პროგრამა: | სამართალი |
განათლების საფეხური: | მაგისტრატურა |
ხელმძღვანელი: | ლალი ლაზარაშვილი ანა ხურციძე |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | სამართლის მაგისტრი |
პროგრამის მოცულობა: | 120 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება შემდეგი კუმულატიური წინაპირობებით: • საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად; • ინლისურ ენაში (წერითი) გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში ან ინგლისური ენის არანაკლებ B2 (Upper Intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის არსებობისას; • სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში; • ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე ჩაირიცხებიან სამართლის ბაკალავრის ხარისხის მქონე პირები. პროგრამაზე მიღების გამოცხადების შემთხვევაში, გააქტიურდება ბმული, რომელიც მსურველს საშუალებას მიცემს იხილოს ინგლისური ენის ტესტების და სპეციალობის საგამოცდო საკითხების ნიმუშები. |
პროგრამის მიზანი: | სამართლის სამაგისტრო პროგრამის მიზანია ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის მომზადება, მისი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა. კურსდამთავრებულს შეეძლება პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება და გამოუმუშავდება დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევისთვის საჭირო კომპეტენციები. პროგრამა ითვალისწინებს სამართლის სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნის მიცემას, რაც უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის მონაწილეობას სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს განმტკიცებაში. პრაქტიკული საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, კერძო, საჯარო და/ან სისხლის სამართლის სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა მისცემს საშუალებას კურსდამთავრებულს გახდეს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი, კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტი. კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ ყველა პოზიციაზე, სადაც მოითხოვება სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. კვლევითი უნარების გამომუშავების შედეგად კურსდამთავრებულს შეეძლება სწავლა განაგრძოს დოქტორანტურის საფეხურზე. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება პროგრამის კურსდამთავრებული:
უნარი პროგრამის კურსდამთავრებული:
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა პროგრამის კურსდამთავრებული:
|
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 10-24-2005 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 3 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | |
პროგრამის დეტალები: |
ინგლისურ ენაზე ხორციელდება პროგრამის შემდეგი კომპონენტები: LAWC5315 იმიტირებული სასამართლო პროცესი; LAWP5255 აშშ-ის სამართლებრივი სისტემა; LAWC5125 საერთაშორისო ბიზნეს სამართალი; LAWP9090 მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია. |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | პროგრამა შედგება: 1. პროგრამის ძირითადი 48 კრედიტიანი სავალდებულო კომპონენტისგან, რომლის ფარგლებშიც მაგისტრანტს მოეთხოვება აკადემიური წერის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ორიენტირებული 6 კრედიტიანი კომპონენტის ჩაბარება და სამაგისტრო ნაშრომის შესრულება, რომელიც ფასდება 30 კრედიტით; პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით სტუდენტი სავალდებულოდ გადის 12 კრედიტიან კომპონენტს - სამართლის კლინიკას. 2. სამაგისტრო პროგრამის შემადგენელ დანარჩენ 72 კრედიტს სტუდენტი ირჩევს საკუთარი ინტერესების შესაბამისად. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
LAWC5420 | აკადემიური წერა - კვლევის მეთოდები | 6 | 3 |
LAWC6114 | სამართლის კლინიკა მაგისტრანტებისთვის | 12 | 3 |
LAWC8080 | სამაგისტრო ნაშრომი სამართალში | 30 | 4 |
კრედიტების ჯამი: | 48 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
INFO5598 | ხელოვნური ინტელექტი და სამართალი | 6 | |
LAWC5280 | გადაწყვეტილების მიღების ტექნიკა (რელაცია) სამოქალაქო საქმეებზე | 6 | |
LAWCR5192 | ნარკოტიკული დანაშაული და სისხლის სამართლის პოლიტიკა | 6 | |
LAWCR5253 | მედიცინის სისხლის სამართალი - დოგმატიკა და პრაქტიკა | 6 | |
LAWP5254 | გამოხატვის თავისუფლება შედარებით პერსპექტივაში | 6 | |
LAWP5256 | ადამიანის უფლებათა პოლიტიკური, სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები | 6 | |
LAWPA5237 | სამართლის უზენაესობა და მისი პათოლოგიები | 6 | |
BLCH5118 | კრიპტოვალუტის სამართლებრივი რეგულაცია | 6 | |
BLCH5119 | სმარტ კონტრაქტის სამართლებრივი რეგულაცია | 6 | |
LAWC5125 | საერთაშორისო ბიზნეს სამართალი | 6 | |
LAWC5131 | კომერციული მედიაცია მაგისტრებისთვის | 6 | |
LAWC5170 | სანივთო სამართლის პრაქტიკუმი | 6 | |
LAWC5210 | ზოგადი ვალდებულებითი სამართლის პრაქტიკუმი | 6 | |
LAWC5331 | მტკიცებითი სამართალი | 6 | |
LAWC5340 | შედარებითი სახელშეკრულებო სამართალი | 6 | |
LAWCR5120 | დანაშაულის კვალიფიკაციის პრობლემები | 6 | |
LAWCR5126 | მოწმის დაკითხვის მეთოდები სისხლის სამართლის პროცესში | 6 | |
LAWCR5140 | შედარებითი სისხლის სამართლის პროცესი | 6 | |
LAWCR5150 | ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა სუბსუმციისა და კვალიფიკაციის პრობლემები | 6 | |
LAWCR5330 | ევროპული სისხლის სამართალი და ლისაბონის ხელშეკრულება | 6 | |
LAWCR6120 | ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | 6 | |
LAWCR6140 | სისხლის სამართლის დოგმატიკა და სასამართლო პრაქტიკა | 6 | |
LAWCR6160 | გამოძიების საფუძვლები | 6 | |
LAWP 5260 | შედარებითი კონსტიტუციური სამართალი | 6 | |
LAWP5250 | ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები | 6 | |
LAWP5255 | აშშ-ის სამართლებრივი სისტემა | 6 | |
LAWP5310 | იურიდიულ პროფესიათა ეთიკა | 6 | |
LAWP5470 | განათლების სამართალი | 6 | |
LAWP5490 | საკუთრების კონსტიტუციურ–სამართლებრივი საფუძვლები | 6 | |
LAWPA5340 | საგადასახადო სამართლის პრაქტიკუმი | 6 | |
LAWC5140 | კორპორაციული მართვა | 6 | |
LAWC5220 | საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი და სასამართლო პრაქტიკა | 6 | |
LAWC5250 | ფასიანი ქაღალდების სამართალი | 6 | |
LAWC5275 | საარბიტრაჟო სამართალი | 6 | |
LAWC5310 | სახელშეკრულებო სამართლის სასამართლო პრაქტიკა | 6 | |
LAWC5320 | სადაზღვევო დავების გადაწყვეტა | 6 | |
LAWC5390 | კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობების სასამართლო პრაქტიკა | 6 | |
LAWC5410 | მოთხოვნის უზრუნველყოფის სამართალი | 6 | |
LAWC5510 | ვადები სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო სამართალში | 6 | |
LAWC5521 | კონსტიტუციური კონტროლის სასამართლო პრაქტიკა საქართველოში და საზღვარგარეთ | 6 | |
LAWC5522 | ადმინისტრაციული ნორმაშემოქმედება | 6 | |
LAWCR5210 | ქონებრივი და სხვა დანაშაულების სუბსუმციისა და კვალიფიკაციის პრობლემები | 6 | |
LAWCR6145 | საერთაშორისო სისხლის სამართლის დოქტრინა და პრეცედენტული სამართალი | 6 | |
LAWCR6165 | ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა - პრაქტიკული კურსი | 6 | |
LAWP5137 | რელიგიისა და რწმენის თავისუფლება | 6 | |
LAWP5460 | სამოხელეო სამართალი | 6 | |
LAWP5510 | პოლიტიკური პარტიების სამართალი | 6 | |
LAWPA5220 | ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სასამართლო პრაქტიკა | 6 | |
LAWC5230 | სასარჩელო წარმოების თავისებურებები სამოქალაქო საპროცესო სამართალში | 6 | |
LAWC5270 | ევროპის კავშირის შრომის სამართალი | 6 | |
LAWC5316 | იმიტირებული სასამართლო პროცესი მაგისტრებისათვის | 18 | |
LAWC5317 | სამედიცინო სამართალი | 6 | |
LAWP9090 | მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 330 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |