eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: კახაბერ თავზარაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინჟინერიის ბაკალავრი - Bachelor of Engineering
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის დარგის განვითარებას კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით, რომლებსაც ექნებათ თანამედროვე საბაზრო მოთხოვნების გათვალისწინებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლება და უნარები ინჟინერიაში. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეიძენენ ელექტრული კომპონენტების, სისტემებისა და პროცესების პროექტირებისა და რეალიზების, მარტივი პროგრამული კოდის შექმნის, სხვადასხვა საინჟინრო, ფიზიკური და მათემატიკური ამოცანების თეორიული და რიცხვითი შედეგების ანალიზისა და ინჟინერიაში ინოვაციური აზროვნების უნარებს. ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ სატელეკომუნიკაციო და კომპიუტერულ კომპანიებში, სამთავრობო ორგანიზაციებში, ბანკებში და სხვა კერძო კომპანიებში, სადაც მოითხოვება ელექტრონული, სატელეკომუნიკაციო, რადიო და კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალისტის კომპეტენციები.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • გუნდური მუშაობა
  • დემონსტრირების მეთოდი
  • დისკუსიები
  • დისკუსიური-დებატური თემების წარმოდგენა და დაცვა
  • ვერბალური და ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • ვიდეო-აუდიო მასალის გამოყენება
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
  • კრიტიკული ანალიზი
  • ლაბორატორიული მეცადინეობები
  • ლაბორატორიული მუშაობა
  • ლექცია - სემინარი
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • მზარდი სირთულის, თუნდაც მცირე მოცულობის კვლევის წარმოება ზედამხედველობით
  • პრაქტიკული მუშაობა
  • პრეზენტაციის წარდგენა
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები
  • პრობლემის დასმა და მათი გადაჭრა
  • საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება
  • სხვათა სამუშაოს კონსტრუქციული კრიტიკა
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • წერითი მუშაობის მეთოდი
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • მათემატიკის, ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ელექტრო ინჟინერიის ზოგადი თეორიებისა და პრინციპების ცოდნა და გაცნობიერება;
  • ფიზიკის, კერძოდ მექანიკის, ელექტრომაგნეტიზმის, თერმოდინამიკის ფიზიკის, ოპტიკის, ტალღების, კვანტურ თეორიაზე დაფუძნებული თანამედროვე ფიზიკის ცოდნა და გაცნობიერება;
  • მათემატიკური ანალიზისა და საინჟინრო მათემატიკის, კერძოდ დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის, წრფივი ალგებრის, კომპლექსური ანალიზის, დისკრეტული მათემატიკის და საინჟინრო მათემატიკის სხვა ელემენტების ცოდნა და გაცნობიერება;
  • კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლების, კერძოდ საოფისე პროგრამებისა და ინტერნეტის მოხმარების, დაპროგრამირების ენის (C++), საინჟინრო კომპიუტერული პროგრამების (LabView, MathLab) ცოდნა და გაცნობიერება;
  • საინჟინრო მეცნიერებების საფუძვლების, ელექტრომაგნიტური სისტემების კომპლექსური ელექტრონული მოწყობილობების, სიგნალების დამუშავების, სისტემის შემადგენელი აპარატურული და პროგრამული კომპონენტების ანალიზის, სინთეზისა და პროექტირების პრინციპების ცოდნა და გაცნობიერება;
  • ინჟინერიის თანამედროვე აქტუალური პრობლემების ცოდნა და გაცნობიერება.

  • უნარი
  • მათემატიკის, ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინჟინერიის თეორიებისა და პრინციპების პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • ელექტრონული, ტელეკომუნიკაციის, კომპიუტერული სისტემების მარტივი პრაქტიკული ამოცანების განსაზღვრის, ჩამოყალიბების და ამოხსნის უნარი;
  • ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად ექსპერიმენტული ამოცანის დაგეგმვისა და განხორციელების უნარი;
  • ელექტრონულ, სატელეკომუნიკაციო და კომპიუტერულ სისტემებში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მოწყობილობების გამოყენების უნარი;
  • მოთხოვნებისა და არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით ელექტრონული კომპონენტების, სისტემების პროექტირებისა და შექმნის უნარი ;
  • წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად მცირე კომპიუტერული პროგრამის შექმნის უნარი;
  • სხვადასხვა საინჟინრო, ფიზიკური და მათემატიკური ამოცანების თეორიული და რიცხვითი შედეგების ანალიზის უნარი;
  • ექსპერიმენტალური მონაცემების თეორიულ შედეგებთან შედარების უნარი;
  • კვლევის შედეგების რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზის გაკეთების უნარი.
  • მულტიდისციპლინარულ ჯგუფში კომუნიკაციის უნარი;
  • დარგის თემატიკებზე როგორც წერილობით, ისე სიტყვიერად და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით კომუნიკაციის უნარი;
  • დარგის სპეციფიკური ლექსიკის გამოყენებით კომუნიკაციის უნარი;
  • ინჟინერიის და დარგის მონათესავე სპეციალისტებისთვის, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების, დასმული პრობლემის აღწერისა და პრობლემის გადაჭრის მისეული მოსაზრებების გასაგებად გადმოცემის უნარი;
  • დისკუსიებში მონაწილეობის მიღების უნარი;
  • შედეგების დეტალურად წერილობითი ფორმით მომზადებისა და წარმოდგენის უნარი;
  • დარგისთვის დამახასიათებელი საკითხებზე ქართულ და ინგლისურ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი;
  • აკადემიურად გამართული წერილობითი და ელექტრონული კორესპონდენციის წარმოების უნარი;
  • თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ინფორმაციის მოძიების უნარი.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • უწყვეტი პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვის, არჩეული სპეციალობაში ცოდნისა და უნარების გაღრმავების, უფრო რთული ამოცანების გადაწყვეტისა და კომპლექსური სისტემებს მართვის უნარები;
  • ცხოვრების მანძილზე მუდმივი სწავლის აუცილებლობის აღიარების უნარი;
  • ელექტრონული ბიბლიოთეკებისა და ინტერნეტის გამოყენებით მოპოვებული ახალი ინფორმაციის დამუშავებისა და დამოუკიდებლად სწავლის უნარი;
  • პროფესიული და ეთიკური ღირებულებების პატივისცემა;
  • გათავისებული ინჟინერიის მნიშვნელობა გლობალურ, ეკონომიკურ, გარემოსა და სოციალურ კონტექსტში;
  • გათავისებული ლიბერალურ დემოკრატიული ღირებულებები, რაც გამოიხატება პიროვნებისა და საკუთრების პატივისცემაში;
  • გათავისებული, როგორც ფიზიკურ, ისე ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული ღირებულებები. როგორც პირადი, ისე გუნდური პასუხისმგებლობის საკითხების პატივისცემა.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 12-03-2012
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 43-12
    პროგრამის განახლების თარიღი: 11-03-2014
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 46-14
    პროგრამის დეტალები: სტუდენტებს, რომლებსაც ეროვნულ გამოცდებზე არ აქვთ ჩაბარებული ინგლისური ენა ან საჭიროებენ ენობრივი კომპეტენციების გაუმჯობესებას, თავისუფალი კრტედიტების ფარგლებში შეუძლიათ აირჩიონ ინგლისური ენა I (A1) და/ან ინგლისური ენა II (A2). სტუდენტებს, რომლებსაც ეროვნულ გამოცდებზე არ აქვთ ჩაბარებული მათემატიკა ან მიღებული აქვთ 50%-ზე ნაკლები და საჭიროებენ მათემატიკის კომპეტენციების გაუმჯობესებას, თავისუფალი კრტედიტების ფარგლებში შეუძლიათ აირჩიონ მათემატიკის საფუძვლები, ხოლო 70%-ზე ნაკლები შეფასების შემთხვევაში პრეკალკულუსი.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ინჟინერიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს: საუნივერსიტეტო საგნებს 24 ECTS; პროგრამის ძირითად საგნებს 138 ECTS, პროგრამის არჩევით საგნებს 18 ECTS; დარჩენილი 60 ECTS სტუდენტს შეუძლია დააგროვოს:

    • პროგრამის არჩევითი საგნებიდან 36 ECTS და თავისუფალი კრედიტების 24 ECTS;
    • დამატებითი სპეციალობის არჩევით 60 ECTS. (დამატებითი სპეციალობა სტუდენტს არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს, თუმცა ძირითად სპეციალობასთან კომბინაციაში, აღრმავებს სტუდენტის ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს და /ან აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს გარკვეული საბაზისო ცოდნა, რომელიც ძირითად სპეციალობასთან ერთად ჩამოუყალიბებს მას დასაქმებისთვის ან განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის საჭირო დარგობრივ კომპეტენციებს).

    საუნივერსიტეტო ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    HIST1115შესავალი მსოფლიო ისტორიაში I3 1
    KART1220აკადემიური წერა6 1
    HIST1215შესავალი მსოფლიო ისტორიაში II3 2
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6 3
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 4

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    24

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    EENG1103ფიზიკა I (მექანიკა)6 1
    INFO1113საოფისე კომპიუტერული პროგრამები3 1
    MATH1115კალკულუსი I6 1
    EENG1204ფიზიკა II (ელექტროობა და მაგნეტიზმი)6 2
    EENG1206ლაბორატორია 1 (მექანიკა)3 2
    ENGL2215ინგლისური ენა IV (B1/2)3 2
    INFO1111დაპროგრამების საფუძვლები (C++)6 2
    MATH1166კალკულუსი II6 2
    EENG2101საინჟინრო მათემატიკა I6 3
    EENG2105ფიზიკა III (თერმოდინამიკა,ტალღები და ოპტიკა)6 3
    EENG2107ლაბორატორია 2 (ელექტროობა და მაგნეტიზმი)3 3
    EENG2110წრედთა თეორია6 3
    ENGL3115ინგლისური ენა V (B2/1)3 3
    INFO3131ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება C++6 3
    EENG2202საინჟინრო მათემატიკა II6 4
    EENG2208ლაბორატორია 3 (თერმოდინამიკა, ტალღები და ოპტიკა)3 4
    EENG2211ნახევარგამტარების საფუძვლები6 4
    EENG2212ანალოგური ელექტრონიკა6 4
    ENGL3215ინგლისური ენა VI (B2/2)3 4
    EENG3109ლაბორატორია 4 (რადიოტექნიკა)6 5
    EENG3113ციფრული ელექტრონიკა6 5
    EENG3114Eსიგნალები და სისტემები6 5
    INFO2110კომპიუტერის არქიტექტურა I6 5
    INFO4259მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები6 5
    EENG3115საინჟინრო ელექტრომაგნეტიზმი6 6
    EENG3216მიკროპროცესორები6 6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    135

    პროგრამის ასარჩევი

    სტუდენტმა აღნიშნული ჩამონათვალიდან უნდა აირჩიოს 18 კრედიტი.
    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL2145ინგლისური ენა III (B1/1)3
    EENG3110ელექტრონიკის საფუძვლები3
    MATH4118კრიპტოლოგიის საფუძვლები6
    EENG1220შესავალი ელექტროენერგეტიკაში6
    EENG3217თანამედროვე ფიზიკა6
    EENG3218სისტემების მოდელირება და კონტროლი6
    EENG3219საინჟინრო ამოცანების კომპ. მოდელირება6
    EENG3220LabView დაპროგრამირება6
    EENG3221მიკროტალღური წრედები და სისტემები6
    EENG3222პროგრამული ინჟინერია6
    INFO2229ოპერაციული სისტემა (Windows)6
    EENG4123ნახევარგამტარული მოწყობილობები და პროცესები6
    EENG4124ელექტრომაგნიტური თავსებადობა6
    EENG4128სატელეკომუნიკაციო სისტემები6
    EENG4129ანტენების თეორია და დიზაინი6
    EENG4130ციფრული კომუნიკაცია6
    EENG4134თანამედროვე ოპერაციული სისტემები6
    EENG4231უსადენო კომუნიკაცია6
    INFO3110კომპიუტერული ქსელები I6
    EENG4125რობოტოტექნიკა და ავტომატიზირებული სისტემები6
    EENG4226ფოტონიკის საფუძვლები6
    EENG4227ნანოტექნოლოგიის საფუძვლები6
    EENG4232ოპტიკური კომუნიკაცია6
    EENG4235კომპიუტერული უსაფრთხოება6
    EENG4237პრაქტიკა 212
    INFO3210კომპიუტერული ქსელები II6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    156

    თავისუფალი კრედიტი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1145ინგლისური ენა I (A1)3
    MATH1118მათემატიკის საფუძვლები6
    MATH1121პრეკალკულუსი6
    ENGL1245ინგლისური ენა II (A2)3

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    18









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი