eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: საერთაშორისო ურთიერთობები
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: შალვა ძებისაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარებას კვალიფიციური და მაღალი კომპეტენციის საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო მოხელეების და პოლიტიკურად განათლებული და საზოგადოებრივად მოაზროვნე და აქტიური მოქალაქეების მომზადებით, რომელთა ცოდნაც დაფუძნებული იქნება დემოკრატიულ ღირებულებებზე. პროგრამის მთავარი მიზანია სტუდენტებს მისცეს ცოდნა ისეთ პრინციპულ საკითხებზე, როგორიცაა საერთაშორისო პოლიტიკის თეორია, პრაქტიკა და დიპლომატია, თეორიული, კონცეპტუალური და ისტორიულ საკითხები საერთაშორისო პოლიტიკისა და მისი მომიჯნავე დისციპლინებში. პროგრამა სტუდენტებს გამოუმუშავებს კვლევისა და კრიტიკული შეფასების უნარებს საერთაშორისო პოლიტიკის ისეთ ასპექტებსა და საკითხებზე, როგორიცაა ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში წესრიგის დამყარება საერთაშორისო ინსტიტუტების, რეჟიმების, სამართლისა და ნორმების განვითარებით, საერთაშორისო პოლიტიკაში ძალის გამოყენების სამართლიანობა, ცვალებადი არეულობები საერთაშორისო სისტემებში, საფრთხეები, მასობრივი იარაღის გავრცელება, ტრანსნაციონალური ტერორიზმი, კონტრ -შეტევა, ანტი-ტერორისტული ძალისხმევა სახელმწიფოთა მიერ, და ა.შ. და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმედეს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სტრუქტურებში, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოში აკრედიტერებულ საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ ინსტიტუტში, ასევე შესაბამის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

• წიგნზე მუშაობის მეთოდი • ახსნა-განმარტებითი მეთოდი • დემონსტრირების მეთოდი • ინტერაქტიული მეცადინეობები • სიტუაციური ამოცანები; • სიახლეთა გარჩევა; • მცირე კვლევების ჩატარება • გუნდური მუშაობის უნარები • პრობლემის დასმა და მათი გადაჭრა • მზარდი სირთულის, თუნდაც მცირე მოცულობის კვლევის წარმოება • კრიტიკული ანალიზი • დისკუსია • დებატები • ჯგუფური დავალებები • პროექტები • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study) • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში • წერითი მუშაობის მეთოდი • თემების დაწერა • პრეზენტაციის წარდგენა • ვერბალური და ზეპირსიტყვიერი მეთოდი

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • საერთაშორისო ურთიერთობების დარგის ფართო ცოდნა, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის ფუნქცია- მოვალეობების ცოდნა,საერთაშორისო პოლიტიკის ისტორიული ცოდნა, ამავდროულად, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების ცოდნა, როგორიცაა საერთაშორისო პოლიტიკაში ძალის გამოყენების სამართლიანობა, ცვალებადი არეულობები საერთაშორისო სისტემებში, საფრთხეები, მასობრივი იარაღის გავრცელება, ტრანსნაციონალური ტერორიზმი, კონტრ- შეტევა, ანტი-ტერორისტული ძალისხმევა სახელმწიფოთა მიერ  და მის მომიჯნავე დისციპლინებში, ასვეე,  გეოგრაფიული მხარეების და სახელმწიფოების, როგორიცაა, ევროპა, აშშ, რუსეთი, თურქეთი.
    • სფეროს შესაბამისი კვლევითი მეთოდების და ტექნიკების ცოდნა, როგორებიცაა დოკუმენტების კონტენტ ანალიზი, კითხვარების და კვლევის ნიმუშების შედგენა, ელემენტარული უნივარიაციული, ბივარიაციული და მულტივარიაციული სტატისტიკური ანალიზი, რომელიც მოიცავს მარტივ ხაზოვან რეგრესიას და კორელაციას
    • პოლიტიკური ფილოსოფიური საფუძვლების და იდეოლოგიების,  დემოკრატიულ პროცესებში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობის, ადგილობრივი პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტებზე საერთაშორისო პოლიტიკის გავლენის ცონდა  და მისი როლი ქვეყნის განვითარების პროცესში;

  • უნარი
    • წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე თვისობრივი კვლევების მეთოდების გამოყენების და წარმართვის უნარი, როგორებიცაა კითხვარების შედგენა, ელემენტარული უნივარიაციული, ბივარიაციული და მულტივარიაციული სტატისტიკური ანალიზი, რომელიც მოიცავს მარტივ ხაზოვან რეგრესიას და კორელაციას.
    • კონფლიქტური სიტუაციების შეფასების და მის მოგვარებაში მონაწილეობის უნარი, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის შეფასებაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების უნარი;;
    • სხვადასხვა საერთაშორისო პრობლემური საკითხების ირგვლივ კვლევითი და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადების უნარი, ასევე, მეორადი მონაცემების შეგროვების და დამუშავების გზით პოლიტიკურ მოღვაწეთა კრიტიკული შეფასებისა და კომუნიკაციის უნარი;
    •  საერთაშორისო პოლიტიკის მიმდინარე მოვლენების და ტენდენციების ფართო ისტორიულ კონტექსტში შეფასებისა და კომუნიკაცია -განხილვის უნარი;პოლიტიკურ, ეკონომიკური და უსაფრთხოების მოვლენების გავლენის შეფასების და ანალიზის უნარი;
    • დებატებში, დისკუსიებში და საჯარო განხილვებში (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ეფექტურად მონაწილეობის უნარი;

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • პროფესიული თვითგანვითარების მიზნით ავტონომიურად საერთაშორისო ურთიერთობებში საბაზისო თეორიული და მეთოდოლოგიური ცოდნის მუდმივი განახლების უნარი პროფესიულ და სხვა წყაროებთან მუშაობის, ლიტერატურის და დოკუმენტების შესწავლის და დამუშავების გზით;
    • გათავისებული პასუხისმგებლობა პროფესიული საქმიანობა აწარმოონ პროფესიული, ეთიკური და სამართლებრივი (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო) ნორმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 08-30-2016
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 27-16
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    საუნივერსიტეტო, სკოლის (ძირითადი და არჩევითი) და პროგრამის ძირითადი კომპონენტების გარდა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა 60 კრედიტი დააგროვოს დამატებითი სპეციალობით, პროგრამის არჩევითი კომპონენტებით ან თავისუფალი კრედიტებით. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე: თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (0-50]–A2; თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (51-75]- B1/1;თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (76-100)–B1/2. სტუდენტს რომელსაც არ ჩაუბარებია ინგლისური ენა, უტარდება დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მისი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2 - სა. სტუდენტს სკოლის არჩევითი საგნების ფარგლებში ასევე შეეთავაზება ორი დამატებითი ინგლისური დონის კომპონენტი - ინგლისური ენა I (A1) და ინგლისური ენა II (A2).

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს საუნივერსიტეტო ძირითად საგნებს 24 კრედიტს; სპეციალობის 156 კრედიტს, რომელიც მოიცავს სკოლის ძირითადი საგნების 24 კრედიტს, ძირითადი სასწავლო კურსების საფუძველზე 90 კრედიტის დაგროვებას: მათ შორის, საბაკალავრო ნაშრომის შესრულებას, რომლის მოცულობა 18 კრედიტითა არის განსაზღვრული; 42 კრედიტის აღებას სპეციალიზაციის საგნებით. დარჩენილი 60 კრედიტი სტუდენტს შეუძლია შეავსოს მეორადი პროფესიის, თავისუფალი კრედიტების, ან თავისუფალი კრედიტებისა და კონცენტრაციის საგნების არჩევით. 
    პროგრამის სწავლების ენა არის ქართული, ცალკეული ინგლისურენოვანი კომპონენტებით. შესაბამისად, ყველა კომპონენტი ისწავლება ძირითადად ქართულ ენაზე, გარდა იმ კურსებისა, სადაც გამოიყენება ინგლისურენოვანი ლიტერატურა.  სტუდენტებმა დამატებითი სპეციალობა შეიძლება აირჩიონ შემდეგი სპეციალობებიდან: ისტორია; ხელოვნებათმცოდნეობა; ჟურნალისტიკა; სტრატეგიული კომუნიკაციები; აღმოსავლეთმცოდნეობა;  ინგლისური ფილოლოგია; 

    საუნივერსიტეტო ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 შემოდგომა/გაზაფხული
    HIST1119შესავალი მსოფლიო ისტორიაში I6 შემოდგომა/გაზაფხული
    HIST1219შესავალი მსოფლიო ისტორიაში II6 შემოდგომა/გაზაფხული
    KART1220აკადემიური წერა6 შემოდგომა/გაზაფხული

    კრედიტების ჯამი:

    24

    სკოლის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 შემოდგომა/გაზაფხული
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 შემოდგომა/გაზაფხული
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 შემოდგომა/გაზაფხული
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 შემოდგომა/გაზაფხული

    კრედიტების ჯამი:

    24

    სკოლის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    GERM1118გერმანული ენა A/16
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    TURC1117თურქული AI6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    GERM1218გერმანული ენა A/26
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6
    TURC1217თურქული A26
    FRAN2147ფრანგული ენა III (B1/1)6
    GERM2147გერმანული ენა III (B1/1)6
    ITAL2147იტალიური ენა III (B1/1)6
    SPAN2147ესპანური ენა III (B1/1)6
    TURC2117თურქული B1/16
    FRAN2247ფრანგული ენა IV (B1/2)6
    GERM2247გერმანული ენა IV (B1/2)6
    ITAL2247იტალიური ენა IV (B1/2)6
    SPAN2247ესპანური ენა IV (B1/2)6
    TURC2217თურქული B1/26

    კრედიტების ჯამი:

    138

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    POLI2240პოლიტიკური იდეოლოგიები6 შემოდგომა/გაზაფხული
    POLI1220პოლიტიკის შესავალი6 შემოდგომა/გაზაფხული
    POLI1225პოლიტიკის შესავალი - პოლიტიკური პროცესი, კულტურა და ინსტიტუტები6 შემოდგომა/გაზაფხული
    POLI2220მსოფლიო პოლიტიკა6 შემოდგომა
    POLI3105თვისებრივი კვლევის მეთოდები პოლიტიკაში6 შემოდგომა
    IREL1230კვლევის დიზაინი6 შემოდგომა
    POLI1145შესავალი საქართველოს პოლიტიკაში6 შემოდგომა
    IREL1225მსოფლიო პოლიტიკა II: ცივი ომი6 გაზაფხული
    POLI2120საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი6 გაზაფხული
    PSYC1488სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები6 შემოდგომა/გაზაფხული
    IREL2225გეოპოლიტიკა6 შემოდგომა
    IREL2230საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი II: ძირითადი ცნებები და ქეისები6 შემოდგომა
    POLI4565საბაკალავრო ნაშრომის მომზადება18 შემოდგომა/გაზაფხული

    კრედიტების ჯამი:

    90

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    COMM4350დეზინფორმაციის იდენტიფიცირება და კვლევა6
    IREL1221ინგლისური ენა საერთაშორისო ურთიერთობებისთვის6
    IREL1224სტრატეგიული აზროვნება6
    IREL1233შესავალი საერთაშორისო სამართალში6
    IREL1235პრაქტიკული კურსი-სიმულაცია: პოლიტიკური კრიზისი და გადაწყვეტილების მიღება/ მოლაპარაკებები6
    IREL3262კოლექტიური მეხსიერება და მისი როლი ქართულ პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში6
    IREL3264კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის საფუძვლები6
    POLI3261პოლიტიკა და პოლიტიკური მითოლოგია6

    კრედიტების ჯამი:

    48

    საერთაშორისო წესრიგი და ეკონომიკა - სპეციალიზაციის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    IREL1245ევროკავშირის სამართალი6გაზაფხული
    IREL1345რეჟიმები და ინსტიტუტები6გაზაფხული
    POLI3110საერთაშორისო ორგანიზაციები6გაზაფხული
    IREL3115საერთაშორისო პოლიტიკა და განვითარება6გაზაფხული
    IREL3110საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგი და პოლიტიკა6შემოდგომა
    IREL3125საერთაშორისო ვაჭრობა6შემოდგომა
    IREL3120საერთაშორისო ფინანსური ბაზრები და ინსტიტუტები6შემოდგომა

    კრედიტების ჯამი:

    42

    საერთაშორისო უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა - სპეციალიზაციის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    POLI1235ევროპის ცივი ომის შემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურა6გაზაფხული
    IREL1355თურქეთის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება6გაზაფხული
    IREL1255ირანის საგარეო პოლიტიკა6გაზაფხული
    IREL1350ისლამური სწავლებები6გაზაფხული
    IREL12451რუსეთის საგარეო პოლიტიკა6გაზაფხული
    IREL3220ჰიბრიდული ომი6გაზაფხული
    POLI3215აშშ-ს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა6შემოდგომა
    IREL3225დაზვერვა - თეორია და პრაქტიკა6შემოდგომა
    POLI1252თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები6შემოდგომა
    IREL1240საერთაშორისო კონფლიქტების და ომის მიზეზები6შემოდგომა

    კრედიტების ჯამი:

    60

    რეგიონებისა და ქვეყანათმცოდნეობა - სპეციალიზაციის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    IREL1310აშშ-ს პოლიტიკა და მთავრობა6გაზაფხული
    POLI2250საქართველო და მსოფლიო6გაზაფხული
    IREL1335ევროკავშირის პოლიტიკა და ინსტიტუტები6შემოდგომა
    IREL1410თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკა6შემოდგომა
    IREL1315თურქეთის პოლიტიკა და მთავრობა6შემოდგომა
    IREL1320რუსეთის პოლიტიკა და მთავრობა6შემოდგომა

    კრედიტების ჯამი:

    36









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი