პროგრამა: | საჯარო მმართველობა |
განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
ხელმძღვანელი: | ეკა გეგეშიძე ნოდარ ხერხეულიძე |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | საჯარო მმართველობის ბაკალავრი |
პროგრამის მოცულობა: | 240 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე. |
პროგრამის მიზანი: | დღეს საქართველო საჯარო ადმინისტრირების რეფორმისა და განვითარების ეტაპზეა, რაც მმართველობის ძველი სისტემიდან ახალ, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ, ღია მმართველობის ფორმების დამკვიდრებასა და სერვისზე ორიენტირებული საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას გულისხმობს. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე ამ უმნიშვნელოვანესი ცვლილებების წარმატებით განხორციელება კი მაღალკვალიფიციურმა და პროფესიონალმა საჯარო მმართველებისა და საჯარო მოხელეების ახალმა თაობამ უნდა უზრუნველყოს. საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის მიზანი სწორედ დემოკრატიული აზროვნების, კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებაა. პროგრამა შედგენილია საერთაშორისო გამოცდილებისა და საჯარო სექტორში დასაქმების ბაზარზე არსებული მოთხოვნის ფართო არეალის გათვალისწინებით და გამიზნულია მათთვის, ვისაც სახელმწიფო სამსახურში, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმატებული კარიერა აინტერესებთ. პროგრამა მოიცავს საჯარო ადმინისტრირების სამივე განზომილებას - მენეჯერულ, სამართლებრივ და პოლიტიკურ-ეკონომიკურ ასპექტებს, ფოკუსირებულია საჯარო მმართველობის მენეჯერულ კონტექსტზე და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოში უახლეს და მიმდინარე პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ რეფორმებს, მათთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის შესაძლებლობებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას. სფეროს მულტიდისციპლინარული ხასიათიდან გამომდინარე, პროგრამა სტუდენტს აძლევს სახელმწიფო მართვის, საჯარო პოლიტიკის პროცესისა და პროგრამების ადმინისტრირების მრავალმხრივ ცოდნას, უყალიბებს პროფესიულ ხედვას და მისი პრაქტიკაში რეალიზების უნარ-ჩვევებს, რაც მნიშვნელოვანია, როგორც მათი პროფესიული კუთხით დასაქმებისა და კარიერული წინსვლისთვის, ასევე უფრო ვიწრო პროფესიული ინტერესების გამოკვეთისა და სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისათვის. შესაბამისად, პროგრამა სტუდენტებს ამზადებს საჯარო სექტორში წარმატებული საქმიანობისათვის, რომელთაც თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით, ინოვაციური ხედვისა და ახალი იდეების გენერირების გზით შეეძლებათ წვლილი შეიტანონ საჯარო მმართველობის სისტემის გაუმჯობესებასა და ქვეყნის განვითარებაში. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება საჯარო ადმინისტრირების მმართველობითი კონტექსტის ფართო ცოდნა, რაც მოიცავს:
საჯარო ადმინისტრირების სფეროს პოლიტიკურ-ეკონომიკური კონტექსტის ფართო ცოდნა, რაც მოიცავს:
საჯარო ადმინისტრირების სფეროს სამართლებრივი კონტექსტის ფართო ცოდნა, რაც მოიცავს:
უნარი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს:
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
|
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 01-11-2010 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 14-12 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 03/19 |
პროგრამის დეტალები: | პროგრამაში გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ინგლისური ენის ცოდნის მიხედვით. სტუდენტი პირველი სემესტრიდან იწყებს ინგლისური ენის შესწავლას იმ დონიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას და პროგრამის განმავლობაში დაფარავს B2/2 დონეს. სტუდენტის ინგლისური ენის ცონის დონე დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულის შესაბამისად:
ინგლისური ენის შესასწავლად პროგრამის ძირითად საგნებში გათვალისწინებულია 18 კრედიტი (B1/2, B2/1, B2/2). შესაბამისად, სტუდენტი, რომელიც B1/2 კომპეტენციით ჩააბარებს, ინგლისურ ენას შეისწავლის ძირითადი საგნების ფარგლებში. ხოლო ინგლისურის დაბალი ქულით ან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სხვა ენის ჩაბარების შემთხვევაში, არჩევითი კრედიტების ხარჯზე შეუძლია დამატებით 18 კრედიტის გამოყენება მისთვის საჭირო ინგლისურის დონეების დასაფარად (A1-დან B1/1 ჩათვლით). თუ სტუდენტს ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული არ აქვს ინგლისური ენა, მისი კომპეტენცია დგინდება შიდა გამოცდის საფუძველზე და ხდება მათი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2-სა. პროგრამის ფარგლებში სტუდენტს შეუძლია გაიაროს 12 კრედიტის შესაბამისი თავისუფალი კრედიტები. |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი. 162 კრედიტის შესაბამის საგნებს სტუდენტი გაივლის პროგრამის ძირითადი საგნების ფარგლებში, ხოლო დანარჩენი 72 კრედიტის აღების საშუალება აქვს არჩვევითი საგნების მრავალფეროვანი ბლოკიდან, რომელიც შეადგენს 312 კრედიტს. პროგრამის ფარგლებში ასევე შესაძლებელია 12 კრედიტის გამოყენება თავისუფალი კრედიტების სახით. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
MATH1414 | ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება | 6 | 1 |
BUSN1310 | ბიზნესი და ეკონომიკა | 6 | 1 |
ENGL2217 | ინგლისური ენა IV (B1/2) | 6 | 1 |
INFO1115 | საოფისე კომპიუტერული პროგრამები | 6 | 1 |
PUBL3212 | შესავალი საჯარო ადმინისტრირებაში | 6 | 1 |
ENGL3149 | ინგლისური ენა V (B2/1) | 6 | 2 |
HIST1118 | ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება | 6 | 2 |
LAWB1135 | შესავალი სამართალმცოდნეობაში | 6 | 2 |
MGMT2015 | მენეჯმენტის საფუძვლები | 6 | 2 |
POLI1220 | პოლიტიკის შესავალი | 6 | 2 |
ECON1290 | მიკროეკონომიკის პრინციპები | 6 | 3 |
ENGL3213 | ინგლისური ენა VI (B2/2) | 6 | 3 |
LAWB1220 | კონსტიტუციური სამართალი 1 – სახელმწიფო მოწყობის სამართალი | 6 | 3 |
PUBL1010 | თანამედროვე პოლიტიკა და ადმინისტირება საქართველოში | 6 | 3 |
STAT2219 | სტატისტიკა | 6 | 3 |
ECON2190 | მაკროეკონომიკის პრინციპები | 6 | 4 |
LAWB1250 | ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი | 6 | 4 |
MGMT3221 | საქმიანი ურთიერთობები | 6 | 4 |
PUBL1216 | საჯარო პოლიტიკის პროცესი | 6 | 4 |
PUBL3280 | ადმინისტრაციული ლიდერობა და ეთიკა საჯარო სექტორში | 6 | 4 |
ACCT2122 | ფინანსური აღრიცხვა I | 6 | 5 |
ECON3113 | სახელმწიფოს ეკონომიკა I (ფისკალური თეორია და პოლიტიკა) | 6 | 5 |
PUBL4112 | შესავალი საჯარო პოლიტიკის ანალიზში | 6 | 5 |
PUBL2010 | საჯარო ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარება | 6 | 6 |
PUBL4000 | სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები | 6 | 6 |
PUBL2000 | კვლევის მეთოდები საჯარო ადმინისტრირებაში | 6 | 7 |
PUBL3000 | საჯარო სერვისების მენეჯმენტი | 6 | 7 |
კრედიტების ჯამი: | 162 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
ENGL1147 | ინგლისური ენა I (A1) | 6 | |
ENGL1247 | ინგლისური ენა II (A2) | 6 | |
ENGL2147 | ინგლისური ენა III (B1/1) | 6 | |
ECON3279 | საგადასახადო დაბეგვრის პრინციპები | 6 | |
FRAN1147 | ფრანგული ენა I (A1) | 6 | |
GERM1116 | გერმანული ენა A1/1 | 6 | |
ITAL1147 | იტალიური ენა I (A1) | 6 | |
LAWB2130 | კონსტიტუციური სამართალი 2 – ადამიანის ძირითადი უფლებები | 6 | |
MGMT3121 | ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები | 6 | |
MGMT4220 | პროექტის მენეჯმენტი | 6 | |
MKTG2210 | მარკეტინგის საფუძვლები | 6 | |
PUBL3030 | ადგილობრივი პოლიტიკა და მმართველობა | 6 | |
PUBL3277 | შესავალი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში | 6 | |
SPAN1147 | ესპანური ენა I (A1) | 6 | |
ACCT2221 | ფინანსური აღრიცხვა II | 6 | |
COMM4120 | საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი | 6 | |
ECON3213 | სახელმწიფოს ეკონომიკა II (პოლიტიკური ეკონომიკა და საზოგადოებრივი არჩევანი) | 6 | |
FRAN1247 | ფრანგული ენა II (A2) | 6 | |
GERM1216 | გერმანული ენა A1/2 | 6 | |
ITAL1247 | იტალიური ენა II (A2) | 6 | |
LAWB2140 | საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური სამართალი | 6 | |
LAWB4991 | სამეწარმეო სამართალი | 6 | |
MGMT3211 | ადამიანური რესურსების მართვა | 6 | |
POLI3230 | შესავალი შედარებით პოლიტიკაში | 6 | |
SPAN1247 | ესპანური ენა II (A2) | 6 | |
ACCT2210 | მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები | 6 | |
FINA2211 | დაზღვევის საფუძვლები | 6 | |
FINA3115 | ფინანსების საფუძვლები | 6 | |
FRAN2147 | ფრანგული ენა III (B1/1) | 6 | |
GERM2116 | გერმანული ენა A2/1 | 6 | |
ITAL2147 | იტალიური ენა III (B1/1) | 6 | |
MGMT3151 | ცვლილებების მართვა | 6 | |
MKTG4550 | სოციალური მედია მარკეტინგი | 6 | |
POLI2240 | პოლიტიკური იდეოლოგიები | 6 | |
PUBL1000 | პროფესიული ინგლისური საჯარო მმართველთათვის | 6 | |
PUBL3535 | გენდერული პოლიტიკა | 6 | |
PUBL6060 | შედარებითი საჯარო მმართველობა | 6 | |
SPAN2147 | ესპანური ენა III (B1/1) | 6 | |
COMM4135 | საჯარო გამოსვლის ტექნიკა | 6 | |
ECON4279 | საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტი | 6 | |
ENGL1717 | ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (TOEFL) | 6 | |
ENGL1718 | ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (IELTS) | 6 | |
FRAN2247 | ფრანგული ენა IV (B1/2) | 6 | |
GERM2216 | გერმანული ენა A2/2 | 6 | |
INTR1278 | პრაქტიკა საჯარო სექტორში | 12 | |
ITAL2247 | იტალიური ენა IV (B1/2) | 6 | |
POLI2230 | პოლიტიკური სოციოლოგია | 6 | |
POLI4105 | დემოკრატია, არჩევნები და საარჩევნო სისტემები | 6 | |
POLI4111 | დემოკრატია და პოპულიზმი | 6 | |
PUBL4040 | ადამიანური რესურსების მართვა საჯარო ორგანიზაციებში | 6 | |
PUBL5000 | საბაკალავრო კვლევითი ნაშრომი საჯარო ადმინისტრირებაში | 18 | |
SPAN2247 | ესპანური ენა IV (B1/2) | 6 | |
STAT1122 | სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების ინფორმაციული სისტემები SPSS | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 336 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |