eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ინგლისური ფილოლოგია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: მაია ჩხეიძე
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი ინგლისურ ფილოლოგიაში
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: პროგრამაზე დაშვების წინაპირობა (საქართველოს მოქალაქეებისათვის): აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის): უცხოელმა აბიტურიენტებმა, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი საშუალო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ზოგადი საშუალო განათლების ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. იმ შემთქვევაში თუ აბიტურიენტს არ აქვს ინგლისური ენის სერთიფიკატი FCE (First Certificate in English), TOEFL IBT – მინიმალური ქულა 72, IELTS – მინიმალური ქულა 6, ინგლისური ენის კომპეტენცია დგინდება საუნივერსიტეტო გამოცდით (მინიმალური ბარიერი 60%).
პროგრამის მიზანი:

ითვალისწინებს რა ფილოლოგიის სფეროს კომპლექსურობას, პროგრამის მიზნია კურსდამთავრებულს: 

1. მისცეს ლინგვისტიკისა და ლიტერატურათმცოდენობის კონცეპტუალურ აპარატის, მეთოდოლოგიური და თეორიული საფუძვლების თავისებურებების, ინგლისური ენის სტრუქტურის, ინგლისური ენის ისტორიული განზომილებებისა და ბრიტანული კულტურის მახასიათებლების, ენას, აზროვნებას, საზოგადოებას, კულტურასა და ლიტერატურას შორის არსებულ მიმართებათა სპეციფიკის, ლინგვისტიკისა და ლიტერატურათმცოდენობის კონცეფციებისა და თეორიების, ლიტერატურული ჟანრების განვითარების თავისებურებების ცოდნა;
2. გააცნოს ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის ისტორიისა და განვითარების კანონზომიერები;
3. გამოუმუშაოს ინგლისური ენის კომპეტენტური გამოყენებისათვის შესაბამისი სირთულის, მკაფიოდ სტრუქტურირებული კომპლექსური ზეპირი და წერილობითი ტექსტის ადეკვატური აღქმისა და პროდუცირებისათვის რელევანტური კომუნიკაციური სტრატეგიების, აკადემიური წერის ძირითადი პრინციპებისა და (APA) აკადემიური სტილის სტანდარტების გამოყენების, სხვადასხვა კომუნიკაციურ კონტექსტში ადეკვატური კომუნიკაციური ქმედების განხორციელების, კომპლექსურ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი კრიტიკული მოსაზრების ფორმულირებისა და პრეზენტაციის, უნარ-ჩვევები;
4. ჩამოუყალიბოს მეორე ევროპული (სავალდებულო ასარჩევი) ენის დამოუკიდებელი გამოყენებისათვის რელევანტური გრამატიკული ნორმებისა და ლექსიკური მარაგის ადეკვატური აღქმისა და გამოყენების უნარ-ჩვევები;
5. შესაწავლოს სწავლის, სწავლებისა და შეფასების სტარტეგიების, მეთოდებსა და მიდგომების ადეკვატური გამოყენების უნარ-ჩვევები;
6. განუვითაროს პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე მის მიერ მომზადებულ ნაშრომებში (რეფერატი, მცირე კვლევა, საბაკალავრო ნაშრომი (სავალდებულო არჩევითი) შედეგების რეპრეზენტაციისას ეთიკური ნორმებისა და აკადემიური პატიოსნების დაცვის გზით.

პროგრამის მიზანი შესაბამისობაშია საქართველოს უნივერსიტეტის მისიასთან, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს: “ცოდნის წარმოება და პიროვნების განათლება, რაშიც ვგულისხმობთ ადამიანში ლიბერალურ-ჰუმანური ღირებულებების გაღვივებას, და მის აღჭურვას კეთილსინდისიერი შრომით წარმატების მისაღწევად საჭირო ცოდნითა და უნარებით”. მისია მიღწევადია და აკადემიური პატიოსნების სტანდარტებისა და შრომაზე დაფუძნებული პროფესიული საქმიანობითა თუ მეცნიერული მიღწევებით განაპირობებს საზოგადოების ჯანსაღ, ჰუმანურ და დემოკრატიულ განვითარებას სახელმწიფოსა და ზოგადად, კაცობრიობის საკეთილდღეოდ.მიზნის მიღწევას ემსახურება საბაკალავრო სწავლების დონისათვის შესაბამისი კვლევითი და პრაქტიკული უნარების ფორმირება, რაც უზრუნველყოფილია პროგრამის თეორიული და პრაქტიკული კურსების სინთეზით.
სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება მიზანმიმართულია შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაზე, სტუდენტის მრავალმხრივი ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, სტუდენტისათვის აკადემიური პატიოსნების სტანდარტების, ეთიკური და პროფესიული ნორმების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გათავისებისათვის საჭირო უნარ-ჩვევათა ფორმირებაზე. პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებული კომპეტენციები კურსდამთავრებულს აძლევს დასაქმების შესაძლებლობას გამომცემლობებში, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებათა სისტემასა და იმ კომპანიებში, სადაც არსებობს მოთხოვნა ინგლისურენოვან კომუნიკატორზე. შრომითი ბაზრის ცვალებადი მოთხოვნების გათვალისწინებით, პროგრამაში ინტეგრირებულია ინგლისური ენის სწავლებისათვის საჭირო კომპეტენციათა ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული საგნები. ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სწავლებას და კონკურენტუნარიანი პროფესიონალების მომზადებას დარგის ფართო ცოდნით. პროგრამა აძლევს კურსდამთავრებულს შესაბამისი და მომიჯნავე სპეციალობებით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას რაც უზრუნველყოფილია პროგრამაში ჩართული აკადემიური რესურსითა და სასწავლო კომპონენტებით.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
  • ენის სასწავლო ლაბორატორიაში მუშაობა (აუდირება)
  • ინდივიდუალური და ჯგუფური პრეზენტაციები
  • ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტი (მცირე კვლევა)
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • წერითი მეთოდი
  • ჯგუფური მუშაობა
  • როლური თამაშები
  • შემთხევათა ანალიზი (case study)
  • საველე პრაქტიკა
  • ვერბალური მეთოდი
  • დისკუსია/დებატები
  • ლექცია-სემინარი
  • ზეპირი გამოკითხვა
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • კურსდამთავრებული
    იცნობს:

    • ლინგვისტიკისა და ლიტერატურათმცოდენობის კონცეპტუალურ აპარატს, მეთოდოლოგიურ და თეორიულ საფუძვლებს;
    • ინგლისური ენის სტრუქტურის, ინგლისური ენის ისტორიული განზომილებებისა და ბრიტანული კულტურის მახასიათებლებს;
    • ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის ისტორიისა და განვითარების კანონზომიერებს;
    • ინგლისური ენის კომპეტენტური და მეორე ევროპული (სავალდებულო ასარჩევი) ენის დამოუკიდებელი გამოყენებისათვის რელევანტური გრამატიკული ნორმებისა და ლექსიკური მარაგის სპეციფიკას;
    • აკადემიური წერის ძირითად პრინციპებსა და (APA) აკადემიური სტილის სტანდარტებს;
    • სწავლის, სწავლებისა და შეფასების სტარტეგიებს, მეთოდებსა და მიდგომებს;
    • მსოფლიო ისტორიის ძირითად პერიოდებს.

    აღწერს:

    • ენას, აზროვნებას, საზოგადოებას, კულტურასა და ლიტერატურას შორის არსებულ მიმართებათა სპეციფიკას;
    • ლინგვისტიკისა და ლიტერატურათმცოდენობის კონცეფციებისა და თეორიების, ლიტერატურის თეორიის სისტემის ფუნქციონირებისა და ლიტერატურული ჟანრების განვითარების თავისებურებებს.

  • უნარი
  • კურსდამთავრებული:

    • ახდენს ფილოლოგიის სფეროსათვის რელევანტური მეთოდებისა და პრინციპების (ფონემური და მორფემული ანალიზის პრინციპები, ტრანსფორმაციული ანალიზის მეთოდი, ჰიპონიმიის პრინციპი, ტექსტის ჰერმენევტიკური ანალიზი და ლიტერატურული კრიტიციზმის პრინციპები და ა.შ.) გამოყენებით მიღებული შედეგების ანალიზსა და სინთეზს;
    • ინგლისურ ენაზე მკაფიოდ სტრუქტურირებული კომპლექსური ზეპირი და წერილობითი ტექსტის პროდუცირებისას იყენებს რელევანტურ კომუნიკაციურ სტრატეგიებს, აყალიბებს რელევანტურ არგუმენტებს და ლოგიკურად ასაბუთებს საკუთარ კრიტიკულ მოსაზრებას კომპლექსურ საკითხებთან დაკავშირებით, ახორციელებს ადეკვატურ კომუნიკაციურ ქმედებას სხვადასხვა კომუნიკაციურ კონტექსტში;
    • მეორე ევროპულ ენაზე თანმიმდევრულად აღწერს მოვლენებს, საკუთარ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს სინტაქსურად გამართული და აზრობრივად ჩამოყალიბებული წინადადებებით ნაცნობი თემატიკის ფარგლებში;
    • იყენებს სწავლისა და სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებს, სფეროსათვის რელევანტური თეორიების, მეთოდებისა და მიდგომების (სწავლისა და სწავლების თეორია, ბიჰეივიორისტული თეორიები, კოგნიტური განვითარების თეორიები და აშ.) ანალიზის შედეგად აყალიბებს ცოდნაზე დაფუძნებულ ლოგიკურ დასკვნას რეალური თუ ჰიპოთეტური სიტუაციების შესახებ;
    • ფილოლოგიის სფეროსათვის რელევანტურ საკითხებზე არგუმენტირებული დასკვნის ჩამოყალიბების მიზნით იძიებს ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან, ახდენს საკითხთა თანმიმდევრულად, ნათლად ფორმულირებასა და პრეზენტაციას როგორც სპეციალისტებთან (ფილოლოგები, ენის მასწავლებლები), ისე არასპეციალისტებთან (ფართო საზოგადოება) თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენებით.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • კურსდამთავრებული:

    • ითვისებს რა ინგლისური ფილოლოგიის კომპლექსურ სააზროვნო სივრცეს, იღებს პასუხისმგებლობას პროფესიულ განვითარებაზე მის მიერ მომზადებულ ნაშრომებში (რეფერატი, მცირე კვლევა, საბაკალავრო ნაშრომი (სავალდებულო არჩევითი) მონაცემთა ანალოგიზაცია/კონტრასტირების, სინთეზირებისა და შედეგების რეპრეზენტაციის, ასევე აკადემიური პატიოსნების სტანდარტების დაცვის გზით.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 06-27-2014
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 27-14
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 25/16
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ფილოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის (ინგლისურ ფილოლოგიაში) აკადემიური ხარისხის მისანიჭებლად საჭირო 240 ECTS კრედიტი ნაწილდება შემდეგნაირად:
    174 ECTS - პროგრამის ძირითადი საგნები;

    • 12 ECTS  - პროგრამის სავალდებულო ასარჩევი საგნები (სავალდებულო ასარჩევი საგანი ან საბაკალავრო ნაშრომი);
    • 24 ECTS  - პროგრამის სავალდებულო ასარჩევი საგანი (მეორე ევროპული ენა);
    • 18 ECTS  - პროგრამის ასარჩევი საგნები;
    • 12 ECTS  - თავისუფალი კრედიტები.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL1243Eინგლისური ენა (ლექსიკა, გრამატიკა) I9 1
    HIST1117Eშესავალი მსოფლიო ისტორიაში6 1
    LING1323Eენათმეცნიერების შესავალი9 1
    ORPC1141Eზეპირმეტყველება I3 1
    ACWR1210Eაკადემიური წერა ფილოლოგებისთვის I6 2
    ENGL1244Eინგლისური ენა (ლექსიკა, გრამატიკა) II9 2
    LANG2215Eენა, კულტურა და ლიტერატურა9 2
    ORPC1142Eზეპირმეტყველება II3 2
    ACWR2110Eაკადემიური წერა ფილოლოგებისთვის II6 3
    EDUC2112Eგანათლების ისტორია და ფილოსოფია6 3
    LANS3215Eენა და საზოგადოება6 3
    THGP2120Eთეორიული გრამატიკა და ფონეტიკა6 3
    WLIT2110Eმსოფლიო ლიტერატურა I6 3
    ENGN3221Eსაგაზეთო სტატიების ანალიზი6 4
    ENST2210Eსტილისტიკა6 4
    PSYC1275Eსოციალური ფსიქოლოგია6 4
    WLIT2210Eმსოფლიო ლიტერატურა II6 4
    EDUC3113Eსწავლების მეთოდიკა6 5
    ELIT3110Eლიტერატურათმცოდნეობა და ლიტერატურის თეორია6 5
    ENGL3112Eლექსიკოლოგია6 5
    WLIT3110Eმსოფლიო ლიტერატურა III6 5
    EDUC3142Eინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა6 6
    EDUC3145Eინკლუზიური განათლების საფუძვლები6 6
    ELIT3210Eინგლისურენოვანი ლიტერატურა I6 6
    EDUC4120Eხარისხის მართვა სკოლაში6 7
    ELIT4110Eინგლისურენოვანი ლიტერატურა II6 7
    ENGB4321Eინგლისური ენა და ბრიტანელები6 7
    PEDP4210Eპედაგოგიური პრაქტიკა6 8

    კრედიტების ჯამი:

    174

    პროგრამის სავალდებულო ასარჩევი

    12 ECTS - სავალდებულო ასარჩევი საგნები (2 სავალდებულო ასარჩევი საგანი – თითო 6 ECTS = 12 ECTS ან საბაკალავრო ნაშრომი - 12 ECTS).

     

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ANLT3214Eმხატვრული ტექსტის ანალიზი6 8
    ENGL4212Eსაბაკალავრო ნაშრომი ინგლისურ ფილოლოგიაში12 8
    GLED4221Eგანათლების გლობალიზაცია6 8
    LING4324Eასოციაციური ექსპერიმენტი ლინგვისტიკაში6 8

    კრედიტების ჯამი:

    30

    პროგრამის ასარჩევი

    წარმოდგენილი საგნების ბლოკიდან სავალდებულოა 42 კრედიტის აღება, საიდანაც სტუდენტმა 24 კრედიტი უნდა აიღოს ერთ კონკრეტულ უცხო ენაში, დანარჩენი 18 კრედიტი კი აირჩიოს შემოთავაზებული საგნების ნუსხიდან.
    კოდი საგანი კრედიტი
    LITR2231Eიტალიური რენესანსი6
    INFO1133Eსაოფისე კომპიუტერული პროგრამები6
    INTC3179Eინტერკულტურული ბიზნეს კომუნიკაცია6
    ENGP2342Eპროფესიული კომუნიკაცია I9
    EDPS2210Eგანათლების ფსიქოლოგია6
    ENGP2343Eპროფესიული კომუნიკაცია II9
    FRAN1147Eფრანგული ენა I (A1)6
    GERM1147Eგერმანული ენა I (A1)6
    ITAL1147Eიტალიური ენა I (A1)6
    ENGL4247Eზეპირი ბიზნესკომუნიკაცია6
    ENGL4249Eწერითი ბიზნესკომუნიკაცია6
    FRAN1247Eფრანგული ენა II (A2)6
    GERM1247Eგერმანული ენა II (A2)6
    ITAL1247Eიტალიური ენა II (A2)6
    AMCN3232Eამერიკული კინოს ანალიზი3
    EDUC4130Eკლასის მართვა6
    FRAN2147Eფრანგული ენა III (B1/1)6
    GERM2147Eგერმანული ენა III (B1/1)6
    ITAL2147Eიტალიური ენა III (B1/1)6
    LITH3412Eერი და ეროვნული ლიტერატურის განვითარების ისტორია3
    ENGL1513Eინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (TOEFL)6
    ENGL1514Eინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (IELTS)6
    FRAN2247Eფრანგული ენა IV (B1/2)6
    GERM2247Eგერმანული ენა IV (B1/2)6
    ITAL2247Eიტალიური ენა IV (B1/2)6
    LITS2123Eსიმბოლოები და სტილისტური მექანიზმები მხატვრულ ტესტში3
    PSYC4111Eასაკობრივი ფსიქოლოგია6

    კრედიტების ჯამი:

    159

    თავისუფალი კრედიტი

    თავისუფალი კრედიტების ფარგლებში სავალდებულოა 12 კრედიტის აღება. სტუდენტს 12 კრედიტის აღება შეუძლია როგორც აღნიშნული ჩამონათვალიდან ასევე სხვა ინგლისურენოვანი პროგრამებიდან.
    კოდი საგანი კრედიტი
    COMM4120Eსაზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6
    KART1141ქართული, როგორც უცხოური ენა I6
    KART1241ქართული, როგორც უცხოური ენა II6
    PHIL2130Eფილოსოფიური აზრის ისტორია6
    POLI1220Eპოლიტიკის შესავალი6
    HIST1230Eშესავალი საქართველოს ისტორიაში6

    კრედიტების ჯამი:

    36









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი