eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: საერთაშორისო ურთიერთობები
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: შალვა ძებისაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) გამოცდის წარმატებით გავლის, ზეპირი გასაუბრების, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: • TOEFL IBT – მინიმალური ქულა 80. • IELTS – მინიმალური ქულა 6.5. • PTE General – მინიმალური დონე B2. • FCE – მინიმალური დონე B. • CPE – საკმაირისია ჩაბარება. • CAE – საკმარისია ჩაბარება. სტუდენტებს ასევე უღიარდებათ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისურის B2/2 დონე. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% გადალახვა.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარებას, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის განვითარების კუთხით და ამ მიზნის მისაღწევად აღზარდოს კვალიფიციური და მაღალი კომპეტენციის საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიის სპეციალისტები აგრეთვე, პოლიტიკურად განათლებული, საზოგადოებრივად მოაზროვნე და აქტიური მოქალაქეები, რომელთა ცოდნაც დაფუძნებული იქნება დემოკრატიულ ღირებულებებზე.

სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებში ამზადებს ფართო პროფილის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს, რომლებიც იცნობენ გლობალური პოლიტიკის ძირითად თეორიულ მიდგომებს, აგრეთვე შეუძლიათ საერთაშორისო პოლიტიკაში არსებული ძირეული პრობლემების მათ შორის რეგიონალური და ტრანს-რეგიონალური პოლიტიკის განზოგადება და გააზრება. პროგრამის მიზანს ასევე წარმოადგენს სტუდენტთა ფუნდამენტური მომზადება საერთაშორისო ცხოვრებაში მიმდინარე ძირითადი ტენდენციებისა და მიდგომების შესასწავლად. კურსდამთავრებულები შესაძლებელია დასაქმდნენ საჯარო სამსახურში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატში, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტებში, თავდაცვის სამინისტროში, ეროვნული უშიშროების საბჭოში, საერთაშორისო და არა-სამთავრობო ორგანიზაციებში წამყვან/მენეჯერულ პოზიციებზე.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქტიული ლექციები
  • ვიზუალური ლექციები
  • დისკუსიები
  • დებატები
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • სიტუაციური ამოცანები
  • მცირე კვლევების ჩატარება
  • გუნდური მუშაობის უნარები
  • პრობლემის დასმა და მათი გადაჭრა
  • კრიტიკული ანალიზი
  • დისკუსიური-დებატური თემების წარმოდგენა და დაცვა
  • ჯგუფური დავალებები
  • პროექტები
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • თემების დაწერა
  • პრეზენტაციის წარდგენა
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:

    • სისტემურად და სიღრმისეულად ხსნის  საერთაშორისო ურთიერთობების დარგის ისეთი სპეციფიური საკითხებს, როგორიცაა  საერთაშორისო სისტემის პროცესები და ტენდენციები, ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქციონირების თავისებურებები, ენერგო პოლიტიკის და ენერგო უსაფრთხოების საკითხები ქვეყნის, რეგიონის და გლობალურ კონტექსტში, გლობალიზაციის თეორიები, საგარეო პოლიტიკის წინაშე არსებული გამოწვევები და საგარეო პოლიტიკის მოდელები (ფსიქოლოგიური და შემეცნებითი თეორიები) 

  • უნარი
  • პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:

    • იყენებს აკადემიური კვლევის წარმოების, ისტორიულ, შედარებით და სტატისტიკურ მეთოდებს, დამოუკიდებლად; 
    • იკვლევს საერთაშორისო ურთიერთობების წინაშე მდგარი გამოწვევების, კავკასიის გლობალური პოლიტიკის ჭრილში არსებული საკითხებს დამოუკიდებლად;
    • ახდენს გადაწყვეტილებების ფორმულირებას მიმდინარე რთული პოლიტიკურ მოვლენების და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის შეფასებაზე დაყრდნობით;
    • ამზადებს და წარადგენს საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე მიდგომებზე დაყრდნობით სხვადასხვა საკითხებზე სიღრმისეულ ანალიტიკურ ანგარიშებს;
    • ამზადებს მოხსენებებს და წარადგენს პრეზენტაციას აკადემიურ და პროფესიულ დონეზე 
    • ეფექტურად მონაწილეობს  და ერთვება დებატებში, დისკუსიებში და საჯარო განხილვებში (ქართულ და ინგლისურ ენებზე), წარადგენს ანაგარიშებს და მოხსენებებს წერითი და ზეპირი ფორმით, აკადემიურ და პროფესიულ დონეზე.  

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:

    • ავტონმიურად ამუშავებს სამეცნიერო -პროფესიულ ლიტერატურას, კვლევებს, სტატიებს, მონოგრაფიებს მუდმივი პროფესიული განვითარების მიზნით;
    • იცავს ეთიკურ და სამართლებლივ ნორმებს პროფესიული საქმიანობის პროცესში (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო) და მხარს უჭერს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს (რელიგიური, ეთიკური, კულტურული, ტრადიციული, თანასწორუფლებიანობა ).  
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 02-09-2005
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 02-05
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა შედგება 120 (ECTS) კრედიტისგან. დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრის დიპლომის მისაღებად სტუდენტმა უნდა გაიაროს საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ძირითადი საგნები, მათ შორის სამაგისტრო კვლევითი ნაშრომი საერთაშორისო ურთიერთობებში. დანარჩენი კრედიტები უნდა შეივსოს პროგრამის ასარჩევი საგნებიდან. პროგრამაში ცალკეული კომპონენტები ხორციელდება ინგლისურ ენაზე.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა შედგება 120 (ECTS) კრედიტისგან. 

    სტუდენტი გადის ამავე პროგრამის ძირითადი საგნებს 78 კრედიტის ოდენობით, ხოლო დარჩენილ 42 კრედიტი შეუძლია აიღოს ამავე პროგრამის სარჩევითი საგნებიდან .

    დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    IREL5230დიპლომატიის თეორია და პრაქტიკა6 2
    IREL5110საერთაშორისო ურთიერთობების თეორია6 1
    IREL5220საერთაშორისო ორგანიზაციები6 1
    IREL6120საერთაშორისო კონფლიქტების ანალიზი6 1
    IREL6225კვლევის დიზაინი და თვისებრივი მეთოდები საერთაშორისო ურთიერთობებში6 1
    IREL5235სამხრეთ კავკასია გლობალური პოლიტიკაში6 2
    IREL5240ენერგოპოლიტიკა და გარემოს დაცვა6 2
    IREL6110საგარეო პოლიტიკის ანალიზი6 2
    IREL6220სამაგისტრო ნაშრომი საერთაშორისო ურთიერთობებში30 4

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    78

    პროგრამის ასარჩევი

    სტუდენტმა აღნიშნული ჩამონათვალიდან უნდა აირჩიოს 42 კრედიტი.
    კოდი საგანი კრედიტი
    IREL5310ევროპული ინტეგრაციის უსაფრთხოების ასპექტები6
    IREL5320სტრატეგია და თავდაცვის დაგეგმვა6
    IREL5340კონფლიქტები, არაკონვენციური ომი და სპეციალური ოპერაციები6
    IREL5360ომი და ომის სამართალი6
    IREL5352ევროკავშირი, ნატო და ტრანსატლანტიკური პოლიტიკა6
    IREL5140განათლების მოდელები და სისტემები აშშ-სა და ევროპაში6
    IREL6131აშშ-ს საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა6
    IREL6153გლობალური ტერორიზმი და კონტრტერორიზმი6
    KART5110აკადემიური წერა და კვლევა6
    IREL5120თანამედროვე აშშ-ს პოლიტიკა6
    IREL5126ბირთვული გაუვრცელებლობა6
    IREL5130ევროკავშირის ინტეგრაცია, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები6
    IREL5131ომი, მშვიდობა და უსაფრთხოების პოლიტიკა6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    78









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი