eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ინჟინერია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: კახაბერ თავზარაშვილი
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინჟინერიის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ინგლისური ენის (B1 დონე 70%) და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნები, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებმა წარმატებით უნდა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები. უცხოელმა აბიტურიენტებმა, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი საშუალო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ზოგადი საშუალო განათლების ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს ფიზიკის, მათემატიკის და ინჟინერიის ფუნდამენტურ პრინციპებზე დაფუძნებული განათლება ინჟინერიაში, ხელი შეუწყოს სტუდენტის ინოვაციურ აზროვნების ჩამოყალიბებას, განუვითაროს საინჟინრო ამოცანების ანალიზის, სინთეზის და დიზაინის უნარები ინჟინერიის (ელექტრონული, ტელესაკომუნიკაციო და კომპიუტერული) მიმართულებით; ზოგადსაგანმანათლებლო კურსების სწავლებით მისცეს სტუდენტს კომუნიკაციის უნარი, სწავლის უნარი, განუვითაროს ადამიანის ინტელექტუალური მიღწევებისადმი პატივისცემის ღირებულებები; მოამზადოს სტუდენტები სამრეწველო, სამთავრობო და აკადემიური სფეროებში წარმატებული კარიერისთვის. კურსდამთავრებულებს საინჟინრო კომპეტენციებით შეეძლებათ დასაქმდნენ კერძო კომპანიებსა და ორგანიზაციებში, როგორც ელექტრონული, სატელეკომუნიკაციო და კომპიუტერული ინჟინერები.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • გუნდური მუშაობა
  • დემონსტრირების მეთოდი
  • დისკუსიები
  • დისკუსიური-დებატური თემების წარმოდგენა და დაცვა
  • ვერბალური და ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • ვიდეო-აუდიო მასალის გამოყენება
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
  • კრიტიკული ანალიზი
  • ლაბორატორიული მეცადინეობები
  • ლაბორატორიული მუშაობა
  • ლექცია - სემინარი
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • მზარდი სირთულის, თუნდაც მცირე მოცულობის კვლევის წარმოება ზედამხედველობით
  • პრაქტიკული მუშაობა
  • პრეზენტაციის წარდგენა
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები
  • პრობლემის დასმა და მათი გადაჭრა
  • საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება
  • სხვათა სამუშაოს კონსტრუქციული კრიტიკა
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • წერითი მუშაობის მეთოდი
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • აყალიბებს და განმარტავს ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის ზოგად თეორიებსა და პრინციპებს;
    • ფლობს ზოგადი ფიზიკის (მექანიკა, ელექტრომაგნეტიზმი, თერმოდინამიკა, ოპტიკა, ტალღები) ძირითად საკითხების;
    • ფლობს მათემატიკური ანალიზის, ალგებრის და გეომეტრიის, მათემატიკური ანალიზის საფუძვლების, დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის, კომპლექსური ანალიზის, დისკრეტული მათემატიკის ელემენტებს;
    • ფლობს დაპროგრამირების ენას (C++).

    ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით

    • ხსნის და განმარტავს  წრედთა თეორიის, ანალოგური და ციფრული ელექტრონიკის ძირითად საკითხებს, ნახევარგამტარული მოწყობილობების მუშაობის პრინციპებს

    კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით

    • ფლობს კომპიუტერის არქიტექტურის, ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული ქსელების, მონაცემთა ბაზების დიზაინისა და პროგრამირების საფუძვლებს

  • უნარი
  • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • პრაქტიკაში იყენებს საინჟინრო მათემატიკურ აპარატს, ზოგადი ფიზიკის ძირითად კანონებს, ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის ძირითად პრინციპებს
    • აყალიბებს და ხსნის ელექტრონული და კომპიუტერული სისტემების მარტივ პრაქტიკულ ამოცანებს
    • წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად  გეგმავს და განახორციელებს მარტივ ექსპერიმენტს
    • წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად ქმნის მცირე კომპიუტერულ პროგრამას;
    • აანალიზებს სხვადასხვა საინჟინრო, ფიზიკური და მათემატიკური ამოცანის თეორიულ და რიცხვითი შედეგებს
    • გაზომვის შედეგებს ადარებს  თეორიულ მნიშვნელობებთან;
    • კვლევის შედეგების გასაანალიზებლად იყენებს  რაოდენობრივ და თვისობრივ მეთოდს


    ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით

     

    • მოთხოვნებისა და არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით ქმნის და ახდენს მარტივი ელექტრონული კომპონენტების, სისტემების  პროექტირებას  
    • მარტივი ელექტრონული წრედების ტესტირების, ხარვეზების დადგენისა და მათი აღმოფხვრის უნარი;

    კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით

     

    • ახდენს მცირე კომპიუტერული ქსელებისა და მონაცემთა ბაზების პროექტირებას  და მართავს მათ;
    • კომპიუტერულ სისტემებში, ქსელებში ახდენს ტესტირებას, ადგენს ხარვეზებს და აღმოფხვრის მათ

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • ისწრაფვის უწყვეტი პროფესიული განვითარებისკენ, სპეციალობაში დამოუკიდებლად იღრმავებს  ცოდნასა და უნარებს, დამოუკიდებლად შეისწავლის უფრო რთული ამოცანების გადაწყვეტასა და კომპლექსური სისტემების მართვას;
    • ციფრული ბიბლიოთეკებისა და ინტერნეტის გამოყენებით მოიპოვებს ახალ ინფორმაციას და ამუშავებს კრიტიკულად;
    • როგორც სპეციალისტი აფასებს და პატივს სცემს პროფესიულსა და ეთიკურ ღირებულებებს;
    • იაზრებს და ითავისებს ინჟინერიის მნიშვნელობას გლობალურ, ეკონომიკურ გარემოსა და სოციალურ კონტექსტში;
    • იაზრებს და ითავისებს ლიბერალურ დემოკრატიულ ღირებულებებს, რაც გამოიხატება პიროვნებისა და საკუთრების
      პატივისცემაში;
    • იაზრებს და იტავისებს როგორც ფიზიკურ, ისე ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული ღირებულებებს;
    • პასუხისმგებლობით ეკიდება როგორც პირად, ისე გუნდურ საკითხებს.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 10-31-2012
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 38-12
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 31/16
    პროგრამის დეტალები:

    სტუდენტებს, რომლებსაც ეროვნულ გამოცდებზე არ აქვთ ჩაბარებული მათემატიკა ან მიღებული აქვთ 50%-ზე ნაკლები და საჭიროებენ მათემატიკის კომპეტენციების გაუმჯობესებას, თავისუფალი კრტედიტების ფარგლებში შეუძლიათ აირჩიონ პრეკალკულუსი.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ინჟინერიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს კრედიტების შემდეგ განაწილებას: საუნივერსიტეტო ძირითადი 24 ECTS; პროგრამის ძირითადი 126 ECTS; პროგრამის არჩევითი 30 ECTS; თავისუფალი კრედიტები 60 ECTS;

    საუნივერსიტეტო ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    HIST1117Eშესავალი მსოფლიო ისტორიაში6 1
    KART1220Eაკადემიური წერა6 1
    BUSN1210Eეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 2
    HIST1230Eშესავალი საქართველოს ისტორიაში6 2

    კრედიტების ჯამი:

    24

    სკოლის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    INFO3133Eდაპროგრამების ენა Swift6

    კრედიტების ჯამი:

    6

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    EENG1120Eელექტრონიკის საფუძვლები6 1
    EENG2213Eკომპიუტერული ინჟინერიის საფუძვლები6 2
    MATH1115Eკალკულუსი I6 2
    EENG1103Eფიზიკა I (მექანიკა)6 3
    EENG2101Eსაინჟინრო მათემატიკა I6 3
    EENG2110Eწრედთა თეორია6 3
    INFO1111Eდაპროგრამების საფუძვლები (C++)6 3
    MATH1166Eკალკულუსი II6 3
    EENG1204Eფიზიკა II (ელექტროობა და მაგნეტიზმი)6 4
    EENG2202Eსაინჟინრო მათემატიკა II6 4
    EENG2212Eანალოგური ელექტრონიკა6 4
    INFO3131Eობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება C++6 4
    EENG2105Eფიზიკა III (თერმოდინამიკა,ტალღები და ოპტიკა)6 5
    EENG3113Eციფრული ელექტრონიკა6 5
    INFO3110Eკომპიუტერული ქსელები I6 5
    INFO4259Eმონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები6 5
    EENG2211Eნახევარგამტარების საფუძვლები6 6
    EENG3115Eსაინჟინრო ელექტრომაგნეტიზმი6 6
    EENG4129Eანტენების თეორია და დიზაინი6 6
    EENG3114Eსიგნალები და სისტემები6 7
    EENG3220ELabView დაპროგრამირება6 7

    კრედიტების ჯამი:

    126

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    INFO3132Eდაპროგრამების ენა Python6
    INFO3253Eკიბერ უსაფრთხოების შესავალი6
    MATH1123Eწრფივი ალგებრა და ანალიზური გეომეტრია6
    ENGL1110Eზოგადი ინგლისური I6
    KART1141ქართული, როგორც უცხოური ენა I6
    MATH1121Eპრეკალკულუსი6
    ENGL1120Eზოგადი ინგლისური II6
    KART1241ქართული, როგორც უცხოური ენა II6
    INFO1112Eსაოფისე სისტემები6
    EENG3219Eსაინჟინრო ამოცანების კომპ. მოდელირება6
    EENG4133Eკომპიუტერის ორგანიზაცია6
    EENG4134Eთანამედროვე ოპერაციული სისტემები6
    INFO1107EIT სერვისების და პროექტების მართვა6
    INFO3120Eშესავალი WEB დეველოპმენტში6
    INFO3230Eდაპროგრამების ენა Java I6
    INFO3250Eვიზუალური დაპროგრამება (C#) I6
    INFO3254EOracle მონაცემთა ბაზის დიზაინი და პროგრამირება6
    INFO3260Eმავნე კოდის ანალიზი6
    INFO4150Eვიზუალური დაპროგრამება (C#) II6
    EENG3217Eთანამედროვე ფიზიკა6
    EENG3222Eპროგრამული ინჟინერია6
    INFO3210Eკომპიუტერული ქსელები II6
    INFO3220Eვებ პროგრამირება (PHP, MySQL)6
    INFO4250Eდაპროგრამების ენა Java II6
    INFO4450Eშესავალი კომპიუტერული თამაშების პროგრამირებაში I6
    EENG3216Eმიკროპროცესორები6
    EENG3218Eსისტემების მოდელირება და კონტროლი6
    EENG3221Eმიკროტალღური წრედები და სისტემები6
    EENG4124Eელექტრომაგნიტური თავსებადობა6
    EENG4235Eკომპიუტერული უსაფრთხოება6
    INFO1126EAndroid აპლიკაციების დაპროგრამება6
    EENG4236Eპრაქტიკა 112
    INFO4120Eვებ პროგრამირება (ReactJS)6

    კრედიტების ჯამი:

    204

    სამოქალაქო ინჟინერია

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    EENG2514Eმასალათა გამძლეობა I6 7
    EENG1218Eსამშენებლო მასალები6 6
    EENG1219E3D გრაფიკა6 6
    EENG2215Eსტატიკა და დინამიკა6 6

    კრედიტების ჯამი:

    24









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    ინჟინერიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს კრედიტების შემდეგ განაწილებას: საუნივერსიტეტო ძირითადი 24 ECTS; პროგრამის ძირითადი 126 ECTS; პროგრამის არჩევითი 30 ECTS; თავისუფალი კრედიტები 60 ECTS;


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი