eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ინგლისური ფილოლოგია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: მაია ჩხეიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფილოლოგიის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ინგლისური ენის მინიმალურ ზღვრად დადგენილია 74 % +1.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია ინტერდისციპლინური ცოდნით აღჭურვილი ბაკალავრის მომზადება, რომელიც შეძლებს საქმიანობის განხორციელებას არა მხოლოდ ფილოლოგიის, არამედ სხვა, მომიჯნავე სფეროებშიც. ფილოლოგიის სფეროს კომპლექსურობის გათვალისწინებით, პროგრამა უზრუნველყოფს კვალიფიციური, ერთი მხრივ, ზოგადჰუმანიტარული სააზროვნო სივრცისათვის შესაბამისი კომპეტენციის მქონე პროფესიონალის ფორმირებას, მეორე მხრივ კი, ეფექტური ინგლისურენოვანი კომუნიკატორის ჩამოყალიბებას, რომლის ენობრივი კომპეტენციაც მოიცავს როგორც ზოგადი, ისე პროფესიულ-დარგობრივი ენებით (ბიზნესი, პოლიტიკა, სამართალი) ოპერირების უნარს. დასახული მიზნის მიღწევას ემსახურება საბაკალავრო სწავლების დონისათვის შესაბამისი კვლევითი და პრაქტიკული უნარების ფორმირება, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფილია პროგრამაში ინტეგრირებული თეორიული და პრაქტიკული კურსების სინთეზით. სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება მიმართულია ჰუმანიტარული და ინტერდისციპლინური, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაზე, სტუდენტის მრავალმხრივი ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, მის მიერ აკადემიური პატიოსნების სტანდარტების, ეთიკური და პროფესიული ნორმების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გათავისებასა და მარკეტაბელური პროფესიული კადრის აღზრდაზე. ვითარდება რა შრომითი ბაზრის ცვალებადი მოთხოვნების გათვალისწინებით, პროგრამა მნიშვნელოვნად აფართოებს ფილოლოგთა დასაქმების სფეროს. იგი აძლევს ბაკალავრს დასაქმების შესაძლებლობას სახელმწიფო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში, გამომცემლობებსა და საელჩოებში, მთარგმნელობით ბიუროებსა და ტურისტულ კომპანიებში, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებათა სისტემასა და იმ კომპანიებში, სადაც არსებობს მოთხოვნა ინგლისურენოვან პროფესიონალ კომუნიკატორზე. ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს მომავალ პროფესიონალებს დარგის ფართო ცოდნით და ორიენტირებულია ბაკალავრის მომზადებაზე ბაზრისა და დამსაქმებლის მოთხოვნების გათვალისწინებით. პროგრამა აძლევს საკუთარ კურსდამთავრებულს შესაბამის და მომიჯნავე სპეციალობებზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას, რომელსაც უზრუნველყოფს პროგრამის ფართო ჰუმანიტარული პროფილი მასში ჩართული აკადემიური რესურსითა და სასწავლო კომპონენტებით. საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობას, სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებას და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
  • ენის სასწავლო ლაბორატორიაში მუშაობა (აუდირება)
  • მონაცემთა ანალიზი
  • რეფერატების მომზადება
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • რეფერატების პრეზენტაცია
  • ვერბალური მეთოდი
  • დისკუსია/დებატები
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • კურსდამთავრებული
    იცნობს:

    • ენათმეცნიერებისა და ენათმეცნიერების ჩამოყალიბების ისტორიას, ძირითად ლინგვისტურ მოძღვრებებს, კონცეფციებს, თეორიებს, მეთოდებსა და პრინციპებს;
    • მსოფლიო ლიტერატურული პროცესის უმნიშვნელოვანეს ეპოქებსა და ძირითად ტენდენციებს, მხატვრული ლიტერატურის მეთოდოლოგიურ და თეორიულ საფუძვლებს;
    • ზოგადი ინგლისური ენის დამოუკიდებელი და მიზნობრივი ენის კომპეტენტური, მეორე ევროპული (სავალდებულო ასარჩევი) ენის დამოუკიდებელი გამოყენებისათვის რელევანტური გრამატიკული ნორმებისა და ლექსიკური მარაგის სპეციფიკას;
    • ძირითად ანთროპოლოგიურ მიდგომებსა და თეორიებს;
    • ცივილიზაციებისა და კაცობრიობის განვითარების ძირითად პერიოდებს;
    • საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს ეტაპებს;
    • აკადემიური წერის ძირითად პრინციპებსა და (APA) აკადემიური სტილის სტანდარტებს.

    აღწერს:

    • თანამედროვე ლინგვისტიკის ძირითადი დარგებისა და მიმდინარეობების თავისებურებებს;
    • ლიტერატურათმცოდენობის კონცეფციებისა და თეორიების, ლიტერატურის თეორიის სისტემის ფუნქციონირებისა და ლიტერატურული ჟანრების განვითარების სპეციფიკას.

  • უნარი
  • კურსდამთავრებული:

    • ახდენს ფილოლოგიის სფეროსათვის რელევანტური მეთოდებისა და პრინციპების (ფონემური და მორფემული ანალიზის პრინციპები, ტრანსფორმაციული ანალიზის მეთოდი, ჰიპონიმიის პრინციპი, ტექსტის ჰერმენევტიკური ანალიზი და ლიტერატურული კრიტიციზმის პრინციპები და ა.შ.) გამოყენებით მიღებული შედეგების ანალიზსა და სინთეზს;
    • ინგლისურ ენაზე მკაფიოდ სტრუქტურირებული კომპლექსური ზეპირი და წერილობითი ტექსტის პროდუცირებისას იყენებს რელევანტურ კომუნიკაციურ სტრატეგიებს, აყალიბებს რელევანტურ არგუმენტებს და ლოგიკურად ასაბუთებს საკუთარ კრიტიკულ მოსაზრებას კომპლექსურ საკითხებთან დაკავშირებით, ახორციელებს ადეკვატურ კომუნიკაციურ ქმედებას სხვადასხვა კომუნიკაციურ კონტექსტში;
    • მეორე ევროპულ ენაზე თანმიმდევრულად აღწერს მოვლენებს, საკუთარ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს სინტაქსურად გამართული და აზრობრივად ჩამოყალიბებული წინადადებებით ნაცნობი თემატიკის ფარგლებში;
    • ფილოლოგიის სფეროსათვის რელევანტურ საკითხებზე არგუმენტირებული დასკვნის ჩამოყალიბების მიზნით იძიებს ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან, ახდენს საკითხთა თანმიმდევრულად, ნათლად ფორმულირებასა და პრეზენტაციას როგორც სპეციალისტებთან (ფილოლოგები, ენის მასწავლებლები), ისე არასპეციალისტებთან (ფართო საზოგადოება) თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენებით.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • კურსდამთავრებული:

    • ითვისებს რა ინგლისური ფილოლოგიის კომპლექსურ სააზროვნო სივრცეს, იღებს პასუხისმგებლობას პროფესიულ განვითარებაზე მის მიერ მომზადებულ ნაშრომებში (რეფერატი, საბაკალვრო ნაშრომი) მონაცემთა ანალოგიზაცია/კონტრასტირების, სინთეზირებისა და შედეგების რეპრეზენტაციის, ასევე აკადემიური პატიოსნების სტანდარტების დაცვის გზით.

     

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-15-2007
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 13
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 16/19
    პროგრამის დეტალები:

    პროგრამის ძირითადი და პროგრამის ასარჩევი კომპონენტების გარდა სტუდენტს აქვს 6 თავისუფალი კრედიტი და შესაძლებლობა აირჩიოს დამატებითი სპეციალობა 

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამით ფილოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მისანიჭებლად საჭირო 240 ECTS კრედიტი ნაწილდება შემდეგნაირად: 174 ECTS განკუთვნილია პროგრამის ძირითადი და არჩევითი საგნებისთვის (მათ შორის კვლევითი კომპონენტის – საბაკალავრო ნაშრომის მომზადება – 12 ECTS; არჩევითი საგნები (მეორე ევროპული ენა) –24 ECTS); თავისუფალი კრედიტი-6 ECTS. 60 ECTS ფარგლებში სტუდენტს შეუძლია მისთვის სასურველი დამატებითი სპეციალობის არჩევა. დამატებითი სპეციალობის არჩევა შესაძლებელია როგორც ძირითადი სპეციალობის განმახორციელებელ, ისე სხვა სკოლაში; (დამატებითი სპეციალობა სტუდენტს არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს, თუმცა ძირითად სპეციალობასთან კომბინაციაში, აღრმავებს სტუდენტის ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს და /ან აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს გარკვეული საბაზისო ცოდნა, რომელიც ძირითად სპეციალობასთან ერთად ჩამოუყალიბებს მას დასაქმებისთვის ან განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის საჭირო დარგობრივ კომპეტენციებს)

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL1111ინგლისური ენა ფილოლოგებისთვის I (B1/1)6 1
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1
    KART1220აკადემიური წერა6 1
    LING1130ენათმეცნიერების შესავალი6 1
    LITR1120მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის შესავალი6 1
    ENGL1112ინგლისური ენა ფილოლოგებისთვის II (B1/2)6 2
    ENGL1125ინგლისური ლიტერატურა I6 2
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6 2
    PHIL1210შესავალი ფილოლოგიაში6 2
    ENGL1113ინგლისური ენა ფილოლოგებისთვის III (B2/1)6 3
    ENGL1225ინგლისური ლიტერატურა II6 3
    ENGL2110ინგლისური ენის სტილისტიკა6 3
    LITR2217ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურის თეორიის საფუძვლები6 3
    ENGL1114ინგლისური ენა ფილოლოგებისათვის IV (B2/2)6 4
    ENGL2212ლექსიკოლოგია (ინგლისური)6 4
    ENGL3220თეორიული გრამატიკა და ფონეტიკა (ინგლისური)6 4
    ENGL1117ინგლისური ენა ფილოლოგებისთვის 3 (B2+/1)6 5
    ENGL2243ინგლისური ენა ფილოლოგებისთვის (ბიზნესი)6 6
    ENGL3143ინგლისური ენა ფილოლოგებისთვის (სამართალი)6 7
    ENGL4131ინგლისური ენის ისტორია6 7
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 8
    ENGL3243ინგლისური ენა ფილოლოგებისთვის (პოლიტიკა)6 8
    ENGL4240საბაკალავრო ნაშრომი ინგლისურ ფილოლოგიაში12 8
    TRANS4110თარგმანის თეორია6 8

    კრედიტების ჯამი:

    150

    თავისუფალი კრედიტი

    კოდი საგანი კრედიტი
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6
    ARTS1117ეთნოგრაფიული დიზაინი6
    BYZN1217ბიზანტიური ცივილიზაცია6
    HIST2157ანტიკური კულტურის საფუძვლები6
    CILS1140 A/1იტალიური ენა A/1 CILS გამოცდისთვის6
    AMST2123ამერიკული ლიტერატურის ისტორია6
    CILS140 A/2იტალიური ენა A/2 CILS გამოცდისთვის6
    ENGL1717ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (TOEFL)6
    ENGL1718ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (IELTS)6
    LANC2117ენა და ინტერკულტურული კომუნიკაცია6
    CILS140 B/1იტალიური ენა B/1 CILS გამოცდისთვის6
    ORBC1223ზეპირი ბიზნესკომუნიკაცია3
    PHIL2130ფილოსოფიური აზრის ისტორია6
    WRBC1223წერითი ბიზნესკომუნიკაცია3
    LITR2018ამერიკული და ინგლისური მოთხრობა6
    TURM1111პროფესიული ინგლისური ენა (ტურიზმი)3
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6

    კრედიტების ჯამი:

    93

    სავალდებულო ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    GERM1118გერმანული ენა A/16
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    GERM1218გერმანული ენა A/26
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6
    FRAN2147ფრანგული ენა III (B1/1)6
    GERM2147გერმანული ენა III (B1/1)6
    ITAL2147იტალიური ენა III (B1/1)6
    SPAN2147ესპანური ენა III (B1/1)6
    FRAN2247ფრანგული ენა IV (B1/2)6
    GERM2247გერმანული ენა IV (B1/2)6
    ITAL2247იტალიური ენა IV (B1/2)6
    SPAN2247ესპანური ენა IV (B1/2)6

    კრედიტების ჯამი:

    96









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი