პროგრამა: | ბიზნესის ადმინისტრირება |
განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
ხელმძღვანელი: | მაია ამაშუკელი ეკა გეგეშიძე ნათია გოლიაძე |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი |
პროგრამის მოცულობა: | 240 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. |
პროგრამის მიზანი: | პროგრამის მიზანია თანამედროვე ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში უახლესი ცოდნის მიწოდება და მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, პროფესიონალი სპეციალისტების მომზადება ბიზნესის ძირითად მიმართულებებში. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს გამოუმუშავდება ძირითადი სამეწარმეო უნარები, მიიღებს იმ ცოდნას და გამოცდილებას, რაც საჭიროა საშუალო და დაბალი რგოლის მენეჯერისათვის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. კურსდამთავრებულებს ექნებათ მენეჯმენტის სტრატეგიული, საწარმოო, ფინანსური, ადმინისტრაციული, კულტურულ-ეთიკური ასპექტების გათვალისწინებით კონკურენტული ბიზნეს სტრატეგიების და ბაზარზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავების; მენეჯმენტის ფუნქციური ქვესისტემების ორგანიზებისა და ბიზნეს ოპერაციების დაგეგმვის ზოგადი მეთოდიკის ცოდნა და შეეძლებათ ბიზნეს გარემო ფაქტორების იდენტიფიცირება; მენეჯერული გეგმებისა და მიზნების დასახვა; მარკეტინგული და ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება; ფინანსური ანალიზი და ამ პროცესში ფინანსური აღრიცხვის ჩარჩოების, პრინციპების და პროცედურების გამოყენება. კურსდამთავრებულებს გაცნობიერებული ექნება საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება ქმედებების კანონისა და ბიზნეს–ეთიკის ფარგლებში მოქცევაში და ამ ღირებულებების დამკვიდრებისკენ მზაობა, რომ წვლილი შეიტანონ დარგის განვითარებაში. კურსდამთავრებულები ასევე შეძლებენ გამოკვეთონ საკუთარი პროფესიული ინტერესები და მოახდინონ ცოდნის სრულყოფა სწავლების უფრო მაღალ საფეხურზე. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეეძლება მენეჯმენტის სტრატეგიული, საწარმოო, ფინანსური, ადმინისტრაციული, გლობალური, სოციალურ-ფსიქოლოგიური, კულტურულ-ეთიკური ასპექტების გათვალისწინებით კონკურენტული ბიზნეს სტრატეგიების შემუშავების, მენეჯმენტის ფუნქციური ქვესისტემების ორგანიზებისა და ბიზნეს ოპერაციების დაგეგმვის ზოგადი მეთოდიკის აღწერა და დახასიათება; უნარი • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს ეფექტური ორგანიზაციული სტრატეგიის შექმნისათვის ბიზნესის გარემო ფაქტორების იდენტიფიცირებას, გარემოს და საბაზრო ძალების ანალიზს, კონკურენტების შეფასებას, ბიზნესის ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების (SWOT) ანალიზს და მენეჯერული გეგმებისა და მიზნების დასახვას; პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ექნება უნარი გამოკვეთოს საკუთარი პროფესიული ინტერესები და დამოუკიდებლობლად გამოკვეთოს სწავლების შემდგომ საფეხურზე გაგრძელების საჭიროება; • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს გაცნობიერებული ექნება საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება კანონისა და ბიზნეს–ეთიკის პატივისცემაში; |
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 11-23-2004 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 14-12 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 29/19 |
პროგრამის დეტალები: | სწავლების საწყის სემესტრებში, გათვალისწინებულია ძირითადი კურსების შესწავლა, რომელთა სწავლის შედეგებიც შეესაბამება პროგრამის მიზნებსა და შედეგებს და ემსახურება ზოგადი დარგობრივი კომპეტენციების გამომუშავებას. ძირითადი კურსების შინაარსობრივი და ლოგიკური თანმიმდევრობა უზრუნველყოფს კონკრეტულ მოდულებში ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. ინგლისურის ენის მიმართულებით სტუდენტმა უნდა მიაღწიოს B2/2 დონეს და პროგრამის ძირითად საგნებში გათვალისწინებულია ინგლისურის 18 კრედიტი. თუმცა დაბალი ინგლისურის დონით ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტმა შეიძლება არჩევითი კრედიტების ხარჯზე 18 კრედიტი გახარჯოს ინგლისურის დონეებში (A1-დან B1/1 ჩათვლით). კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე. თუ სტუდენტს ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული არ აქვს ინგლისური ენა, მისი კომპეტენცია დგინდება შიდა გამოცდის საფუძველზე. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში მიღებული 50 ქულა ან ნაკლები შეესაბამება A2-ის კომპეტენციას, 51 ქულიდან 75 ქულის ჩათვლით სტუდენტის კომპეტენცია განისაზღვრება B1/1 დონით, 76 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით შეესაბამება B1/2 დონის კომპეტენციას. სტუდენტებს, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ ჩაუბარებიათ ინგლისური ენა, უტარდებათ დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მათი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2-სა. პროგრამა სტუდენტს აძლევს საშუალებას გაიაროს 12 ECTS თავისუფალი კრედიტების ფარგლებში. |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | ბიზნესის ადმინისტრირებაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 ECTS, რაც გულისხმობს: პროგრამის ძირითადი საგნების გავლას, რაც მოიცავს 156 ECTS, ხოლო დარჩენილი 84 ECTS შევსება სტუდენტს შეუძლია საბაკალავრო პროგრამის დანარჩენი საგნებიდან (როგორც პროგრამის ასარჩევი, ასევე სხვადასხვა კონცენტრაციის საგნებიდან). |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
BUSN1111 | ბიზნესის ეთიკურ-სამართლებრივი გარემო | 6 | 1 |
BUSN1310 | ბიზნესი და ეკონომიკა | 6 | 1 |
ENGL2217 | ინგლისური ენა IV (B1/2) | 6 | 1 |
INFO1115 | საოფისე კომპიუტერული პროგრამები | 6 | 1 |
MATH1010 | მათემატიკური მეთოდები I | 6 | 1 |
ECON1290 | მიკროეკონომიკის პრინციპები | 6 | 2 |
ENGL3149 | ინგლისური ენა V (B2/1) | 6 | 2 |
MATH1015 | მათემატიკური მეთოდები II | 6 | 2 |
MGMT2015 | მენეჯმენტის საფუძვლები | 6 | 2 |
MKTG2210 | მარკეტინგის საფუძვლები | 6 | 2 |
ACCT2122 | ფინანსური აღრიცხვა I | 6 | 3 |
ECON2190 | მაკროეკონომიკის პრინციპები | 6 | 3 |
ENGL3213 | ინგლისური ენა VI (B2/2) | 6 | 3 |
HIST1118 | ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება | 6 | 3 |
STAT2219 | სტატისტიკა | 6 | 3 |
ACCT2210 | მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები | 6 | 4 |
ACCT2221 | ფინანსური აღრიცხვა II | 6 | 4 |
MGMT3221 | საქმიანი ურთიერთობები | 6 | 4 |
FINA3115 | ფინანსების საფუძვლები | 6 | 5 |
MGMT2210 | სტრატეგიული მენეჯმენტის საფუძვლები | 6 | 5 |
MGMT3110 | ოპერაციათა მენეჯმენტის საფუძვლები | 6 | 5 |
ECON3279 | საგადასახადო დაბეგვრის პრინციპები | 6 | 6 |
BUSN4251 | პრაქტიკული სამუშაო და საბაკალავრო პროექტი ბიზნესის მართვაში | 30 | 8 |
კრედიტების ჯამი: | 162 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
ENGL1147 | ინგლისური ენა I (A1) | 6 | |
ENGL1247 | ინგლისური ენა II (A2) | 6 | |
ENGL2147 | ინგლისური ენა III (B1/1) | 6 | |
FRAN1147 | ფრანგული ენა I (A1) | 6 | |
GERM1116 | გერმანული ენა A1/1 | 6 | |
ITAL1147 | იტალიური ენა I (A1) | 6 | |
SPAN1147 | ესპანური ენა I (A1) | 6 | |
FRAN1247 | ფრანგული ენა II (A2) | 6 | |
GERM1216 | გერმანული ენა A1/2 | 6 | |
ITAL1247 | იტალიური ენა II (A2) | 6 | |
SPAN1247 | ესპანური ენა II (A2) | 6 | |
BUSN1515 | სამართალი და ეკონომიკა | 6 | |
FRAN2147 | ფრანგული ენა III (B1/1) | 6 | |
GERM2116 | გერმანული ენა A2/1 | 6 | |
ITAL2147 | იტალიური ენა III (B1/1) | 6 | |
SPAN2147 | ესპანური ენა III (B1/1) | 6 | |
BUSN2121 | ინგლისური ბიზნესკომუნიკაციისათვის | 6 | |
ENGL1717 | ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (TOEFL) | 6 | |
ENGL1718 | ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (IELTS) | 6 | |
FRAN2247 | ფრანგული ენა IV (B1/2) | 6 | |
GERM2216 | გერმანული ენა A2/2 | 6 | |
INTR4215 | სტაჟირება ბიზნესში | 12 | |
ITAL2247 | იტალიური ენა IV (B1/2) | 6 | |
SPAN2247 | ესპანური ენა IV (B1/2) | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 150 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
MGMT1515 | ბიზნეს ეთიკა | 6 | 4 |
MGMT4220 | პროექტის მენეჯმენტი | 6 | 4 |
FINA3220 | ინვესტმენტის საფუძვლები | 6 | 5 |
MATH1413 | მათემატიკური მეთოდები III | 6 | 5 |
LAWB4991 | სამეწარმეო სამართალი | 6 | 5 |
FINA2211 | დაზღვევის საფუძვლები | 6 | 6 |
FINA4115 | კორპორაციათა ფინანსები (საშუალო დონე) | 6 | 6 |
BUSN3210 | პროგნოზირება ეკონომიკასა და ბიზნესში | 6 | 6 |
FINA2210 | რისკების მართვა | 6 | 6 |
FINA4250 | საერთაშორისო ფინანსები | 6 | 6 |
ECON4279 | საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტი | 6 | 6 |
ACCT4212 | ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები | 6 | 6 |
ACCT4230 | აუდიტის საფუძვლები | 6 | 7 |
INFO3212 | გადაწყვეტილებათა მოდელირება MS EXCEL-ში | 6 | 7 |
FINA4260 | ვაჭრობა ფინანსურ ბაზრებზე | 6 | 7 |
ACCT3216 | ფინანსური აღრიცხვა (საშუალო დონე) | 6 | 7 |
FINA2212 | შესავალი საბანკო საქმეში | 6 | 7 |
კრედიტების ჯამი: | 102 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
MGMT1515 | ბიზნეს ეთიკა | 6 | 4 |
MGMT4220 | პროექტის მენეჯმენტი | 6 | 4 |
MKTG4110 | ბრენდის მენეჯმენტი | 6 | 5 |
COMM4315 | ივენთ მენეჯმენტი | 6 | 5 |
MKTG3210 | მომხმარებელთა ქცევის საფუძვლები | 6 | 5 |
LAWB4991 | სამეწარმეო სამართალი | 6 | 5 |
MKTG4550 | სოციალური მედია მარკეტინგი | 6 | 5 |
MKTG4220 | ელექტრონული კომერცია და ონლაინ მარკეტინგი | 6 | 6 |
JMMB2315 | კონტენტ მარკეტინგი | 6 | 6 |
MKTG4190 | მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი | 6 | 6 |
MKTG3279 | მომსახურების მარკეტინგი | 6 | 6 |
COMM4130 | რეკლამის საფუძვლები | 6 | 6 |
COMM4120 | საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი | 6 | 6 |
JMMB2317 | სოციალური მედიის ანალიტიკა | 6 | 6 |
STAT1122 | სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების ინფორმაციული სისტემები SPSS | 6 | 6 |
MGMT6203 | სტრატეგიული მენეჯმენტის სიმულაცია | 6 | 6 |
COMM4150 | გაყიდვების სტრატეგია | 6 | 7 |
MKTG4230 | გლობალური მარკეტინგული სტრატეგიები | 6 | 7 |
COMM4252 | კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა | 6 | 7 |
MKTG3220 | მარკეტინგული კვლევა | 6 | 7 |
MKTG2609 | მარკეტინგული კომუნიკაციები | 6 | 7 |
კრედიტების ჯამი: | 126 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
MGMT1515 | ბიზნეს ეთიკა | 6 | 4 |
BUSN4310 | ბიზნეს სამართალი | 6 | 4 |
MGMT2212 | მეწარმეობა | 6 | 5 |
MGMT2211 | საერთაშორისო ბიზნესი | 6 | 5 |
LAWB4991 | სამეწარმეო სამართალი | 6 | 5 |
MGMT3211 | ადამიანური რესურსების მართვა | 6 | 6 |
FINA2211 | დაზღვევის საფუძვლები | 6 | 6 |
MKTG4190 | მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი | 6 | 6 |
MGMT3121 | ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები | 6 | 6 |
BUSN3210 | პროგნოზირება ეკონომიკასა და ბიზნესში | 6 | 6 |
MGMT4220 | პროექტის მენეჯმენტი | 6 | 6 |
FINA2210 | რისკების მართვა | 6 | 6 |
COMM4120 | საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი | 6 | 6 |
ECON4279 | საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტი | 6 | 6 |
MGMT6203 | სტრატეგიული მენეჯმენტის სიმულაცია | 6 | 6 |
MGMT2213 | ISO და ხარისხის ტოტალური მართვა | 6 | 7 |
INFO3212 | გადაწყვეტილებათა მოდელირება MS EXCEL-ში | 6 | 7 |
COMM4252 | კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა | 6 | 7 |
MGMT2121 | ლიდერობა | 6 | 7 |
FINA2212 | შესავალი საბანკო საქმეში | 6 | 7 |
MGMT3151 | ცვლილებების მართვა | 6 | 7 |
კრედიტების ჯამი: | 126 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
MGMT1515 | ბიზნეს ეთიკა | 6 | 4 |
MGMT4220 | პროექტის მენეჯმენტი | 6 | 4 |
FINA3220 | ინვესტმენტის საფუძვლები | 6 | 5 |
ECON4279 | საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტი | 6 | 5 |
ACCT3216 | ფინანსური აღრიცხვა (საშუალო დონე) | 6 | 5 |
INFO3212 | გადაწყვეტილებათა მოდელირება MS EXCEL-ში | 6 | 6 |
FINA2211 | დაზღვევის საფუძვლები | 6 | 6 |
FINA4115 | კორპორაციათა ფინანსები (საშუალო დონე) | 6 | 6 |
LAWB4991 | სამეწარმეო სამართალი | 6 | 6 |
ACCT4212 | ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები | 6 | 6 |
ACCT3440 | ფინანსური აღრიცხვა (უმაღლესი დონე) | 6 | 6 |
ACCT3540 | არამომგებიანი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვა | 6 | 7 |
ACCT4230 | აუდიტის საფუძვლები | 6 | 7 |
ACCT2216 | გადასახადების ადმინისტრირება | 6 | 7 |
ACCT3320 | მმართველობითი აღრიცხვა (საშუალო დონე) | 6 | 7 |
ACCT3110 | სააღრიცხვო ინფორმაციული სისტემები | 6 | 7 |
ACCT1315 | ფროდები ბუღალტერიაში | 6 | 7 |
FINA2212 | შესავალი საბანკო საქმეში | 6 | 7 |
კრედიტების ჯამი: | 108 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |