პროგრამა: | რეკლამა და საზოგადოებასთან ურთიერთობა |
განათლების საფეხური: | მაგისტრატურა |
ხელმძღვანელი: | ლელი ბიბილაშვილი |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | რეკლამა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრი |
პროგრამის მოცულობა: | 120 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და დირექტორის ბრძანების საფუძველზე. |
პროგრამის მიზანი: | პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარებას სტრატეგიული კომუნიკაციებისა და რეკლამის განვითარების კუთხით და ამ მიზნის მისაღწევად აღზარდოს კვალიფიციური და მაღალი კომპეტენციის საზოგადოებასთან ურთიერთობის და რეკლამის სპეციალისტები, რომლებიც იქნებიან, საზოგადოებრივად მოაზროვნე და აქტიური მოქალაქეები, რომელთა ცოდნაც დაფუძნებული იქნება დემოკრატიულ ღირებულებებზე. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულებს გამოუმუშაოს დამოუკიდებლად კვლევის, რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის დაგეგმვისა და განხორციელების უნარი. კურსდამთავრებულები დასაქმებას შეძლებენ ბიზნეს და ფინანსურ სექტორში, სხვა კერძო და საჯარო უწყებებში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ბრენდინგის, რეკლამის მიმართულებით კვლევით და საკონსულტაციო სამსახურში, რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიებსა და სააგენტოებში საზოგადოებასთან ურთიერთობის წამყვან/მენეჯერულ თანამდებობაზე. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება
უნარი
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
|
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 03-20-2012 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 09-12 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 06-16 |
პროგრამის დეტალები: | |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | რეკლამა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამა შედგება 120 (ECTS) კრედიტისგან. რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრის დიპლომის მისაღებად სტუდენტმა უნდა გაიაროს რეკლამა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის ძირითადი საგნები, მათ შორის სამაგისტრო კვლევითი ნაშრომი რეკლამასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში. პროგრამის ძირითადი საგნები შეადგენს 96 კრედიტს, პროგრამის ასარჩევი საგნებიდან კი სტუდენტმა უნდა დააგროვოს 24 კრედიტი. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
COMM5130 | კომუნიკაციის თეორიები | 6 | 1 |
MKTG5110 | მარკეტინგის მენეჯმენტი | 6 | 1 |
MKTG5210 | მომხმარებელთა ქცევა | 6 | 1 |
SOCL5210 | სოციოლოგიური კვლევები | 6 | 1 |
ADVM5215 | რეკლამა | 6 | 2 |
COMM5111 | საზოგადოებასთან ურთიერთობა | 6 | 2 |
ADVM5110 | მედია მესიჯები და მათი გამოყენების ტექნიკა | 6 | 3 |
ADVM5230 | რეკლამის სტრატეგია | 6 | 3 |
COMM5140 | მედია დაგეგმარება და გაყიდვები | 6 | 3 |
COMM5220 | საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია და ტაქტიკა | 6 | 3 |
COMM6111 | ბრენდის სტრატეგიული მართვა | 6 | 3 |
COMM6215 | სამაგისტრო ნაშრომი საზოგადოებასთან ურთიერთობასა და რეკლამაში | 30 | 4 |
კრედიტების ჯამი: | 96 |
სტუდენტმა აღნიშნული ჩამონათვალიდან უნდა აირჩიოს 24 კრედიტი | |||
კოდი | საგანი | კრედიტი | |
COMM6130 | მედიასთან ურთიერთობის სტრატეგია | 6 | |
COMM6155 | ონლაინ კომუნიკაციები | 6 | |
MGMT5230 | სტრატეგიული მენეჯმენტი | 6 | |
MGMT6110 | ორგანიზაციული ქცევა | 6 | |
MGMT6130 | პროექტის მენეჯმენტი | 6 | |
COMM5135 | ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სტრატეგია | 6 | |
COMM5210 | საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციების კვლევა | 6 | |
COMM5230 | გლობალური მარკეტინგი და რეკლამა | 6 | |
COMM5235 | რეკლამის ფსიქოლოგია | 6 | |
COMM5240 | რეკლამის კვლევა | 6 | |
COMM6120 | კრიზისული სიტუაციების მართვა საზოგადოებასთან ურთიერთობაში | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 66 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |