eng

სილაბუსი
EDUC4130 კლასის მართვა
ბაკალავრიატი
საქართველოს უნივერსიტეტი 2025 წ.
კრედიტების რაოდენობა: 6 ECTS
საგნის კურატორ(ებ)ი : პაჭკორია თამარ
ელ. ფოსტა: t.patchkoria@ug.edu.ge
კურსზე დაშვების წინაპირობა ამ კურსს წინაპირობა არ გააჩნია
აღწერა

კურსი მოიცავს იმ ბაზისურ ცოდნასა და უნარებს რომლებიც მნიშვნელოვანია აქტიური და განმავითარებელი სასწავლო გარემოს შესაქმნელად. იგი ეხება სასწავლო გარემოს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ურთიერთობის ეთიკა, სოციალური განწყობა, სამეტყველო ნორმები და ნიმუშები, ჯგუფური ღირებულებები და ქცევები, სკოლის სხვა თანამშომლებთან და მშობლებთან ურთიერთობის მეთოდები და სტრატეგიები.

მიზნები

კურსის მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს კლასის ეფექტური მართვის ცოდნისა და უნარ-ჩვევების ათვისებასა და პოზიტიური სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებაში.

შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება

კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი იცნობს: 

 

მოსწავლეთა ნეგატიური ქცევის მიზეზებს; მოსწავლეთა ქცევითი პრობლემების მართვისა და მათი პრევენციის გზებსა და საშუალებებს;

მოსწავლეთა ქცევის, კლასის მართვის, დისციპლინისა და მოტივაციის სხვადასხვა თეორიებსა და მათი პრაქტიკული გამოყენების გზებს;

იცის:

სასწავლო გარემოს ორგანიზაციისა და მართვის გზები და საშუალებები;

საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის სამართლებრივი საფუძვლები (მშობლის, მოსწავლის, მასწავლებლის უფლებები და მოვალეობები, მოსწავლის და მასწავლებლის ურთიერთობის სტანდარტები).

 


უნარი

კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეუძლია:

 

მოსწავლეთა ქცევით პრობლემებზე კორექტული და კონსტრუქციული რეაგირება;

მოსწავლეთა ქცევის პრობლემის იდენტიფიკაცია და პრევენცია; საკლასო გარემოს ანალიზი და ორგანიზაცია;

ნეგატიურ ქცევათა ანალიზი და მათი მიზანმიმართული მართვის სტრატეგიის შემუშავება; 

მოსწავლეთა ქცევის, კლასის მართვის, დისციპლინისა და მოტივაციის სხვადასხვა თეორიების პრაქტიკულ გარემოებებთან მისადაგება.

აქტიური ზეპირი და წერითი კომუნიკაცია მოსწავლეებთან და/ან მშობლებთან კლასის მართვის აქტუალურ და ან პრობლემურ საკითხებზე.

 


პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა

კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეუძლია: 

 

კლასის მართვის სხვადასხვა მეთოდების ანალიზის გამოყენებით  შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალთან ინტეგრირება;

 

ხანგრძლივობა
ლექცია და სემინარი :    კვირაში: 1
საათი : 2
საათობრივი დატვირთვა
სულ:150 საათი
არასაკონტაქტო
დამოუკიდებელი მეცადინეობა 94
გამოცდების მომზადება 22
ნაშრომების მომზადება 6
საკონტაქტო
ლექციაზე და სემინარზე დასწრება 18
გამოცდები 3
რეფერატი 2
ქვიზი 5
სწავლის და სწავლების მეთოდები/აქტივობები
  • დისკუსიები
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • სიტუაციური ამოცანები
  • გუნდური მუშაობა
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • პრეზენტაციების წარდგენა
ლიტერატურა
ძირითადი ლიტერატურა
Principles of classroom management : A professional decision-making modelLevin,J.,Nolan,J.2007
Managing secondary classrooms : Principles and strategies for effective management and instructionWilliams, P.others1999
კლასის მართვა : კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული მეთოდები მასწავლებლებისათვისმარზანო, რობერტ2009
დამატებითი ლიტერატურა
მასწავლებლის ეთიკის კოდექსი
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი (ზოგადი)
საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ2005
ეროვნული სასწავლო გეგმა : ( ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის)ლომაია, ალექსანდრე.; წიფურია, ბელა.2007
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №36/ნ 2011 წლის 11 მარტის ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ
1 კვირა

ლექცია


თემა

სწავლების პროცესი და კლასის მართვის პრინციპები



საკითხავი მასალა:
  • Principles of classroom management : A professional decision-making model Levin,J.,Nolan,J. გვერდი: 3-19
  • Managing secondary classrooms : Principles and strategies for effective management and instruction Williams, P.others გვერდი: 3-17
  • მასწავლებლის ეთიკის კოდექსი
  • მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი (ზოგადი)
  • საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ

2 კვირა

ლექცია (ქვიზი)


თემა

დისციპლინარული პრობლემის ბუნება. პრობლემის არსი და მოცულობა. საკლასო დისციპლინის ზეგავლენა სწავლისა და სწავლების პროცესზე.

რა მნიშვნელობა ენიჭება კლასის მართვას? ეროვნულისასწავლოგეგმითდადგენილისტანდარტი.



საკითხავი მასალა:
  • Principles of classroom management : A professional decision-making model Levin,J.,Nolan,J. გვერდი: 21-40
  • კლასის მართვა : კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული მეთოდები მასწავლებლებისათვის მარზანო, რობერტ გვერდი: 1-15
  • საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ
  • ეროვნული სასწავლო გეგმა : ( ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის) ლომაია, ალექსანდრე.; წიფურია, ბელა.
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №36/ნ 2011 წლის 11 მარტის ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ

გამოკითხვის სახე:     წერითი - 3;

3 კვირა

ლექცია (ქვიზი)


თემა

რატომ იქცევიან ბავშვები ცუდად?

წესები და პროცედურები



საკითხავი მასალა:
  • Principles of classroom management : A professional decision-making model Levin,J.,Nolan,J. გვერდი: 41-79
  • კლასის მართვა : კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული მეთოდები მასწავლებლებისათვის მარზანო, რობერტ გვერდი: 16-34

გამოკითხვის სახე:     წერითი - 3;

4 კვირა

ლექცია (ქვიზი)


თემა

კლასის მართვა – ფილოსოფიური მიდგომები

მასწავლებლის უფლებები ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით. კლასის მართვის თეორიები.

დისციპლინის გაუმჯობესებაზე მიმართული ღონისძიებები



საკითხავი მასალა:
  • Principles of classroom management : A professional decision-making model Levin,J.,Nolan,J. გვერდი: 81-108
  • კლასის მართვა : კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული მეთოდები მასწავლებლებისათვის მარზანო, რობერტ გვერდი: 35-52
  • მასწავლებლის ეთიკის კოდექსი
  • საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ

გამოკითხვის სახე:     წერითი - 3;

5 კვირა

ლექცია (ქვიზი)


თემა

პროფესიონალი მასწავლებელი

ეფექტური სწავლების საფუძვლები.

მასწავლებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან



საკითხავი მასალა:
  • Principles of classroom management : A professional decision-making model Levin,J.,Nolan,J. გვერდი: 109-141
  • კლასის მართვა : კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული მეთოდები მასწავლებლებისათვის მარზანო, რობერტ გვერდი: 53-81
  • მასწავლებლის ეთიკის კოდექსი
  • მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი (ზოგადი)
  • საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ

გამოკითხვის სახე:     წერითი - 3;

6 კვირა

ლექცია (ქვიზი)


თემა

გარემოს ორგანიზება.

ვიდეომასალის გარჩევა და ანალიზი



საკითხავი მასალა:
  • Principles of classroom management : A professional decision-making model Levin,J.,Nolan,J. გვერდი: 142-170

გამოკითხვის სახე:     წერითი - 3;

7 კვირა

ლექცია (ქვიზი)


თემა

ჩვეული ქცევითი პრობლემები და მათი მართვა

პროაქტიული ინტერვენციის უნარები. რემედიალური ინტერვენციის უნარები. ჩარევის არავერბალური უნარების ეფექტურობა.

მენტალური მზაობა



საკითხავი მასალა:
  • Principles of classroom management : A professional decision-making model Levin,J.,Nolan,J. გვერდი: 171-184
  • კლასის მართვა : კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული მეთოდები მასწავლებლებისათვის მარზანო, რობერტ გვერდი: 82-93

გამოკითხვის სახე:     წერითი - 3;

8 კვირა

ლექცია (ქვიზი)


თემა

ჩვეული ქცევითი პრობლემები და მათი მართვა

ვერბალური ჩარევა. გაფუჭებული ფირფიტის მეთოდი. დაემორჩილე ან მიიღებ ლოგიკურ შდეგს. „შენ გაქვს არჩევანი“.

მოსწავლეთა პასუხისმგებლობა კლასის მართვასთან დაკავშირებით



საკითხავი მასალა:
  • Principles of classroom management : A professional decision-making model Levin,J.,Nolan,J. გვერდი: 186-204
  • კლასის მართვა : კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული მეთოდები მასწავლებლებისათვის მარზანო, რობერტ გვერდი: 94-111

გამოკითხვის სახე:     წერითი - 3;

9 კვირა

ლექცია


თემა

ჩარევა ქრონიკული ქცევითი პრობლემების შემთხვევაში

პრობლემათა გადაწყვეტის ხანგრძლივი სტრატეგია. ურთიერთობათა აგება. ნეგატიური წახალისების ციკლის გარღვევა.

კლასის ეფექტური მართვა პირველ დღეებში



საკითხავი მასალა:
  • Principles of classroom management : A professional decision-making model Levin,J.,Nolan,J. გვერდი: 205-234
  • კლასის მართვა : კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული მეთოდები მასწავლებლებისათვის მარზანო, რობერტ გვერდი: 112-124

შუალედური

საგამოცდო თემატიკა ( განვლილი მასალიდან)

გამოცდის ფორმა - , წერითი

გამოცდის კომპონენტები და შეფასების კრიტერიუმები ქულების ჯამი
ქეისების განხილვა, ამოხსნა 8
ქეისი სრულად და ამომწურავად არის განხილული/ამოხსნილი 100%
ქეისი ნაწილობრივ არის განხილული/ამოხსნილი, არსებითი შეცდომა არ არის 75%
ქეისი ნაწილობრივ არის განხილული/ამოხსნილი, აღინიშნება მცირეოდენი შეცდომები/უზუსტობები 50%
ქეისი ნაწილობრივ არის განხილული/ამოხსნილი, აღინიშნება არსებითი შეცდომები/უზუსტობები 25%
ქეისი არ არის განხილული/ამოხსნილი / არასწორად არის შესრულებული 0%



10 კვირა

ლექცია (ქვიზი)


თემა

გარე დახმარება; დისციპლინარული პრობლემების შეფასება და ანალიზი

მართვა სკოლის დონეზე



საკითხავი მასალა:
  • Principles of classroom management : A professional decision-making model Levin,J.,Nolan,J. გვერდი: 236-264
  • კლასის მართვა : კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული მეთოდები მასწავლებლებისათვის მარზანო, რობერტ გვერდი: 125-139

გამოკითხვის სახე:     წერითი - 3;

11 კვირა

ლექცია (ქვიზი)


თემა

საშუალო სკოლის მოსწავლეთა ქცევის თავისებურებები

ვიდეომასალის გარჩევა და ანალიზი



საკითხავი მასალა:
  • Managing secondary classrooms : Principles and strategies for effective management and instruction Williams, P.others გვერდი: 133-167

გამოკითხვის სახე:     წერითი - 3;

12 კვირა

ლექცია (ქვიზი)


თემა

ახალგაზრდობა კრიზისში: სოციალური პრობლემების გადაწყვეტა. კულტურული განსხვავებები და პრობლემათა გადაწყვეტის მოდელი



საკითხავი მასალა:
  • Managing secondary classrooms : Principles and strategies for effective management and instruction Williams, P.others გვერდი: 168-205
  • კლასის მართვა : კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული მეთოდები მასწავლებლებისათვის მარზანო, რობერტ გვერდი: 206-241

გამოკითხვის სახე:     წერითი - 3;

13 კვირა

მოსამზადებელი კვირა


14 კვირა

პრეზენტაცია

რეფერატის შეფასების კრიტერიუმები

ინფორმაციის სისრულე-2 ქულა

  • სტუდენტი სრულად ფლობს აუცილებელ ინფორმაციას საკითხთან დაკავშირებით -100%
  • სტუდენტი ფლობს აუცილებელი ინფორმაციის მნიშვნელოვან ნაწილს საკითხთან დაკავშირებით -75%
  •   სტუდენტი   ფლობს აუცილებელი ინფორმაციის საკმარის რაოდენობას საკითხთან დაკავშირებით- 50%
  • სტუდენტის ინფორმაცია მოცემულ საკითხზე მწირია -25%
  • სტუდენტი არ ფლობს საკითხთან დაკავშირებულ    აუცილებელ ინფორმაციას-0%

    მსჯელობის ლოგიკურობა-1 ქულა
  • მსჯელობა მაქსიმალურად თანმიმდევრული და ლოგიკურია - 100%
  • მსჯელობის მნიშვნელოვანი ნაწილი თანმიმდევრული და ლოგიკურია - 75%
  • მსჯელობის ლოგიკურობა და თანმიმდევრულობა ფრაგმენტულად დარღვეულია -50%
  • მსჯელობის თანმიმდევრულობა და ლოგიკურობა არსებითად დარღვეულია - 25%
  • მსჯელობა არათანმიდევრული და არალოგიკურია - 0%

    დასკვნების დასაბუთებულობა-1 ქულა
  • დასკვნები დამაჯერებლადაა დასაბუთებული და არგუმენტები მაქსიმალურად მყარია - 100%
  • დასკვნები მთლიანობაში დასაბუთებულია, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში არგუმენტაცია არასაკმარისად მყარია - 75%
  • დასკვნები მეტნაკლებად დასაბუთებულია, თუმცა ზოგჯერ არგუმენტებს დამაჯერებლობა აკლია - 50%
  • დასკვნები  ზერელედაა დასაბუთებული და არგუმენტები არადამაჯერებელია - 25%
  • დასკვნები დაუსაბუთებულია - 0%

    სტრუქტურა-1 ქულა
  • რეფერატის სტრუქტურა სრულად შეესაბამება დასმულ ამოცანას, ტექსტი კარგადაა ორგანიზებული, ცალკეული მონაკვეთები თანმიმდევრულად და ლოგიკურად ენაცვლება ერთმანეთს, შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა მკაფიოდ გამოკვეთილია – 100%
  • რეფერატის სტრუქტურა შეესაბამება დასმულ ამოცანას, ტექსტი ორგანიზებულია, თუმცა სასურველია მონაკვეთების თანამიმდევრულობა და ლოგიკურობა უფრო მკაფიოდ წარმოჩნდეს - 75%
  • რეფერატის სტრუქტურა მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება დასმულ ამოცანას, ტექსტი მეტ-ნაკლებად ორგანიზებულია, რიგ შემთხვევებში დარღვეულია მონაკვეთების თანამიმდევრულობა, შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა ნაკლებად იკვეთება - 50%
  • რეფერატის სტრუქტურა ნაკლებად შეესაბამება დასმულ ამოცანას, ტექსტი არაორგანიზებულია, დარღვეულია ტექსტის ლოგიკა, შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა არ იკვეთება  - 25%
  • რეფერატის სტრუქტურა არ შეესაბამება დასმულ ამოცანას-0

    აკადემიური წერის (APA) სტილთან შესაბამისობა-1 ქულა
  • აკადემიური წერის(APA)  სტანდარტები (თანმდევი სათაური, ციტირების წესი, ლიტერატურის მითითების წესი) სრულად არის დაცული -100%
  •  აკადემიური წერის (APA)  სტანდარტებიდან ერთ-ერთი   (თანმდევი სათაური ან ლიტერატურის მითითების წესი) დარღვეულია -75%
  •  აკადემიური წერის(APA) სტანდარტებიდან ორი   (თანმდევი სათაური და ლიტერატურის მითითების წესი) დარღვეულია-50%
  •  აკადემიური წერის (APA)  სტანდარტებიდან ორი   მნიშვნელოვანი დარღვეულია (ლიტერატურის მითითების  და ციტირების წესი) -25%
  • აკადემიური წერის (APA)  სტანდარტები    არ არის დაცული



პრეზენტაციის  შეფასების კრიტერიუმები:

პრეზენტაციის შინაარსი-2 ქულა

  • პრეზენტაციის შინაარსი  კონკრეტული, ლაკონურად ჩამოყალიბებული და კარგად ორგანიზებულია; აქცენტები სწორად არის გადანაწილებული;  პრიორიტეტული საკითხები მკაფიოდ არის გამოკვეთილი და  მათ შორის ორგანული კავშირი დაცულია- 100%
  • პრეზენტაციის შინაარსი  კონკრეტული, ლაკონურად ჩამოყალიბებული და  ორგანიზებულია; აქცენტები უმეტესად  სწორად არის გადანაწილებული;  პრიორიტეტული საკითხების მნიშვნელოვანი ნაწილი  გამოკვეთილია და  მათ შორის ორგანული კავშირი ძირითადად დაცულია- 75%;
  •  პრეზენტაციის შინაარსი  არ არის კონკრეტულად ჩამოყალიბებული და სწორად  ორგანიზებული; აქცენტების გადანაწილება არასწორია;   პრიორიტეტული საკითხების მნიშვნელოვანი ნაწილი  არ არის გამოკვეთილი და  მათ შორის ორგანული კავშირი  ბუნდოვანია- 50%;
  • პრეზენტაციის შინაარსი  არ არის კონკრეტულად ჩამოყალიბებული და სწორად  ორგანიზებული; აქცენტების გადანაწილება სრულიად  არასწორია;   პრიორიტეტული საკითხები  არ იკვეთება -25%;
  • პრეზენტაციის შინაარსი არ შეესაბამება თემას-0

    წარდგენის უნარი-2 ქულა

  •  უკუკავშირი აუდიტორიასთან სრულია;   მეტყველება  გამართულია; აზრი  მკაფიოდ და გასაგებადაა ჩამოყალიბებული;  ვიზუალიზაცია ეფექტური და ადეკვატურია; დროის ლიმიტი  დაცულია- 100%
  • უკუკავშირი  აუდიტორიასთან  პერიოდულად დარღვეულია, თუმცა მეტყველება  გამართულია; აზრი  მკაფიოდ და გასაგებადაა ჩამოყალიბებული; ვიზუალიზაცია ეფექტური და ადეკვატურია;  დროის ლიმიტი  დარღვეული არ არის- 75 %
  •  უკუკავშირი  აუდიტორიასთან   დარღვეულია, მეტყველება  გამართულია, თუმცა აზრი  მკაფიოდ  არ არის  ჩამოყალიბებული;  ვიზუალიზაცია ადეკვატურია, თუმცა ნაკლებეფექტური; დროის ლიმიტი  დარღვეულია- 50 %
  • უკუკავშირი  აუდიტორიასთან   დარღვეულია, მეტყველება  გაუმართავია, აზრი   ბუნდოვანია; ვიზუალიზაცია ადეკვატურია და  არაეფექტურია; დროის ლიმიტი  დარღვეულია- 25 %
  • არ არსებობს  უკუკავშირი აუდიტორიასთან,  მეტყველება სრულიად  გაუმართავია, აზრი   ბუნდოვანია; ვიზუალიზაცია ადეკვატური და  არაეფექტურია;  დროის ლიმიტი  დარღვეულია-0



15,16,17 კვირა

დასკვნითი გამოცდა

საგამოცდო თემატიკა ( განვლილი მასალიდან)

გამოცდის ფორმა - წერითი

გამოცდის კომპონენტები და შეფასების კრიტერიუმები ქულების ჯამი
ქეისების განხილვა, ამოხსნა 8
ქეისი სრულად და ამომწურავად არის განხილული/ამოხსნილი 100%
ქეისი ნაწილობრივ არის განხილული/ამოხსნილი, არსებითი შეცდომა არ არის 75%
ქეისი ნაწილობრივ არის განხილული/ამოხსნილი, აღინიშნება მცირეოდენი შეცდომები/უზუსტობები 50%
ქეისი ნაწილობრივ არის განხილული/ამოხსნილი, აღინიშნება არსებითი შეცდომები/უზუსტობები 25%
ქეისი არ არის განხილული/ამოხსნილი / არასწორად არის შესრულებული 0%



18,19 კვირაში

აღდგენები/გადაბარებები


შეფასების სისტემა:
ლექცია (ქვიზი) 30 ქულა 30%
შუალედური 20 ქულა 20%
პრეზენტაცია
  • წერითი - 6 ქულა (მინიმალური 1.5 ქულა)
  • ზეპირი - 4 ქულა (მინიმალური 1 ქულა)
  • პრეზენტაცია - 40%, საპრეზენტაციო თემა 60%
    შენიშნვა: თითოეულ კომპონენტში სავალდებულოა მინიმუმის გადალახვა. წინააღმდეგ შემთხვევაში განულდება მთლიანი შეფასების ქულა
10 ქულა 10%
დასკვნითი გამოცდა
  • წერითი - 40 ქულა (მინიმალური 20 ქულა)
  • პრეზენტაცია - 40%, საპრეზენტაციო თემა 60%
    შენიშნვა: თითოეულ კომპონენტში სავალდებულოა მინიმუმის გადალახვა. წინააღმდეგ შემთხვევაში განულდება მთლიანი შეფასების ქულა
40 ქულა 40%

შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
97-100 4,00 A+ A ფრიადი
94-96 3,75 A
91-93 3,50 A-
87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
84-86 3,00 B B
81-83 2,75 B-  
77-80 2,50 C+   C კარგი
74-76 2,25 C
71-73 2,00 C-
67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
64-66 1,50 D
61-63 1,25 D-
51-60 1,00 E E საკმარისი
უარყოფითი შეფასება
41-50   FX FX ვერ ჩააბარა
<40   F F ჩაიჭრა





ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2025 საქართველოს უნივერსიტეტი