eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: ეკა გეგეშიძე
ნათია გოლიაძე
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ინგლისური ენის (B2 დონე) და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებმა წარმატებით უნდა ჩააბარონ საერთო სამაგისტრო გამოცდები. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა და მოქალაქეობის არმქონე პირებმა, რომლებმაც მიიღეს სრული საბაკალავრო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე №224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: TOEFL IBT – მინიმალური ქულა 80 IELTS – მინიმალური ქულა 6.5 PTE General – მინიმალური დონე B2 FCE – მინიმალური დონე B CPE – საკმაირისია ჩაბარება CAE – საკმარისია ჩაბარება სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს შესძინოს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს თანამედროვე და უახლეს ტენდენციებზე დაფუძნებული ღრმა და სისტემური ცოდნა, გაუღრმავოს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებისა და სტანდარტების გამოყენებით კვლევის დამოუკიდებლად წარმართვის უნარი, ხელი შეუწყოს მისი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას მენეჯერული გადაწყვეტილებების მისაღებად და გაუღრმავოს სოციალურ პასუხისმგებლობისა და კორპორატიული ეთიკის ნორმების/პრინციპების მნიშვნელობა იმისთვის, რომ კურსდამთავრებულმა იმუშაოს საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებში. 

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ვერბალური მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • დისკუსია/დებატები
  • გუნდური მუშაობა
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
სწავლის შედეგი:
    • სიღრმისეულად და სისტემურიად განიხილავს ბიზნესის მართვის სხვადასხვა ფუნქციონალურ მიმართულებებთან დაკავშირებულ თანამედროვე კონცეფციებს, მიდგომებს, თეორიებსა და მოდელებს
    • ძირითადი მარკეტინგული კონცეფციების საშუალებით კრიტიკულად და არგუმენტირებულად მსჯელობს კომპანიის სტრატეგიული დაგეგმვის თავისებურებებზე, მარკეტინგული გეგმის კომპონენტებზე, მიზნობრივ ბაზრებზე, ფირმის პოზიციონირების საერთო სტრატეგიასა და კომპანიის საკომუნიკაციო საშუალებებზე
    • საბუღალტრო კონცეფციების, დაშვებების და პრინციპების გათვალისწინებით აანალიზებს კომპანიის მომგებიანობას დანახარჯთაღრიცხვის საკითხების გამოყენების, ფინანსური უწყისების აგების,  ამ პროცესში ბუღალტრულ-ეთიკური პრინციპების დაცვის გზით 
    • აანალიზებს ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს, ტენდენციებს, კრიტიკულად და არგუმენტირებულად მსჯელობს ბიზნესის სტრატეგიებსა და მენეჯერული ეკონომიკის  საკვანძო საკითხებზე 
    • გადაწყვეტილებების მიღებისას იყენებს რაოდენობრივი მეთოდების, სტატისტიკური მონაცემების ანალიზის, ინტერპრეტაციისა და ექსტრაპოლაციის მეთოდებს 
    • დამოუკიდებლად წარმართავს კვლევას აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებისა და სტანდარტების გამოყენებით და წარადგენს (ზეპირი ან/და წერილობითი ფორმით) კვლევის შედეგებს, მიგნებებს, არგუმენტებს და დასკვნებს როგორც აკადემიური ასევე, პროფესიული საზოგადოებისთვის და დაინტერესებული მხარეებისთვის;
    • იაზრებს მენეჯერული საქმიანობის პროცესში წარმოშობილ ეთიკურ საკითხებს
    • აანალიზებს თავისუფალ საბაზრო სისტემაში ბიზნესზე გავლენის მქონე რისკებს
    • დამოუკიდებლად განსაზღვრავს შემდგომი სწავლისა და განვითარების საჭიროებებს
    • იზიარებს და აფასებს სოციალურ პასუხისმგებლობისა და კორპორატიული ეთიკის ნორმების/პრინციპების მნიშვნელობას;
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 10-31-2012
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 38-12
    პროგრამის განახლების თარიღი: 01-30-2024
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 09PDC170-01
    პროგრამის დეტალები:

     ბიზნესის ადმინისტრირებაში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 120 ECTS, რაც გულისხმობს: პროგრამის ძირითადი საგნების გავლას, რაც მოიცავს 84 ECTS და 36 ECTS დაგროვებას ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის დანარჩენი საგნებიდან.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BUSN0515ბიზნეს ეთიკა6 1
    ECON0511მენეჯერული ეკონომიკა6 1
    FINA0511ფინანსური აღრიცხვა6 1
    MGMT0511ოპერაციათა მენეჯმენტი6 1
    MKTG0511მარკეტინგის მენეჯმენტი6 1
    ACCT0521მმართველობითი აღრიცხვა6 2
    MGMT0611სტრატეგიული მენეჯმენტი6 2
    STAT0511ბიზნეს სტატისტიკა6 2
    BUSN0521ბიზნეს-კომუნიკაციები6 3
    BUSN0620სამაგისტრო ნაშრომი ბიზნესის მართვაში30 4

    კრედიტების ჯამი:

    84

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ECON6110საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკა6
    FINA0521ფინანსების მენეჯმენტი6
    LAWBUS5220საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციები6
    MGMT0521ორგანიზაციული ქცევა6
    MGMT0620საერთაშორისო ბიზნესი6
    ADVM5210რეკლამა6
    BUSN7779ქეისების შესწავლა6
    COMM0511საზოგადოებასთან ურთიერთობა6
    FINA0611ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობის ტექნიკა6
    INFO0277გადაწყვეტილებათა მოდელირება MS EXCEL-ში6
    LAWBUS5130საერთაშორისო ინვესტიციის სამართალი6
    LAWBUS5148ინტერნეტის სამართალი6
    MGMT0612ადამიანური რესურსების მართვა6
    MGMT0613პროექტის მენეჯმენტი6

    კრედიტების ჯამი:

    84









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი