eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ფარმაციის მენეჯმენტი
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: ოთარ ვასაძე
თინათინ ტურძილაძე
სწავლების ენა: ქართული, ნაწილობრივ ინგლისური კომპონენტებით
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფარმაციის მენეჯმენტის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამა) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის (ინგლისური ენა B2 დონე) ჩაბარებისა და სპეციალობაში ზეპირი გასაუბრების შედეგად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე. ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება შესაძლებელია საერთაშორისო ენის სერტიფიკატის წარდგენით (TOEFL (87), IELTS (6.5) ან სხვა B2 დონის შესაბამისი შედეგით) ან უნივერსიტეტის ინსტიტუციური გამოცდის 70%-იანი ზღვარის გადალახვით.

პროგრამის მიზანი:

მოამზადოს ფარმაციის მენეჯერები, რომელთა პროფესიული საქმიანობა ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებას, მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უსაფრთხო, ეფექტური და ხარისხიანი ფარმაცევტული პროდუქტების ხელმისაწვდომობის გაზრდით გზით. შეძლებს ფარმაცევტული სფეროს მართვის სახელმწიფო მოდელის ვალიდურობის, ფარმაციის სისტემაზე/ორგანიზაციაზე მოქმედი გარე და შიდა გამოწვევების კვლევას, შეფასებასა და ადმინისტრირებას.
პროგრამის კურსდამთავრებული, ფარმაციის მენეჯმენტის მაგისტრი, შეძლებს განახორციელოს მაღალი დონის მენეჯერული საქმიანობა სახელმწიფო, საერთაშორისო და კერძო სამართლებრივი ფორმის მქონე ორგანიზაციებში ფარმაცევტული საქმიანობის ისეთ სეგმენტებში როგორიცაა: ფარმაცევტული პროდუქციის სახელმწიფო ადმინისტრირება, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება, დისტრიბუცია, ლოჯისტიკა, იმპორტი, აფთიაქი, ხარისხის კონტროლი, მარკეტინგი და პრომოცია, კლინიკური კვლევებისა და ფარმაკოზედამხედველობის ადმინისტრირება, სადაზღვევო კომპანიებში ფარმაკოეკონომიკის მიმართულებით საქმიანობა. მას საშუალება ექნება გააგრძელოს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და სწავლა განათლების შემდგომ, სადოქტორო, საფეხურზე.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

· ლექცია-სემინარები

· წიგნზე მუშაობის მეთოდი

· ახსნა-განმარტებითი მეთოდი

· დემონსტირების მეთოდი

· ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება

· სიტუაციური ამოცანები

· სიახლეთა გარჩევა

· პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა

· კრიტიკული ანალიზი

· დისკუსია

· პროექტები

· პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები

· შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)

· ლიტერატურის მიმოხილვა

· შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში

· თემების დაწერა

· პრეზენტაციების წარდგენა

· ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი

· მცირე მოცულობის კვლევა

· წერითი მეთოდი

· გუნდური მუშაობა

· ვიზუალური ლექციები

· ინდუქცია-დედუქცია, ანალიზი და სინთეზი

· დებატები

· პრაქტიკული დავალების შესრულება

· პრაქტიკა

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • ფლობს ცოდნას ფარმაცევტული ეკონომიკისა და ფარმაცევტული პოლიტიკის, ფარმაცევტული ხარისხის სისტემების მართვის, წამლების ავტორიზაციის, კლინიკური კვლევების ბიზნეს ადმინისტრირების, ფარმაკოზედამხედველობის და ფარმაცევტული ეთიკის, გლობალურ, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის სისტემების მართვის, მენეჯერული ეკონომიკის შესახებ;

    · აცნობიერებს ფარმაციის მენეჯმენტის უნივერსალური ფუნქციების, გუნდური მუშაობის, ლიდერობის, მენეჯმენტის, მ.შ. ჯანდაცვის ორგანიზაციის მართვის პროცესის, რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინფორმაციის მიღებისა და სტატისტიკურად დამუშავების თავისებურებებს;

    · აცნობიერებს GMP API (აქტიური ინგრედიენტის კარგი წარმოების პრაქტიკა), GMP MP (ფარმაცევტული პროდუქტის კარგი წარმოების პრაქტიკა), GDP API (აქტიური ინგრედიენტის კარგი დისტრიბუციის პრაქტიკა), GDP MP (ფარმაცევტული პროდუქტის კარგი დისტრიბუციის პრაქტიკა), GDP Exipien (დამხმარე ნივთიერებების კარგი დისტრიბუციის პრაქტიკა), GSP (კარგი სასაწყობო პრაქტიკა) და ხარისხის პროცესების პრევენციისა და კორექციის (CAPA) სისტემას, რომლის მეშვეობით ახდენს წარმოების, დისტრიბუციისა და ლოჯისტიკის ეტაპზე წამლების უსაფრთხოების, ხარისხის, ეფექტურობის პრობლემების გადაჭრას; 3,4, 6,

    · აღწერს და განსაზღვრავს სწორი კლინიკური პრაქტიკის საკითხებს (GCP), კვლევის ეთიკურ პრინციპებს (კვლევის სუბიექტების კეთილდღეობა და სხვა), ფასწარმოქმნის სპეციფიკურ სტრატეგიებს (მათ შორის კარტელური გარიგება, ფასისმიერი ლიდერობა, დისკრიმინაცია, არაზღვრული ფასწარმოქმნა


  • უნარი
  • აყალიბებს და ადგენს ფარმაცევტული საქმიანობის სუბიექტების, ჯანდაცვის ორგანიზაციის მისიასა და მიზნებს, სტრატეგიულ და მიმდინარე გეგმებს (მ.შ. ხარისხის სისტემის მართვა), ფარმაცევტული პროდუქტციის მარკეტინგს, ჩასატარებელ სამუშაოთა ორგანიზების, კოორდინირებისა და კონტროლის მეთოდებს;

    · გეგმავს და ახორციელებს ფარმაცევტული პროდუქტის დისტრიბუციის ეტაპზე ხარისხის უზრუნველყოფის მულტიდისციპლინარული პრევეციისა და კორექციის (CAPA) სისტემურ აქტივობებს, აწარმოებს მოხმარებული წამლების გაუთვალისწინებელ გვერდით ეფექტებს, კლინიკური კვლევების ადმინისტრირებას, კვლევის ბიზნეს-გეგმის შედგენას და ფინანსურ გათვლებს;

    · კრიტიკული ანალიზის საფუძველზე აყალიბებს დასაბუთებულ დასკვნებს ჯანდაცვის სისტემურ დონეზე, ფარმაცევტულ სტრუქტურებში, ფარმაცევტულ ბაზარზსა და კვლევებში არსებული რთული ინფორმაციის ინოვაციური სინთეზისა და გამოთვლილი კოვარიაციისა და კორელაციის შედეგების მონაცემთა სტატისტიკური დამუშავებით;

    · აგროვებს, ამუშავებს, განმარტავს და აფასებს წამლის კომპლექსურ მოდულარულ ინფორმაციას (უსაფრთხოება, ხარისხი, ეფექტურობა, ლეგალურობა, ფარმაცევტული ინდუსტრიის მოქმედებების ეთიკური ასპექტები);

    · აყალიბებს დასაბუთებულ ინიციატივებს ფარმაცევტული პოლიტიკის და ფარმაკოეკონომიკის უახლესი მონაცემების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე, მარეგულირებელი მოდელების/ინსტრუმენტების ვალიდურობასა და ფარმაკოკოთერაპიის რაციონალურობაზე;

    · აფასებს ფარმაცევტული სუბიექტის სოციალურ კორპორატიულ პასუხისმგებლობას საზოგადოებისადმი, სტანდარტების ზედამხედველობით ადმინისტრირების უპირატესობას დირექტიული მართვის პრინციპებთან მიმართებაში და ხელს უწყობს მის დამკვიდრებას, ჯანდაცვით სერვისების მიწოდებაში მენეჯერული, სამედიცინო,

    ფარმაცევტული ეთიკის პრინციპების განვითარებას, აგრეთვე აფასებს საკუთარი და ჯანდაცვის პროფესიონალების დამოკიდებულებას წამალთმოხმარების, კვლევებისა და ზოგადად ფარმაციის ეთიკაში;


  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • აცნობიერებს ჯანდაცვის მ.შ. ფარმაციის მენეჯმენტის, ზედამხედველობის, წამლების ავტორიზაციის, კვლევის, ხარისხის სისტემის როგორც დინამიურად განვითარებად სფეროს, შემდგომში გაღრმავებული სწავლის საჭიროებას და ცალკეული საკითხების (მ.შ. სტატისტიკურ-მათემატიკურ სფეროში) დამოუკიდებლად დაგეგმვას;

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 02-26-2016
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 07.16
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 19/16
    პროგრამის დეტალები:

    ფარმაციის მენეჯმენტის სფეროში სტუდენტი ასრულებს კვლევით სამუშაოებს, წერს რეფერატებს, ასრულებს სამეცნიერო სტატიის კრიტიკულ ანალიზს, არჩევს სიახლეებს და ამზადებს პროექტებს, ახდენს მიღებული შედეგების პრეზენტაციებს.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ფარმაციის მენეჯმენტის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 120 ECTS, რაც გულისხმობს პროგრამის ძირითად საგნებს– 108 ECTS ( მათ შორის სამაგისტრო ნაშრომი ფარამაციის მენეჯმენტში - 30 ECTS), განსაზღვრულ და არჩევით საგნებს– 12 ECTS, რომლებსაც სტუდენტი ირჩევს შემოთავაზებული საგნების 54 ECTS -დან.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ECON5110მენეჯერული ეკონომიკა6 1
    PHAR5110ფარმაკოეკონომიკა და პოლიტიკა (PEP)6 1
    PHAR5120ფარმაცევტული ხარისხის სისტემა (PQS)I ნაწილი6 1
    PHMA5110საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის პოლიტიკა6 1
    PHMA5210ჯანდაცვის მენეჯმენტი6 1
    PHAR5210ფარმაციის მენეჯმენტი, ლიდერობა, მარკეტინგი და ფინანსები12 2
    PHAR5220ფარმაცევტული ხარისხის სისტემა (PQS) II ნაწილი6 2
    PHAR5230წამლების ავტორიზაცია -თანამედროვე სტანდარტები6 2
    PHAR5240კლინიკური კვლევების ბიზნეს ადმინისტრირება6 2
    PHAR5250ფარმაკოზედამხედველობა6 2
    PHAR6110წამლები -ეთიკა და პრაქტიკა6 3
    STAT5111ბიზნეს სტატისტიკა6 3
    PHAR6210სამაგისტრო ნაშრომი ფარმაციის მენეჯმენტში30 4

    კრედიტების ჯამი:

    108

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ACCT5110ფინანსური აღრიცხვა6
    FINA5210დაზღვევა და რისკის მენეჯმენტი6
    HELM6110ჯანდაცვის ორგანიზაციული ლიდერობა6
    LAWP5250ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები6
    MGMT6120საერთაშორისო ბიზნესი6
    MKTG6130ბრენდის მენეჯმენტი6
    PHAR6120ფარმაცევტული მენეჯმენტის და ხარისხის სისტემა - პრაქტიკა6
    PHMA5220ჯანდაცვის ეკონომიკა და დაზღვევა6
    PHMA5240ეპიდემიოლოგიური და სოციალურ-სტატისტიკური კვლევის მეთოდები6

    კრედიტების ჯამი:

    54









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი