაგისტრო კვლევითი ნაშრომი (30 ECTS); კონცენტრაციის ასარჩევის საგნების ბლოკიდან (30 ECTS).  

    აღნიშნული კონცენტრაციის კურსდამთავრებულს ენიჭება ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგის  მაგისტრის ხარისხი. 

    პროგრამაში ცალკეული კომპონენტები ხორციელდება ინგლისურენაზე. 

    შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგია - კონცენტრაციის არჩევის შემთხვევაში სტუდენტმა უნდა გაიაროს გამოყენებითი ფსიქოლოგიის პროგრამის ზოგადი საგნები (18 ECTS); კონცენტრაციის ძირითადი საგნები (42 ECTS); სამაგისტრო კვლევითი ნაშრომი (30 ECTS); კონცენტრაციის ასარჩევის საგნების ბლოკიდან (30 ECTS).  

    აღნიშნული კონცენტრაციის კურსდამთავრებულს ენიჭება შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგის  მაგისტრის ხარისხი. 

    პროგრამაში ცალკეული კომპონენტები ხორციელდება ინგლისურენაზე. 

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    PSYM5111ფსიქოლოგის ეთიკური და ლეგალური პრინციპები6 1
    PSYM5115სოციოლოგია6 1
    PSYM7571კვლევის მეთოდები ფსიქოლოგიაში6 1

    კრედიტების ჯამი:

    18

    ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგია - კონცენტრაციის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    PSYM5120ადრეული და შუა ბავშვობის ფსიქოლოგიური თავისებურებანი61
    PSYM5125ბავშვთა შეფასება და დიაგნოსტირება61
    PSYM5136ინკლუზიური განათლება62
    PSYM5130მოზარდობის ასაკის ფსიქოლოგიური თავისებურებანი62
    PSYM5140ქცევის დარღვევების ანალიზი და ინტერვენცია62
    PSYM5145გენდერული სოციალიზაცია63
    PSYM 5150ფსიქოლოგიური ტრავმა ბავშვებსა და მოზარდებში - შეფასება და ინტერვენცია63
    PSYM5510სამაგისტრო ნაშრომი ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიაში304

    კრედიტების ჯამი:

    72

    კლინიკური ფსიქოლოგია - კონცენტრაციის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    PSYM 5216ნევროლოგია და ქცევის ფსიქოფიზიოლოგია61
    PSYM5210ფსიქიატრია61
    PSYM5225კლინიკური ნეიროფსიქოლოგია62
    PSYM5220ფსიქოკონსულტაციის თეორიები და პრაქტიკა62
    PSYM5230ფსიქოსომატური დაავადებები62
    PSYM5240კლინიკურ-ფსიქოლოგიური შეფასება და დიაგნოსტიკური კრიტერიუმები (DSM, ICD)63
    PSYM5235ფსიქორეაბილიტაცია63
    PSYM5515სამაგისტრო ნაშრომი კლინიკურ ფსიქოლოგიაში304

    კრედიტების ჯამი:

    72

    შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია - კონცენტრაციის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    PSYM5310ბიზნეს ფსიქოლოგია61
    PSYM5315ორგანიზაციული განვითარება და ცვლილებები61
    PSYM5171ორგანიზაციული ქცევის მართვა62
    PSYM5325პერსონალის მოტივაცია, შეფასება და კარიერის მართვა62
    PSYM5320პერსონალის შერჩევა, განვითარება და ტრეინინგი62
    PSYM5335გაყიდვების ფსიქოლოგია63
    PSYM 5330სამუშაო და პროფესიული გარემო63
    PYSM5520სამაგისტრო ნაშრომი შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიაში304

    კრედიტების ჯამი:

    72

    ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგია - კონცენტრაციის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    PSYM5168ბავშვთა ნევროლოგია62
    PSYM5155ბავშვთა ფსიქოთერაპიული მეთოდები 162
    PSYM5161მეტყველების დარღვევები და თერაპია62
    PSYM5165ჯანმრთელობის ფსიქოლოგია62
    PSYM5167ბავშვთა ფსიქიატრია63
    PSYM5175ბავშვთა ფსიქოთერაპიული მეთოდები 263
    PSYM5172თანამედროვე სწავლების მეთოდები63
    PSYM5252მონაცემთა დამუშავება63
    PSYM5181ნებელობა და მოტივაცია ბავშვებსა და მოზარდებში63
    PSYM5185სასამართლო ფსიქოლოგია ბავშვებთან და მოზარდებთან63

    კრედიტების ჯამი:

    60

    კლინიკური ფსიქოლოგია - კონცენტრაციის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    PSYM5251ადიქტოლოგია62
    PSYM5161მეტყველების დარღვევები და თერაპია62
    PSYM5250ფსიქოთერაპიული მეთოდები62
    PSYM5163ფსიქოლოგიური კონსულტირება და თერაპია: პრაქტიკა და სუპერვიზია - I62
    PSYM5253ფსიქოფარმაკოლოგია62
    PSYM5165ჯანმრთელობის ფსიქოლოგია62
    PSYM5260გეშტალტთერაპია63
    PSYM5360ზრდასრულთა შეფასების და დიაგნოსტირების მეთოდები63
    PSYM5252მონაცემთა დამუშავება63
    PSYM5275ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება (NLP)63
    PSYM5270პიროვნების მრავალფაზოვანი კვლევის მინესოტის კითხვარი (MMPI)63
    PSYM5164ფსიქოლოგიური კონსულტირება და თერაპია: პრაქტიკა და სუპერვიზია - II63
    PSYM5166წყვილებისა და ოჯახური თერაპია63
    PSYM5265ჯგუფური ფსიქოკონსულტაცია63

    კრედიტების ჯამი:

    84

    შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია - კონცენტრაციის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    PSYM5340ლიდერობა და მართვის ფსიქოლოგია62
    PSYM5173საქმიანი ურთიერთობები ორგანიზაციაში62
    PSYM5345წარმატების მიღწევის ფსიქოლოგია62
    PSYM5252მონაცემთა დამუშავება63
    PSYM5275ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება (NLP)63
    PSYM5350პოზიტიური ბიზნეს-ფსიქოლოგია63
    MGMT6130პროექტის მენეჯმენტი63
    PSYM5231სტრატეგიული მართვის ფსიქოლოგია63

    კრედიტების ჯამი:

    48









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი