eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: სამართალმცოდნეობა
განათლების საფეხური: დოქტორანტურა
ხელმძღვანელი: მალხაზ ბეგიაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის დოქტორი
პროგრამის მოცულობა:
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სამართალმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე მისაღებად,სკოლის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო თემატიკის გათვალისწინებით, ცხადდება კონკურსი საკვლევი თემატიკის მითითებით. სადოქტორო პროგრამაზე მიიღებიან სამართლის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისური/გერმანული ენის არანაკლებ B2 (Upper Intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს, ან საზღვარგარეთ ინგლისურენოვან/გერმანულენოვან ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში/დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელ საბუთს ან ჩააბარებენ საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მისაღებ ინგლისური/გერმანული ენის გამოცდას.ინგლისურ/გერმანულ ენაში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი არის მაქსიმალური შეფასების 60%. პროგრამაზე მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს კვლევის კონცეფცია, ასევე ერთი სამეცნიერო პუბლიკაცია ან სამაგისტრო ნაშრომი.სკოლის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს: ა) კანდიდატის კვლევით უნარებს; ბ) კონცეფციისა და თემატიკის შესაბამისობას სკოლის სამეცნიერო თემატიკასთან და რესურსთან.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია სამართლის დარგის მეცნიერული განვითარების ხელშეწყობა ახალი მიგნებების გზით. პროგრამა მიზნად ისახავს სამართლის მეცნიერებისა და სამართლებრივი აზროვნების განვითარებას სამართლებრივი ასპექტების მეცნიერული დამუშავების გზით; პედაგოგიური და სხვა სახის სამეცნიერო-პროფესიული კადრის მომზადებას, რომელიც სრულფასოვნად ფლობს სამეცნიერო კვლევით მეთოდოლოგიას, აქვს სამართლის სისტემის არსში წვდომისა და დარგში სიახლის დანერგვის უნარი. პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმდეს სამართლის დარგში კვლევით და სამეცნიერო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში მეცნიერ/მკვლევარად და უმაღლეს საგანმანათლებლო ორგანიზაციებში აკადემიურ თანამდებობებზე.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

•      სკუსია/დეატი;

•      ქც,დედცია,აასეზ;

•      ახსნა-განმარტიმი;

•      სიახლარჩვა;

•      პრაქტიულიმუაო;

•      ემუაოისმი;

•      შეხვვისშესწავაანა (CaseStudy);

•      ობლმისეორინტიისავარი;

•      საარისამუაოსრიშეფასა;

•      სხასამუაოსონსტრუქციურია;

•      შესაამისიმასაისმოძიქტრონულფორმაიანბლიოი;

•      რიიმუაოისმი;

•      ნტაციისწარდგენა.

 

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • სამართლის უახლესი მიღწევების, მათ შორის სამართლის დოგმატიკისა და ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის ახალი მიღწევების ცოდნა;
  • სამართლის სფეროში უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა, რაც ინოვაციური მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა;
  • არსებული ცოდნის, სამართლის ძირითადი თეორიების ხელახალი გააზრებისა და ნაწილობრივი გადაფასების გზით ცოდნის განახლებული ფარგლების გაცნობიერების უნარი.

  • უნარი
  • სამართლის სფეროში ინოვაციური კვლევის   დამოუკიდებლად დაგეგმვის, განხორციელებისა და ზედამხედველობის უნარი;
  • სამართლის თეორიების   გადაფასების   შედეგად   ახალი   სამართლებრივი მიდგომებისა და იდეების ჩამოყალიბებისა და შექმნის უნარი;
  • რეფერირებად პუბლიკაციებში სამართლებრივი სამეცნიერო ნაშრომების და კვლევების შედეგების ასახვის უნარი.
  • სამართლებრივი პრობლემების გადაჭრისთვის არგუმენტირებული და ეფექტური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი სამართლებრივი შეხედულებებისა და  მიდგომების კრიტიკული  ანალიზის, სინთეზის და შეფასების  საფუძველზე ახალი ინოვაციური მეთოდოლოგიების საჭიროების განსაზღვრისა და განვითარების უნარი.
  • სამართლის სფეროშო ახალი ცოდნის არსებულ ცოდნასთან ურთიერთკავშირში არგუმენტირებული და ნათლად წარმოჩენის უნარი, ქართულ და ინგლისურ/გერმანულ ენაზე;
  • საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, სამეცნიერო სემინარებსა და კოლოქვიუმებში  საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან დისკუსიისა და დებატების უნარი.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • სამართლის სფეროში უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნის საფუძველზე ახალი იდეების განვითარების მზაობა სწავლისა და კვლევის პროცესში.
  • სამართლებრივი  ღირებულებების  დამკვიდრების  გზების  კვლევის უნარი;
  • ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა განუხრელად დაცვის დასამკვიდრებლად ინოვაციური მიდგომების შემუშავების უნარი.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-30-2006
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 4
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 56-14
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    დოქტორანტის დატვირთვა შედგება: სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისაგან. 60 ECTS განკუთვნილია სასწავლო კომპონენტისათვის, ხოლო 120 ECTS კრედიტი - კვლევითი კომპონენტისათვის. სასწავლო კომპონენტების სწავლება სემესტრულია. სემესტრის ხანგრძლივობა განისაზღვრება 22, ხოლო სასწავლო წლისა - 44 კვირით. სასწავლო კომპონენტებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი კომპონენტის ავტორები, კვლევით კომპონენტებს კი - დოქტორანტის მეცნიერ-ხელმძღვანელი.

    სასწავლო კომპონენტი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    METH 7117სწავლება/შეფასების თანამედროვე სტრატეგიები უმაღლეს განათლებაში5
    BUSN7110კვლევითი პროექტის მომზადება და მართვა10
    LANG7210ტექსტის რეფერირება და თარგმანი10
    LAWPHD8989სემინარი სპეციალობაში10
    MATH7010რაოდენობრივი კვლევის მეთოდები5 0
    PDPR7210პედაგოგიური პრაქტიკა5
    QUAL7210თვისებრივი კვლევის მეთოდები5
    SCNC7110მეცნიერების ფილოსოფია10

    კრედიტების ჯამი:

    60

    კვლევითი კომპონენტი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LAWPHD9090სადისერტაციო ნაშრომი0

    კრედიტების ჯამი:

    0










    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი