eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: განათლების ადმინისტრირება
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: შალვა დუნდუა
რევაზ ტაბატაძე
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: განათლების ადმინისტრირების მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი, მოთხოვნილი დონე B2) და სპეციალობაში (ზეპირი და წერითი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება შესაძლებელია საერთაშორისო ენის სერტიფიკატის წარდგენით (TOEFL (87), IELTS (6.5) ან სხვა B2 დონის შესაბამისი შედეგით) ან უნივერსიტეტის ინსტიტუციური გამოცდის 70%-იანი ზღვარის გადალახვით.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს საგანმანათლებლო სისტემის მმართველობის, ლიდერობის, პედაგოგიური საკითხებისა და გამოწვევების შესახებ თანამედროვე ცოდნა და პროფესიული უნარები, რათა მან შეძლოს განათლების სფეროში მართვისას გლობალური პოზიციის დაჭერა; მისცეს მას საშუალება გააცნობიეროს და გააკრიტიკოს საგანმანათლებლო სფეროს მართვის თეორიები და პრაქტიკა თანამედროვე კვლევებისა და პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით. პროგრამა უზრუნველყოფს განათლების მართვის კულტურათაშორის გამოწვევებთან გასამკლავებლად აუცილებელი კომპეტენციების გამომუშავებას და ასწავლის სტუდენტს მართვასთან დაკავშირებულ სამართლიან და ამავე დროს, სტრატეგიულ გზებს. პროგრამის უმნიშვნელოვანეს ასპექტს თეორიულ საკითხებთან ერთად თანამედროვე პრობლემატიკით გაჯერებული პრაქტიკული ქეისებით სწავლება წარმოადგენს, რაც საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულს შეასრულოს განათლების საკითხებზე ან განათლების სფეროში მომუშავე ორგანიზაციების მართვის ფუნქციები. კურსდამთავრებულს ექნება საგანმანათლებლო საკითხების და სპეციალობის სიღრმისეული ცოდნა, რაც მას მიმზიდველს ხდის დამსაქმებელთა ფართო სპექტრისთვის. პროგრამა ამზადებს მომავალ ლიდერს, რომელსაც შეეძლება მუშაობა მენეჯერულ პოზიციაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა, საშუალო და უმაღლესი განათლება როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო დონეზე; განათლების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე კერძო საკონსულტაციო და ტრენინგ ორგანიზაციებში, ან გააგრძელოს სწავლა შემდეგ აკადემიურ საფეხურზე, დოქტორანტურაში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ახსნა-განმარტებით მეთოდი
  • ჯგუფური მუშაობა
  • დემონსტრირების მეთოდი
  • ვიდეო და აუდიო მასალის გამოყენება
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • მცირე ტიპის კვლევის ჩატარება
  • პრაქტიკული სამუშაო
  • პრეზენტაცია
  • პრობლემაზე ორიენტირებული დავალება
  • პროექტები
  • როლური თამაშები
  • ქეისის ამოხსნა
  • ბიბლიოთეკაში საჭრო ლიტერატურის ელექტრონულად მოძიება
  • წერითი სამუშაოს მეთოდი
  • წიგნთან მუშაობის მეთოდი
  • ჯგუფური დავალებები
  • დებატები
  • დისკუსიები
  • ინტერაქტიული ლექციები
  • კრიტიკული ანალიზი
  • შესრულებაზე ორიენტირებული დავალება
  • ლექცია-სემინარები
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • კურსდამთავრებული  საფუძვლიანად იცნობს:

    სტრატეგიული დაგეგმვის, ხარისხის მართვის, განათლების სამართლისა და ფინანსირების არსებით საკითხებს;
    მსოფლიოს მასშტაბით საგანმანათლებლო სისტემებისა და ინსტიტუტების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს და ინოვაციებისა და ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებულ კომპლექსური საკითხებს; ასევე, განათლების პოლიტიკის, მართვისა და ლიდერობის აქტუალურ საკითხებსა და გამოწვევებს;
    ეროვნულ და გლობალურ ძალებს განათლებაში, ეკონომიკასა და პოლიტიკაში და მათ გავლენას საკუთარ ინსტიტუციაზე.

    სიღრმისეულად იცის:

    • კურიკულუმის შექმნისა და განვითარების საკვანძო საკითხები, მოსწავლეზე ორიენტირებული კონსტრუქტივისტული სწავლების მეთოდოლოგიის, კლასის მართვისა და ინკლუზიური განათლების არსებით მოთხოვნათა გათვალისწინებით;
      კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების კლასიკური მეთოდები განათლებაში, ისევე, როგორც პრაქტიკის კვლევის მეთოდი და მისი გამოყენების შესაძლებლობები საკუთარი პროფესიული განვითარების მიზნით;

  • უნარი
  • კურსდამთავრებულს  შეუძლია:

    • საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირებისა  და  ანალიზის საფუძველზე,  ოპტიმალური ორგანიზაციული პოლიტიკისა და ცველილებათა სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი ადამიანური, ფისკალური, და ტექნოლოგიური რესურსების მოიძიება, გაანაწილება, და ეფექტურად გამოიყენება;
    • საკუთარი კვლევისა და სისტემური ცოდნის საფუძველზე, რთული ორგანიზაციული პროცესების მართვა, პროფესიული ლიდერობისა და მენეჯერული ინიციატივის გამოვლენა ორგანიზაციული განვითარების ისეთ თანამედროვე გამოწვევებთან მიმიართებაში, როგორიც არის  ახალი საგნამანათლებლო საჭიროებებისა და მოთხოვნების განჭვრეტა; გადაწყვეტილების მიღების პოტენციური სამართლებრივი და მორალური შედეგების გათვალისწინებითა და შეფასებით, ორგანიზაციული კულტურის შეცვლისა და გაუმჯობესების სტრატეგიების შეფასება, საგანმანათლებლო სივრცეში ადამიანური რესურსების მართვის შეცვლილი როლის, ფუნქციებისა და აქტივობების შეფასება; სწავლებისა და მართვის ელექტრონული სისტემების ადაპრტირება და სხვა.
    • სწავლა-სწავლების პროცესების დაგეგმვა და მართვა - ყოვლისმომცველი და თანმიმდევრული კურიკულუმის შექმნა და მისი მორგება სპეციფიკურ საგანმანათლებლო კონტექსტსზე,  საგანმანათლებლო სისტემის ხარისხისა და საგანმანათლებლო პროგრამის შედეგის მონიტორინგისა და შეფასების განხორციელება, ხარისხიანი სწავლებისა და სტუდენტთა სწავლის ზედამხედველობა და მხარდაჭერა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტებისთვის ნაკლებად შეზღუდული გარემოს შექმნა და ინკლუზიური პრაქტიკის წახალისებისთვის  არსებული  რესურსის გამოყენება;
    • კონფლიქტური სიტუაციებისა და მოლოდინის შეფასება ორგანიზაციული საქმიანობის პროცესში, მათი გადაწყვეტისა და პრევენციის ინოვაციური გზების ძიება.
    • იმ პოლიტიკური და სოციალური ძალების იდენტიფიცირება, რომლებიც ახდენენ საგანმანათლებლო სტრატეგიისა და პოლიტიკის ფორმირებას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე;
    • სხვადასხვა შინაარსისა და კონტექსტის საგანმანათლებლო მართვის საკითხების კვლევა თანამედროვე სასწავლო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში; კომპლექსური და, ხშირად არასრული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი,  არგუმენტირებული დასკვნების გაკეთება და შედეგების გაზიარება;
    • განათლების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე;

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • კურსდამთავრებულს  შეუძლია:

    • საკუთარი საქმიანობის მუდმივი შეფასება და მცირე, მაგრამ მყარი ცვლილებების სისტემატური შეტანა პროფესიული განვითარების მიზნით;
    • განათლებასთან დაკავშირებული პროგრესული ღირებულებების დამკვიდრების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 02-23-2016
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 06-16
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    პროგრამა შედგება 120 ECTS-სგან, საიდანაც 66 კრედიტი არის ძირითადი კურსები, ხოლო 30 კრედიტი სამაგისტრო ნაშრომი. დარჩენილი 24 ECTS-ის დაგროვება შესაძლებელია პროგრამის არჩევითი ან სხვა ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამების კურსების გავლით (წინაპირობების დაცვით).

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამა მოიცავს სასწავლო და კვლევით კომპონენტს. მისი დაძლევა შესაძლებელია როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი დატვირთვით. სასწავლო კომპონენტი მოიცავს 6 კრედიტის მოცულობის 11 ძირითად და 4 არჩევით კურსს. სამაგისტრო ნაშრომზე სამუშაო სემესტრი კვლევითია. სრული დატვირთვის, ორწლიანი პროგრამის შემთხვევაში, სტუდენტი ასრულებს სასწავლო კომპონენტებს სამ სემესტრში, თითოეულში 5 კურსის გავლით და კვლევით კომპონენტის შემცველ დისერტაციას მეოთხე სემესტრში. ნაწილობრივი დატვირთვის შემთხვევაში სტუდენტს შეუძლია სასწავლო კომპონენტის განაწილება 2.5 წელიწადზე, თითეულ სემესტრში მინიმუმ 3 კურსის გავლით. სასწავლო კომპონენტს მთელი სემესტრის ხანგრძლივობის კვლევითი კომპონენტი მოჰყვება. ჩვეულებრივ, თითოეული კურსი მოითხოვს სტუდენტისგან ყოველკვირეულად ლექციებზე დასწრებას: ერთი შეხვედრა თითოეულ საგანში ყოველკვირა. თითოეული ლექცია ორი 60-წუთიანი შეხვედრისგან შედგება. ზოგიერთი კურსი შესაძლებელია ინტენსიური წესით იყოს შეთავაზებული: ყოველდღიურად ორი კვირის განმავლობაში. დამოუკიდებელი მუშაობა ინდივიდუალურ და ჯგუფურ/კოლაბორაციულ დონეზე მისასალმებელია. ცოდნის პრაქტიკულ კომპეტენციაში და პირიქით ტრანსფერი მიიღწევა სწავლის პროცესში საგანმანათლებლო სივრცის რეალიებისა და პრაქტიკული პრობლემების განხილვით და გამოსავლის ძიებით. დამატებით, სემესტრში მინიმუმ ერთხელ, წინასწარ განსაზღვრულ დღეს, განხორციელდება ვიზიტი ერთ-ერთ დაწესებულებაში, იქნება ეს სამინისტრო, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაცია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სკოლა, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ სხვა. ვიზიტის მიზანია, სტუდენტები გაეცნონ თითოეული ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულების განათლების მენეჯმენტის პრაქტიკულ განხორციელებას. ვიზიტის შემდგომ დაგეგმილ სემინარზე, სტუდენტები შემოგვთავაზებენ თავიანთ ხედვას მასპინძელ დაწესებულებაში არსებულ მართვის ხარვეზებსა და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზებზე. სემინარის მოხსენებები აგებული იქნება შესაბამის სემესტრში სპეციალობის ძირითად საგნებში შესწავლილ მოდელებზე. ჯგუფი მცირე რაოდენობის სტუდენტებს მოიცავს, რაც საშუალებას აძლევს პროფესორებს მეტი დრო დაუთმონ მათთან ინდივიდუალურ მუშაობას. დამატებით, კონსულტაციების მეშვეობით უზრუნველყოფილია აკადემიური მხარდაჭერა. რეგულარული ლექციების გარდა, შესაძლებელია მოწვეული მკვლევრების მოკლე პრეზენტაციებზე ან სემინარებზე დასწრება. სტუდენტებს ვურჩევთ დაესწრონ აკადემიური პერსონალის მიერ ორგანიზებულ თითოეულ შეხვედრას. ასევე, მიზანშეწონილია სტუდენტებმა ჩაატარონ პრეზენტაციები საკუთარი ჯგუფისთვის. დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორს საქართველოს უნივერსიტეტში.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    EDUC5111Eგანათლების ლიდერობა და მართვა6 1
    EDUC5112Eგანათლების პოლიტიკა და გლობალიზაცია6 1
    EDUC5113Eკვლევის მეთოდები და დიზაინი6 1
    EDUC5114Eგანათლების სამართლებრივი ასპექტები6 1
    EDUC5115Eინკლუზიური განათლება6 1
    EDUC5211Eადამიანური რესურსების მართვა განათლებაში6 2
    EDUC5212Eსწავლებისა და სწავლის თეორიები და სტრატეგიები6 2
    EDUC5213Eკურიკულუმის განვითარება6 2
    EDUC6111Eგანათლების დაფინანსება6 3
    EDUC6112Eკონფლიქტის მართვა განათლებაში6 3
    EDUC6113Eხარისხის უზრუნველყოფა6 3
    EDUC6211Eსამაგისტრო ნაშრომი30 4

    კრედიტების ჯამი:

    96

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    EDUB5224Eბიზნეს კომუნიკაცია6
    EDUC5221Eაკადემიური წერა და კვლევა6
    EDUC5223Eპროექტების მართვა განათლებაში6
    EDUC5215Eგანათლების ფილოსოფია6
    EDUC5216Eგანათლების სოციოლოგია6
    EDUC5217Eკლასის მართვა6
    EDUC5218Eშედარებითი და საერთაშორისო განათლება6
    EDUC5219Eინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განათლებაში6
    EDUC5220Eპრაქტიკა6
    OREM5225Eორგანიზაციული კულტურა და თანამშრომლების მოტივირება6

    კრედიტების ჯამი:

    60










    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი