eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: აღმოსავლეთმცოდნეობა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ალექსანდრე ჭულუხაძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ახლო ან/და შუა აღმოსავლეთის კვლევების ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს  ახლო ან/და შუა აღმოსავლეთის  კვლევების კვალიფიციური სპეციალისტი  ახლო აღმოსავლეთის სამი ძირითადი ენიდან (არაბული,სპარსული თურქული) ერთ-ერთის კვალიფიციური მცოდნე, მაღალი სოციალური ცნობიერებისა და დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქე, რომელსაც ექნება განსხვავებული კულტურების გაგებისა და პატივისცემის მზაობა; მოქნილი ინდივიდი, ანალიტიკური, კრიტიკული და კომუნიკაციური უნარებით;  მისცეს ცოდნა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ისტორიის, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი, რელიგიური სისტემებისა და კულტურის, პოლიტიკური ტენდენციებისა და სხვადასხვა ტიპის კონფლიქტების   განმაპირობებლი ფაქტორების შესახებ რეგიონის ქვეყნების თავისებურებების, ერთმანეთთან და საქართველოსთან  პოლიტიკური ურთიერთობის დინამიკის, თანამედროვე მდგომარეობისა და პერსპექტივების გათვალისწინებით.  განუვითაროს სტუდენტს  ახლო აღმოსავლეთის წარსულისა და აწმყოს კრიტიკული გააზრების უნარი;  ზოგადად , ახლო აღმოსავლეთის, როგორც დიდი რეგიონის და, მასში შემავალი ცალკეული ქვეყნების, ძირითადი მახასიათებლების იდენტიფიცირების უნარი და რეგიონის განვითარების მახასიათებლებისა და დიაქრონული ჩარჩოს ზოგადი გაგება. პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმებას მიღებული კომპეტენციების სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებულ თითქმის ყველა სფეროში: საჯარო სამსახური, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტები, საგარეო ურთიერთობების სამსახური, აღმოსავლური კერძო თუ სახელმწიფო სავაჭრო / ეკონომიკური წარმომადგენლობები, მაკრო და მიკროეკონომიკური საერთაშორისო კომპანიები, შესაბამისი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობები და სხვა.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

• წიგნზე მუშაობის მეთოდი;
• ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
• ვიდეო-აუდიო მასალის გამოყენება;
• ინტერაქტიული მეცადინეობები;
• სიახლეთა გარჩევა;
• გუნდური მუშაობა;
• პრაქტიკული მუშაობა;
• წერითი მუშაობა;
• პრეზენტაციის წარდგენა;
• ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
• დისკუსია-დებატები

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • კურსდამთავრებული

    იცნობს:
    აღმოსავლეთმცოდნეობის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის განვითარების ისტორიას, სხვადასხვა მიმდინარეობების, ძირითად თეორიულ და მეთოდოლოგიურ მიდგომათა თავისებურებებს და აღმოსავლეთმცოდნეობის მსოფლიოს სხვადასხვა და ქართული სკოლების ძირითადი მიღწევებს;
    ახლო აღმოსავლეთის უძველესი, შუა საუკუნეების, ახალი და უახლესი ეპოქების ისტორიას, წარსულის ზოგად დიაქრონულ ჩარჩოს და მრავალეროვნული და მრავალკონფესიური საზოგადოებებისა და ცივილიზაციების დამახასიათებელ და ურთიერთგანმასხვავებელ ნიშან-თვისებათა ძირითად ასპექტებს;
    ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთა ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესებს და მათი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი მოწყობის ძირითად  ეტაპებს;
    ისლამის, როგორც რელიგიისა და კულტურული ფენომენის წარმოშობის, განვითარებისა და გავრცელების ისტორიასა და ძირითად დოგმებს;
    მსოფლიო  ისტორიის  უმნიშვნელოვანეს ეტაპებს და საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური ურთიერთობების  საკვანძო საკითხებს;
    ახლო აღმოსავლეთის ხალხებისა და ქვეყნების ზოგად და საერთო კულტურულ მემკვიდრეობას;

    ახლო აღმოსავლეთის რეგიონის პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფიის  თავისებურებებს;

    თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის   რეგიონს პოლიტიკურ ტენდენციების, იდეოლოგიების და უსაფრთხოების  კონტექსტში;

    აკადემიური წერის ძირითად პრინციპებსა და უნივერსიტეტის მიერ შერჩეული (APA) აკადემიური სტილის მოთხოვნებს.
     

    იცის:

    სპეციალობით განსაზღვრული ერთ-ერთი აღმოსავლური ენა (არაბული / თურქული / სპარსული) B2/2 დონეზე;

     

    განსაზღვრავს და ახასიათებს:

    რელიგიის მნიშვნელობას თანამედროვე ახლო აღმოსავლეთში და მის გავლენას საზოგადოებაზე;

    მედიისა და პოლიტიკის თავისებურებებს ახლო აღმოსავლეთში;

    ახლო აღმოსავლეთის ხალხებისა და ქვეყნების ახალი და უახლესი ეპოქების ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების ძირითად მიზეზებსა და ასპექტებს;

    ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების  პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებისა და პერსპექტივების ძირითად კრიტერიუმებსა და მახასიათებლებს.


  • უნარი
  • ახერხებს  აღმოსავლური (არაბული / თურქული / სპარსული) ისტორიული, ეკონომიკური, პოლიტიკური (პირველადი და მეორადი) და სხვა ტიპის წყაროების / მასალების / ინფორმაციის თანმიმდევრულად ორგანიზებას, კითხვასა და ციტირებას;

    სხვადასხვა სახის ბიბლიოგრაფიული, საარქივო მასალების, ელექტრონული მონაცემების / რეფერენციების მოძიებას, სტატისტიკური მონაცემების მოპოვებას და მათი გამოყენებით საკვლევი საკითხის / პრობლემის იდენტიფიცირებას;

    ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ისტორიული, პოლიტიკური, რელიგიური მოვლენებისა და პროცესების იდენტიფიცირებას, რელევანტურ  ანალიზს და  სპეციალისტების ან ფართო საზოგადოების წინაშე  წარდგენას(ზეპირი ან წერილობითი სახით);

    მის მიერ შესწავლილ აღმოსავლურ ენაზე(სპარსული/თურქული/არაბული)  გამართულ კომუნიკაციას;


  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ისტორიის, კულტურის, რელიგიის, თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკური და / ან არაბული, სპარსული და თურქული ენების სფეროში საბაკალავრო კვლევისთვის რელევანტური პრობლემის შერჩევა, კვლევის დაგეგმვა, განხორციელება და მიღებული შედეგების ტრანსფორმაცია საბაკალავრო ნაშრომის ფორმატში;

    პროფესიული სრულყოფის მიზნით განათლების შემდგომ საფეხურზე (მაგისტრატურა) სწავლის საჭიროების განსაზღვრა და განხორციელება.

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 12-03-2012
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 43-12
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 33-14
    პროგრამის დეტალები:

    .

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ახლო ან/და შუა აღმოსავლეთის კვლევებში სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს, ძირითადი სპეციალობის  საგნებს -168 ECTS (მათ შორის 48 ECTS არჩევითი აღმოსავლური ენები და 18 ECTS ინგლისური ენა), თავისუფალი კრედიტი - 12 ECTS, დამატებითი სპეციალობის საგნები - 60 ECTS. დამატებითი სპეციალობის არჩევა შესაძლებელია როგორც ძირითადი სპეციალობის განმახორციელებელ, ისე სხვა სკოლაში; (დამატებითი სპეციალობა სტუდენტს არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს, თუმცა ძირითად სპეციალობასთან კომბინაციაში, აღრმავებს სტუდენტის ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს და /ან აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს გარკვეული საბაზისო ცოდნა, რომელიც ძირითად სპეციალობასთან ერთად ჩამოუყალიბებს მას დასაქმებისთვის ან განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის საჭირო დარგობრივ კომპეტენციებს); (სტუდენტს რომელიც  საჭიროებს ენობრივი ცოდნის გაუმჯობესებას ამ მიზნით შეუძლია გამოიყენოს თავისუფალი კრედიტის ფორმატში შეთავაზებული  ინგლისური ენა (A2), ინგლისური ენა  (B1/1).

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 6
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    HIST1119შესავალი მსოფლიო ისტორიაში I6 1
    KART1220აკადემიური წერა6 1
    ORST1110შესავალი აღმოსავლეთმცოდნეობაში6 1
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    HIST1219შესავალი მსოფლიო ისტორიაში II6 2
    ORST1210ახლო აღმოსავლეთის ისტორია I (ძველი და შუა საუკუნეები)6 2
    ORST2120ისლამი (რელიგია, ისტორია, ცივილიზაცია)6 2
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6 3
    ORST2110ახლო აღმოსავლეთის ისტორია II (ახალი და უახლესი პერიოდი)6 3
    ORST2130ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფია6 3
    ORST2220ახლო აღმოსავლეთის ხელოვნება და კულტურა I6 4
    ORST3110ახლო აღმოსავლეთის ხელოვნება და კულტურა II6 5
    ORST4210თანამედროვე ახლო აღმოსავლეთი (იდეოლოგია, პოლიტიკა, უსაფრთხოება)6 6
    ORST2217ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფო წყობილება და სამართალი6 8
    ORST4230საბაკალავრო ნაშრომი აღმოსავლეთმცოდნეობაში12 8

    კრედიტების ჯამი:

    114

    სავალდებულო ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ARAB1140არაბული ენა I (A1)6
    PERS1140სპარსული ენა I (A1)6
    TURK1140თურქული ენა I (A1)6
    ARAB1240არაბული ენა II (A2)6
    PERS1240სპარსული ენა II (A2)6
    TURK1240თურქული ენა II (A2)6
    ARAB2141არაბული ენა III (B1/1)6
    PERS2141სპარსული ენა III(B1/1)6
    TURK2141თურქული ენა III(B1/1)6
    ARAB2241არაბული ენა IV(B1/2)6
    PERS2241სპარსული ენა IV(B1/2)6
    TURK2241თურქული ენა IV (B1/2)6
    ARAB3142არაბული ენა V (B2/1)6
    PERS3142სპარსული ენა V (B2/1)6
    TURK3142თურქული ენა V (B2/1)6
    ARAB3242არაბული ენა VI (B2/2)6
    PERS3242სპარსული ენა VI (B2/2)6
    TURK3242თურქული ენა VI (B2/2)6
    ARAB4140არაბული ენა VII (ეკონომიკა, პოლიტიკა, სამართალი)6
    PERS4140სპარსული ენა VII (ეკონომიკა, პოლიტიკა, სამართალი)6
    TURK4140თურქული ენა VII (ეკონომიკა, პოლიტიკა, სამართალი)6
    ARAB4241არაბული ენა VIII (თარგმანის თეორია და პრაქტიკა)6
    PERS4241სპარსული ენა VIII (თარგმანის თეორია და პრაქტიკა)6
    TURK4241თურქული ენა VIII (თარგმანის თეორია და პრაქტიკა)6

    კრედიტების ჯამი:

    144









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი