პროგრამა: | ტურიზმი |
განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
ხელმძღვანელი: | ეკა დევიძე თინათინ მოსიაშვილი |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ტურიზმის ბაკალავრი |
პროგრამის მოცულობა: | 240 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. |
პროგრამის მიზანი: | ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კომპეტენტური/კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, რომლებსაც დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით ექნებათ ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების, გარემოსდაცვის და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის, როლისა და ფუნქციების შესახებ საფუძვლიანი თეორიული ცოდნა და ტურისტული პროდუქტის შექმნის, ტურების/ექსკურსიების დაგეგმვის და განხორციელების, ქართულ და ინგლისურ ენებზე ტურიზმის დარგში არსებული გამოწვევების თუ ძირითადი ტენდეციების შესახებ ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის უნარი. კურსდამთავრებულებს გაცნობიერებული ექნებათ საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემა. ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ტურიზმის ბაკალავრს შეუძლია დასაქმდეს, როგორც სახელმწიფო/საჯარო სტრუქტურებში (მუზეუმი, დაცული ტერიტორიები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო, კურორტი და ა.შ.), ისე კერძო სექტორში (ტურისტული სააგენტო, სასტუმრო და ა.შ.) და დაიკავოს ქვედა ან საშუალო რგოლის ხელმძღვანელის, სპეციალისტის/მთავარი სპეციალისტის ან მენეჯერის თანამდებობა. ტურიზმის ბაკალავრს შეუძლია სწავლა გააგრძელოს სწავლების მეორე საფეხურზე უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოში განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: |
|
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 01-11-2010 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 01-10 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 27/19 |
პროგრამის დეტალები: | სასწავლო კურსების სწავლის შედეგები შეესაბამება პროგრამის მიზნებს და ემსახურება ზოგადი დარგობრივი კომპეტენციების გამომუშავებას. ძირითადი კურსების შინაარსობრივი და ლოგიკური თანმიმდევრობა უზრუნველყოფს ტურიზმის მიმართულებით ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს. პროგრამაში გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. სტუდენტმა უნდა მიაღწიოს B2/2 დონეს და პროგრამის ძირითად საგნებში გათვალისწინებულია ინგლისურის 18 კრედიტი. დაბალი ინგლისურის დონით ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტმა შეიძლება არჩევითი კრედიტების ხარჯზე 18 კრედიტი აირჩიოს ინგლისურის დონეებში (A1-დან B1/1 ჩათვლით). კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე. თუ სტუდენტს ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული არ აქვს ინგლისური ენა, მისი კომპეტენცია დგინდება შიდა გამოცდის საფუძველზე. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში მიღებული 50 ქულა ან ნაკლები შეესაბამება A2-ის კომპეტენციას, 51 ქულიდან 75 ქულის ჩათვლით სტუდენტის კომპეტენცია განისაზღვრება B1/1 დონით, 76 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით შეესაბამება B1/2 დონის კომპეტენციას. სტუდენტებს, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ ჩაუბარებიათ ინგლისური ენა, უტარდებათ დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მათი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2-სა. |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 ECTS, რაც გულისხმობს: პროგრამის ძირითადი, სავალდებულო ასარჩევი და არჩევითი სასწავლო კურსების გავლას, აქედან ძირითადი სასწავლო კურსები 180 ECTS; პროგრამის სავალდებულო ასარჩევი ბლოკიდან (18 ECTS) მინიმუმ 6 ECTS გავლას, არჩევითი სასწავლო კურსების ბლოკიდან (138 ECTS) 54 ECTS გავლას. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
HOST2212 | კვლევის მეთოდები ტურიზმში | 6 | 7 |
MATH1414 | ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება | 6 | 2 |
BUSN1310 | ბიზნესი და ეკონომიკა | 6 | 1 |
ENGL2217 | ინგლისური ენა IV (B1/2) | 6 | 1 |
HOST3215 | ტურიზმის საფუძვლები | 6 | 1 |
HOST6240 | საქართველოს გეოგრაფია | 6 | 1 |
INFO1115 | საოფისე კომპიუტერული პროგრამები | 6 | 1 |
ENGL3149 | ინგლისური ენა V (B2/1) | 6 | 2 |
HIST1230 | შესავალი საქართველოს ისტორიაში | 6 | 2 |
HOST3217 | ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები | 6 | 2 |
MGMT2015 | მენეჯმენტის საფუძვლები | 6 | 2 |
ACCT2122 | ფინანსური აღრიცხვა I | 6 | 3 |
ENGL3213 | ინგლისური ენა VI (B2/2) | 6 | 3 |
HOST1000 | კულტურული მემკვიდრეობა და ტურიზმი | 6 | 3 |
HOST4235 | სასტუმროს მენეჯმენტი | 6 | 3 |
MKTG2210 | მარკეტინგის საფუძვლები | 6 | 3 |
ACCT2210 | მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები | 6 | 4 |
HOST2000 | ეკო-აგრო ტურიზმი და გარემოს დაცვა | 6 | 4 |
HOST3000 | დარგობრივი ინგლისური (ინგლისური ტურიზმისათვის) | 6 | 4 |
HOST4240 | ღონისძიებების მენეჯმენტი | 6 | 4 |
MGMT3221 | საქმიანი ურთიერთობები | 6 | 4 |
HOST2090 | გეო-ინფორმაციული ტექნოლოგიები ტურიზმში | 6 | 5 |
HOST3221 | ტურიზმის ეკონომიკა | 6 | 5 |
HOST4000 | ტურის დაგეგმვა და საქართველოს ტურისტული მარშრუტები | 6 | 5 |
HOST5000 | კვებისა და სასმელების მენეჯმენტი | 6 | 5 |
HOST1020 | ექსკურსიათმცოდნეობა და გიდის ხელოვნება | 6 | 6 |
HOST6000 | ტურიზმის პოლიტიკა და სამართლებრივი გარემო | 6 | 6 |
HOST7000 | ტურ-ოპერეიტინგი | 6 | 6 |
HOST9000 | სტატისტიკა ტურიზმში | 6 | 6 |
HOST2030 | პრაქტიკა სასტუმროში | 6 | 7 |
HOST2212 | კვლევის მეთოდები ტურიზმში | 6 | 7 |
HOST8000 | პრაქტიკა ტურისტულ კომპანიაში | 6 | 7 |
კრედიტების ჯამი: | 192 |
სტუდენტმა სავალდებულო ასარჩევი ბლოკიდან უნდა გაიაროს მინიმუმ 6 კრედიტი | |||
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
HOST2040 | პრაქტიკა - მუზეუმი | 6 | 7 |
HOST2050 | პრაქტიკა - დაცული ტერიტორიები | 6 | 7 |
HOST2060 | პრაქტიკა - კურორტი | 6 | 7 |
კრედიტების ჯამი: | 18 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
HOST3310 | სამედიცინო-გამაჯანსაღებელი ტურიზმი | 6 | |
TURK1140 | თურქული ენა I (A1) | 6 | |
TURK1240 | თურქული ენა II (A2) | 6 | |
TURK2141 | თურქული ენა III(B1/1) | 6 | |
TURK2241 | თურქული ენა IV (B1/2) | 6 | |
ENGL1147 | ინგლისური ენა I (A1) | 6 | |
ENGL1247 | ინგლისური ენა II (A2) | 6 | |
ENGL2147 | ინგლისური ენა III (B1/1) | 6 | |
COMM4120 | საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი | 6 | |
COMM4252 | კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა | 6 | |
ECON1290 | მიკროეკონომიკის პრინციპები | 6 | |
ECON2190 | მაკროეკონომიკის პრინციპები | 6 | |
FINA2211 | დაზღვევის საფუძვლები | 6 | |
HIST1118 | ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება | 6 | |
HOST0001 | საბაკალავრო ნაშრომი ტურიზმში | 18 | |
HOST2070 | რუსული ენა 1 | 6 | |
HOST2080 | რუსული ენა 2 | 6 | |
LAWB4991 | სამეწარმეო სამართალი | 6 | |
MGMT1515 | ბიზნეს ეთიკა | 6 | |
MGMT3211 | ადამიანური რესურსების მართვა | 6 | |
MGMT4220 | პროექტის მენეჯმენტი | 6 | |
MKTG3210 | მომხმარებელთა ქცევის საფუძვლები | 6 | |
MKTG3279 | მომსახურების მარკეტინგი | 6 | |
MKTG4110 | ბრენდის მენეჯმენტი | 6 | |
MKTG4220 | ელექტრონული კომერცია და ონლაინ მარკეტინგი | 6 | |
STAT1122 | სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების ინფორმაციული სისტემები SPSS | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 168 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |