პროგრამა: | პოლიტიკის მეცნიერებები |
განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
ხელმძღვანელი: | შალვა ძებისაშვილი |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრი |
პროგრამის მოცულობა: | 240 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. |
პროგრამის მიზანი: | პროგრამის მიზანია მოამზადოს ლიბერალურ-ჰუმანური ღირებულებების მაღალი კომპეტენციის პოლიტიკის მეცნიერებების სპეციალისტი და ამგავარად ხელი შეუწყოს საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას, ქართველი ერისა და კაცობრიობის კეთილდღეობას. პროგრამის მიზანს წარმოადგენს სტუდენტთა ფუნდამენტალური თეორიული მომზადება პოლიტიკურ თეორიაში არსებული ძირითადი ტენდენციებისა და მიდგომების კვლევისა და გაანალიზების უნარი. პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალვრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კურსდამთავრებულები, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ დასაქმედნენ, საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ ინსტიტუტში, ასევე შესაბამის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში, როგორც პროგრამის ასისტენტის, კოორდინატორის ან/და სპეციალისტის პოზიციაზე, ადგილობრივი თვითმართველობის უწყებებში სპეციალისტის პოზიციაზე, აგრეთვე პოლიტიკური პარტიების კამპანიის კოორდინატორის და მენეჯერის პოზიციაზე, საქართველოს პარლამენტში ასისტენტის პოზიციაზე, ასევე, საჯარო სამსახურებში, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში, როგორც საგარეო მომსახურების სპეციალისტი, საკონსულო თანამშრომელი და სხვადასხვა დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე, |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება - პოლიტიკის მეცნიერებების ფართო ცოდნა, კერძოდ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების, როგორიცაა პოლიტიკური სისტემები, ფუნქციები, რეჟიმები და მმართველობის ფორმების პრინციპები, პოლიტიკური იდეოლოგიები, პოლიტიკური აზრის ფილოსოფია, პოლიტიკური თეორიების, პოლიტიკური ინსტიტუტები, კულტურა და მექანიზმები, სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ელემენტები და პროცესები, საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენები;
უნარი - წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე პოლიტიკურ საკითხებზე კვლევების დაგეგმვის, მეთოდოლოგიის შერჩევის და კვლევის განხორციელების, ასევე, წყაროების და ლიტერატურის გამოყენების და როგორც ქეისური, ისე მეორადი კვლევების განხორციელების, კვლევითი ანგარიშების შემუშავებისა და შეფასების უნარი. აკადემიური სტილის შერჩევის/გამოყენების უნარი;
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა - გათავისებული პროფესიული, ეთიკური და აკადემიური (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო) ნორმებით განსაზღვრული მოთხოვნები;
|
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 01-09-2006 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 03-06 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 48-18 |
პროგრამის დეტალები: | საუნივერსიტეტო, სკოლის (ძირითადი და არჩევითი) და პროგრამის ძირითადი კომპონენტების გარდა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა 72 კრედიტი დააგროვოს დამატებითი სპეციალობით, პროგრამის ან სკოლის არჩევითი კომპონენტებით ან თავისუფალი კრედიტებით. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე: თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (0-50]–A2; თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (51-75]- B1/1;თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (76-100)–B1/2. სტუდენტს რომელსაც არ ჩაუბარებია ინგლისური ენა, უტარდება დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მისი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2 - სა. სტუდენტს სკოლის არჩევითი საგნების ფარგლებში ასევე შეეთავაზება ორი დამატებითი ინგლისური დონის კომპონენტი - ინგლისური ენა I (A1) და ინგლისური ენა II (A2). |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად პოლიტიკის მეცნიერებაში სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს საუნივერსიტეტო ძირითად საგნებს 24 კრედიტს; სპეციალობის 144 კრედიტს, რომელიც მოიცავს სკოლის ძირითადი საგნებს 24 კრედიტს, პოლიტიკის მეცნიერების პროგრამის ძირითად სასწავლო კურსების საფუძველზე 120 კრედიტის დაგროვებას:მათ შორის, საბაკალავრო ნაშრომის შესრულებას პოლიტიკის მეცნიერებაში, რომლის მოცულობა 18 კრედიტითაა განსაზღვრული; 72 კრედიტის პროგრამის ასარჩევი, სკოლის ასარჩევი, თავისუფალი კრედიტებით ან დამატებითი სპეციალობის არჩევის საფუძველზე. სტუდენტებმა დამატებითი სპეციალობა შეიძლება აირჩიონ შემდეგი სპეციალობებიდან: არქეოლოგია, ინგლისური ფილოლოფია, ქართული ფილოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, აღმოსავლეთმცოდნეობა, მასწავლებლის მომზადების პროგრამა, ამერიკათმცოდნეობა, ისტორია, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ჟურნალისტიკა. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
BUSN1210 | ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები | 6 | შემოდგომა/გაზაფხული |
HIST1119 | შესავალი მსოფლიო ისტორიაში I | 6 | შემოდგომა/გაზაფხული |
HIST1219 | შესავალი მსოფლიო ისტორიაში II | 6 | შემოდგომა/გაზაფხული |
KART1220 | აკადემიური წერა | 6 | შემოდგომა/გაზაფხული |
კრედიტების ჯამი: | 24 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
MATH1414 | ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება | 6 | შემოდგომა/გაზაფხული |
ENGL2217 | ინგლისური ენა IV (B1/2) | 6 | შემოდგომა/გაზაფხული |
ENGL3149 | ინგლისური ენა V (B2/1) | 6 | შემოდგომა/გაზაფხული |
ENGL3213 | ინგლისური ენა VI (B2/2) | 6 | შემოდგომა/გაზაფხული |
კრედიტების ჯამი: | 24 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
ENGL1147 | ინგლისური ენა I (A1) | 6 | |
ENGL1247 | ინგლისური ენა II (A2) | 6 | |
ENGL2147 | ინგლისური ენა III (B1/1) | 6 | |
FRAN1147 | ფრანგული ენა I (A1) | 6 | |
GERM1118 | გერმანული ენა A/1 | 6 | |
ITAL1147 | იტალიური ენა I (A1) | 6 | |
SPAN1147 | ესპანური ენა I (A1) | 6 | |
FRAN1247 | ფრანგული ენა II (A2) | 6 | |
GERM1218 | გერმანული ენა A/2 | 6 | |
ITAL1247 | იტალიური ენა II (A2) | 6 | |
SPAN1247 | ესპანური ენა II (A2) | 6 | |
FRAN2147 | ფრანგული ენა III (B1/1) | 6 | |
GERM2147 | გერმანული ენა III (B1/1) | 6 | |
ITAL2147 | იტალიური ენა III (B1/1) | 6 | |
SPAN2147 | ესპანური ენა III (B1/1) | 6 | |
FRAN2247 | ფრანგული ენა IV (B1/2) | 6 | |
GERM2247 | გერმანული ენა IV (B1/2) | 6 | |
ITAL2247 | იტალიური ენა IV (B1/2) | 6 | |
SPAN2247 | ესპანური ენა IV (B1/2) | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 114 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
IREL1335 | ევროკავშირის პოლიტიკა და ინსტიტუტები | 6 | შემოდგომა |
IREL2225 | გეოპოლიტიკა | 6 | შემოდგომა |
POLI1145 | შესავალი საქართველოს პოლიტიკაში | 6 | შემოდგომა |
POLI1220 | პოლიტიკის შესავალი | 6 | შემოდგომა/გაზაფხული |
POLI1225 | პოლიტიკის შესავალი - პოლიტიკური პროცესი, კულტურა და ინსტიტუტები | 6 | გაზაფხული/შემოდგომა |
POLI2120 | საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი | 6 | გაზაფხული |
POLI2210 | ნაციონალიზმი და ეთნიკური კონფლიქტები | 6 | გაზაფხული |
POLI2220 | მსოფლიო პოლიტიკა | 6 | შემოდგომა |
POLI2230 | პოლიტიკური სოციოლოგია | 6 | გაზაფხული |
POLI2240 | პოლიტიკური იდეოლოგიები | 6 | შემოდგომა |
POLI3105 | თვისებრივი კვლევის მეთოდები პოლიტიკაში | 6 | შემოდგომა |
POLI3145 | ევროკავშირის გაფართოების და ინტეგრაციის საკითხები და გამოწვევები: ვიშეგრადის ქვეყნების მაგალითზე. | 6 | გაზაფხული |
POLI3205 | სამხრეთ კავკასიის შედარებითი პოლიტიკა | 6 | გაზაფხული |
POLI3230 | შესავალი შედარებით პოლიტიკაში | 6 | გაზაფხული |
POLI4105 | დემოკრატია, არჩევნები და საარჩევნო სისტემები | 6 | შემოდგომა |
POLI4110 | რელიგია და პოლიტიკა | 6 | შემოდგომა |
POLI4228 | საბაკალავრო ნაშრომის მომზადება | 18 | შემოდგომა/გაზაფხული |
PSYC1488 | სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები | 6 | შემოდგომა/გაზაფხული |
კრედიტების ჯამი: | 120 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
IREL1233 | შესავალი საერთაშორისო სამართალში | 6 | |
IREL3262 | კოლექტიური მეხსიერება და მისი როლი ქართულ პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში | 6 | |
IREL3264 | კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის საფუძვლები | 6 | |
ANTH3130 | კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები | 6 | |
COMM4120 | საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი | 6 | |
HIST1230 | შესავალი საქართველოს ისტორიაში | 6 | |
INFO1115 | საოფისე კომპიუტერული პროგრამები | 6 | |
IREL1225 | მსოფლიო პოლიტიკა II: ცივი ომი | 6 | |
IREL1230 | კვლევის დიზაინი | 6 | |
IREL1315 | თურქეთის პოლიტიკა და მთავრობა | 6 | |
IREL1320 | რუსეთის პოლიტიკა და მთავრობა | 6 | |
JMMB3120 | მედია და პოლიტიკა | 6 | |
JMMB3140 | მასმედია და საზოგადოება | 6 | |
MGMT2110 | მენეჯმენტის საფუძვლები | 6 | |
POLI3110 | საერთაშორისო ორგანიზაციები | 6 | |
POLI3215 | აშშ-ს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა | 6 | |
POLI3250 | პოლიტიკური პარტიები და პარტიული სისტემები | 6 | |
POLI3251 | შესავალი სტატისტიკაში პოლიტიკისა და საერთშორისო ურთიერთობებისთვის | 6 | |
POLI4111 | დემოკრატია და პოპულიზმი | 6 | |
POLI4112 | მაკიაველი, მორი, ჰობსი | 6 | |
PUBL4110 | შესავალი საჯარო პოლიტიკის ანალიზში | 6 | |
SOCL2525 | დემოკრატია და მოქალაქეობა | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 132 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |