eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ინფორმატიკა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: სულხან სულხანიშვილი
სერგო ცირამუა
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინფორმატიკის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თანამედროვე კომპიუტერული და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით; უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მულტიდისციპლინური განათლება; პროგრამაში ინტეგრირებული თეორიული და პრაქტიკული სწავლების შეთავაზებით კურსდამთავრებულს მისცეს კომპიუტერული და საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაბამისი თეორიისა და მეთოდოლოგიის საბაზისო ცოდნა და გამოუმუშაოს პროფესიული უნარ-ჩვევები, განუვითაროს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების უნარი, რის შედეგადაც კურსდამთავრებულს შეეძლება დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობა. აგრეთვე, დანერგოს მაღალგანვითარებული ქვეყნების გამოცდილება, მოწინავე იდეები და თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები განათლების, მეცნიერების, ბიზნესის მართვის სფეროში.
პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს უმაღლესი მათემატიკისა და ფიზიკის საფუძველების, თანამედროვე დაპროგრამირების ენების, ოპერაციული სისტემების, საოფისე სისტემების, კომპიუტერის არქიტექტურის, კომპიუტერული ქსელების, მონაცემთა ბაზების სისტემების, ვებ–ტექნოლოგიების, გეოინფორმაციული სისტემების, საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯმენტის საფუძვლების ცოდნა და განუვითაროს თანამედროვე კომპიუტერული და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ–ჩვევები, როგორიცაა კომპიუტერის პროგრამულ და აპარატურულ ნაწილებთან მუშაობის უნარ–ჩვევები, მარტივი პროგრამული კოდის შექმნის, კომპიუტერული ქსელის დაგეგმარების და მართვის, მონაცემთა ბაზებთან მუშაობის, ვებ გვერდების შექმნის, საინფორმაციო ტექნოლოგიებში სერვისებისა და უსაფრთხოების მართვის ამოცანების გადაწყვეტის უნარები.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ ბანკებში, სადაზღვევო, კვლევით, მარკეტინგულ, სამეცნიერო, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში მონაცემების კომპიუტერული დამუშავებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტებად, ვებ–დიზაინერებად, კომპიუტერული ქსელის სპეციალისტებად, კომპიუგტერული–ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტებად.
პროგრამაში ინტეგრირებული საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსები, როგორიცაა Cisco, Microsoft, Oracle აკადემიების სასწავლო კურსები, სტუდენტებს დამატებით მისცემს შესაძლებლობას მიიღონ კვალიფიკაციის დამადასტურებელ საერთაშორისო დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც მათ შეეძლებათ დასაქმდნენ არა მარტო ადგილობრივ, არამედ უცხოურ კომპანიებშიც.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარები;
  • ინტერაქტიული მეცადინეობები.
  • დისკუსიები;
  • პრაქტიკული მუშაობა;
  • ლაბორატორიული მუშაობა;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები;
  • სიახლეთა გარჩევა;
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • გუნდური მუშაობა
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი.
  • კრიტიკული ანალიზი;
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • მცირე კვლევების ჩატარება;
  • პრეზენტაციების წარდგენა.
  • საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება;
  • სხვათა სამუშაოს კონსტრუქციული კრიტიკა.
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში.
  • წერითი მუშაობის მეთოდი;
  • ჯგუფური დავალებები;
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიების განვითარებისა და ტენდეციების ცოდნა და გაცნობიერება;
    • უმაღლესი მათემატიკის საფუძვლების, ზოგადი ფიზიკის საფუძვლების ცოდნა და გაცნობიერება;
    • თანამედროვე საოფისე სისტემების ცოდნა;
    • კომპიუტერის ოპერაციული სისტემებისა და არქიტექტურის საფუძვლების ცოდნა;
    • თანამედროვე დაპროგრამების ენების (C++, C#, Java) სტრუქტურისა და სინტაქსის ცოდნა;
    • ვებ–ტექნოლოგიების საფუძვლების ცოდნა
    • კომპიუტერული ქსელების დაგეგმარების, მართვისა საკითხების ცოდნა და გაცნობიერება;
    • მონაცემთა ბაზების პროექტირებისა და მართვისა საკითხების ცოდნა;
    • გეოინფორმაციული სისტემების საფუძვლების ცოდნა;


  • უნარი
    • სხვადასხვა სფეროში (ბიზნესში, ეკონომიკაში, ჯანდაცვაში და ა.შ.) თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების უნარი;
    • მარტივი მათემატიკური და ფიზიკური მოდელების შედგენის და ამოცანების ამოხსნის უნარი;
    • თანამედროვე პროგრამირების ენებზე (C++, C#, Java) პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების უნარი;
    • კომპიუტერის ოპერაციულ სისტემასთან და საოფისე პროგრამებთან ეფექტურად მუშაობის უნარი;
    • პროგრამული პროდუქტების მართვის, მცირე ოფისის დონეზე IT ადმინისტრატორის სამუშაოების შესრულების, მრავალმომხმარებლიანი სისტემის ორგანიზაციის, წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე ოპერაციულ სისტემაში მოწყობილობების პროგრამული კონფიგურირების და მაღალი დონის დრაივერების დაყენების უნარი;
    • სხვადასხვა ტიპების და სტანდარტების მოწყობილობების შეთავსებადობის დადგენის, დამოუკიდებელი ორიენტირების უნარი კომპიუტერის აპარატურული უზრუნველყოფის სწრაფად ცვლად გარემოში და პერსონალური კომპიუტერის ცენტრალური მოწყობილობების ოპტიმალური მახასიათებლების შერჩევის უნარი;
    • მრვალფეროვანი ვებ-გვერდების შექმნის, HTML და XHTML მონიშვნის ენების გამოყენებით WEB-დოკუმენტების კოდირების, გრაფიკული ობიექტების, ცხრილების, ფორმების, ჰიპერბმულების გამოყენების/რედაქტირების, ვებ გვერდების სტილებით CSS (Cascading Style Sheets) გაფორმების და WEB-დოკუმენტების ვიზუალური მახასიათებლების პრაქტიკაში მართვის უნარი;
    • მცირე კორპორატიულ ქსელების პროექტირების, გამართვის, ადმინისტრირების და ხარვეზების დადგენა–აღმოფხვრის უნარი; ქსელური მოწყობილობების გამართვის და გაუმართაობის დადგენის უნარი; მარშრუტიზატორის RIP, OSPF, და EIGRP პროტოკოლების გამართვისა და შემოწმების უნარი; საერთო ქსელური პრობლემების გამოვლენის და მათი აღმოფხვრის უნარი;
    • მონაცემთა ბაზების შემუშავების, მართვისა და გამოყენების, Oracle-ში მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის, შენახულ პროცედურებთან მუშაობის, ტრანზაქციების განხორცილების, Oracle-ში მონაცემთა ბაზების აგების, რედაქტირებისა და მათი ურთიერთდაკავშირების და რელაციურ მონაცემთა ბაზების შემუშავების უნარი;
    • მონაცემთა ბაზების, მათ შორის, გეოინფორმაციული მონაცემთა ბაზების შემუშავების, მართვისა და გამოყენების უნარი;
    • მოძიებული ინფორმაციის სისტემატიზაციის, განზოგადების, და შესაბამისი დასკვნების გაკეთების უნარი;
    • სხვადასხვა წყაროებიდან მოძიებული ინფორმაციის, არგუმენტების, დასკვნების და კრიტიკული შეფასების უნარი;
    • მტკიცებულებების შეფასებისა და სარწმუნო მტკიცებულებებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების უნარი;
    • პროფესიულ სფეროში ახალი მეთოდების გამოყენებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი;
    • ანალიტიკური მეთოდების გამოყენებით ალგორითმების ეფექტურობის დადგენისა და ანალიზის უნარი;
    • კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ საკუთარი დასკვნების გაკეთების, მათი შესაბამისი ცოდნითა და ლოგიკით დასაბუთების უნარი.
    • ინტერფეისების განვითარების სფეროში თანამედროვე ტენდენციების შესახებ საკუთარი დასკვნების დასაბუთების უნარი.
    • ვებ–გვერდების ინფორმაციული და გრაფიკული დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით დასკვნის გაკეთების უნარი.
    • მცირე კორპორატიული კომპიუტერული ქსელების დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით დასკვნის გაკეთების უნარი.
    • პროფესიული სფეროსათვის დამახასიათებელი მეთოდების (მონაცემთა დახარისხების, საჭირო მონაცემების განსაზღვრის) ანალიზის უნარი.
    • პროფესიული საქმიანობის სფეროში, კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების, ასევე თემატური საკითხების გარკვევისათვის ანალიზის წარმოებისა და დასკვნის უნარი.
    • თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
    • კომპიუტერული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულების, ასევე სხვა დარგის სპეციალისტებისთვის (ენერგეტიკის, ეკონომიკის, მედიცინის, საინჟინრო მიმართულებების, სატელეკომუნიკაციო სფერო და ა.შ.) პრობლემების დასმისა და მათი გადაჭრის გზების გაცნობის უნარი;
    • ოპერაციული სისტემების, კომპიუტერის მოწყობილობების, საიტის ინფორმაციული და გრაფიკული დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების პრეზენტირების უნარი;
    • კომპიუტერულ ქსელებთან, დასმული ამოცანის კომპიუტერულ დაპროგრმებასთან, ვებ–დიზაინთან, გეოინფორმაციულ და რელაციურ მონაცემთა ბაზებთან, კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსიებში პროფესიული მონაწილეობის უნარი;
    • დისკუსიაში პროფესიული მონაწილეობისა და შედეგების წერილობითი (ამოცანის ამოხსნა, ამოცანის გადაწყვეტის ალგორითმი და შესაბამისი პროგრამა, რეფერატი და ა.შ.) და ზეპირი მოხსენების, წარმოდგენის უნარი როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე;
    • ჯგუფური მუშაობის უნარი.
    • შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან პროექტის/რეფერატის წარმოდგენის და დისკუსიაში მონაწილეობის უნარი.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასების უნარი;
    • მიღებული ცოდნის საშუალებით სწავლის პროცესის გაგრძელების უნარი;
    • შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალთან ინტეგრირების უნარი;
    • პროფესიულ სფეროში ტექნოლოგიური სიახლეების მიღებისა და საკუთარი ცოდნის / უნარების მუდმივად განახლების უნარი;
    • პროფესიულ საქმიანობაზე დაკვირვებით კვალიფიკაციის ამაღლებისა და განვითარების მიზნით პრობლემების და საჭიროების იდენტიფიცირების, შესაბამისი მასალების მოძიებისა და სარგებლობის უნარი ციფრული და ბეჭდვითი ბიბლიოთეკების, ჟურნალებისა და ინტერნეტ წყაროების გამოყენების გზით;
    • საჭიროებიდან გამომდინარე, უწყვეტი პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამისი მოკლევადიანი, სასერტიფიკატო კურსების ან მომდევნო (სამაგისტრო) საფეხურზე სწავლის საჭიროების დადგენის უნარი.
    • დამოუკიდებლად, საჭირო ლიტერატურის მოძიებისა და მისი გამოყენების გზით ცოდნის ამაღლების უნარი;
    • გაცნობიერებული პროფესიული, ეთიკური და სამართლებრივი ნორმებით განსაზღვრული მოთხოვნები;
    • გაცნობიერებული ინფორმატიკის სფეროში საკუთარი ცოდნის დაცვა და სხვა სპეციალისტების შემოქმედებითი მიღწევების პატივისცემა;
    • გათავისებული პასუხისმგებლობა მასზე დაკისრებული სამუშაოს დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე;
    • ინფორმატიკის სფეროში თანამედროვე მუდმივად ცვალებადი მზარდი მოთხოვნების შესაბამისი მსოფლიო მიღწევების გაცნობის უნარი;
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-23-2004
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 15-11
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 31/16
    პროგრამის დეტალები: სტუდენტებს, რომლებსაც ეროვნულ გამოცდებზე არ აქვთ ჩაბარებული ინგლისური ენა ან საჭიროებენ ენობრივი კომპეტენციების გაუმჯობესებას, თავისუფალი კრტედიტების ფარგლებში შეუძლიათ აირჩიონ ინგლისური ენა I (A1) და/ან ინგლისური ენა II (A2). სტუდენტებს, რომლებსაც ეროვნულ გამოცდებზე არ აქვთ ჩაბარებული მათემატიკა ან მიღებული აქვთ 50%-ზე ნაკლები და საჭიროებენ მათემატიკის კომპეტენციების გაუმჯობესებას, თავისუფალი კრტედიტების ფარგლებში შეუძლიათ აირჩიონ მათემატიკის საფუძვლები, ხოლო 70%-ზე ნაკლები შეფასების შემთხვევაში პრეკალკულუსი.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ინფორმატიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს: საუნივერსიტეტო საგნებს 18 ECTS; პროგრამის ძირითად საგნებს 138 ECTS, პროგრამის არჩევით საგნებს 24 ECTS; დარჩენილი 60 ECTS სტუდენტს შეუძლია დააგროვოს:

    • ინფორმატიკის პროგრამის არჩევითი საგნებიდან 36 ECTS და თავისუფალი კრედიტების 24 ECTS;
    • დამატებითი სპეციალობის არჩევით 60 ECTS. (დამატებითი სპეციალობა სტუდენტს არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს, თუმცა ძირითად სპეციალობასთან კომბინაციაში, აღრმავებს სტუდენტის ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს და /ან აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს გარკვეული საბაზისო ცოდნა, რომელიც ძირითად სპეციალობასთან ერთად ჩამოუყალიბებს მას დასაქმებისთვის ან განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის საჭირო დარგობრივ კომპეტენციებს).

    საუნივერსიტეტო ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    KART1220აკადემიური წერა6 3
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 5
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 6

    კრედიტების ჯამი:

    18

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    INFO1111დაპროგრამების საფუძვლები (C++)6 1
    INFO1112საოფისე სისტემები6 1
    MATH1115კალკულუსი I6 1
    MATH1123წრფივი ალგებრა და ანალიზური გეომეტრია6 1
    EENG1105ფიზიკის საფუძვლები6 2
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    INFO3131ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება C++6 2
    INFO4259მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები6 2
    MATH1166კალკულუსი II6 2
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3
    INFO2229ოპერაციული სისტემა (Windows)6 3
    INFO2411კომპიუტერის არქიტექტურა6 3
    INFO3135შესავალი web ტექნოლოგიებში6 4
    INFO3250ვიზუალური დაპროგრამება (C#) I6 4
    MATH3112დისკრეტული მათემატიკა6 4
    INFO3110კომპიუტერული ქსელები I6 5
    INFO3230დაპროგრამების ენა Java I6 5
    INFO3254Oracle მონაცემთა ბაზის დიზაინი და პროგრამირება6 5
    INFO1220გეოინფორმატიკა6 6
    INFO1107IT სერვისების და პროექტების მართვა6 7

    კრედიტების ჯამი:

    126

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    INFO3267შესავალი ტექნოლოგიებში12
    MATH1121პრეკალკულუსი6
    MATH3238შესავალი მათემატიკაში12
    EENG1120ელექტრონიკის საფუძვლები6
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6
    INFO2551კომპიუტერის სტრუქტურული ორგანიზაცია6
    INFO3150კომპიუტერული გრაფიკული სისტემები6
    MATH4118კრიპტოლოგიის საფუძვლები6
    INFO2215ოპერაციული სისტემა Linux6
    INFO3136web პროგრამირება ( PHP, MySQL)6
    INFO3253კიბერ უსაფრთხოების შესავალი6
    INFO4116შესავალი მანქანური სწავლების მოდელირებაში6
    INFO4150ვიზუალური დაპროგრამება (C#) II6
    INFO5122ალგორითმიზაციის მეთოდები I6
    EENG1220შესავალი ელექტროენერგეტიკაში6
    INFO3010შესავალი ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში6
    INFO3050შესავალი 3 განზომილებიან ვიზუალიზაციაში6
    INFO3133კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოება6
    INFO3137web პროგრამირება ( ReactJS )6
    INFO3138არარელაციური მონაცემთა ბაზა MongoDB6
    INFO3139დაპროგრამების ენა Python6
    INFO3154დაპროგრამების ენა Swift6
    INFO3210კომპიუტერული ქსელები II6
    INFO3257პროგრამირება Oracle PL/SQL6
    INFO3261კიბერუსაფრთხოების ეკოსისტემა6
    INFO4112ქსელური ოპერაციული სისტემები6
    INFO4334WEB პროგრამირება ASP.NET MVC საშუალებით6
    INFO4450შესავალი კომპიუტერული თამაშების პროგრამირებაში I6
    INFO4911კიბერშეტევების ანალიზი6
    INFO5123ალგორითმიზაციის მეთოდები II6
    MATH2212რიცხვითი მეთოდები6
    INFO1125მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები (MS SQL)6
    INFO3129IOS დეველოპმენტი6
    INFO3260მავნე კოდის ანალიზი6
    INFO3265პერსონალურ მონაცემთა დაცვა6
    INFO4115საგამომცემლო საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები6
    INFO4153კომპიუტერული სისტემების ექსპლუატაცია და სერვისი6
    INFO4231სტაჟირება ინფორმატიკაში6
    INFO4245კომპიუტერული პერიფერიის ორგანიზაცია6
    INFO4250დაპროგრამების ენა Java II6
    INFO4460შესავალი კომპიუტერული თამაშების პროგრამირებაში II6
    MATH3111ოპტიმიზაციის მეთოდები6
    STAT2222ბიზნეს სტატისტიკის საფუძვლები6
    INFO1126მობილური აპლიკაციები6
    INFO1225გეოინფორმაციული სისტემები (Arc GIS)6
    INFO1230Visual Basic for Application (VBA)6
    INFO3140კომპიუტერული დაპროექტების სისტემები (AutoCad)6
    INFO3550ჰაკინგი და ციფრული მტკიცებულებები6
    INFO4170საბაკალავრო პროექტი ინფორმატიკაში12
    INFO4215ვიზუალური დაპროგრამება (Visual Basic)6
    INFO5257Android პლათფორმაზე დაფუძნებული დეველოპმენტი6

    კრედიტების ჯამი:

    342









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი